"კომერსანტმა" თბილისში ყავის ქარხნის მშენებლობის დეტალები გაარკვია – ექნება თუ არა მას კავშირი Starbucks–თან?

"კომერსანტმა" თბილისში ყავის ქარხნის მშენებლობის დეტალები გაარკვია – ექნება თუ არა მას კავშირი Starbucks–თან?

person access_time2017-03-27 16:00:00

საქართველოში ყავის მსოფლიო ბრენდის Starbucks-ის შესაძლო შემოსვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას სერიოზული რეზონანსი მოჰყვა. როგორც ინფორმაციაში იყო აღნიშნული, Starbucks-ი თბილისში ქარხნის მშენებლობით  დაინტერესდა.

 

პროექტის შესახებ დეტალები არ გაჟღერებულა, თუმცა, ითქვა, რომ დამტკიცებულია განაშენიანების რეგულირების გეგმა და გადაწყვეტილია, რომ ქარხანა თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის უკან მდებარე ტერიტორიაზე აშენდება.  

 

უკვე დღეს, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კახეთის გზატკეცილზე ყავის საკმაოდ მასშტაბური ქარხანა შენდება,  რომელიც შესაძლოა,  გახდეს კიდეც Starbucks-ის  რეგიონალური ცენტრი.

 


„კომერსანტი" დაინტერსდა, ვინ აშენებს კახეთის გზატკეცილზე ყავის თანამედროვე სტანდარტების მქონე ქარხანას და იქნება თუ არა  ის დაკავშირებული  ამერიკულ კომპანია Starbucks- თან?

 


როგორც "კომერსანტმა" გაარკვია, დასახელებულ ტერიტორიაზე ყავის ქარხანას შპს „კაფსულო" აშენებს და მას Starbucks-თან პირდაპირი 
კავშირი არ აქვსთბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში კი თავდაპირველი ვერსია უარყვეს და ამჯერად განაცხადეს, რომ მერიაში კახეთის გზატკეცილზე მასშტაბური ყავის ქარხნის მშენებლობის ნებართვის მისაღებად განაცხადი შპს „კაფსულომ" შეიტანა და ამ ეტაპზე Starbucks–ი არ ფიგურირებს. მერიის განმარტებით, ამ დროისთვის, დამტკიცებულია განაშენიანების რეგულირების გეგმა (გრგ), რომელიც ნებართვის გაცემის საწყისი სტადიაა.



რაც შეეხება თავად შპს „კაფსულოს", როგორც გაირკვა, აღნიშნული კომპანია კახეთის გზატკეცილზე ყავის ქარხანას აშენებს, თუმცა, მას არანაირი პირდაპირი კავშირი ყავის მსოფლიო ბრენდ Starbucks-თან არ ექნება. „კახეთის გზატკეცილზე სხვა მიწებიც არის, სხვა ტერიტორიებიც არის. ჩვენ Starbucks-თან არანაირი კავშირი არ გვაქვს"-აცხადებს „კომერსანტთან" საუბრისას შპს „კაფსულოს" ხელმღვანელი ბეჟან გურგენიძე.



მისი განმარტებით, კომპანია შპს „კაფსულო" პირველად საქართველოში აპარატის ყავის წარმოებას იწყებს. გურგენიძე განმარტავს, რომ კომპანია მიმდინარე წლის შემოდგომაზე ბაზარზე პირველ, სატესტო პროდუქციას გამოიტანს. მისივე განცხადებით, ყავა სარეალიზაციო ქსელში კაფსულის ფორმებში გამოვა.



„კომერსანტის" კითხვაზე, რა ბრენდის ქვეშ გაიყიდება შპს „კაფსულოს" მიერ წარმოებული, ე.წ. აპარატის ყავა,რა საფასო სეგმენტში იქნება წარმოდგენილი  და ხომ არ აპირებს ყავის მსოფლიო ბრენდებთან თანამშრომლობას, გურგენიძე განმარტავს,რომ ბრენდის სახელზე მუშაობა ახლა მიმდინარეობს, შესაბამისად,სახელწოდება მოგვიანებით გახდება ცნობილი.




შპს „კაფსულოს" ხელმღვანელი აცხადებს, რომ კომპანია სამომავლოდ სხვადასხვა პროექტების დაწყებასაც გეგმავს, თუმცა, ამ დროისთის დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს. „დავკავდებით სხვა, მონათესავე პროფილებითაც. ამიტომ გვჭირდებოდა დიდი ქარხანა და დიდი საწარმოო არეალი""-აცხადებს გურგენიძე.



მისი განმარტებით, ქარხნის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება.გურგენიძის განმარტებით, ამ დროისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც გურგენიძე განმარტავს, პროექტის ღირებულება საწყის ეტაპზე 12 მილიონი ლარი იქნება, თუმცა,მას შემდეგ, რაც კომპანია „კაფსულო" ახალი პროექტების განხორციელებას დაიწყებს, საინვესტიციო ღირებულება 20 მილიონ ლარს გადააჭარბებს.



გურგენიძის განცხადებით, მსგავსი ტიპის პროექტი არათუ რეგიონში, არამედ ევროპის ბევრ ქვეყანაშიც კი არ არის. „პროექტი ამბიციურია, მასშტაბურია და თავისთვად გათვლილი იქნება ექსპორტისთვისაც"-აცხადებს გურგენიძე.

 

 

მისი განმარტებით, კომპანია „კაფსულო" ყავისთვის შესაფუთ მასალას საფრანგეთიდან და შვეიცარიიდან შემოიტანს. რაც შეეხება ნედლეულს, ყავა სხვადასხვა ქვეყნიდან შემოვა, მათ შორის, აფრიკიდან, სამხრეთ ამერიკიდან,ცენტრალური ამერიკიდან და ასე შემდეგ.

