"ისრაელსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი დღის წესრიგში არ დგას და არც დადგება"

"ისრაელსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი დღის წესრიგში არ დგას და არც დადგება"

access_time2017-02-24 18:30:11

საქართველოში ისრაელის ელჩის შაბთაი ცურის ინფორმაციით, ისრაელსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი დღის წესრიგში არ დგას და არც დადგება.

 

 

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" შაბთაი ცურიმ „ისრაელის სახლის" ინიციატივის კომენტირებისას განუცხადა, რომელიც 100 დღის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლა შეწყვეტასა და არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით სპეციალური კომისიის შექმნას ითვალისწინებს. ელჩის განცხადებით, კერძო ინიციატივის უფლება ყველას აქვს, თუმცა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება.

 


„ისრაელის სახელმწიფოსა და საქართველოს შორის არსებობს შესანიშნავი ურთიერთობა, რომელიც ყოველდღიურად ღრმავდება და მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. ეს ინიციატივა პირველად გვესმის და არავითარ შემთხვევაში არ არის დღის წესრიგში და არც იქნება. ჩვენ 2014 წელს როგორც მოვაწერეთ ხელი ვიზების გაუქმებას, ისე გრძელდება და ისე იქნება ყველაფერი მაღალ დონეზე", - განაცხადა შაბთაი ცურმა.

 


ელჩი მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეებს ისრაელის საზღვრის გადაკვეთის პრობლემა, ძირითადად, საბუთების მოუწესრიგებლობის გამო შეექმნათ და აცხადებს, რომ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროები მოქალაქეების ინფორმირებულობის ასამაღლებლად მუშაობენ.

 

„საქართველოსა და ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროების შორის არის დიალოგი სახელმწიფო დონეზე, რომ ჩვენ შევძლოთ ყველა მოქალაქეს ავუხსნათ, თუ რა არის კრიტერიუმი, რათა საზღვარი გადალახონ. დღეს შეხვედრა გაიმართა დაახლოებით 60 ტურისტული კომპანიის წარმომადგენლებთან და ყველას ახსნა-განმარტება მიეცა. მივესალმები, რომ 2015 წელს საქართველოში 70 000 ტურისტი ჩამოვიდა ისრაელიდან, 2016 წელს კი - 100 000, ასევე, აპრილიდან საქართველოსა და ისრაელს შორის რეისების ინტენსივობა 18 ფრენამდე გაიზრდება", - განაცხადა ისრაელის ელჩმა.

 

შეგახსენებთ, რომ „ისრაელის სახლის" დამფუძნებელი იციკ მოშე ქართველი ტურისტების ისრაელის საზღვრიდან უკან გამობრუნების გახშირებულ შემთხვევებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ტურისტულმა კომპანიებმა უნდა იმუშაონ მხოლოდ ტურიზმზე, რაც შეეხება სამუშაო ვიზებს, საჭიროა, ისრაელმა განსაზღვროს სამუშაო კვოტა საქართველოს მოქალაქეებისთვის. იციკ მოშეს თქმით, სამომავლოდ გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად „ისრაელის სახლი" აპირებს, მომავალ კვირას საქართველოსა და ისრაელის მთავრობებს ინიციატივით მიმართოს, რომლის მიხედვითაც, 100 დღის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლა შეწყდება და სპეციალური კომისია იმუშავებს პრობლემის მოგვარებაზე.

 

 

 



კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო
access_time2020-07-11 19:00:04
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან საინვესტიციო ფონდ...

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა
access_time2020-07-11 18:00:17
ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...


მსგავსი სიახლეები

up