"ჰიბრიდულ მანქანები აქციზის განახევრების შემდეგ 5–10%-ით გაიაფდება"

"ჰიბრიდულ მანქანები აქციზის განახევრების შემდეგ 5–10%-ით გაიაფდება"

person access_time2016-10-03 19:08:49


ჰიბრიდული ავტომანქანების წილი ქართულ ბაზარზე 10%-ს ვერ აღწევს. ელექტრომობილების შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი საერთოდ მიზერულია. მიუხედავად მოსალოდნელი საგადასახადო შეღავათებისა, ჰიბრიდულ მანქანებზე მოთხოვნა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად არ გაზრდილა. შეიძლება, ეს ინფორმაციის სიმცირეს უკავშირდებოდეს. მომხმარებლებმა არ იციან მთავრობის ინიციატივის შესახებ.

 


ჰიბრიდული მანქანების ფასი, საშუალოდ, 4500-6000 დოლარია, ხოლო ელექტრომობილის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 70 000 დოლარამდეა. იმპორტიორების ვარაუდით, ჰიბრიდული მანქანების ბიზნესი გამოცოცხლდება მაისიდან, რა დროიდანაც კანონმდებლობაში შევა ცვლილება იმპორტზე აქციზის გადასახადის შემცირებასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით კი, ჰიბრიდული მანქანების რეალიზაცია ჭირს, თუმცა, წინა წელთან შედარებით, მოთხოვნამ უმნიშვნელოდ მოიმატა.

 


კომპანია "რობანი მოტორსის" თანადამფუძნებელი ელგუჯა ჯამაგიძე ფიქრობს, რომ მაღალი დონის საინფორმაციო კამპანია უნდა გატარდეს, რათა ჰიბრუდული მანქანები ქვეყანაში პოპულარული გახდეს. რამდენიმე წელიწადში ამ ტიპის სატრანსპორტო საშუალებებს რეკლამა არც დასჭირდება, მაგრამ ამ ეტაპზე ინფორმაციის სიმცირე აშკარაა და მყიდველი ბოლომდე არ არის ჰიბრიდული მანქანების უპირატესობაში გარკვეული.

 

 


"ელექტრომობილები უცხოეთში ძვირი ღირს, რის გამოც მათზე მაინცდამაინც დიდი მოთხოვნა არ არის. თუმცა ძალიან პრაქტიკული და ეკოლოგიური ტრანსპორტია, რაც ამ ტიპის მანქანების დიდი უპირატესობაა. რაც შეეხება ჰიბრუდულ მანქანებს, ფასი 4500 დოლარიდან იწყება და წლოვანების მიხედვით მატულობს. "ტოიოტა პრიუსზე" ყველაზე მეტი მოთხოვნაა. არის აგრეთვე "ტოიოტა ქამრი", რომელიც უკვე მაღალი კლასის მანქანაა. ელექტრომობილების, თვითღირებულება იმდენად დიდია, რომ რა შეღავათიც უნდა დაწესდეს, იმპორტის თვალსაზრისით სასურველი შედეგი არ გვექნება", - ამბობს ჯამაგიძე.

 

იმპორტიორის დასკვნით, მოსახლეობის უმეტესობა ჰიბრიდულძრავიანი მანქანების შესაძენად მზად არ არის, თუმცა ამ ტიპის მანქანების წილი იმპორტში, შეღავათის დაწესების შემთხვევაში, გაიზრდება.

 

 

"ახალი ელექტრომობილის ღირებულება 70 000 დოლარიდან იწყება. ტექნიკურად ისეთ მახასიათებელს შეიცავს, რომ შიგაწვის ძრავას ავტომობილისგან ფიზიკურად ვერ განასხვავებ. რამდენადაც ვიცი, ჰიბრიდული მანქანების წილი ბაზარზე ჯერაც დაბალია და 10%-ს ვერ აღწევს, შარშან მას ბაზრის დაახლოებით 7% ეკავა. ელექტრომობილის წილი კი 0,5%-ია. ჩემი აზრით, შეღავათის ამოქმედების შემდეგ ჰიბრიდული მანქანების რეალიზაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. შეიძლება, ელექტრომობილზეც გაჩნდეს მოთხოვნა. რამდენადაც ვიცი, საქართველოში ჯერჯერობით სულ რამდენიმე ელექტრომობილი მოძრაობს. ვფიქრობ, ეს შეიძლება იყოს მეორადი ავტომობილები", - დასძენს ჯამაგიძე.


 

 


სპეციალისტების შეფასებით, ჰიბრიდული ძრავას მქონე ავტომანქანების მასობრივი მოხმარება შეამცირებს საქართველოს დამოკიდებულებას ნავთობპროდუქტების იმპორტზე და ხელს შეუწყობს სავაჭრო ბალანსის გამოსწორებას.

 

 

გარდა იმისა, რომ მაისიდან იმპორტის გადასახადი განახევრდება, შეიცვლება ავტომობილების სარეალიზაციო ფასი. სპეციალისტების ვარაუდით, ჰიბრიდული მანქანების 5-10%-ით გაიაფდება, დაახლოებით, ამდენით მოიმატებს მათი წილიც მთლიანად ავტოპარკში. სწორედ ასე ფიქრობს "საზოგადოებრივი ინიციატივას" წარმომადგენელი ვასო ურუშაძე, რომლის შეფასებითაც საგადასახადო შეღავათი ავტოპარკის განვითარებას მნიშვნელოვანდ წაახალისებს.

