"გადასახადები რომ დაბალი იყოს, ეს არც ბიზნესს დააზარალებდა და არც მოქალაქეებს"

"გადასახადები რომ დაბალი იყოს, ეს არც ბიზნესს დააზარალებდა და არც მოქალაქეებს"

access_time2016-12-24 18:00:05

„ლარის სტაბილური კურსი ყველა პრობლემას მოაგვარებდა. გლეხი პროდუქტზე ფასს ზრდის, რადგან მას საკუთარი ხარჯები აქვს." - ამის შესახებ „კომერსატს" სოფლის ნობათის მაღაზია „ხურჯინის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა სანდრო ხაჯალიამ განუცხადა.

 

სანდრო ხაჯალიამ მცირე ბიზნესი მეგობართან ერთად დაიწყო და გაზაფხულისთვის მის გაფართოებასაც გეგმავს. სანდრო ხაჯალია პროფესიით ფიზიკოსია და ამ სფეროში მუშაობს კიდეც, ხოლო მისი მეგობარი და ბიზნეს პარტნიორი მიხეილ ძიძიგური ავია მეთვალყურეა.

 

 

- როდის შემოხვედით ბაზარზე და რას სთავაზობთ მომხმარებელს?


- „ხურჯინი" მე და ჩემმა მეგობარმა მიხეილ ძიძიგურმა 2016 წლის მარტში დავაფუძნეთ და ძირითადი აქცენტი ეკოლოგიურად სუფთა ქართულ სოფლის პროდუქციაზე გავაკეთეთ. ჩვენ მაღაზიაში წარმოდგენილია: სუნელები, ქართული ჩაის მრავალი სახეობა, მურაბა, კომპოტი, თაფლი, ზეთი, ძმარი, ჩურჩხელა, ტყლაპი, მზესუმზირა, ღერღილი, ჭადისა და პურის ფქვილი, ნიგოზი, ჩირი, ღვინო, არაყი, ლიმნის კომპოტიც კი და ა.შ. ანუ ყველა ის პროდუქცია, რაც შესაძლებელია სოფელში გლეხმა დაამზადოს.

 

- ბიზნესის წამოწყების და მაღაზიის გახსნის იდეა როგორ გაგიჩნდათ?


- მე და ჩემი მეგობარი კულინარიაში საკმაოდ კარგად ვერკვევით, იდეაც სწორედ აქედან გაჩნდა. ამას დაემატა ბაზარზე არსებული სიტუაციაც.  დღეს საქართველოში ძირითადად იმპორტირებული პროდუქცია იყიდება, ხოლო მათი ფასები ხარისხთან შეუსაბამოა. ჩვენთან ნატურალური პროდუქტი მოთხოვნადია. მაღაზიისთვის პროდუქტის არჩევის დროს, ჩვენ კარდაკარ სოფლებში დავდივართ და გლეხებისგან ვყიდულობთ პროდუქციას, ანუ ჩვენ მათ ვასაქმებთ კიდეც.

 

 

- როგორი საფასო პოლიტიკა გაქვთ და  რითი უწევთ კონკურენციას სხვებს? თბილისში ხომ სოფლის მეურნეობის პროდუქცია თითქმის ყველა ნაბიჯზე იყიდება...

 

- ჩვენთან ფასები ყველასთვის ხელმისაწვდომია, პრაქტიკულად, ბაზრის ფასებია. მაგალითად, კილოგრამი თაფლის ფასი 18-დან 30-ლარამდე მერყეობს, ერთი ბოთლი ნახევარლიტრიანი ტყემლის ფასი 2 ლარია, ჩურჩხელა 2 ლარიდან 3.50 ლ-ის ფარგლებშია. მაღაზიაში თანამშრომელი არ გვყავს და აქ მხოლოდ მე და ჩემი მეგობარი ვართ. თუმცა ვთვლი, რომ ბაზარზე არსებულ მსგავსი სახით წარმოდგენილ მაღაზიებს კონკურენციას პირველ რიგში ხარისხით ვუწევ, ხოლო შემდგომ ფასებით და სოფლის პროდუქციით.

 

- რას შეცვლიდით დღეს ეკონომიკაში, რაც ბიზნესის წარმართვას მეტად გაგიადვილებდათ?


- ლარის კურსს დავასტაბილურებდი, ეს პრობლემა ყველაფერს ცვლის. გლეხი პროდუქტზე ფასს ზრდის, რადგან მას საკუთარი ხარჯები აქვს. დოლარის კურსის ცვლა ფასებს ყოველდღიურად არასტაბილურს ხდის. ჯერჯერობით საფასო პოლიტიკა შენარჩუნებული მაქვს, თუმცა ცოტა ხანში იძულებული ვიქნები მოვუმატო. საახალწლოდ ფასების ზრდას არ ვგეგმავ. ლარის გაუფასურება ყველაფერზე აისახება. ქვეყანაში რომ ნაკლები გადასახადები იყოს, ეს არც ბიზნესს დააზარალებდა და არც მოქალაქეებს. ასევე იჯარის გადასახადი, რომ უფრო ნაკლები იყოს რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა. რაც შეეხება მოგებას, ამ თვალსაზრისით საკმაოდ კარგი ბიზნესია.


 

- როგორ გგონიათ, მცირე ბიზნესს ხელისუფლება ხელს რამდენად უწყობს?


