"კომერსანტის" თემები

"კომერსანტის" თემები

person access_time2016-04-13 16:27:49

ბიზნეს-დავების მიმართულებით მოსამართლეთა დაბალი კომპეტენციის პრობლემა „კომერსანტმა" პირველმა დასვა და აღნიშნულ თემაზე ბოლო პერიოდში რამდენიმე სტატიაც გამოაქვეყნა, რომლებშიც აღვნიშნავდით, რომ სასამართლოში არსებული პრობლემები - როგორც მოსამართლეთა სიმცირე, ისე ბიზნესსაკითხებში მათი არაკომპეტენტურობა - ბიზნესს განვითარებაში უშლის ხელს, რადგან მოსამართლეები უგულვებელყოფენ ეკონომიკურ რეალობას, გადაწყვეტილების მიღებისას ვერ განსაზღვრავენ, ეკონომიკური კუთხით რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მათ შეფასებებს. როგორც შედეგი, ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობაც ნელდება.



რატომ ვერ უზრუნველყოფს საქართველოში არსებული განათლების სისტემა მოსამართლეების მომზადებას ბიზნეს-დავების განხილვის მიმართულებით? არსებობს თუ არა სპეციალური პროგრამები ამ კუთხით მოსამართლეების კვალიფიკაციის ასამაღლებლად? რისი გაუმჯობესებაა ამ მიმართულებით აუცილებელი და იგეგმება თუ არა გარკვეული ნაბიჯების გადადგომიათ.ჩვენი შეკითხვების მთავარი ადრესატი იუსტიციის საბჭო იყო, სადაც, ჩვენი არაერთი მიმართვის მიუხედავად, საკითხზე კომენტარი არ გააკეთეს.

მეორე თემა,რომელიც კომერსანტმა" ექსკლუზიურად დაიწყო, ბოლო პერიოდში ტენდერებში მონაწილე კომპანიების პრობლემებს ეხება, რომლებიც საბანკო გარანტიების უსაფუძვლო მოთხოვნის მანკიერი პრაქტიკითაა გამოწვეული. პრობლემა არაერთი კომპანიის საქმიანობის შეჩერების მიზეზი გახდა.


როგორც დაზარალებული კომპანიების იურისტები განმარტავენ, შემსყიდველი სტრუქტურების მხრიდან გარანტიის მოთხოვნა არაარსებითი დარღვევების დროს ხდება, როდესაც კომპანიას მხოლოდ პირგასამტეხლო უნდა მოეთხოვოს და არა საბანკო გარანტიის გადახდა. არის პარადოქსული შემთხვევები, როდესაც გარანტია კომპანიებს სამუშაოების დასრულებისა და პროექტების საზეიმოდ გახსნის შემდეგაც კი მოთხოვეს.


პრობლემას ბოლო უკვე ხელისუფლების წარმომადგენლებიც ღიად აღიარებენ. მთავრობის წევრები დიდი ხნის განმავლობაში ამ სფეროში არსებულ სირთულეებზე არ საუბრობდნენ და შესრულებული ბიუჯეტის სტატისტიკით ფარავდნენ მწვავე პრობლემებს. თუმცა ინფრასტრუქტურის ამჟამინდელმა მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა ეს „დუმილი" პრაქტიკულად პირველმა, 2015 წლის ნოემბერს დაარღვია და სფეროში არსებული პრობლემები აღიარა.


არაერთი კრიტიკული სტატიისა და სიუჟეტის შემდეგ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში არსებული შეფერხებები თბილისის მერმა დავით ნარმანიამაც აღიარა და თბილისელებს ამის გამო ბოდიშიც კი მოუხადა.


თუმცა, მხოლოდ აღიარება პრობლემის გამოსწორებას არ ნიშნავს და მას რეალური შედგები უნდა მოჰყვეს. სამწუხაროდ, პრობლემების მოგვარების წარმოდგენილი გზები ზედაპირულია და მდგომარეობის ძირეული გამოსწორება მათი საშუალებით შეუძლებელია.


„კომერსანტი" ექსკლუზიურად წერდა ბანკების მიერ არაპროფილური აქტივების ფლობაზე. ეროვნულმა ბანკმა საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებისთვის არაპროფილური საქმიანობის აკრძალვის გადაწყვეტილება 2015 წლის აგვისტოში მიიღო. ბანკებს არაპროფილურ აქტივებზე უარის სათქმელად ვადა 2015 წლის 31 დეკემბრამდე მიეცათ. ყველაზე სოლიდური რაოდენობის არაპროფილური აქტივით კი „საქართველოს ბანკი" გამოირჩეოდა. მაშინაც და დღესაც ბევრი ბიზნესმენი თუ ექსპერტი ღიად აცხადებდა, რომ ბანკების მიერ არაპროფილური აქტივების გამიჯვნა ფიქტიურ ხასიათს ატარებს და რეალურად, არაფერი არ შეცვლილა.



