"კემპინსკის" მშენებელ კომპანიას მთავრობამ საინვესტიციო ვალდებულებები გადაუვადა

"კემპინსკის" მშენებელ კომპანიას მთავრობამ საინვესტიციო ვალდებულებები გადაუვადა

person access_time2016-10-13 10:00:00

ავსტრიული კომპანიის ქართული შვილობილი „ჯი-აი-ემ-ჯი"ს, რომელიც ბათუმში მსხვილ სასტუმრო-გასართობ კომპლექსს აშენებს, მთავრობამ საინვესტიციო ვალდებულებები გადაუვადა. კომპანიის დირექტორი თემურ გამცემლიძე რადიო „კომერსანტთან" აცხადებს, რომ კომპლექსის მშენებლობა 2016 წელს უნდა დასრულებულიყო თუმცა მთავრობასთან მიღწეულია შეთანხმება და ახალი ხელშეკრულების მიხედვით მშენებლობა სრულად 2018 წელს დასრულდება „ პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე იმის გათვალისიწნებით, რომ კომპლექსის ნაწილის მშენებლობა უკვე დასრულებულია იმისათვის, რომ შევძლოთ ახალი ინვესტორი მოვიზიდოთ მთავრობასთან შეთნხმება შედგა" აცხადებს გამცემლიძე.

 


მისივე თქმით, პროექტის ოპერატორის საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის თუმცა კომპანია იმედოვნებენ, რომ „კემპინკის" შემოყვანას შეძლებს. პარალელურად მიდის მოლაპარაკება კომპანიაში ახალი აქციონერების შეყვანასთან დაკავშირებით რომ პროექტის განვითარებას პრობლემა არ შეექმნას.

 



„ჯი-აი-ემ- ჯი" ბათუმში კომპლექსს 5 წელია აშენებს. სასტუმროს გარდა პროექტში გასართობი ცენტრები, კაზინოები, საგამოფენო, ბოულინგ, ფიტნეს და სპაცენტრები განთავსდება. აღნიშნული პროექტი „ჯი-აი-ემ-ჯის"- თვის პირველი პროექტია. ინვესტიციის მოცულობა კი 150 მილიონი დოლარია.

 



კომპლექსის მშენებლობა 2009 წელს დაიწყო და გეგმის მიხედვით, უკვე მიმდინარე წლის ზაფხულში უნდა გახსნილიყო. სასტუმროს ოპერატორი საერთაშორისო ბრენდი „კემპინსკი" უნდა ყოფილიყო, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ბრენდთან მოლაპარაკება ჩაიშალა.


 




ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა ჩართული არის ელიტარულ კორუფციაში

ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა ჩართული არის ელიტარულ კორუფციაში
access_time2020-02-25 19:00:51
პარლამენტის დარგობრივ სხდომაზე ფინანსთა მინისტრი არ მივიდა. ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა ლევან კობერიძემ გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“  განაცხადა,რომ ფინანსთა მინისტრმა ისინი მოატყუა. „ჩვენ გავაგზავნეთ ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრებთან წერილი,რომ მობრძანებულიყვნენ ფრაქციაში და კონკრეტულ საკითხებზე გვესაუბრა. ეს საკითხებია დღგ-ს ნაწილში ყალბი აქტივის შექმნა, ტელევიზიების მიერ არგადახდილი დღგ და აზარტული თამაშები.  კითხვები გვქონდა...

როგორ მივაღწიოთ ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას საქართველოში?

როგორ მივაღწიოთ ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას საქართველოში?
access_time2020-02-25 17:00:17
ISET-ი ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით კვლევას აქვეყნებს. მათი ინფორმაციით,საქართველოში ბოლო ათწლეულებში ეკონომიკური პოლიტიკის გარკვეული ინიციატივები ერთმანეთთან შეუსაბამობაში მოდის. მაგალითად, ერთი მხრივ, მთავრობა ცდილობს, წაახალისოს მცირე ფერმერები, გადაინაცვლონ ეკონომიკის სხვა სექტორებში (რისთვისაც წარმოების ხელშემწყობ სააგენტოებს აარსებს), მეორე მხრივ, ეხმარება მათ სხვადასხვა პროგრამებით (მაგ. კოოპერატივების მხარდაჭერით), აიმაღლონ პროდუქტიულობა და დარჩნენ სოფლის მეურნეობაში....

გლობალური პანდემია შესაძლოა მსოფლიოს 1 ტრილიონი დოლარი დაუჯდეს

გლობალური პანდემია შესაძლოა მსოფლიოს 1 ტრილიონი დოლარი დაუჯდეს
access_time2020-02-25 20:00:35
შემაშფოთებელი პერსპექტივა იმის, რომ კორონავირუსის მასშტაბური გავრცელება გლობალიზაციის ეპოქის პირველი მძლავრი პანდემია აღმოჩნდეს, ბადებს ეჭვებს მსოფლიოს ეკონომიკურ სტაბილურობაზე. კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 3000-ს მიაღწია, დაფიქსირდა 80 000-ზე მეტი შემთხვევა.  იტალიაში ვირუსის გავრცელებამ ეკონომიკის უმდიდრეს ზონებს დარტყმა მიაყენა. ზოგი ეკონომისტი საუბრობს, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს არათანაბარმა განვითარებამ გლობალურ...

876 ათასი ლარი ავეჯის შესაძენად – ვინ მართავს ბათუმის სტადიონს

876 ათასი ლარი ავეჯის შესაძენად – ვინ მართავს ბათუმის სტადიონს
access_time2020-02-25 18:00:17
ბათუმის საფეხბურთო სტადიონისთვის ავეჯის შესაძენად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონმა“ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სკამების, მაგიდების, დივნების, კარადების და სხვა ინვენტარის შესაძენად აჭარის ბიუჯეტიდან 876 ათასი ლარია გამოყოფილი.ავეჯის დიზაინი, დეტალური ტექნიკური მახასიათებლები, განლაგების სქემა და ნახაზები ტენდერის პირობებშია...

როგორ კარგავს ბიუჯეტი მნიშვნელოვან თანხებს თხევადი აირის იმპორტიდან

როგორ კარგავს ბიუჯეტი მნიშვნელოვან თანხებს თხევადი აირის იმპორტიდან
access_time2020-02-25 15:45:46
თხევადი აირი (LPG) სულ უფრო პოპულარული ხდება ქართველ მომხმარებელში და ამას აქვს არაერთი მიზეზი. მაგალითად არაოფიციალური მონაცემებით (ოფიციალური სტატისტიკა არ იწარმოება), თუ 2 წლის წინ ამ საწვავზე მომუშავე ავტომანქანების რაოდენობა 1 000 ავტომობილს აღწევდა, დღეს მათი რიცხვი 10 000 ავტომობილს აჭარბებს. LPG -ის სწრაფი პოპულარობის მიზეზი კი როგორც ვახსენეთ რამდენიმეა. პირველი და, რა თქმა უნდა, მთავარი არის ფასი. ერთი კოლოგრამი LPG-ის ღირებულება, საშუალოდ 1.25 ლარია. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ...


მსგავსი სიახლეები

up