"კავკასუს ონლაინის" შეძენის შემდეგ "მაგთიკომი" მოხმარებლებს "მოქნილ და განსხვავებულ" ტარიფებს პირდება

"კავკასუს ონლაინის" შეძენის შემდეგ "მაგთიკომი" მოხმარებლებს "მოქნილ და განსხვავებულ" ტარიფებს პირდება

person access_time2016-03-30 16:02:06

„ბილაინი" „კავკასუს ონლაინისთვის" ბრძოლას გამოეთიშა. „მაგთიკომსა" და „კავკასუს ონლაინს" შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, „კავკასუს ონლაინთან" მიღწეულია ექსკლუზიური შეთანხმება, რაც გულისხმობს შპს „კავკასუს ონლაინის" მხრიდან ნებისმიერ სხვა მესამე მხარესთან მოლაპარაკების შეწყვეტას. შედეგად, „კავკასუსი" ვალდებულია „მობიტელთან" („ბილაინთან") მოლაპარაკებები გაწყვიტოს.


კომპანიების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, „მაგთიკომსა" და „კავკასუს ონლაინს" შორის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გაფორმება 2016 წლის 30 მაისამდე მოხდება.


რა გავლენა ექნება ბაზარზე „მაგთიკომის" მიერ „კავკასუს ონლაინის" აქციების შეძენას? არის თუ არა მოსალოდნელი ფასების შემცირება?


კომპანია „მაგთიკომში" „კომერსანტს" განუცხადეს, რომ მომსახურების ფართო სპექტრი მათ საშუალებას მისცემს მომხმარებლებს მათ მოთხოვნებზე და შესაძლებლობებზე მორგებული, განსხვავებული და მოქნილი სატარიფო პირობები შესთავაზონ. დამატებითი დეტალების გაცხადებისგან „კომპანია" ამ ეტაპზე თავს იკავებს.


რაც შეეხება გარიგების ღირებულებას, კომპანიის ინფორმაციით, მხარეებს შორის არსებობს კონფიდენციალობის შესახებ ხელშეკრულება და კომპანიებს ეკრძალებათ ასეთი სახის ინფორმაციის გასაჯაროება.


„მაგთიკომში" „კომერსანტს" ასევე განუცხადეს, რომ აქტივების გადაცემის ანუ ინტეგრაციის პროცესში, „კავკასუსის" მომხმარებლები უწყვეტ რეჟიმში მიიღებენ მომსახურებას და შეფერხებები არ ექნებათ.


„მომავალშიც მომხმარებლებს შეუფერხებლად და გაუმჯობესებული ხარისხით გაუგრძელდებათ მომსახურების მიწოდება",- აღნიშნავენ კომპანიაში.


რატომ გადაწყვიტა კომპანია „კავკასუს ონლაინმა" მოლაპარაკებების შეწყვეტა „ბილაინთან" და რატომ შეაჩერა არჩევანი „მაგთიკომზე"? კომენტარის მოპოვება „კომერსანტმა" „კავკასუს ონლაინშიც" სცადა, თუმცა, კომპანიაში განგვიცხადეს, რომ გუშინ გავრცელებული განცხადების გარდა, დამატებით კომენტარს ვერ გააკეთებენ.


რაც შეეხება „ბილაინს" , კომპანიაში „კომერსანტს" განუცხადეს, რომ მათთვის ცნობილია, რომ „კავკასუს ონლაინმა" გადაწყვიტა ექსკლუზიური მოლაპარაკებები აწარმოოს „მაგთიკომთან" მისთვის საცალო და კორპორატიული აქტივების მიყიდვის მიზნით.



