"გლობალური ინოვაციების ინდექსში" საქართველომ პოზიციები გაიუმჯობესა

"გლობალური ინოვაციების ინდექსში" საქართველომ პოზიციები გაიუმჯობესა

access_time2016-08-16 15:00:26

„გლობალური ინოვაციების ინდექსში" საქართველოს პოზიციები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. რეიტინგის 2016 წლის მაჩვენებლით საქართველოს 128 ქვეყანას  შორის 64-ე პოზიცია აქვს. 2015 წლის ინდექსში კი ქვეყანა 73-ე პოზიციას იკავებდა.  კორნელის უნივერსიტეტის, ბიზნესსკოლა INSEAD-ისა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ინდექსი 82 კომპონენტს მოიცავს. მათ შორის არის ადამიანური კაპიტალი და განვითარების დონე, ტექნოლოგიები, ბიზნესის განვითარება, შემოქმედებითი მიღწვები, ინსტიტუტები და სხვა.

 

კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ ინოვაცია აღიარებულია, როგორც ეკონომიკის ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა. მათივე თქმით, ინოვაციების პირველი რეიტინგი 2007 წელს გამოქვეყნდა, მას შემდეგ ინოვაციები მეტად გახსნილი გახდა და მეტი ქვეყანაც მოიცვა.

 


„გლობალური ინოვაციების"  2016 წლის ინდექსში საქართველოს  ინსტიტუტების მაჩვენებელში,  რაც პოლიტიკურ გარემოს, სტაბილურობას და მთავრობის ეფექტურობას შეიცავს, 44 -ე პოზიცია  აქვს. ინფრასტრუქტურის კუთხით,  რაც ძირითადი ინფრასტრუქტურის  და ეკოლოგიურ მდგრადობის მაჩვენებელია, ქვეყანა 69-ე პოზიციაზეა. ცოდნისა და ტექნოლოგიების მაჩვენებელში 56-ე ადგილი ფიქსირდება. ბაზრის  განვითარების კუთხით საქართველო 55-ე პოზიციაზეა, შემოქმედებითი მიღწევების კუთხით 76-ეზე. ბიზნესის  განვითარების მაჩვენებლის კუთხით კი ქვეყანა 90-ე პოზიციაზეა.

 

„გლობალური ინოვაცების ინდექსში" პირველ პოზიციაზე შვეიცარიაა, შემდეგ შვედეთი, დიდი ბრიტანეთი, აშშ და ფინეთი არიან. საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან სომხეთი 60-ე პოზიციაზეა, თურქეთი 42-ე, რუსეთი 43-ე, უკრაინა 56–ე ადგილს იკავებს, აზერბაიჯანი კი რეიტინგში 85-ეა.




კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო
access_time2020-07-11 19:00:04
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან საინვესტიციო ფონდ...

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა
access_time2020-07-11 18:00:17
ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...


მსგავსი სიახლეები

up