"მოამრავლებს თუ არა სამუშაო ადგილებს დონალდ ტრამპის მიერ დაპირებული საგადასახადო არდადეგები"

"მოამრავლებს თუ არა სამუშაო ადგილებს დონალდ ტრამპის მიერ დაპირებული საგადასახადო არდადეგები"

access_time2016-12-29 13:10:13

"მოამრავლებს თუ არა სამუშაო ადგილებს დონალდ ტრამპის მიერ დაპირებული საგადასახადო არდადეგები" - ამ სათაურით აქვეყნებს გაზეთი "ნიუ-იორკ თაიმსი" ლესლი პიკერის სტატიას რომელშიც ვკითხულობთ:

 

 

 

"ახლადარჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს არაერთგზის უთქვია, რომ მის მიერ შეთავაზებული "საგადასახადო არდადეგები" დაეხმარება ამერიკულ კომპანიებს საზღვარგარეთ შედარებით ნაკლებად მომგებიანი შემოსავლების შინ დაბრუნებაში. ტრამპის აზრით, დაბრუნებული ფულის ნაკადი შექმნის სამუშაო ადგილებს.

 

 

 

მიუხედავად ამისა, ამერიკის კორპორატიულ საბჭოებსა და აღმასრულებელ მენეჯმენეტს შესაძლოა სხვა მოსაზრებები ჰქონდეთ ამის თაობაზე.

 

 

 

მათთვის უფრო ხელსაყრელი იქნება საზღვარგარეთ ინვესტირებული 2 ტრილიონი დოლარიდან დაბრუნებული კაპიტალის გამოყენება ამერიკაში ბიზნესების შესაძენად, საფონდო ბირჟებზე საკუთარი კომპანიების აქციათა გამოსასყიდად. ასეთი შეხედულება აქვთ წამყვან ამერიკელ სპეციალისტებსა და მრჩევლებს.

 

 

 

როგორც ცნობილია, მრავალ ამერიკულ კომპანიას დაგროვილი აქვს საზღვარგარეთ შემოსავლები, რამეთუ შეერთებულ შტატებში მათი დაბრუნება, დღევანდელი საგადასახადო ნორმებით, გამოიწვევს მნიშვნელოვან დაბეგვრას.

 

 

 


ამის გამოა რომ დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი ინიციატივით, საზღვარგარეთიდან რეპატრიაციისას, კორპორატიული მოგებები ერთჯერადად დაიბეგრება 10 პროცენტით. ესაა დაახლოებით ერთი მესამედი იმ დაბეგვრისა, რომელსაც ამჟამად მოქმედი კანონმდებლობა მოითხოვს. ეს უკანასკნელი, როგორც ცნობილია, 35-ეტ პროცენტიან ფედერალურ საგადასახადო დაბეგვრას ითვალისწინებს. თუმცა, ხსენებულ კომპანიებს შეღავათების სახით იმ თანხების დაბრუნებაც ეკუთვნით, რომლებიც მათ საზღვარგარეთ გადასახადების სახით გადაიხადეს. მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში, საზღვარგარეთ გადასაახადების სახით გადახდილი თანხები მნიშვნელოვნად მცირეა იმ გადასახადებზე, რომლებსაც შეერთებულ შტატებში იხდიან.

 

 

 

დონალდ ტრამპის გეგმის თანახმად, თუკი შეღავათიან პირობებში ამერიკული კომპანიები დააბრუნებენ საზღვარგარეთიდან კაპიტალს, მაშინ ეს უკანასკნელი უსათუოდ გამოყენებული იქნება სამუშაო ადგილების შესაქმნელად. თუმცა, რელობაში ეს იქნება მხოლოდ ერთერთი ვარიანტი კაპიტალის გამოყენებისა.

 

 

 

თუკი პრიორიტეტად დადგება დაბრუნებული კაპიტალის დაბრუნება კორპორატიული გარიგებების განხორციელებისთვის, მაშინ ამით ყველაზე გახარებულნი ალბათ ფინანსური მრჩევლები უნდა იყვნენ, რამეთუ ისინი უხვი გასამრჯელოების მოლოდინში იქნებიან თავიანთი საქმიანობიდან. ამასთანავე, დიდ ვერაფერ სარგებელს ნახავენ ამერიკელი მუშა-მოსამსახურეები, რამეთუ ხშირია სამუშაოდან მათი დათხოვება ორი, ან მეტი კომპანიის გაერთიანებისა და შედეგობრივი ოპტიმიზაციის გამო" - ნათქვამია გაზეთის სტატიაში.

 

 

 


"სამუშაო ადგილების რაოდენობა შემცირდა, როცა 2004 წელს კონგრესის მიერ ინიციირებულ იქნა საგადასახადო არდადეგები. იმ დროს 15-მა ყველაზე მსხვილმა კომპანიამ დააბრუნა შეერთებულ შტატებში საერთო ჯამში 150 მილიარდი დოლარის კაპიტალი. მაგრამ, სწორედ ამ კომპანიებმა, ოფიციალური მონაცემებით, ჯამში 20,931-თ შეამცირეს თავიანთ რიგებში სამუშაო ადგილთა რაოდენობა.

