"ჰაიდელბერგცემენტი" მიესალმება საქართველოს ცემენტის ბაზარზე ახალი მოთამაშის გამოჩენას, თუმცა ლიდერის პოზიციის დათმობას არ აპირებს

"ჰაიდელბერგცემენტი" მიესალმება საქართველოს ცემენტის ბაზარზე ახალი მოთამაშის გამოჩენას, თუმცა ლიდერის პოზიციის დათმობას არ აპირებს

person access_time2016-05-03 09:10:08

კომპანია „ჰაიდელბერგცემენტი" ბაზარზე ცემენტის ახალი ქარხნის შემოსვლას გამოწვევად აფასებს. საუბარია ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელის პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს სენაკში ცემენტის ქარხნის მშენებლობას. პროექტი 1 წელიწადში დასრულდება და მასში 100 მილიონი დოლარის ინვესტირება განხორციელდება.


იქნება თუ არა ცეზარ ჩოჩელის ცემენტის ქარხანა კომპანია „ჰაიდელბერგცემენტის" კონკურენტი და ხომ არ მოახდენს ეს ბაზარზე სატარიფო პოლიტიკის გადახედვას, ამის გარკვევა „კომერსანტმა" „ჰაიდელბერგცემენტში" სცადა.



როგორც კომპანიაში აცხადებენ, „ჰაიდელბერგცემენტი" მიესალმება სენაკში ცემენტის ახალი ქარხნის მშენებლობას და ცეზარ ჩოჩელს და მის პარტნიორებს წარმატებას უსურვებს.



მათი განმარტებით, „ჰაიდელბერგცემენტი" მზადაა მიიღოს ეს გამოწვევა. „გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ყოველი დამატებითი კონკურენტი პოზიტიურ გავლენას ახდენს ჩვენი კომპანიის პროდუქტიულობაზე. ახალი კონკურენტები ამძაფრებენ ჩვენს ნებას, რომ ხარისხითა და ფასით ცემენტის დარგში ლიდერები ვიყოთ. თავისი არსებობის 140 წლის მანძილზე „ჰაიდელბერგცემნტის" ჯგუფს დაგროვებული აქვს ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც ჩვენ კლიენტებისა და პარტნიორების სასარგებლოდ ვიყენებთ, რაც თავის მხრივ, ჩვენი კონკურენტული უპირატესობის გარანტიაა"-აცხადებენ „ჰაიდელბერგცემენტში".

 

„ჰაიდელბერგცემენტის" კუთვნილ 2500 საწარმოში, რომლებიც მსოფლიოს 40 ქვეყანაშია განთავსებული, 52 600 თანამშრომელია დასაქმებული.


კომპანიაში ამბობენ, რომ ადგილობრივ დონეზე „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას" გააჩნია ტექნიკური საშუალება ევროპული ნორმებით გათვალისწინებული ყველა ტიპის ცემენტის საწარმოებლად. შედეგად, კომპანია ცემენტითა და ბეტონით თითქმის ყველა მსხვილ სამშენებლო პროექტს ამარაგებს საქართველოში.


შეგახსენებთ, ცეზარ ჩოჩელმა ცემენტის ახალი ქარხნის მშენებლობის დაწყება რამდენიმე დღის წინ „კომერსანტთან" დააანონსა. ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ სენაკში წარმოებული ცემენტი არსებულზე მისაღები ფასით გაიყიდება ბაზარზე,. რაც შეეხება ხარისხს,ჩოჩელის თქმით, მას საქართველოს ბაზარზე კონკურენტი არ ჰყავს, რადგან მის მიერ წარმოებული ცემენტი ძალიან მაღალი ხარისხის იქნება.




20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა

20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-10-20 18:15:11
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 20 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2222 ლარი შეადგინა. ქართული ლარის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-20 21:30:45
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ Covid-19 დაგიდასტურდათ - ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმების რჩევები როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, თუ მას კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა? როდის უნდა მიმართოს სიმპტომიანმა ოჯახის ექიმს და როდის გადაუდებელი დახმარების ცენტრს? საჭიროა თუ არა მედიკამენტოზური მკურნალობა? ...

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ
access_time2020-10-20 20:45:26
მსხვილი სასტუმრო ქსელები, ისეთები, როგორც InterContinental Hotels Group, Marriott დ Accor-ი ახალი სისტემის - გამოწერის -  ამუშავებას გეგმავენ იმისთვის, რომ დისტანციურად მომუშავეებმა მოგზაურობა და სხვადასხვა ქალაქებში ერთი და იგივე ქსელის სასტუმროებში ცხოვრება შეძლონ.   მაგალითად, სექტემბერში ტურისტულმა ჯგუფმა Inspirato-მ განაცხადა, რომ მთლიანად გამოწერაზე  გადავიდა და აქცენტს სწორედ ამ სერვისზე გააკეთებს. ქსელის კლიენტები შტატებში,...

Bloomberg: ჩინეთის ეკონომიკა ზრდის კრიზისამდელ მაჩვენებელს უახლოვდება

Bloomberg:  ჩინეთის ეკონომიკა ზრდის კრიზისამდელ მაჩვენებელს უახლოვდება
access_time2020-10-20 19:00:20
2020 წლის დასაწყისიდან პირველი 6 თვის ვარდნის შემდეგ ჩინეთის ეკონომიკა 0,7%-ით გაიზარდა.   ჩინეთი შესაძლოა მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა გახდეს, რომლის ეკონომიკაც წელს გაიზრდება და ამას საფუძვლად კორონავირუსის აგრესიული შეკავება დაედება.   2020 წლის მე-3 კვარტალში ჩინეთის ეკონომიკა 2019 წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით 4,9%-ით გაიზარდა, წლიურ ჭრილში კი 0,9%. შესაძლოა ეს რიცხვები მოკრძალებულად მოგეჩვენოთ, თუმცა, საუბარია ზრდაზე იმ დროს, როდესაც...

„ბასტი ბუბუ“ დახურვის პირასაა - პანდემიის გამო, სტუდიას 120 000 ლარის დავალიანება დაუგროვდა

„ბასტი ბუბუ“ დახურვის პირასაა - პანდემიის გამო, სტუდიას 120 000 ლარის დავალიანება დაუგროვდა
access_time2020-10-20 17:25:36
„უკვე მერვე თვეა „ბასტი ბუბუს“ არც ერთი თანამშრომელი ხელფასს არ იღებს - „ბასტი ბუბუ“ დგას დახურვის პირას, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა“,- ამის შესახებ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ საბავშვო სტუდია „ბასტი ბუბუს“ დირექტორმა პაატა ამონაშვილმა განაცხადა.   მისი თქმით, პანდემიის გამო, სტუდიას დაგროვილი აქვს 120 000 ლარის დავალიანება, რომლის გადახდაც გაჩერებული მუშაობის პირობებში ვერ ხერხდება. ამას კი, ღონისძიებების გაურკვეველი დროით აკრძალვაც...


მსგავსი სიახლეები

up