"კომერსანტის" ექსკლუზივი: სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილ შენობაში Hilton-ის ბრენდის შემოყვანა განიხილება

"კომერსანტის" ექსკლუზივი: სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილ შენობაში Hilton-ის ბრენდის შემოყვანა განიხილება

person access_time2016-10-21 10:30:00



რადიო „კომერსანტისთვის"ცნობილი ხდება, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილ შენობაში სასტუმროების მსოფლიო ბრენდის „ჰილტონის" შეყვანა განიხილება. პროექტის სავარაუდო რენდერების ფოტო სოციალურ ქსელში უკვე გავრცელდა, თუმცა დეტალები არ ხმაურდება. მიმდინარე წლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილ შენობაში სასტუმროს პროექტი კომპანია „ჯორჯიან ფროფერთისისგან" ლატვიურმა საინვესტიციო ჯგუფმა „გრანატ ინვესტმენტმა" გამოისყიდა. სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულების მიხედვით კი ადგილზე 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო უნდა გაიხსნას. „გრანატ ინვესტმენტი" ამ ეტაპზე სასტუმროს ბრენდის დასახელებისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ მოლაპარაკებების პროცესს დროს სჭირდება. შეთანხმების მიხედვით სასტუმრო 4 წელიწადში უნდა გაიხსნას, 120 ნომრიანი უნდა იყოს და მასში 20 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდოს.


 

 


ლატვიური „გრანატი" კერძო საინვესტიციო კომპანიაა, რომელსაც აქტივები სხვადასხვა მიმართულებით აქვს. კომპანიას ოფისები აქვს ლატვიაში, გერმანიაში, რუსეთსა და საქართველოში.  კომპანიის წარმომადგენლის ელგუჯა ცინცაძის 
ინფორმაციით, სასტუმრო „გრანატის" პირველი პროექტია საქართველოში, თუმცა სამომავლოდ სამედიცინო კუთხით, ასევე სამშენებლო მასალების, კონკრეტულად ცემენტის ბიზნესის მიმართულებით გეგმავენ გააქტიურებას და თანამშრომლობას როგორც სახელმწიფოსთან, ისე კერძო სტრუქტურებთან.

 



გავრცელებული რენდერების მიხედვით ირკვევა, რომ მოხდება არსებული შენობის რეკონსტრუქცია და რამდენიმე სართულის დამატება. პროექტის მიხედვით შენობა 11 სართულიანია.


თბილისში „ჰილტონის" ბრენდის ქვეშ სასტუმროს გახსნას მომავალ წელს ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილიც გეგმავს. Hilton Garden inn-ნი ჭავჭავაძის გამზირზე შენდება, ხოლო მისი საინვესტიციო ღირებულება 31 მილიონი დოლარია.


 


„ჰილტონის" ბრენდის შემოყვანას, რამდენიმე წელია ცდილობს ბიზნესმენი დავით კოდუაც, რომელსაც სასტუმროს გახსნა მელიქიშვილის გამზირზე, ყოფილი სასტუმრო „საქართველოს" ნაცვლად სურს.

 



სამეზობლოში ეკონომიკის ზრდის ტემპით საქართველო ლიდერია

სამეზობლოში ეკონომიკის ზრდის ტემპით საქართველო ლიდერია
access_time2021-10-24 12:00:04
მიმდინარე წელს საქართველო ეკონომიკის ზრდის ტემპით ახალ-ახალ რეკორდებს ამყარებს. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის პირველ 6 თვეში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 12.7%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია ისიც, რომ პირველ კვარტალში უშუალოდ ჩვენი ეკონომიკა 4.5%-ით შემცირდა, თუმცა უკვე მეორე კვარტალში საკმაოდ მაღალი 29.8%-იანი ზრდა...

რუსეთიდან მეცნიერები გარბიან

რუსეთიდან მეცნიერები გარბიან
access_time2021-10-24 20:00:45
რუსეთის მთავრობამ მორიგი ამბიციური გეგმის თაობაზე განაცხადა: 2030 წლისთვის ქვეყანაში 500 000 ემიგრანტი უნდა დააბრუნოს. დიდი ალბათობით, ეს გეგმა ევროპაში და ამერიკაში გადახვეწილ რუსებს უკან დაბრუნების აუცილებლობაში ვერ დაარწმუნებს, სამაგიეროდ, უკიდურესად კორუმპირებული ელიტისთვი სსაბიუჯეტო თანხების მითვისების კიდევ ერთი და ძალიან სარფიანი შესაძლებლობა იქნება.   ზოგადად, ბევრი პროექტი, რომელიც, ერთი შეხედვით, ქვეყნის საკეთილდღეოდ ხორციელდება, საბოლოოდ, გრანდიოზულ კორუფციულ...

სად არის "შავი ოქროს" ყველაზე დიდი მარაგი

სად არის
access_time2021-10-24 18:00:28
საუდის არაბეთი მეორე ქვეყანაა მსოფლიოში ნავთობის დადასტურებული მარაგებიით. მის ტერიტორიაზეა 267,1 მლრდ. ბარელი, რაც მსოფლიო მარაგების 17, 2%- ს შეადგენს.   ამ დროისთვის მსოფლიოში ნავთობის დადასტურებული მარაგი 1,5 ტრლნ.ბარელს შეადგენს.   საუდის არაბეთის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნის ტერიტორიაზე ნავთობის მოპოვების პოტენციალი 2020 წელს 0, 003%, ანუ, 9 მლნ. ბარელით გაიზარდა. მთელი ამ ნავთობის მხოლოდ ნაწილია დღეს აქტიური მოპოვების...

ავტოსადგურების სერტიფიცირება ამ დრომდე ვერ ხერხდება

ავტოსადგურების სერტიფიცირება ამ დრომდე ვერ ხერხდება
access_time2021-10-24 16:00:46
ქვეყანაში უკანონო ავტოსადგურების არსებობაზე დიდი ხანია საუბრობენ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ექსპერტები, თუმცა პრობლემა ამ დრომდე...

ქართული ცხვრის ექსპორტი 161%-ით გაიზარდა

ქართული ცხვრის ექსპორტი 161%-ით გაიზარდა
access_time2021-10-24 20:30:17
ქართული ცხვრის ექსპორტი 161%-ით გაიზარდა. „საქსტატის“ ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან $24 მილიონის ცოცხალი ცხვრის ექსპორტი...


მსგავსი სიახლეები

up