"მომხმარებელი ქართული ნაწარმის 99%-ს არ იცნობს"

"მომხმარებელი ქართული ნაწარმის 99%-ს არ იცნობს"

person access_time2016-08-19 10:00:55

მომხმარებელი საქართველოში ქართული  ნაწარმის 99%–ს არ იცნობს - ამის შესახებ, ეროვნული მოძრაობა kar.ge-ს დამფუძნებელი ტარიელ ზივზივაძე აცხადებს.  

 

kar.ge 2015 წელს, ეროვნული წარმოებისა და პროდუქციის მხარდაჭერისთვის შეიქმნა. „მე ვყიდულობ ქართულს" სლოგანით  კარ.ჯი წელიწადში ორჯერ 30 დღიან გამოწვევას აწყობს, რომლის ფარგლებში ხდება ადგილობრივი ხარისხიანი პროდუქციის პოპულარიზაცია. მოძრაობამ მორიგი გამოწვევა მიმდინარე წლის 1-30 ივნისს მოაწყო.

 

„ ჩვენ ვყიდულობდით საქართველოში წარმოებულ პროდუქციას და ამ ქმედების აფიშირებით მაგალითს ვაძლევდით ჩვენს ირგვლივ ადამიანებს, რომ გაეკეთებინათ იგივე. გამოწვევა უკვე რიგით მე-4 იყო. ამ გამოწვევაში ჩართულობა დიდი არ იყო, მაგრამ მიზნად გვქონდა რამდენიმე ინსტრუმენტი დაგვეტესტა და ამ მიზანს მივაღწიეთ კიდეც. შემდეგი მასშტაბური 30 დღიანი გამოწვევა იქნება დეკემბერში. ჩვენ ასეთი ტიპის გამოწვევას წელიწადში ორჯერ გავაკეთებთ," – აცხადებს ზივზივაძე.


 

მისივე თქმით, ქართული ლიმონათი, ლუდი, ნაყინი, ღვინო რაც ყველგან არის იცის მომხმარებელმა, თუმცა ჩაი, წვენი, საკონდიტრო ნაწარმი, თაფლი, სიგარა, ჩურჩხელა – ასეთი  პროდუქციის ქართული ბრენდების შესახებ ბევრისთვის უცნობია.

 

ზივზივაძის თქმით, იმპორტის ჩანაცვლების მიზნით,  ქართული პროდუქციის პოპულარობისთვის გაწეული სამუშაოები ბევრად მასშტაბური უნდა გახდეს. „კარ. ჯის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ საქართველოს მოსახლეობაში ქართული ხარისხიანი ნაწარმის პოპულარიზაციაზე და გაყიდვების ზრდაზე მიმართული აქტივობების განხორცილებაა საჭირო საიმისოდ, რომ მეტი ფული დაიხარჯოს ქართულ ნაწარმში. ეს კი  ნიშნავს, რომ დოვლათი ქვეყნიდან არ გაედინება, რჩება ქვეყანაში, ბრუნავს და „მრავლდება";, მისივე თქმით, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონში ცვლილების შეტანა და სახელმწიფო შესყიდვებისას/ტენდერებისას საქართველოში წარმოებული პროდუქციისათვის ფასში უპირატესობის მინიჭება ან სხვა სახის მხარდაჭერაა საჭირო. ზივზივაძის განცხადებითვე,  ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, ეკონომიკის კი – თითქმის 90%. ეს იგრძნობა სუპერმარკეტების დახლებზე, ბაზარში, B2B გარიგებებში, სადაც გარიგებების 90%-მდე არაქართული წარმოების პროდუქციაზე ხდება. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 2015 წელს 5.5 მილიარდ დოლარზე მეტი იყო და წლიდან წლამდე ასეა. მიუხედავად ამისა,   ზივზივაძე ამბობს,რომ გამოსავალი არსებობს:  „როცა ყიდულობ ქართულ ნაწარმს, გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს.“ 

 

 




კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო
access_time2020-07-11 19:00:04
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან საინვესტიციო ფონდ...

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა
access_time2020-07-11 18:00:17
ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...


მსგავსი სიახლეები

up