 

 

 


თუმცა, არის ისეთი კომპანიებიც, რომლებიც შესაძლოა, არ იყვნენ დაინტერესებულნი სხვა კომპანიების შეძენით. ერთი ასეთი მაგალითია ფირმა Apple, რომელსაც საზღვარგარეთ უზარმაზარი კაპიტალი აქვს დაგროვილი. ამავე დროს, ისტორიულად ხსენებული ფირმა არ გამოირჩევა აქტიურობით კორპორატიულ შერწყმათა ბაზარზე. როგორც მოელიან, საზღვარგარეთ დაგროვილი კაპიტალის რეპატრიაციას Apple-ს ფირმა გამოიყენებს იმ ხარჯების დასაფარად, რომელიც მას დაუჯდა გასულ ივლისში გამოცხადებული შეძენა კომპანია LinkeIn-ისა. როგორც ცნობილია. შეძენის ფასმა 26 მილიარდი დოლარი შეადგინა.

 

 

 


ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ კომპანიები, როგორც წესი, თავიანთ ბალანსებზე დიდხანს არ ტოვებენ გამოუყენებლად მნიშვნელოვან ფულად თანხებს. ყველზე მეტად ხსენებული თანხების გამოყენებას კომპანიების აქციონერი-ინვესტორები ითხოვენ ხოლმე.

 

 

 


შესაძლოა ხსენებული გარემოება ოპტიმიზმს უსახავს მრავალ ინვესტორს, რომელთა ბოლოდროინდელი აქტიურობა აისახება საფონდო ბირჟების აღმასვლაზე" - ნათქვამია გაზეთ "ნიუ-იორკ თაიმსის" სტატიაში.

 

 

 

საერთაშორისო მიმომხილველი გიორგი ჩხუბიანიშვილი

 

 


 

 

 



თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი
access_time2020-07-03 16:30:44
„კომერსანტი“ გთავაზობთ ინტერვიუს სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ს გენერალურ დირექტორ ზურაბ შავლაყაძესთან -რა კვადრატულობის საოფისე ფართების ქირავნობა არის შესაძლებელი სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ში? -“ქარვასლა’’-ში მეორე...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-03 21:30:18
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.თუ ღვინო ყურძნისგან გაკეთდება და ხარისხის პრობლემა მოგვარდება, რთველის სუბსიდირება საჭირო აღარ იქნება - ირაკლი იაშვილი კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“...

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?
access_time2020-07-03 18:00:58
იმედი, რომ ახალი „შრომის კოდექსი“, რომელზეც ახლა პარლამენტში მსჯელობენ, არსებულზე გაცილებით სრულყოფილი და ევროპულ სტანდარდარტებთან მიახლოებული იქნებოდა, ნელ-ნელა უქრებათ მშრომელთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს.კომიტეტებში კანონპროექტის განხილვისას გამოჩნდა, რომ უმრავლესობაში არსებობს წინააღმდეგობა კანონში არაერთი ჩანაწერის მიმართ.კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია უკვე საგრძნობლად შეცვლილი და როგორც სამოქალაქო სექტორი ამბობს, „დაჩეხილია“. თუმცა მთავარი...

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“
access_time2020-07-03 13:50:14
გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ გრანთ თორნთონ საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი უსანეთაშვილმა საქართველოს მობილური ბაზრის კვლევის შედეგებზე ისაუბრა. ჩვენ შევაფასეთ მობილური ბაზრის მთავარი ინდიკატორები : აბონენტთა რაოდენობა ,შეღწევადობა, რაც გულისხმობს, აქტიური სიმბარათების ჯამურ რაოდენობას, შეფარდებული მოსახლეობასთან,ასევე საშუალო შემოსავალი ერთ აბონენტზე. აბონენტთა რაოდენობით, საქართველო ევროპაში 26-ე ადგილზეა. 2019 წლის...

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა
access_time2020-07-03 16:00:19
სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთის საერთო სიგრძე 51.5 კმ-ია, პროექტი 4 ლოტად ხორციელდება და დაფინასების წყარო ევროპის საინვესტიციო ბანკია (EIB). აღნიშნული გზის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. უნდა აღინიშნოს, რომ სამტრედია-გრიგოლეთის გზის ოთხივე მონაკვეთის მშენებლობა შეფერხებით მიმდინარეობდა. განსაკუთრებით პრობლემური გზის მეორე მონაკვეთი აღმოჩდა, სადაც პროექტის დასრულების შემდეგ გზაზე ჯდენები წარმოიშვა, რამაც გზის საფარის მოწყობა შეაფერხა და შესაბამისად,...


მსგავსი სიახლეები

up