"კომერსანტის" ექსკლუზივი – „ნიბა დელისის" მშენებლობა იწყება

"კომერსანტის" ექსკლუზივი – „ნიბა დელისის" მშენებლობა იწყება

person access_time2016-10-04 09:40:11

 

წლების წინ შეჩერებული A-კლასის სავაჭრო ცენტრის პროექტის – „ნიბა დელისის" მშენებლობა სავარაუდოდ,  1 თვეში დაიწყება. „ნიბა ინვესტის" დამფუძნებელი ბაკურ კიღურაძე „კომერსანტთან" ექსკლუზიურად აცხადებს, რომ დაფინანსების საკითხი გადაწყვეტილია და კომპანიამ კონკრეტული პროექტისთვის ფინანსური სახსრები მსხვილი ჰოლანდიური ფინანსური ჯგუფის ING-სგან მოიზიდა. საუბარია, 18 მილიონ აშშ დოლარზე.

 

 

კიღურაძე ამბობს, რომ კომპანია „ნიბა ინვესტი" საფინანსო ინტიტუტთან ხელშეკრულებას უახლოეს დღეებში გააფორმებს, რომლის შემდეგაც, დაახლოებით 1 თვეში უკვე უშუალოდ მშენებლობა დაიწყება.

 

 

 

 

როგორც ცნობილია, პროექტში თანხის გამოყოფაზე მოლაპარაკება თანაინვესტირების ფონდთან მიდიოდა, თუმცა, შეთანხმება ვერ შედგა. „კომერსანტის" კითხვაზე, თუ რატომ აღარ განიხილავენ თანაინვესტიების ფონდს ერთ-ერთ ინვესტორად, კუღურაძე ზოგადი პასუხით შემოიფარგლება და ამბობს, რომ „ნიბა დელისის" პროექტი ვერ აკმაყოფილებდა იმ პირობებს, რომელიც კომპანიას ვალდებულებად ედებოდა თანაინვესტირების ფონდთან თანამშრომლობისას. „ამის გამო შევწყვიტეთ მოლაპარაკებები. პროექტი თავისი პოტენციალით ძვირადღირებულია იმიტომ, რომ მიწისქვეშა მოცულობებს დიდი ოდენობით ითვისებს. ვერ გავისტუმრებდით ვალდებულებებს. ამიტომ უხერხული მდგომარეობა შეიქმნებოდა", -აცხადებს კიღურაძე.


 

 

2015 წლის აპრილში კიღურაძე ამბობდა, რომ პროექტის ბიუჯეტი 24 მილიონი აშშ დოლარი იყო, საიდანაც ნაწილი, თანაინვესტირების ფონდს უნდა გამოეყო, ნაწილს კი „საქართველოს ბანკი" ან საპარტნიორო ფონდი დაფარავდა. დღეს „ნიბა ინვესტის" დამფუძნებელი ამბობს, რომ ვინ დაფარავს დარჩენილ 6 მილიონ აშშ დოლარის, ამ დროისთვის უცნობია.

 

 

 

 

„ნიბა დელისის" პროექტი 35 ათას კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზეა გათვლილი, ის ითვალისწინებს 4 მიწისქვეშა საპარკინგე და 5-სართულიანი სავაჭრო ზონის მოწყობას. პროექტი 2 წელიწადში უნდა დასრულდეს. პროექტის ავტორი მსოფლიოში ცნობილი იტალიელი არქიტექტორი მაქსიმილიანო ფუქსასია, რომელიც მსოფლიოში ცნობილი არქიტექტორების ათეულში შედის.

 



„ნიბა ინვესტმა" ნიბა დელისის პროექტის განხორციელება 2008 წლის თებერვალში დაიწყო. მშენებლობა მას შემდეგ შეჩერდა, რაც 2010 წელს კომპანიის ხელმძღვანელი ბაკურ კიღურაძე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. ბიზნესმენი პატიმრობიდან ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გაათავისუფლეს.

 

 

 



კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო
access_time2020-07-11 19:00:04
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან საინვესტიციო ფონდ...

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა
access_time2020-07-11 18:00:17
ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...


მსგავსი სიახლეები

up