"გალერია თბილისში" შესაძლოა ქართული ბრენდები შევიდნენ

"გალერია თბილისში" შესაძლოა ქართული ბრენდები შევიდნენ

person access_time2016-02-15 09:30:28

„გალერია თბილისის" სავაჭრო ცენტრში საერთაშორისო ბრენდების გარდა შესაძლოა ქართული ბრენდებიც შევიდნენ.

 

როგორც „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯიას" მმართველი პარტნიორი, რომელიც პროექტში „თანაინვესტირების ფონდის" ექსკლუზიური პარტნიორია, რადიო „კომერსანტთან" აცხადებს, „გალერია თბილისს" განსხვავებული ადგილმდებარეობა აქვს და მთავარ ფაქტორი, რომელიც მას სხვა სავაჭრო ობიექტებისგან გამოარჩევს, იქნება ბრენდ-მიქსი.

 

ირაკლი კილაურიძის თქმით, ბრენდების დიდ ნაწილთან მოლაპარაკების პროცესში არიან და წლის ბოლოსთვის ხელშეკრულების გაფორმება მოხდება. მისივე თქმით, პირველ ეტაპზე შეთანხმება მსხვილ ბრენდებთან ხდება, შემდეგ იქნება საშუალო და წვრილი დამქირავებლები. ირაკლი კილაურიძის თქმითვე, ბრენდების სიაში რამდენიმე ქართული ბრენდიც არის შესული, რომელიც დღეს წარმატებულია და პროექტის ხელმძღვანელებს აქვთ სურვილი სავაჭრო ცენტრში ქართული ბრენდებიც შევიდნენ, რადგან ეს ზონა ტურისტულად აქტიურია და ვიზიტორებისთვის ქართული ბრენდებიც საინტერესო იქნება. ამასთან, კილაურიძე ამბობს, რომ უცნობია მოხდება თუ არა საბოლოოდ პირობებზე შეთანხმება. „გალერია თბილისში" 110 მაღაზიაა წარმოდგენილი.

 

თბილისის ძველი უნივერმაღის შენობაში „გალერეა თბილისის" მოსაწყობად სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყო. თანაინვესტირების ფონდმა გასული წლის აპრილში შენობა ჰოლანდიურ საინვესტიციო ჯგუფ „დორიფორისგან" (Doryphore Investment BV)  შეისყიდა და მასში გეგმავს თანამედროვე, A კლასის სავაჭრო ცენტრის განთავსებას. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 70 მლნ ამერიკულ დოლარს აღემატება . სამშენებლო სამუშაოები  2017 წელს დასრულდება. 



 




„ვაშინგტონ პოსტი“ - შავ ზღვაზე საქართველო პანდემიისგან საკურორტო თავშესაფრად სახელდება

„ვაშინგტონ პოსტი“ - შავ ზღვაზე საქართველო პანდემიისგან საკურორტო თავშესაფრად სახელდება
access_time2020-05-31 12:30:54
შავ ზღვაზე საქართველო პანდემიისგან საკურორტო თავშესაფრად სახელდება – ამ სათაურით სტატიას გამოცემა...

„სფეის იქსის“ რაკეტა, რომელსაც ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე მიჰყავს, წარმატებით გაეშვა

„სფეის იქსის“ რაკეტა, რომელსაც ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე მიჰყავს, წარმატებით გაეშვა
access_time2020-05-30 23:58:40
სფეის იქსის“ რაკეტა „ფალკონ...

ევროპის ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებების რეიტინგში თბილისი პირველ ადგილს იკავებს

ევროპის ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებების რეიტინგში თბილისი პირველ ადგილს იკავებს
access_time2020-05-31 10:00:08
ევროპის 20 ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებაზე European Best Destinations-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში თბილისი პირველ ადგილს იკავებს. „კოვიდ 19“-ის თვალსაზრისით, ყველაზე უსაფრთხო მიმართულებად ევროპაში სწორედ თბილისი...

ქუთაისში მდებარე საწარმომ მზის პანელები აშშ-ში ექსპორტზე გაიტანა

ქუთაისში მდებარე საწარმომ მზის პანელები აშშ-ში ექსპორტზე გაიტანა
access_time2020-05-30 21:00:36
ძალიან სასიხარულოა, რომ საწარმო კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, როცა ჩვენ ვხსნით ეკონომიკას, საწარმო გაფართოებას გეგმავს. მის გეგმებში დიდი კორექტირება არ...

ჩინური კომპანია 99%-ით არის დარწმუნებული, რომ მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინა ეფექტური იქნება

ჩინური კომპანია 99%-ით არის დარწმუნებული, რომ მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინა ეფექტური იქნება
access_time2020-05-30 19:52:32
ჩინელი მეცნიერები 99%-ით არიან დარწმუნებულები, რომ კორონავირუსის ვაქცინა, რომელზეც მუშაობენ ეფექტური იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას...


მსგავსი სიახლეები

up