- ფინანსური ერთი წელი ჯერ არ დაგვიხურავს, ამიტომ ჩვენი იურიდიული სტატუსიდან გამომდინარე სახელმწიფოსთან ურთიერთობაში საგადასახადო ფორმა სხვანაირი გვაქვს. ამ კითხვაზე საფუძვლიანი პასუხის გაცემას შემდგომ უფრო შევძლებ. თუმცა გეტყვით იმას, რომ ჩემი აზრით, ტერმინალზე გადასახადის პროცენტი საკმაოდ მაღალია და ამ პროცენტის დაწევას ვისურვებდი.

 

- თქვენი სამომავლო გეგმები როგორია?


- სამომავლო გეგმებში შედის ის, რომ გაზაფხულზე თბილისში გაფართოვებას ვაპირებთ. ჯერ-ჯერობით რეგიოში გაფართოვებას არ ვფიქრობთ. გაზაფხულზე ბომბორას პარკში ჯიხურის ჩადგმას ვგეგმავთ, ასევე ქალაქში მაღაზიის გაკეთება გვსურს.

 

 

ავტორი: ლიკა გურაბანიძე

 

 




29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდება

29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდება
access_time2020-05-27 11:08:59
29 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი განმარტებით, აუცილებელი იქნება მგზავრობის დროს პირბადის ტარება   კორონავირუსის საწინააღმდეგო პრევეციული ღონისძიებების ფარგლებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით – მეტროთი და ავტობუსებით გადაადგილება 30 მარტს აიკრძალა, ხოლო მიკროავტობუსების მომსახურება საქართველოს მასშტაბით 18 მარტიდან შეჩერებულია.

ვფიქრობ, შეზღუდვების მოხსნაზე მეტი რისკი ტურისტული სეზონის გახსნაა-თენგიზ ცერცვაძე

ვფიქრობ, შეზღუდვების მოხსნაზე მეტი რისკი ტურისტული სეზონის გახსნაა-თენგიზ ცერცვაძე
access_time2020-05-27 12:30:30
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის შეფასებით, შეზღუდვების მოხსნა და მითუმეტეს მთლიანად, უდიდეს რისკებს შეიცავს.მისივე თქმით, ეს რისკი შედარებით ნაკლებია საქართველოსთვის, რადგან საქართველომ მყარ სტაბილიზაციას მიაღწია. „ჩვენ მივაღწიეთ იმ სიტუაციას, როდესაც გვყავს ავადმყოფებისა და გარდაცვლილების ძალიან მცირე რიცხვი, ერთ-ერთი ყველაზე მცირე ევროპაში. ბოლო დღეებშიც არ ფიქსირდება ერთეულ შემთხვევაზე მეტი. ამიტომ საქართველოში...

ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება

ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება
access_time2020-05-26 16:00:59
„რითეილ გრუპ ჯორჯიაში“ შემავალ ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ტანსაცმელი ინფექციის გადატანის მაღალ რისკად მიიჩნევა, პრევენციისთვის, კომპანიამ გარკვეული ზომების დამატება გადაწყვიტა. როგორც რეზო მაღალაშვილი ამბობს, ამის პარალელურად გაიზრდება პროდუქციის მიბრუნება-გადაცვლის პროცედურები. უკან მიბრუნებული ტანსაცმელი კი, დარბაზის...

რესტორნებში მენიუ 30%-ით გაძვირდება,ამას საზოგადოება გაგებით უნდა მოეკიდოს-სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია გამოწვევად იქცა

რესტორნებში მენიუ 30%-ით გაძვირდება,ამას საზოგადოება გაგებით უნდა მოეკიდოს-სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია გამოწვევად იქცა
access_time2020-05-27 10:50:16
ახალი კორონავირუსი მსოფლიოს დღის წესრიგის შეცვლის შემდეგ, შეიძლება ითქვას, ხალხთა ტრადიციებსაც აქტიურად ებრძვის. უამრავ რეგულაციასთან ერთად, რამდენიმე თვეა ჩვენს ქვეყანაში საუკუნეების ადათ-წესები სახეს იცვლის ან სრულად იკრძალება. მაგალითად, ქორწილისა და ქელეხის გადახდა რამდენიმე თვეა უკვე შეუძლებელია. რა ელის კიდევ ერთ, უმნიშვნელოვანეს ტრადიციას საქართველოსთვის - სტუმარ-მასპინძლობასა და ქართულ სუფრას. რა გამოწვევებია სარესტორნო ინდუსტრიაში დღეს და რას...

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“ სტუმრებს 8 ივნისიდან მიიღებს

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“  სტუმრებს  8 ივნისიდან მიიღებს
access_time2020-05-26 17:15:05
სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერია” 8 ივნისიდან სტუმრებთან შესახვედრად ემზადება.სასტუმროს გუნდი მოხარულია კვლავ უმასპინძლოს სტუმრებს და აცხადებს, რომ პირველ ეტაპზე – 8 ივნისიდან გაიხსნება სასტუმროს გარე სივრცეები: “ივერია ტერასა” და “ივერია კაფე”. მეორე ეტაპზე -15 ივნისიდან სასტუმრო სრული დატვირთვით ამუშავდება, გაიხსნება ღია და დახურული აუზები.მესამე ეტაპზე – 22 ივნისს გაიხსნება იტალიური და აზიური რესტორნები – “ფილინი” და “უმამი” რადისონის ჯგუფისთვის...


მსგავსი სიახლეები

up