"მეფრინველეობის დარგის მძიმე მდგომარეობაში ჩაგდება შესაძლოა, კონკრეტული ჩინოვნიკების ინტერესებს უკავშირდებოდეს"

"მეფრინველეობის დარგის მძიმე მდგომარეობაში ჩაგდება შესაძლოა, კონკრეტული ჩინოვნიკების ინტერესებს უკავშირდებოდეს"

person access_time2017-05-02 13:00:46

„მაქვს ეჭვი, რომ მეფრინველეობის დარგის მძიმე მდგომარეობაში ჩაგდება შესაძლოა, კონკრეტული ჩინოვნიკების ინტერესებს უკავშირდებოდეს", - ამის შესახებ განცხადებას მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარე ზურაბ უჩუმბეგაშვილი „კომერსანტთან" საუბრისას აკეთებს. მისი განმარტებით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში მეფრინველეობის დარგში არსებული პრობლემები საგანგაშო და რთულია. მიუხედავად ამისა, შექმნილი ვითარებით არც აღმასრულებელი და არც საკანონმდებლო ხელისუფლება არ ინტერესდება.

 


„აქამდე გამოვრიცხავდი იმას, რომ ხელისუფლებიდან კვერცხის და ქათმის პროდუქციის იმპორტზე კონკრეტული ინტერესი არსებობდა. ახლა, როდესაც საგადასახადო შეღავათი ყველას შეეხო და ჩვენ, რომლებიც ყველაზე მეტად ვყვიროდით,ხელისფულებას არც კი გავახსენდით, უკვე აღარ გამოვრიცხავ, რომ კვერცხის იმპორტს ვიღაც ლობირებს. ეს ეჭვი მაქვს, თუმცა ხელს ვერავის ვერ დავადებ"-აცხადებს უჩუმბეგაშვილი.

 


უჩუმბეგაშვილის განმარტებით, პერიოდულად საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შედის, თუმცა ეს მეფრინველეობის დარგს ისევ არ ეხება. მისი თქმით, სექტორის წარმომადგენლები წლებია დღგ-დან გათავისუფლებას და ამით სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ. „გრძელდება დარგის მიზანმიმართული დანგრევა. საზღვარი გახსნილია, პროდუქცია დემპინგური, არასამართლიანი ფასით შემოდის, საუბარია უკრაინულ და ბელორუსულ კვერცხზე. ადგილობრივი წარმოება კი სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციისგან განსხვავებულად იბეგრება. ყურადღებას არავინ არ გვაქცევს. საგადასახადო კოდექსში არის მინიშნება, რომ სოფლის მეურნეობის ყველა პროდუქტი, გარდა ქათმის კვერცხის და ქათმის ხორცისა, დღგ-სგან თავისუფლდება. ჩვენ შეღავათს კი არ ვითხოვთ, გვინდა სოფლის მეურნეობის სხვა დარგებთან თანაბარ პირობებში ჩაყენებას და ამით სამართლიანობის აღდგენას"-აცხადებს უჩუმბეგაშვილი.



მისი თქმით, წინა მოწვევის პარლამენტი მეფრინველეობის დარგის წარმომადგენლებს დახმარებას ჰპირდებოდნენ, ახალი მოწვევის პარლამენტი კი ამასაც არ აკეთებს. „კომუნკაციაზეც არავინ გამოდის, რომ აგვიხსნან, რატომ ხდება ასე"-აცხადებს უჩუმბეგაშვილი.


 

 

მისი თქმით, არსებობს ყოფილი ბიზნესომბუდსმენის და ახლა უკვე ეკონომიკის მინისტრის გიორგი გახარიას დასკვნა, სადაც განმარტებულია, რომ მეფრინველეობის დარგი არასამართლიანად იბეგრება. ამაზე კი რეაგირება დღემდე არ ხდება. „ახლახანს საგადასახადო კოდექსში საავიაციო საწვავის დღგ-თი გათავისუფლება მოხდა, ჩვენ კი ისევ უყურადღებოდ დავრჩით"-აცხადებს უჩუმბეგაშვილი.



