"გურიელის" მწარმოებელი კომპანია იაპონური ჩაის წარმოებას გეგმავს

"გურიელის" მწარმოებელი კომპანია იაპონური ჩაის წარმოებას გეგმავს

person access_time2016-06-28 14:00:17

ჩაის მწარმოებელი კომპანია „ჯეოპლანტი",   რომელიც პროდუქციას „გურიელის"  ბრენდის ქვეშ აწარმოებს, ექსპორტის მოცულობის გაზრდას და წლის ბოლომდე  ბაზარზე ორგანული ჩაის გამოტანას გეგმავს. კომპანიის ხელმძღვანელი მიხეილ ჭკუასელი გაზეთ „ფაინენშალთან" აცხადებს, რომ გურიელი სამომავლოდ პროდუქციის სახეობების გამრავალფეროვნებაზე და შეფუთვის გაუმჯობესებაზე იმუშავებს. მისივე თქმით, პრემიუმ სეგმენტში „პრინცი გურიელის" ხაზი უკვე  გაუმჯობესდა და მომხმარებელს კლასიკურ, ხილის, ბალახეულის ჩაის სთავაზობენ. მისივე თქმით, იმედი აქვთ, რომ „ჰორეკას" სეგმენტში პოზიციების გაძლიერებასაც შეძლებენ.


ჯეოპლანტი ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციასა და ბაზარზე ახალი სახეობების შემოტანაზეც მუშაობს, მათ შორის არის ჩაის იაპონური სახეობა „სენჩა", რომელიც მზადდება მთლიანი ჩაის ფოთლის ჩადებით ცხელ წყალში. ეს არის ყველაზე პოპულარული ჩაი იაპონიაში.  „საქართველო იქნება მესამე ქვეყანა იაპონიის და ჩინეთის შემდეგ, რომელიც ამ ჩაის  წარმოებას დაიწყებს,“ – აცხადებს ჭკუასელი.


დღეის მდგომარეობით,  გურიელის ექსპორტი უკრაინაში, ჩეხეთის რესპუბლიკაში, რუსეთსა და თურქმენეთში, ასევე ევროპულ ქვეყნებში ხდება.



კომპანიის ხელმძღვანელის მონაცემებით, 2015 რთული წელი იყო და ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა  ლარის გაუფასურების ფონზე საფასო პოლიტიკის შენარჩუნება იყო.  თუმცა კომპანიამ გაყიდვების 25%–იან ზრდას მიაღწია. 


ამ ეტაპზე კომპანია ოზურგეთში ახალი შემფუთველი ქარხნის გახსნაზე მუშაობს.  მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქარხანა პროდუქციის წარმოებას ორჯერ გაზრდის. იგეგმება პირამიდის სახეობის ერთჯერადი შეფუთვის ჩაის წარმოება, რაც ჭკუასელის მტკიცებით,  უპრეცედენტო იქნება საქართველოსთვის. ახალი ქარხანა ივლისში გაიხსნება.


ჭკუასელი დასძენს, რომ სამწუხაროდ არის პრობლემები ზოგიერთ კაფესა  და რესტორანთან, რომლებიც უპორატეობას ანიჭებენ იმპორტირებულ პროდუქციას, რადგან  400%–იანი მოგების მარჟაზე მუშაობენ და  თავს არიდებენ ქართული ჩაის გაყიდვას. 




საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა

საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა
access_time2021-06-14 17:46:59
თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ელექტრომომარაგება, სისტემური ავარიის შემდეგ, მთლიანად აღდგა. ამის შესახებ საქართველოს "სახელმწიფო ელექტროსისტემაში"...

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2021-06-14 18:00:57
14 ივნისის ვაჭრობაზე დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 7 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 112 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 14 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.2040 ლარი გახდა (ეს კურსი 15 ივნისს შევა ძალაში). ქართული ვალუტით ვაჭრობა Bloomberg-ზე...

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს
access_time2021-06-14 18:45:14
ბელარუსულმა ავიაკომპანიამ „ბელავია“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების რაოდენობას 15 ივნისიდან მნიშვნელოვნად გაზრდის. „15 ივნისიდან ბათუმის რეისების რაოდენობა გაორმაგდება – კვირაში 7–დან 14–მდე. „ბელავია“ საქართველოს მთავარ საზღვაო ქალაქში დღეში ორჯერ იფრენს. 15 ივნისიდანვე იგეგმება თბილისის მიმართულებით ფრენების სიხშირის გაზრდაც – ნაცვლად არსებული 7 რეისისა კვირაში – 11 რეისამდე. ოთხი რეისი დაემატება: სამშაბათობით, ოთხშაბათობით და შაბათ–კვირას“, – განაცხადეს...

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები
access_time2021-06-14 16:50:28
ნატო–ს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არავითარი თარიღები და შესაძლო ვადები არ დასახელდება, მხოლოდ დადასტურდება, რომ ნატო–ს კარი ღიაა და ამ პროცესში რუსეთს ვეტოს უფლება არ გააჩნია. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიის მარშალის ცენტრში ონლაინ–დისკუსიის დროს განაცხადა, რომელიც ნატო–ს სამიტის დაწყებას უძღოდა წინ. „საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში ჩვენ ბუქარესტის სამიტზე (2008 წლის აპრილი....

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება
access_time2021-06-14 16:45:54
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი პარლამენტში მინისტრის საათზე დეპუტატებს დაეთაბნხმა, რომ  კაპიტალის ბაზარი განუვითარებელია და მხოლოდ ერთეული ტრანზაქციები ხორციელდება. მისივე თქმით, „მოწმენდილ მინდორზე კაპიტალის ბაზარი არ ვითარდება“. „ჩვენ შემოვიღეთ კაპიტალის ბაზრის დაბეგვრის ძალიან ლიბერალური რეჟიმი. პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით ჩვენ გავანულეთ განაკვეთები. დავხვეწეთ საკანონმდებლო გარემო და მივუახლოვეთ საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს. საპენსიო რეფორმით შევქმენით...


მსგავსი სიახლეები

up