"ჩვენთვის ცნობილია, რომ „კავკასუს ონლაინმა" გადაწყვიტა ექსკლუზიური მოლაპარაკებები აწარმოოს „მაგთიკომთან" მისთვის საცალო და კორპორატიული აქტივების მიყიდვის მიზნით. "ბილაინი" გააგრძელებს არსებული სტრატეგიის განხორციელებას, რომლის მიზანია მომხმარებელს შესთავაზოთ ინოვაციური სატელეკომუნიკაციო სერვისები. ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები LTE ქსელის განვითარების თვალსაზრისით, რაც დაგვეხმარება, უზრუნველვყოთ ინოვაციური სატელეკომუნიკაციო სერვისების უფრო ფართო სპექტრი არსებული და ახალი აბონენტებისთვის. უფრო მეტიც: ჩვენი შეთავაზებები და სერვისები, გააუმჯობესებს წვდომას ახალ ტექნოლოგიებთან და ციფრულ სერვისებთან მომხმარებელთა უფრო ფართო წრისთვის",- ნათქვამია „ბილაინის" მიერ „კომერსანტისთვის" გამოგზავნილ განცხადებაში.


„ბილაინის" პროცესიდან გამოთიშვას და „მაგთიკომსა" და „კავკასუს ონლაინს" შორის გაფორმებულ მემორანდუმს დადებითად აფასებს "საქართველოს მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორი უჩა სეთური.


როგორც ის „კომერსანტთან" განმარტავს, პირადად მისთვის „მაგთისთან" გაფორმებული ხელშეკრულება რამდენიმე მიზეზის გამო უფრო მისაღებია. უჩა სეთური ამბობს, რომ გარდა პოლიტიკური კონტექსტისა, „ბილაინმა" კომუნიკაციების სხდომაზე განაცხადა, რომ ბოლო 7 წელია საქართველოდან მოგება არ წაუღია, ამიტომ მისი მხრიდან „კავკასუს ონლაინის" შეძენა ქმნიდა გარკვეულ რისკებს ბაზრისთვის - ეჭვქვეშ დგებოდა, რამდენად შეძლებდა „მობიტელი" ამ ბიზნესის სათანადო დონეზე ორგანიზებას და წარმართვას.


მეორე რისკი, რომელსაც "მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორი ხედავს, „ბილაინის" მიერ ბაზარზე მინიმალური ტარიფებით შემოსვლაა, რაც, უჩა სეთურის შეფასებით, ბაზრის სხვა მოთამაშეებისთვის დამანგრეველი იქნება.


„დაბალი ფასები კარგია, თუმცა, დაბალი ფასები და ძალიან დაბალი ფასები, შესაძლოა, გახდეს ბაზრის დანგრევის საფუძველი, არა მოკლევადიან პერიოდში, არამედ გრძელვადიან პერიოდში. შესაძლოა, ამან გამოიწვიოს ბაზრის მონოპოლიზება რომელიმე კონკრეტული ოპერატორის სასარგებლოდ, შესაბამისად, ბაზრიდან გააძევოს ის ოპერატორები, რომლებიც კანონის დაცვით ოპერირებენ და დახარჯებზე ორიენტირებულ ტარიფებს სთავაზობენ მომხმარებლებს. ოპერატორს აქვს ვალდებულება, რომ განვითარდეს და გათვალოს მისი ბიზნესი ახალი ტექნოლოგიების შემოტანაზე და არა იმაზე, რომ ძალიან დაბალ სოციალურ ფასად გაყიდოს თავისი მომსახურება. ძალიან დაბალი და ნულოვანი ტარიფები, ვფიქრობთ, არასწორია. არსებობს ქვედა ზღვარი, ხარჯებზე ორიენტირებული ზღვარი, რომლის ქვევითაც მომსახურების გაყიდვა კითხვებს აჩენს",- აცხადებს უჩა სეთური.


რაც შეეხება „მაგთიკომთან" გაფორმებულ ხელშეკრულებას, ამ შემთხვევაშიც უჩა სეთური გარკვეულ რისკებს ხედავს.


