"კონკურენციის სააგენტომ" ბათუმის ნავთობტერმინალის მხრიდან კონკურენციის დარღვევის ფაქტი არ დაადასტურა

"კონკურენციის სააგენტომ" ბათუმის ნავთობტერმინალის მხრიდან კონკურენციის დარღვევის ფაქტი არ დაადასტურა

person access_time2016-01-11 09:45:04

კონკურენციის სააგენტომ  შპს „ბათუმის ნავთოპტერმინალის" მხრიდან, ნავთობპროდუქტების გადმოტვირთვის ბაზარზე დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტი არ დაადასტურა. კონკურენციის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2015 წლის 12 თებერვალს კონკურენციის სააგენტოში, ეკონომიკის სამინისტროსგან გადაგზავნილი იქნა შპს „MG"-ის, უცხოური საწარმოს ფილიალის-„ვიბრო დიაგნოსტიკი FZE"-ის და შპს „ლუკოილ ჯორჯია"-ს წერილები, კომპანიები ეკონომიკის სამინისტროს „ბათუმის ნავთობტერმინალის" მიერ  „კონკურენციის შესახებ" კანონის დარღვევის შესახებ.


კერძოდ,  შპს MG-ის და შპს „ლუკოილ ჯორჯია"-ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, შპს MG-ის საწვავი უნდა შეესყიდა ბათუმის ნავთობტერმინალში. სახელშეკრულებო პირობების შესასრულებლად, შპს MG-ის ესაჭიროებოდა შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი"-ს ტერიტორიაზე არსებული მისასვლელ ლიანდაგზე რკინიგზის ვაგონცისტერნის შეკვეთა და შესაბამისად, აღნიშნულ ტერიტორიაზე კონტრაგენტად დადგომა. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, შპს „ლუკოილ ჯორჯია"-მ და უცხოური საწარმოს ფილიალმა „ვიბრო დიაგნოსტიკ"-მა შპს „ბათუმის ნავთობტერმინალ"-ს მიმართეს შპს „MG"-ის კონტრაგენტად დადგომის მოთხოვნით, რაც არ იქნა დაკმაყოფილებული. შესაბამისად, განმცხადებლის ინფორმაციით, სახეზე იყო შერჩევითი მიდგომა შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი"-ს მხრიდან მისასვლელი ლიანდაგის სარგებლობასთან დაკავშირებული თანხმობის გაცემისას, რაც კომპანიების მტკიცებით  „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მოთხოვნათა დარღვევას, სახელდობრ - დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას წარმოადგენდა.


კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის მიერ 2015 წლის 6 მარტს გამოცემული N34 ბრძანების შესაბამისად, სააგენტომ საკუთარი ინიციატივით დაიწყო მოკვლევა შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი"-ს ტერიტორიაზე ეკონომიკურ აგენტთა დომინირებული მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტსა და საქართველოს შავი ზღვის პორტებში ნავთობტერმინლათა საქმიანობის ქვეყნის კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის უზრუნველსაყოფად.


 

მოკვლევის პროცესში სააგენტომ მიიღო ინფორმაცია, როგორც სხვადასხვა უწყების მხრიდან, ასევე, შესაბამისი ეკონომიკური აგენტებისგანაც როგორც წერილობითი ფორმით, ასევე ახსნა-განმარტებების სახითაც.

 

სააგენტომ მიიჩნია, რომ შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი"-ს მიერ წარმოებულ საფასო პოლიტიკაში არ იკვეთება „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის დარღვევის ნიშნები და წინაპირობები.



რესპუბლიკური საავადმყოფო - საპარტნიორო ფონდის მორიგი ჩავარდნილი პროექტი

რესპუბლიკური საავადმყოფო - საპარტნიორო ფონდის მორიგი ჩავარდნილი პროექტი
access_time2020-09-18 10:00:56
2015 წელს საქართველოს მთავრობამ „საპარტნიორო ფონდს“ სამართავად თბილისში მდებარე სამი სახელმწიფო კლინიკა: „რესპუბლიკური საავადმყოფო,“ „ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო“ და „ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი“ გადასცა. სამივე კლინიკაში გრძელვადიანი და მსხვილი მოცულობის ინვესტიციების განხორციელება იგეგმებოდა. ქვეყნის ერთ-ერთმა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა მენეჯერმა დავით საგანელიძემ ამორტიზებული და უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი კლინიკების განვითარებისთვის არაფერი გააკეთა. „ქართული ოცნების“...

17 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე სწრაფად კვლავ ქართული ლარი უფასურდება

17 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე სწრაფად კვლავ ქართული ლარი უფასურდება
access_time2020-09-17 18:05:47
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 17 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-17 21:00:49
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი: 1.თხუთმეტივე ქართული ბანკი უხერხული დუმილით შეხვდა მამუკა ხაზარაძის ინიციატივას კრედიტების გაიაფებასთან დაკავშირებით ყოფილი ბანკირი და პირველი ქართული ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში წასვლის შემდეგ თავის ეკონომიკურ პროგრამაში...

1-ელი ოქტომბრიდან ქუთაისიდან რიგის მიმართულებით „ვიზეარის“ პირდაპირი ავირეისები აღდგება

1-ელი ოქტომბრიდან ქუთაისიდან რიგის მიმართულებით „ვიზეარის“ პირდაპირი ავირეისები აღდგება
access_time2020-09-17 16:00:44
ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ 1-ლი ოქტომბრიდან გავხსნათ პირდაპირი რეისი რიგის მიმართულებით, ქუთაისიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ეს, პირველ რიგში, კეთდება საქართველოს მოქალაქეების ინტერესების და უპირობოდ, მათი ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვის გათვალისწინებით. „დღეს უნდა განვიხილოთ და ფაქტობრივად, წინასწარი...

Mastercard-სა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

Mastercard-სა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
access_time2020-09-17 13:00:26
Mastercard-სა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, მიზნად ისახავს ქვეყანაში ტურისტების მოგზაურობის გამარტივებას, მათი რაოდენობის გაზრდას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას, ეკონომიკის ზრდას და საქართველოს ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ მიმართულებად ჩამოყალიბებას. დღევანდელი მემორანდუმი საფუძველს ჩაუყრის სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტებს და ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებას. Mastercard–ის უნიკალურ...


მსგავსი სიახლეები

up