რაც შეეხება პერსპექტივას, უჩუმბეგაშვილი აცხადებს, რომ თუ მდგომარეობა ასე გაგრძელდა, მეფრინველეობის ფაბრიკები დაიხურება. მისი თქმით, ამ პირობებში დარგს განვითარების პერსპექტივა არ აქვს. „დღეს მწარმოებლებს 1 ცალი კვერცხის წარმოება 20 თეთრი გვიჯდება, იმპორტით კი 15 თეთრად შემოდის. სხვა ქვეყნებში ეს დარგი სუბსიდირებულია და ჭარბი წარმოებაა, ჩვენთან კი მიგდებულია"-აცხადებს უჩუმბეგაშვილი.



 




ამერიკელი ექსპერტები კორონავირუსის გამო გლობალურ სასურსათო კრიზისს პროგნოზირებენ

ამერიკელი ექსპერტები კორონავირუსის გამო გლობალურ სასურსათო კრიზისს პროგნოზირებენ
access_time2020-04-05 17:00:50
კორონავირუსის პანდემიის გამო გლობალური სასურსათო სისტემა უპრეცედენტო რყევებს განიცდის, რამაც შესაძლოა სასურსათო ნედლეულსა და კვების პროდუქტებზე ფასების ზრდა გამოიწვიოს. ამის შესახებ ნათქვამია ნიუ-იორკის...

ჩემი კარანტინი გრანადაში - ნინოს წერილი ესპანეთიდან

ჩემი კარანტინი გრანადაში - ნინოს წერილი ესპანეთიდან
access_time2020-04-05 18:00:16
„ყოველთვის ასეთი სევდიანი იყო მზის ჩასვლა?“ – კითხულობს ჩემი გერმანელი ფლეთმეითი ანტონი, რომელიც გრანადაში თებერვალში ჩამოვიდა. იქამდე რამდენიმე თვე ერასმუსის პასუხს ელოდა. ამბობს, რომ დადებითი პასუხის შემდეგ ხშირად ესიზმრებოდა, უფრო ხშირად კი წარმოიდგენდა, როგორი იქნებოდა მისი ესპანური თავგადასავალი – ამას არ ველოდი! ამას არავინ ველოდით! ქუჩა – მირადორ დე როლანდო, ნომერი 16. სამსართულიანი სახლი. პირველ ორ სართულზე საძინებელი ოთახები. მესამე სართულზე საერთო სივრცე, დიდი ნათელი...

კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
access_time2020-04-05 11:25:08
კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ლევან რატიანმა განაცხადა. მისი თქმით, საუბარია 81 წლის ქალზე, რომელიც 3 აპრილს თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა თავიდანვე კრიტიკული...

როგორ შეცვლის კორონავირუსი მსოფლიოს?

როგორ შეცვლის კორონავირუსი მსოფლიოს?
access_time2020-04-05 16:00:17
  ბოლო 30 წლის მანძილზე მსოფლიო ეკონომიკამ გადაიტანა რამდენიმე გლობალური კრიზისი, თუმცა, არც ერთს არ შეუცვლია მსოფლიო ასე სწრაფად და კარდინალურად  - კორონავირუსის პანდემია წარმოუდგენელი სისწრაფით ანგრევს სატრანსპორტო და სამრეწველო კავშირებს და საზოგადოებრივი ინსტიტუტების გადაწყობას.   პარალელურად, სწავლების პროცესი და ბიზნეს-საქმიანობის დიდი ნაწილი გადადის დისტანციურ რეჟიმზე.   მაგრამ ეს არის გზა არა უფსკრულისკენ, არამედ ახალი...

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა, მათგან 36 გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა, მათგან 36 გამოჯანმრთელდა
access_time2020-04-04 22:31:55
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ...


მსგავსი სიახლეები

up