„ზოგადად, კარგი იყო, რომ რომელიმე ნეიტრალურ ორგანიზაციას ეყიდა „კავკასუს ონლაინი". საქმე ისაა, რომ „მაგთის" შეუძლია 4-მაგი შეთავაზების გაკეთება მომხმარებლისთვის - ტელევიზია, ინტერნეტი, მობილური და ხმოვანი მომსახურება. რისკია ის, რომ არ მოხდეს ამ სერვისების ერთმანეთზე გადაბმა და დაბალი ფასების დაწესება, რაც, შესაძლოა, კონკურენტებისთვის ასევე დამანგრეველი იყოს. თუმცა, ეს რისკი არსებობდა „ბილაინის" შემთხვევაშიც, ასე რომ დიდი განსხვავება არ არის",- აცხადებს უჩა სეთური.


იმისთვის, რომ „მობიტელთან" „მაგთიკომის" მოლაპარაკებები ოფიციალურად შეწყდეს, კომპანია „კავკასუს ონლაინმა" კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას განცხადებით უნდა მიმართოს და ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა მოითხოვოს, რაც მათ ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.


როგორც „კომერსანტს" კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ხატია ყურაშვილმა განუცხადა, თუ „კავკასუს ონლაინმა" არ წარადგინა დოკუმენტაცია, რომ „მაგთიკომთან" მიაღწია შეთანხმებას და აღარ აგრძელებს მოლაპარაკებას „მობიტელთან", კომისია ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს ადმინისტრაციულ წარმოებას, რომელიც რამდენიმე თვის წინ არის დაწყებული. შედეგად, 5 აპრილს გამოცხადდება კომუნიკაციების კომისიის დასკვნა, თუ რა გავლენა ექნება ბაზარზე „მობიტელსა" და „კავკასუს ონლაინს" შორის ხელშეკრულების გაფორმებას და შეიზღუდება თუ არა კონკურენცია. თუმცა, კომპანიების სურვილისა და თანხმობის გარეშე პროცესებს მომდევნო განვითარება ვეღარ ექნება.


რაც შეეხება „მაგთიკომსა" და „კავკასუს ონლაინის" შემთხვევას, კომუნიკაციების მარეგულირიბელ ეროვნულ კომისიას უკვე გაცემული აქვს წინასწარი თანხმობა ტრანზაქციისთვის. კომუნიკაციების მარეგულიერებელმა კომისიამ რამდენიმე თვის წინ მიიჩნია, რომ „მაგთის" მიერ „კავკასუს ონალანის" საოპერაციო აქტივების შეძენა არ იქონიებს გავლენას ბაზრის შესაბამისი სეგმენტების კონკურენციაზე. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება კომპანიის შეძენასთან დაკავშირებით მიღებულია.


„როგორც კი „მაგთიკომი" და „კავკასუს ონლაინი" დაასრულებენ ყიდვა-გაყიდვის პროცესს, ერთი კვირის ვადაში კომისიას უნდა აცნობონ, რომ ეს ტრანზაქცია შედგა, რომ კომისიამ შესაბამისი ცვლილებები განახორციელოს უწყებრივ რეესტრში",- აცხადებს ხატია ყურაშვილი.


შეგახსენებთ, რომ მანამდე კომისიაში „კავკასუს ონლაინისა" და „სილქნეტის" შერწყმის საკითხიც იდგა, თუმცა, ჩაიშალა. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კომპანიების ერთობლივი განცხადება წილების შერწყმის თაობაზე განუხილველად დატოვა. მიზეზი კი ისაა, რომ „სილქნეტმა" და „კავკასუსმა" შესაბამისი დოკუმენტაცია ვადაში არ წარადგინეს, რისთვისაც მათ თითქმის 3 თვე ჰქონდათ.

 

 



ეროვნული ორკესტრი საკონცერტო დარბაზის გარეშე - ნიკოლოზ რაჭველი მთავრობას მიმართავს

ეროვნული ორკესტრი საკონცერტო დარბაზის გარეშე - ნიკოლოზ რაჭველი მთავრობას მიმართავს
access_time2019-12-09 21:00:20
ეროვნული ორკესტრის ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი საკონცერტო დარბაზის უქონლობაზე სოციალურ ქსელში  წერს და მთავრობას მოუწოდებს ამ საკითხის მიმართ მეტი სენსიტიურობა გამოიჩინონ. „კომერსანტი“სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:   "ეჰ, რამდენ რამეზე ვფიქრობ, რამდენ ვინმეზე ვფიქრობ...   მაგრამ ახლა მაინც ყველაზე მეტად ვფიქრობ ჩვენს ქვეყანაზე, მოსაგვარებელ პრობლემებზე და მათ შორის ჩვენი ეროვნული ორკესტრის ისევ გადაუჭრელ და ჩემთვის გულის გახეთქვამდე მტკივნეულ...

