"კომერსანტის" ექსკლუზივი: საბანკო სექტორიდან არაპროფილური ბიზნესის გამიჯვნაზე პარლამენტში მუშაობა დაიწყო

"კომერსანტის" ექსკლუზივი: საბანკო სექტორიდან არაპროფილური ბიზნესის გამიჯვნაზე პარლამენტში მუშაობა დაიწყო

access_time2017-01-16 15:30:26

წლის ბოლომდე საქართველოში საბანკო სექტორიდან არაპროფილურ ბიზნესს კანონი გამიჯნავს. ამის შესახებ „კომერსანტს" საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა ილია წულაიამ განუცხადა. მისი თქმით, ამ დროისთვის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარებს. როგორც წულაია აცხადებს, ამ ეტაპზე ხდება შესწავლა, თუ როგორ შეიძლება საკითხის დარეგულირება და რა ფორმით. ამის შემდეგ კი, უკვე ინიცირება მოხდება.

 

„დარწმუნებული ვარ უახლოეს პერიოდში მოხდება ისეთი კანონმდებლობის ინიცირება, რომელიც უკვე ირიბათაც კი გამორიცხავს იმას, რომ ბანკები ფლობდნენ არაპროფილურ აქტივებს. რეგულირება მოხდება იმ სახით, რომ არც გვერდის ავლის საშუალება იყოს და არც ისეთი კანონი მივიღოთ, რომ ამას მხოლოდ ფორმალური ხასიათი ჰქონდეს"-აცხადებს წულაია.

 

მისი ინფორმაციით, პროცესში ჩართულია ბიზნესსექტორიც.

 

წულაის განცხადებით, ეროვნული ბანკის ბრძანებით არაპროფილური აქტივების ფლობა რეალურად ვერ გაიმიჯნა,რაც ხელს უშლის ბიზნესის განვითარებას. მისი განცხადებით, დღეს ბიზნესს ეშინია ბანკთან ურთიერთობა, რადგან მასში კონკურენტს ხედავს. მისი თქმით, ეს არ არის ნორმალური მდგომარეობა, რადგან ბიზნესი ბანკში პარტნიორს უნდა ხედავდეს და არა კონკურენტს.

 


„სხვათაშორის, ძალიან ბევრი ბანკია ამ ინიციატივის მხარდამჭერი. დიდი ბანკების ნაწილიც მათ რიცხვშია"-აცხადებს წულაია.

 


ბანკების მიერ არაპროფილური ბიზნესის ფლობის წლებია საუბრობენ ეკონომისტები და ფინანსისტები.2016 წლის დეკემბერში ამაზე განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდანაც გაკეთდა. დეპუტატ კახა ოქრიაშვილის პოზიციით, აღნიშნული კანონის შეუსრულებლობის გამო, მთავრობა ბიზნესის ნდობას კარგავს.

 

ეროვნულმა ბანკმა საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებისთვის არაპროფილური საქმიანობის აკრძალვის გადაწყვეტილება 2014 წლის აგვისტოში მიიღო.მაშინ ბანკებს არაპროფილურ აქტივებზე უარის სათქმელად ვადა 2015 წლის 31 დეკემბრამდე მიეცათ.

 

„კომერსანტთან " დეველოპერული კომპანიების პირველი პირებიც არაერთხელ აცხადებდნენ, რომ ბანკების მიერ დაფუძნებული სამშენებლო კომპანიები კვლავ ამ ბანკებთან კავშირში განაგრძობენ საქმიანობას, რაც კლიენტებისთვის გაკეთებულ შეთავაზებებშიც ჩანს.

