"მაესტროს" დირექტორი ბაია გადაბაძე თანამდებობას ტოვებს

"მაესტროს" დირექტორი ბაია გადაბაძე თანამდებობას ტოვებს

access_time2016-02-02 15:30:57

"მაესტროს" დირექტორი ბაია გადაბაძე თანამდებობას ტოვებს. როგორც გადაბაძემ ტელეკომპანიაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, არ აპირებს "მაესტროში" მუშაობას პარტნიორების ახალი კონფიგურაციის პირობებში, ვინაიდან არხის დამოუკიდებლობას საფრთხე ემუქრება.


"მაესტროს" მეწილეები, რომლებიც ჩვენი დამოუკიდებლობის გარანტორები იყვნენ, დღეს უმცირესობაში აღმოჩნდნენ. ეს გამოიწვია პარტნიორების ერთი ნაწილის მიერ წილების გასხვისებამ, რომლის მფლობელი გახდა "იმედის" არაოფიციალური მმართველი ირაკლი რუხაძე. რამდენიმე მილიონად გაიყიდა გაკოტრებული კომპანიის წილი, რაც ბუნებრივია არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. კომპანია, რომელსაც გააჩნია 50-მილიონიანი ვალი, არ შეიძლება იყოს მიმზიდველი", - განაცხადა ბაია გადაბაძემ. 


მისი თქმით, ერთადერთი, რაც შეიძლება "მაესტროთი" დაინტერესების მიზეზი იყოს, ეს არის "პოლიტიკური მიმზიდველობა - ეფექტიანი მენეჯმენტი და სარედაქციო დამოუკიდებლობა, რაც მას გამოარჩევდა ქართულ ბაზარზე". 


"3 წელია თითქმის, რაც "მაესტროს" დირექტორი ვარ, თუმცა გაცილებით დიდი ხანია, რაც ამ არხზე ვმუშაობ. ყველას ყოველთვის გვაერთიანებდა საერთო ღირებულებები და ადამიანები, რომლებიც ამ ღირებულებების ერთგულები იყვნენ. დღეს კი, ვითარება იმგვარია, რომ ზოგიერთებისათვის ღირებულებებს ჰქონია კონკრეტული ფასი. წილის გამყიდველების, ებრალიძის და ჩიკვაიძის 1 % წილი არის დაახლოებით -460 ათასი ლარი. მათ არც შემოქმედებით და არც ფინანსურ ნაწილში მონაწილეობა არ მიუღიათ. ფინანსურად მხოლოდ ერთი დამფუძნებელი იღებდა მონაწილეობას, ეს იყო მაკა ასათიანი. სამი წელია "მაესტროს" დირექტორი ვარ და სამჯერ არ მინახავს გიორგი ებრალიძე და არც თავისი უკმაყოფილების შესახებ გამოუთქვამს აზრი. ის ამბობს, რომ მის სახელს არ უნდა უკავშირდებოდეს დღევანდელი მაესტრო. ეს ასეც არის", - განაცხადა გადაბაძემ. 



"მაესტროს" დირექტორის განმარტებით, განვითარებული პროცესების ლოგიკური შედეგი შეიძლება იყოს არხის დამოუკიდებლობის დაკარგვა, რის გამოც ტოვებს თანამდებობას. 


"არ ვაპირებ "მაესტროში" მუშაობას  პარტნიორების ახალი კონფიგურაციის პირობებში. ველოდები პარტნიორების საბოლოო გადაწყვეტილებას, მანამდე კი, ვასრულებ ჩემს მოვალეობას", - აღნიშნა მან. 


ტელეკომპანია "მაესტროს" წილის მფლობელებთან დაკავშირებით ცვლილებებია. არხის წილების საკონტროლო პაკეტის მფლობელი "მაესტროს" ერთ-ერთი დამფუძნებელი გია გაჩეჩილაძე (უცნობი) გახდა. 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებული ამონაწერის მიხედვით, გაჩეჩილაძე ამჟამად შპს "სტუდია მაესტროს" წილების 55 %-ს ფლობს.

რაც შეეხება სხვა მეწილეებს, რეესტრში, 2 თებერვალს გატარებული ამონაწერით, აქტივების 15 %-ის მესაკუთრე მამუკა ღლონტი, 5 %-ის ეკატერინე აკობია, დანარჩენი 25 %-ის კი - მაკა ასათიანია.

აღსანიშნავია, რომ ამონაწერის მიხედვით, "გია გაჩეჩილაძეს არ აქვს უფლება გაასხვისოს მის საკუთრებაში არსებული 25 % წილი შპს "სტუდია მაესტროს" კაპიტალში ყველა პარტნიორის თანხმობის გარეშე". 