არც ერთ ადამიანზე, რა რანგისაც არ უნდა იყოს, ხელის დაფარება არ მოხდება – ივანე მაჭავარიანი დღგ-ს თაღლითობის საქმეზე

არც ერთ ადამიანზე, რა რანგისაც არ უნდა იყოს, ხელის დაფარება არ მოხდება – ივანე მაჭავარიანი დღგ-ს თაღლითობის საქმეზე
access_time2019-12-09 19:15:54
„სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ არც ერთ ადამიანზე, ვინც არ უნდა იყოს და რა რანგის მატარებელიც, ხელის დაფარება არ მოხდება“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა დღგ-ს თაღლითობის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა. “გამოძიებაში ყველა საგამოძიებო უწყებაა ჩართული. თემა უმაღლეს პოლიტიკურ დონეზეა აყვანილი, შესაბამისად არანაირი დანდობა ამ მიმართულებით არ იქნება,”-აღნიშნა მაჭავარიანმა. მისივე თქმით, 100-მდე...

ევროკავშირმა Facebook-ის კრიპტოვალუტა აკრძალა

ევროკავშირმა   Facebook-ის კრიპტოვალუტა აკრძალა
access_time2019-12-09 20:00:53
ევროკავშირის ფინანსთა სამინისტროებმა  Facebook-ის ვირტუალური ვალუტის - ლიბრას  მოძრაობა აკრძალეს. აღნიშნული შეეხება ასევე  სხვა „სტებლკოინებს“, ანუ კრიპტოვალუტებს, რომლებიც მიმაგრებულია ან ჩვეულებრვი ვალუტებთან, ამ საქონელთან. მინისტრებმა განაცხადეს, რომ დღევანდელი კანონმდებლობა ჯერ არაა მზად ახალი საგადამხდელო საშუალების მისაღებად. მთავრობების...

„გაუგებარია, რატომ ახდენს ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური ბიზნესის მოგების დემონიზაციას“

„გაუგებარია, რატომ ახდენს ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური ბიზნესის მოგების დემონიზაციას“
access_time2019-12-09 17:00:10
„ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რატომ ახდენს  ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური  ბიზნესის მოგების დემონიზაციას, მითუმეტეს, როდესაც სამედიცინო დაწესებულების მოგების მარჟა არის საკმაოდ დაბალი“,- ასე აფასებს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას კლინიკა „პინეო სამედიცინო ეკოსისტემის“ დირექტორი იაგო კალანდაძე. ტელეკომპანია იმედის ეთერში ეკატერინემ ტიკარაძემ განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია, ჯანდაცვა განიხილოს როგორც მომგებიანი...

„სოკარის“ ეკონომიკური ექსპანსია ქართულ ენერგეტიკაში

„სოკარის“ ეკონომიკური ექსპანსია ქართულ ენერგეტიკაში
access_time2019-12-09 15:45:00
აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია”სოკარი” ქართულ ბაზარზე უკვე მრავალი წელია ოპერირებს. “სოკარი” მულტინაციონალური კომპანიაა და ის საქართველოს გარდა 5 სხვა ქვეყანაშია წარმოდგენილი. კომპანია საქართველოში”სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი”-ს სახელით 2006 შემოვიდა და მას შემდეგ არაერთ დარგში ოპერირებს. კომპანია პირველ ეტაპზე მხოლოდ ბენზინისა და დიზელის იმპორტს და რეალიზაციას ეწეოდა, თუმცა სხვადასხვა დროს სასათბურე პირობებითა, თუ კანონის გვერდის ავლით, მისი...


მსგავსი სიახლეები

up