2015 წლის 13 ივნისის თბილისის სტიქიის შემდეგ უძრავი ქონებისა და ავტომობილების დაზღვევის საკითხი პირველად „კომერსანტმა" გააშუქა. პრობლემის აუცილებლობა სტიქიის გამო ასეულობით ათასი ლარის ზარალმა განაპირობა, რომელიც სადაზღვევო კომპანიებმა გადაიხადეს. პუბლიკაციაში ნათქვამი იყო, რომ კარგი იქნებოდა მთავრობას შემოეღო სავალდებულო დაზღვევის პრაქტიკა, რომელიც მხოლოდ ქვეყნის განვითარებას წაადგებოდა.


ბოლო თვეების განმავლობაში ქართული ბიზნესი „მაიკროსოფტის" ლიცენზირებული პროგრამების სიძვირის პრობლემაზე პირველად „კომერსანტთან" ალაპარაკდა. საუბარია იმდენად მაღალ თანხებზე, რომ მისი გადახდა პრობლემურია არა მხოლოდ მცირე და საშუალო, არამედ დიდი ბიზნესისთვისაც.„კომერსანტთან" საუბარში კომპანიები აცხადებენ, რომ „მაიკროსოფტი" მათგან ერთ კომპიუტერზე საშუალოდ 750 დოლარის გადახდას ითხოვს იმ დროს, როდესაც მეზობელ ქვეყნებში ანალოგიურ სერვისზე „მაიკროსოფტს" ორჯერ ნაკლები ტარიფი აქვს დაწესებული. მაგალითად, რუსეთში იგივე სერვისის ღირებულება 320 დოლარია. თემა იმდენად აქტუალური გახდა, რომ ის პრემიერ-მინისტრთანაც კი განიხილეს.


„კომერსანტის" შემდეგი ექსკლუზივი - პარლამენტმა ორ უმსხვილეს ბანკს ბიუჯეტის ხარჯზე მილიონობით ლარის საგადასახადო შეღავათი დაუწესა. 2016 წლის დასაწყისშისაკანონმდებლო ცვლილების თანახმად, ბიუჯეტში თანხების შეტანისგან თავისუფლდებიან კომპანიები, რომლებიც საერთაშორისო ბირჟებზე გადიან. რატომ გაუკეთა პარლამენტმა სტიმული ბიუჯეტის ხარჯზე უმსხვილეს საბანკო მოთამაშეებს, რომლებსაც ისედაც ყველანაირი სასათბურე პირობები აქვთ შექმნილი და რომლებიც წლიდან წლამდე მასშტაბურ მოგებაზე გადიან? იმ ფონზე, როდესაც პარლამენტში თვეობით და ზოგჯერ წლობითაც კი ჭიანურდება სხვადასხვა საკითხის განხილვა, მათ შორის სოციალური მიმართულების,ამ კითხვებით „კომერსანტმა" მთავრობას, პარლამენტსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიმართა, თუმცა, არცერთი უწყებიდან პასუხი არ მიუღია. 


„კომერსანტმა" ახალი კურორტების განვითარების პერსპექტივას არაერთი სტატია მიუძღვნა. განსაკუთრებით ეს საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, როდესაც საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყანაში ახალი კურორტების განვითარების აუცილებლობაზე ისაუბრა. 2016 წლის მარტში პრემიერი აცხადებდა, რომ ხელისუფლება მუშაობს 4-სეზონიანი კურორტების განვითარებაზე - იქმნება ახალი ინფრასტრუქტურა, როგორც მთის კურორტებზე, ისე მთელი საქართველოს მასშტაბით, მუშავდება ახალი ტურისტული პროდუქტები. საუბარი იყო, ნახმაროზე, აბასთუმანზე, ლებარდეზე და ასე შემდეგ.


"კომერსანტმა" ექსკლუზიურად არაერთი სტატია გამოაქვეყნა პარლამენტში მიმდინარე, უფრო სწორად არარსებული ეკონომიკური პროცესების შესახებ. ორგანო, რომელშიც მთავრობის ინიციატივები კრიტიკის ქარცეცხლში უნდა გადიოდეს და კანონშემოქმედებითი საქმიანობაც უნდა მიმდინარეობდეს, მხოლოდ იმითაა დაკავებული, რომ მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას ყოველგვარი განსჯის გარეშე ამართლებს და ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ პრობლემებზე ადეკვატურ რეაგირებას ვერ ახდენს. ამის ნათელი მაგალითია ის განცხადებები, რომლებიც პარლამენტში ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით ბოლო თვეების განმავლობაში გაკეთდა.


სესხების რესტრუქტურიზება და რეალობა - „კომერსანტმა" ამ პრობლემას არაერთმა სტატია მიუძღვნა. კერძოდ, ლარის გაუფასურების პირობებში, ქართულმა ბანკებმა რესტრუქტურიზაციის პროგრამები გამოაცხადეს, თუმცა, რეალურად, ბანკებს არავითარი შეღავათი არ გაუკეთებიათ კლიენტებისთვის.