 

ინტერპრესნიუსის ინფორმაცია




forbes - საუდის არაბეთზე შეტევას ნავთობის გაძვირება მოჰყვა

forbes - საუდის არაბეთზე შეტევას ნავთობის გაძვირება მოჰყვა
access_time2019-09-16 19:00:49
საუდის არაბეთმა ოფიციალური დაადასტურა ნავთობმოპოვების თითქმის 6 მლნ. ბარელით შემცირება, მას შემდეგ, რაც სახელმწიფო ნავთობკომპანია Saudi Aramco-ს ქარხნებზე უპილოტო საფრები აპარატებით შეტევა განხორციელდა. შავ ოქროზე ფასების ნახტომისებრი ზრდის თავიდან აცილების მიზნით, აშშ-მ განაცხადა, რომ მზადაა აამოქმედოს თავისი რეზერვები. ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე საჰაერო შეტევა შაბათს დილით მოხვდა - პირველმა ეს ინფორმაცია საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა აბდელ...

აუდიტის სამსახური - 400 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 27 პროექტის წლიური ბიუჯეტი საერთოდ არ არის ათვისებული

აუდიტის სამსახური - 400 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 27 პროექტის წლიური ბიუჯეტი საერთოდ არ არის ათვისებული
access_time2019-09-16 18:00:58
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯამში 400 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების, 27 კაპიტალური პროექტის წლიური ბიუჯეტი, 6 თვის მონაცემებით, საერთოდ არ არის ათვისებული. ბიუჯეტით გათვალისწინებული კაპიტალური პროექტებისა და მათზე გამოყოფილი სახსრების ათვისების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახრუსი ბიუჯეტის მონიტორი აქვენებს, რომლის თანახმად, 6 თვის მონაცემებით, 26 პროექტში ათვისებულია წლიური ბიუჯეტის 1%-დან...

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია Vetements -დან მიდის

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია Vetements -დან მიდის
access_time2019-09-16 14:30:27
„ვგრძნობ, რომ ჩემი მისია შევასრულე“ - ამბობს დიზაინერი, რომელმაც 5 წლის წინ გავლენიანი ბრენდი „Vetements“ დაარსა“. ასე იწყებს სტატიას ერთ-ერთი გავლენიანი მედია გამოცემა მოდის სფეროში. „WWD“ წერს, რომ ქართველმა დიზაინერი, რომელიც ქუჩის მოდის მთავარი შემოქმედი იყო „Vetements“ -დან მიდის.   ბრენდი, რომელმაც ქუჩის სტილის თამაშის წესები შეცვალა დემნამ ძმასთან ერთად 2014 წელს დაარსა. გურამ გვასალია,...

Meridian Capital Limited - რას წარმოადგენს კომპანია, რომელმაც ხაზარაძის თქმით, შესაძლოა ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში „კონტი ჯგუფი“ ჩაანაცვლოს

  Meridian Capital Limited - რას წარმოადგენს კომპანია, რომელმაც ხაზარაძის თქმით, შესაძლოა ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში „კონტი ჯგუფი“ ჩაანაცვლოს
access_time2019-09-16 15:40:55
რას წარმოადგენს კომპანია, რომელმაც ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში შესაძლოა „კონტი ჯგუფი“ ჩაანაცვლოს? როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ  TV “მთავარის“ ეთერში აღნიშნა, რამდენიმე დღის წინ ანაკლიის განვითრების კონსორციუმმა საქართველოს ხელისუფლებას წარუდგინა ანაკლიის ერთ-ერთი პოტენციური ინვესტორი —  ბრიტანული საინვეტსიციო კომპანია  Meridian capital...

თამბაქოს კონტროლის ალიანსი: „პარლამენტში აღარც მალავენ, რომ თამბაქოს ბიზნესს ლობირებენ“

თამბაქოს კონტროლის ალიანსი: „პარლამენტში აღარც მალავენ, რომ თამბაქოს ბიზნესს ლობირებენ“
access_time2019-09-16 13:30:32
თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში ცვლილებები შედის. რეგულაციები ახალი ნაწარმის ბაზარზე განთავსების წესებს შეეხება. თამბაქოს მწარმოებლები და იმპორტიორები ვალდებულები გახდებიან თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმის ბაზარზე შეტანის შემთხვევაში შესაბამის უწყებებს შეატყობინონ. ამასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა თამბაქოს კონტროლის ალიანსმა, რომელიც ჯანდაცვის კომიტეტში არსებულ ამ კანონპროექტს აკრიტიკებს და მას თამბაქოს...


მსგავსი სიახლეები

up