"ჰორეკა ჯორჯიას" ხელმძღვანელი: როდესაც სახელმწიფო გადახედავს საგადასახადო პოლიტიკას სასტუმროების სფეროში, სასტუმროებიც გადახედავენ ფასებს

"ჰორეკა ჯორჯიას" ხელმძღვანელი: როდესაც სახელმწიფო გადახედავს საგადასახადო პოლიტიკას სასტუმროების სფეროში, სასტუმროებიც გადახედავენ ფასებს

person access_time2016-04-12 14:20:00

მოგზაურობის ღირებულების ინდექსის მიხედვით, თბილისში მოგზაურობა რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ძვირია. 

 

მსოფლიოს უმსხვილესი მონაცემთა ბაზის სააგენტო "ნუმბეოს" მიერ შედგენილი მოგზაურობის ინდექსის თანახმად, 2016 წლის მონაცემებით, ერთი დღის გატარება თბილისში საშუალო მოგზაურს 67 დოლარი უჯდება, საშუალოზე მაღალი დონის მოგზაურს კი 178 დოლარი. ინდექსის მიხედვით, ერევანში საშუალო მოგზაურს ერთი დღის გატარება 34,32 დოლარი, საშუალოზე მაღალი დონის მოგზაურს კი 96,30 დოლარი უჯდება, ბაქოში - საშუალო მოგზაურს - 30,83 დოლარი და საშუალოზე მაღალი დონის მოგზაურს - 98,80 დოლარი, სტამბოლში - 37,73 დოლარი/107,95 დოლარი.  

კვლევის მიხედვით, თბილისში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია სასტუმროების ფასიც.

 

„კომერსანტმა“ კვლევის შეფასება „ჰორეკა ჯორჯიას“ ხელმძღვანელს შალვა ალავერდაშვილს სთხოვა:


-  ეთანხმებით თუ არა მაჩვენებელს, რომლის მიხედვითაც თბილისი რეგიონში ერთ-ერთი უძვირესი ქალაქია?



-  შეგიძლიათ შეადაროთ თბილისში ტურისტების რაოდენობა ტურისტების რაოდენობას იმ ქალაქებში, რომელსაც თბილისს ადარებენ. ბაქოსა და ერევანთან შედარებით თბილისში ნამდვილად ჭარბობენ ტურისტები, ეს ერთი. მეორეც: ბაზარი არეგულირებს ფასს და ძირითადად მოთხოვნა განსაზღვრავს ფასს. როდესაც ქალაქში დიდი მოთხოვნაა, რა თქმა უნდა, ფასიც იზრდება და როდესაც ქალაქში მცირე მოთხოვნაა, ფასიც მცირდება.


- რაც შეეხება სტამბოლის მაგალითს, აქაც უფრო დაბალია ფასები თბილისთან შედარებით. თუ ბაქოსა და ერევანზე საუბრისას ყურადღებას ვამახვილებთ ტურისტების დაბალ რაოდენობაზე და შესაბამისად დაბალ ფასზე, აქ ეს არგუმენტი არ გამოგვადგება, რადგანაც სტამბოლი ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ქალაქია ტურისტული მიმართულებით...ამ შემთხვევაში რით შეიძლება აიხსნას თბილისში მაღალი ფასები?


- ჩვენთან სასტუმრო ბიზნესის განვითარება ახლა ხდება. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საკმაოდ ბევრი ოთახი დაემატა ქალაქს, იწყება სასტუმროებს შორის კონკურენცია. თბილისი არ არის ჯერ ისე დატვირთული სასტუმროებით, რომ მაღალი კონკურენცია იყოს. 2-3- წლის მერე უფრო გაიზრდება კონკურენცია. 2015 წელს ქალაქს დაემატა 800 სასტუმრო ოთახი, როგორც მაღალსეგმენტიანი, ასევე დაბალსეგმენტიანი. ეს მონაცემები იცვლება და რაც უფრო გაიზრდება ოთახების რაოდენობა, კონკურენცია მეტი იქნება და შესაბამისად, ფასებიც დაბლა დაიწევს. ამ დროისთვის მოთხოვნიდან გამომდინარე სასტუმროებს ფასები ხან ძალიან მაღალი ექნებათ და ხან ძალიან დაბალი.


- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ტურიზმის მიმართულებით საქართველოზე მოთხოვნა მკვეთრად არის გაზრდილი, რაც რამდენიმე გამოკვლევის მიხედვით დასტურდება. მისი თქმით, შარშანდელთან შედარებით, წელს ტურიზმიდან გაცილებით მეტი შემოსავალი შემოვა. ვიცეპრემიერმა მოუწოდა  ტურიზმის სექტორს, ძალიან ფრთხილები იყვნენ ფასებთან მიმართებაში, რადგან მეზობლად გვყავს არაერთი კონკურენტი ქვეყანა. რამდენად არის შესაძლებელი ფასების გადახედვა ტურიზმის სექტორში დღეს?


- მოდი, პირდაპირ პასუხს გაგცემთ -  იქნებ ჯერ თავად გადახედონ თავიანთ პოლიტიკას სასტუმროებთან დაკავშირებით და შემდეგ ვილაპარაკოთ ფასებზე იმის გათვალისწინებით, რასაც სასტუმროები ბიუჯეტის სასარგებლოდ იხდიან (და ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გადამხდელი სასტუმრო ბიზნესია), თბილისის სასტუმროებს ფასები ძალიან ადეკვატური აქვთ. როგორც კი სახელმწიფო გადახედავს საკუთარ პოლიტიკას სასტუმროების გადასახადებთან მიმართებით, სასტუმროებიც გადახედავენ თავიანთ ფასებს.