2015 წლის მაისში ვიცეპრემიერ კახა კალაძის განცხადებაზე, რომელმაც ღია მინიშნება გააკეთა ორი უმსხვილესი ბანკის შესაძლო მონაწილეობაზე ლარის გაუფასურების პროცესში, საბანკო სექტორის წარმომადგენლების და დარგის სპეციალსიტების მხრიდან გამოხმაურებები ექსკლუზიურად „კომერსანტზე" კეთდებოდა. ბიზნესმენები. ექსპერტები, პარლამენტარები და იურისტები, რომლებსაც "კომერსანტი" ამ თემაზე დაუკავშირდა, ვერ საუბრობდნენ, დანაშაულის შემთხვევაშიც კი რა მექანიზმებითაა შესაძლებელი იმ სქემის აღმოჩენა და მასზე სამართლებრივი რეაგირება, რომელზეც კახა კალაძემ ღიად მიანიშნა.


გადამზიდავი კომპანიების პრობლემა საბაჟოზე - ბოლო თვეების განმავლობაში სულ უფრო მეტი გადამზიდავი კომპანია უჩივის გაურვკეველი ხასიათის პროცედურულ პრობლემებს საქართველოს საბაჟოს წარმომადგენელთა მხრიდან.პრობლემა „კომერსანტთან" საუბარში უკვე რამდენჯერმე წამოსწიეს აზერბაიჯანელმა გადამზიდავებმა. კერძოდ, ისინი აცხადებენ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში, ტვირთების გადამოწმების მოტივით, მანქანებს განსაზღვრულზე მეტი ხნით - დღეების განმავლობაში უწევთ საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა. შემოსავლების სამსახურში აღიარეს, რომ შეფერხებებს მართლაც აქვს ადგილი, თუმცა, მათი თქმით, პრობლემები აზერბაიჯანული საბაჟოს მიზეზით იქმნება. რა არის ამის მიზეზი - ამის შესახებ შემოსავლების სამსახურში ინფორმაციას არ ფლობდნენ.


 



NATO, აშშ, ევროკავშირი გმობს რუსეთის მიერ შავი ზღვის ნაწილების 6 თვით ჩაკეტვის გეგმებს

NATO, აშშ, ევროკავშირი გმობს რუსეთის მიერ შავი ზღვის ნაწილების 6 თვით ჩაკეტვის გეგმებს
access_time2021-04-17 12:04:09
16 აპრილს NATO— ში განაცხადეს, რომ რუსეთის გეგმები ექვსი თვით შავი ზღვის ნაწილებში საზღვაო მიმოსვლის შეზღუდვის შესახებ სამხედრო მანევრების ჩატარების ფონზე გაუმართლებელი და დესტაბილიზაციის გამომწვევი იქნება. NAთO-მ რუსეთს მოსთხოვა, რომ უკრაინას თავისუფალი ნავიგაციის უფლება არ შუზღუდოს.რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ მოსკოვი 24 აპრილიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით უცხოური სამხედრო გემებისთვის და სხვა გემებისთვის შავი ზღვის ნაწილების...

„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში“ - ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი

„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში“ - ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი
access_time2021-04-16 18:30:56
„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში, რაზეც უკვე წლებია ვსაუბრობთ* - აცხადებს ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი სოსო ნიბლაძე, თუმცა არ ეთანხმება ქეთი ბოჭორიშვილის მოსაზრებას, რომ თიზ-ებში ინვესტორებს პრობლემების მოგვარება თვითონ უხდებათ და თიზ-ებში არ არის მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა. „ჰუალინგის თიზ-ში გასული 5 წლის განმვალობაში განხორციელდა 50 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია, როგორც უშუალოდ ინდუსტრიული პროექტების მოზიდვის...

რუსეთი დსთ - დან ჩასულ არალეგალ მიგრანტებს ქვეყნის დატოვებას სთხოვს

რუსეთი დსთ - დან ჩასულ არალეგალ მიგრანტებს ქვეყნის დატოვებას სთხოვს
access_time2021-04-16 19:00:31
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო დსთ-ს ქვეყნებისგან მოითხოვს, რომ მათ რუსეთში არალეგალურად მყოფი თავისი მოქალაქეები 15 ივნისამდე დაუყოვნებლივ გაიყვანონ. ამის შესახებ საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ ალექსანდრ გორავოიმ განაცხადა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, დღეს რუსეთში 332 ათასი არალეგალი მიგრანტი იმყოფება უზბეკეთიდან, 247 ათასი  - ტაჯიკეთიდან, 152 ათასი - უკრაინიდან, 120 ათასი...

16 აპრილი - რეგიონში მხოლოდ თურქული ლირა გაუფასურდა

16 აპრილი - რეგიონში მხოლოდ თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2021-04-16 18:00:21
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 16 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 16 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 19 აპრილისთვისაა) ეროვნული...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-04-16 21:00:47
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„ახალი ობლიგაციების დაბალი საპროცენტო განაკვეთით ბიუჯეტი 350 მლნ ლარს დაზოგავს“ „ფინანსთა სამინისტრომ წარმატებით დაასრულა 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევრობონდების გამოშვება. საპროცენტო განაკვეთმა (coupon rate) შეადგინა 2,75%. ახალი ობლიგაციებით მოხდა 2011 წელს გამოშვებული ევროობლიგაციების...


მსგავსი სიახლეები

up