 


გურგენიძის ინფორმაციით, შპს „კაფსულომ"თბილისის მერიიდან მშენებლობის ნებართვა უკვე მიიღო.

 

შეგახსენებთ, თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, „ავტოვაზის" მიმდებარედ ყავის გადამამუშავებელი საწარმოს აშენების შესახებ ინფორმაცია 2016 წლის აგვისტოში დაანონსდა. მაშინ ეკონომიკის სამინისტროში აცხადებდნენ, რომ აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად შპს „კაფსულოს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ორი ერთეული 12064 კვ.მ და 4928 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები 412 000 ლარად საინვესტიციო პირობებით გადასცა.


აღნიშნულ ობიექტებზე შპს „კაფსულო" ყავის გადამამუშავებელ საწარმოს მშენებლობასთან ერთად საგამოფენო დარბაზების მოწყობას, აღჭურვას და ფუნქციონირებას უზრუნველყოფდა. პროექტის განსახორციელებლად კომპანია არანაკლებ 11 277 000 ლარს დახარჯავდა და ჯამში 30 ადამიანს დაასაქმებდა.


ყავის გადამამუშავებელი საწარმო თანამედროვე ტექნოლოგიებით იქნებოდა აღჭურვილი და წლის განმავლობაში სავარაუდოდ 500 ტონა მწვანე ყავის ნედლეულს შეისყიდიდა, ხოლო წარმოების წლიური მოცულობა დაახლოებით, 1200 ტონა იქნებოდა.


აღსანიშნავია, რომ შპს „კაფსულო" გამოშვებული პროდუქციის 50%-ის ექსპორტზე გატანას გეგმავს. კომპანიის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ქარხანა ქართულ-უცხოური ინვესტიციით შენდება.

 

 

(ფოტო-fortuna.ge)

 

 




„ვალები სტრესს იწვევს“ - ამსტერდამის მთავრობა ახალგაზრდების სესხებს შეისყიდის

„ვალები სტრესს იწვევს“ - ამსტერდამის მთავრობა ახალგაზრდების სესხებს შეისყიდის
access_time2020-01-19 11:00:31
ამსტერდამის მთავრობამ გადაწყვიტა, ახალგაზრდების ვალები შეისყიდოს და ისინი სესხებისგან გაათავისუფლოს.   როგორც Guardian -ი წერს, ნიდერლანდელი ახალაგზრდები სულ უფროდაუფრო მეტ სესხს იღებენ და ეს ევროპაში ერთგვარი ტრენდი გახდა, მათ შორის დიდ ბრიტანეთში. მიზეზი ხშირ შემთხვევაში, ძვირადღირებულები საგანმანათლებლო კურსების დამთავრებაა.   პროექტის თანახმად, მუნიციპალური საკრედიტო ბანკი კრედიტორებთან ვალების შესყიდვაზე მოლაპარაკებებს...

ლევან კობერიძე - ჯანდაცვის სფეროში 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემებია

ლევან კობერიძე - ჯანდაცვის სფეროში 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემებია
access_time2020-01-18 21:00:59
მინდა გითხრათ, რომ ჯანდაცვის სფეროში 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემებია, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.   მისი განმარტებით, სამედიცინო სერვისები მოქალაქეებს შეფერხებით მიეწოდება, 520-ე დადგენილება კი არც რეფორმა არ არის და არც ფასწარმოქმნა.   „დადგენილების ამოქმედებიდან 2 თვეზე მეტი გავიდა და მთავრობის წევრებთან მხოლოდ რამდენიმე პიარ შეხვედრა ჩატარდა, მე ასე...

ვის ეკუთვნის და რა შემოსავალზე მუშაობს „ისთ ფოინთი“ - როგორი იყო კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები 2018 წელს

ვის ეკუთვნის და რა შემოსავალზე მუშაობს „ისთ ფოინთი“  - როგორი იყო კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები 2018 წელს
access_time2020-01-19 16:00:49
სავაჭრო ცენტრმა „ისთ ფოინთმა“, რომელიც 2015 წლის სექტემბერში გაიხსნა, 2018 წელი ზარალით დაასრულა. ამის შესახებ კომპანიის 2018 წლის ინდივიდუალური ანგარიშიდან...

„მომდევნო კვირიდან თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსი დაიწყებს მოძრაობას“

„მომდევნო კვირიდან თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსი დაიწყებს  მოძრაობას“
access_time2020-01-18 17:00:42
„მომდევნო კვირიდან თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსი დაიწყებს მოძრაობას სატესტო რეჟიმში“ - ამის შესახებ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ვიქტორ წილოსანი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე...

როგორ დაასრულა ოლიგარქმა, რომელიც მოლდოვას არაფორმალურად მართავდა

როგორ დაასრულა ოლიგარქმა, რომელიც მოლდოვას არაფორმალურად მართავდა
access_time2020-01-19 13:00:51
"ჩრდილოვანი მმართველი" - ასე მოიხსენიებდნენ საერთაშორისო მედიასა, თუ პირად საუბრებში ვლადიმირ პლახოტნიუკს, რომელიც მოლდოვას 9 წლის განმავლობაში არაფორმალურად მართავდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მაღალი თანამდებობა, რომელიც პლახოტნიუკს ქვეყანაში ეკავა, პარლამენტის ვიცესპიკერის პოსტი იყო, ის აკონტროლებდა ქვეყნის ყველა ოფიციალურ უწყებასა და ინსტიტუტს, ასევე მედიის უდიდეს ნაწილს. პლახოტნიუკი იყენებდა თავის გავლენას სასამართლო სისტემასა და ქვეყნის სხვა ინსტიტუტებზე, რათა...


მსგავსი სიახლეები

up