-  დიმიტრი ქუმსიშვილმა ამავე განცხადებაში გაამახვილა ყურადღება, რომ ფასისა და სერვისის შესაბამისობა არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ არ დავკარგოთ ურისტები. როგორ ფიქრობთ, არის თუ არა  თბილისში ფასი და სერვისი შესაბამისი?


-    კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის კონკურენცია, რაც მეტი სასტუმრო ოთახი გაჩნდება, სტუმრები წავლენ იმ სასტუმროებისკენ, რომელსაც უფრო კარგი მომსახურება ექნება. შესაბამისად, ამას ბაზარი თვითონ დაარეგულირებს. 




მესიმ ბარსელონა დატოვა!

მესიმ ბარსელონა დატოვა!
access_time2021-08-05 23:32:50
ოფიციალურად! ეპოქა დასრულდა დიდი! მესი ბარსელონაში აღარ ითამაშებს!..მიუხედავად იმისა, რომ 1 ივლისს ლიონელ მესი თავისუფალი აგენტი გახდა და იმ წუთიდან "ბარსელონას" აღარ ეკუთვნოდა, არსებობდა იმედი, რომ კატალონიური გრანდი და მისი სიმბოლო მაინც მივიდოდნენ შეთანხმებადმდე.. მივიდნენ, მაგრამ... თავიდა "მარკამ" გაავრცელა ექსკლუზიური ინფორმაცია, რომ "ბარსელონა" მესისთან კონტრაქტის გაფორმებას ვერ ახერხებდა. დეტალები არ აფიშირდება. არადა, თითქოს ყველაფერი მზად იყო იმისთვის, რომ...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-08-05 23:55:43
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. თბილისში გარე რეკლამის განთავსების 15–წლიანი ექსკლუზიური უფლება „ალმამ“ 34,8 მლნ ლარად მოიპოვა თბილისში გარე რეკლამის განთავსებაზე ექსკლუზიური უფლება „ალმამ“ 15 წლით 34 825 631 ლარად მოიპოვა. ორ ლოტად გამოცხადებული აუქციონის საწყისი ღირებულება 32 მილიონ ლარს...

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთანაც გამყარდა

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთანაც გამყარდა
access_time2021-08-05 18:00:35
5 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.95 თეთრით 3.0927-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს 3.0850-იანი კურსი დაფიქსირდა. დოლარის მსგავსად ლარი ყველა სხვა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთანაც გამყარდა, მათ შორის ევროსთან 1.56 თეთრით 3.6624-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 1.48 თეთრით 4.3066-მდე, თურქულ ლირასთან 0.52 თეთრით 0.3620-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.62 თეთრით 1.8188-მდე, 100 რუსულ რუბლთან 2.68 თეთრით 4.2282-მდე, 1000 სომხურ...

თბილისში გარე რეკლამის განთავსების 15–წლიანი ექსკლუზიური უფლება „ალმამ“ 34,8 მლნ ლარად მოიპოვა

თბილისში გარე რეკლამის განთავსების 15–წლიანი ექსკლუზიური უფლება „ალმამ“ 34,8 მლნ ლარად მოიპოვა
access_time2021-08-05 16:00:39
თბილისში გარე რეკლამის განთავსებაზე ექსკლუზიური უფლება „ალმამ“ 15 წლით 34 825 631 ლარად მოიპოვა. ორ ლოტად გამოცხადებული აუქციონის საწყისი ღირებულება 32 მილიონ ლარს შეადგენდა.   მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოპოვებას „ალმასთან“ ერთად კიდევ ერთი სარეკლამო კომპანია ცდილობდა. ბიზნეს სუბიექტებს შორის კონკურენცია 4 ბიჯით ალმას სასრგებლოდ დასრულდა. სადაც ერთი ბიჯის ღირებულება 553 910 ლარი იყო. ნებართვის თავდაპირველი საპრივატიზებო საფასური 11 078...

Le Figaro: ბიტკოინი პოტენციური ეკოლოგიური კატასტროფაა

Le Figaro: ბიტკოინი პოტენციური ეკოლოგიური კატასტროფაა
access_time2021-08-05 20:00:15
ბიტკოინი, რომლის კურსიც 30-დან $60 ათასამდე მერყეობს, სწრაფი მოგების საშუალებას იძლევა, მაგრამ მისი გამომუშავების შედეგად დარჩენილი ნახშირბადის კვალი ყოველწლიურად იზრდება. ვირტუალური ვალუტისადმი ინტერესს ისეთი ცნობილი ადამიანები გამოხატავენ, როგორც ამერიკული ფეხბურთის ვარსკლავი ტომ ბრედი და ბრაზილიელი სუპერმოდელი ჟიზელ ბუნდჰენი, თუმცა, ძნელი სათქმელია, რამდენად შეძლებენ ისინი ბიტკოინის კატასტროფული რეპუტაციის გადარჩენას. იმის გათვალისწინებით,...


მსგავსი სიახლეები

up