 

 

ავტორი: სოფო ქსოვრელი



ბიზნესი ქართულად - აუზებზე მოთხოვნას სასტუმროებმა სპეციალური შეთავაზებებით უპასუხეს

ბიზნესი ქართულად - აუზებზე მოთხოვნას სასტუმროებმა სპეციალური შეთავაზებებით უპასუხეს
access_time2020-07-06 18:00:49
8 ივნისიდან სასტუმროებს საშუალება მიეცათ, რომ საცურაო აუზები გაეხსნათ, თუმცა ღია ტიპის აუზებს გახსნის ნებართვა მხოლოდ ხვალიდან, ისიც შემოწმების შემდეგ ექნებათ. მანამდე კი აუზებზე გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას საქართველოს სასტუმროები შესაბამისი შეთავაზებებით ცდილობენ. რეგულაციების გათვალისწინებით, სასტუმროების აუზებით სარგებლობა სტუმრებს მხოლოდ ნომრის აღების შემთხვევაში შეუძლიათ. თუმცა, ქართულ სასტუმროებს მომხმარებლებისთვის დღის შეთავაზება აქვთ, რომელიც...

The Economist: ვინ მართავს მსოფლიოს?

The Economist: ვინ მართავს მსოფლიოს?
access_time2020-07-06 20:00:10
2008-2009 წლების კრიზისის შედეგად გლობალური ძალაუფლება დიდმა ოცეულმა გადაიბარა, რადგანაც ნათელი გახდა - დიდი შვიდეულის ფორმატი რეალობას უკვე არ შეესაბამებოდა.კორონავირუსის პანდემიამ კიდევ ერთი სიახლე გამოავლინა - გლობალური ლიდერის არარსებობა. ამჯერად დიდმა ოცეულმა საოცარი უსუსურობა გამოავლინა და თავი მხოლოდ ღარიბი ქვეყნებისთვის ვალების გასტუმრების გადავადებაზე რიტორიკით...

თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო 2020 წელს გაიხსნება

თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო 2020 წელს გაიხსნება
access_time2020-07-06 16:45:43
„თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე“  საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს გახსნა კორონავრიუსის პანდემიამ შეაფერხა. ამის შესახებ „კომერსანტს“ კურორტის კომერციულმა მენეჯერმა სალომე ყვავილაშვილმა განუცხადა. მისივე განცხადებით, ახალი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის“ ტერიტორიაზე მიმდინარე წელს გაიხსნება, თუმცა ბრენდის სახელწოდება კვლავ გასაიდუმლოებულია. 10 მილიონი დოლარის ინვესტიციით „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის“ განვითარება...

სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე - სასტუმროს ნომრის შეძენა აპარტამენტის ნაცვლად

სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე - სასტუმროს  ნომრის შეძენა აპარტამენტის ნაცვლად
access_time2020-07-06 15:45:57
სასტუმროს ნომრის შეძენა აპარტამენტის სანაცვლოდ - ესაა სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე, რომელსაც სასტუმრო „ლაბაუ“ თავის მომხმარებლებს სთავაზობს.   სასტუმროს ნომრის შეძენით, მყიდველი ავტომატურად ხდება  5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მთლიანი მოგების მეწილე. სასტუმრო მდებარეობს გუდაურში.  რა უპირატესობა აქვს სასტუმრო ნომრის შეძენას აპარტამენტის შეძენისგან განსხავებით?  - ამასთან დაკავშირებით...

ლიბერთი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო

ლიბერთი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო
access_time2020-07-06 14:30:48
დღეიდან ლიბერთი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო. აღნიშნული პროგრამა ინიცირებულია სახელმწიფოს მიერ დეველოპერული და სამშენებლო სექტორის მხარდასაჭერად და ხუთი წლის განმავლობაში, იპოთეკური სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმუმ 4%-ის დაფინანსებას ითვალისწინებს. იპოთეკური სესხების პროგრამაში მონაწილეობის ერთერთი მთავარი პირობაა, რომ მომხმარებელმა სუბსიდირებული იპოთეკური სესხით უნდა ისარგებლოს 2020 წლის ბოლომდე და...


მსგავსი სიახლეები

up