 

 

"ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა, რომლის ინიციატივა თავდაპირველად "ეკო ტრანსპორტ ცენტრს" ეკუთვნის, შემდეგ "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლებმა გაიტანეს პარლამენტში. ჩვენი მოთხოვნა იყო გადასახადის განულება, საბოლოოდ იგი განახევრდა, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია. მართალია, ამ კატეგორიის ავტომანქანების თვითღირებულება არის მაღალი, მაგრამ კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ, ფასი დაახლოებით 5-დან 10%-მდე შემცირდება. მანქანის ყიდვისას მომხმარებელი აქცენტს ღირებულებაზე აკეთებს, მაგრამ თითქმის არავინ ითვალისწინებს ექსპლუატაციის ხარჯს. ჰიბრიდულს ეკონომიის მხრივ აქვს ის უპირატესობაც, რომ საერთო ხარჯს 50%-ით ამცირებს", - აცხადებს ურუშაძე.

 

 

 

 

 

საკანონმდებლო ცვლილება დიდ შედეგს მოიტანს ეკოლოგიური თვალსაზრისითაც. შიგაწვის ძრავას მანქანებთან შედარებით, ჰიბრიდული საწვავს განახევრებული რაოდენობით მოიხმარს.

 

 

"ჰიბრიდული ავტომობილის ბევრი მოდელი არსებობს, მათ შორის, 2001-03 წლებში წარმოებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები. თუკი წახალისების მექანიზმი იარსებებს, უფრო კონკურენტუნარიანი გახდება ჰიბრიდები და თავისი ასაკის შიდაწვისძრავიან ავტომობილებთან კონკურენციაში გაიმარჯვებენ. აქციზის გადასახადის განახევრება საბოლოო ფასზე დიდად არ იმოქმედებს, მაგრამ ერთგვარი წამახალისებელი მოტივაციაა იმ ადამიანისთვის, ვისაც სურს ჰიბრიდული ავტომობილის შეძენა. გადასახადი კლება წაახალისებს ავტოიმპორტიორებსა და დილერებსაც, მათ აღარ მოუწევთ განბაჟების დროს დიდი რაოდენობით თანხის გადახდა", - აცხადებს ვასილ ურუშაძე, რომლის თქმითაც, ბოლო 2-3 წლის განმავლობაში საქართველოში ისედაც გაიზარდა ჰიბრიდული ავტომობილების რაოდენობა და 5-6%-დან 10%-ს მიაღწია. საბოლოოდ, როგორც ურუშაძე აღნიშნავს, მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, ავტოპარკის განახლების სტრატეგია უნდა შეიქმნას, რაც დღესდღეობით არ არსებობს.


 




„ჩვენი პროდუქცია აღარ იქნება სეზონური“ - რას გეგმავს ფერადი ბოსტნეულის მწარმოებელი „სამყურა“

„ჩვენი პროდუქცია აღარ იქნება სეზონური“ - რას გეგმავს ფერადი ბოსტნეულის მწარმოებელი „სამყურა“
access_time2021-07-25 16:00:36
ბიო მეურნეობა ,,სამყურა“ პანდემიის მიუხედავად გაფართოებას ახერხებს. მზესუმზირის ზეთის წარმოების დაწყების შემდეგ, მეურნეობა კაფი გახსნას და სათბურის მშენებლობას გეგმავს. ამის შესახებ, ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას მეურნეობის...

,,რამდენად რეალისტურია ჩვენი გეგმები, აგვისტო- სექტემბრის ეპიდ-სიტუაცია გამოაჩენს“ - „მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“

,,რამდენად რეალისტურია ჩვენი გეგმები, აგვისტო- სექტემბრის ეპიდ-სიტუაცია გამოაჩენს“ - „მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“
access_time2021-07-25 14:00:26
„მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „აი სი არ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა განაცხადა. კახახაზარაძე აცხადებს, რომ ინფიცირების მატების შესაჩერებლად ერთ-ერთი გზა...

ვირის რძე, ჩაი, კურკუმა, ჭინჭარი... ბებიის რეცეპტით დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს, ჩაის საპონიც დაემატა - რატომ მოუწია „დემას“ პროდუქტების გაძვირება

ვირის რძე, ჩაი, კურკუმა, ჭინჭარი... ბებიის რეცეპტით დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს, ჩაის საპონიც დაემატა -  რატომ მოუწია „დემას“ პროდუქტების გაძვირება
access_time2021-07-25 12:00:37
ვირის რძით დამზადებული თავის მოვლის საშუალებებს, ახლა უკვე ჩაის საპონიც დაემატა. როგორც კომპანია „დემას“ დამფუძნებელი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას...

,,ავტო-იმპორტიორების კეთილსინდისიერების იმედად უნდა ვიყოთ“ - გამოჩნდება თუ არა ქართულ ბაზარზე ევროპის ქვეყნებში დატბორილი ავტომობილები

,,ავტო-იმპორტიორების კეთილსინდისიერების იმედად უნდა ვიყოთ“ - გამოჩნდება თუ არა ქართულ ბაზარზე ევროპის ქვეყნებში დატბორილი ავტომობილები
access_time2021-07-25 11:15:55
წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს, ევროპის ქვეყნებში სტიქიის შედეგად დაზიანებული რამდენი ავტომობილი შემოვა საქართველოში, თუმცა საფრთხე რეალურია, რომ რამდენიმე პროცენტი...

ალექსანდრე ძნელაძე – საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა ეკონომიკის მხარდაჭერისთვის

ალექსანდრე ძნელაძე – საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა ეკონომიკის მხარდაჭერისთვის
access_time2021-07-25 10:00:07
“ბანკების ასოციაციაში” აცხადებენ, რომ საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა იმ გამოწვევებისთვის, რომლებიც დღის წესრიგში დგას. როგორც ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე...


მსგავსი სიახლეები

up