"ფრონტერა" კახა კალაძისადმი ღია მიმართვას ავრცელებს (R)

"ფრონტერა" კახა კალაძისადმი ღია მიმართვას ავრცელებს (R)

access_time2016-02-15 15:39:22

კომპანია "ფრონტერა" ენერგეტიკის მინისტრს ღია წერილით მიმართავს,რომელსაც "კომერსანტი" უცვლელად გთავაზობთ:

 

ბატონო მინისტრო, წინამდებარე წერილს გწერთ, რათა შესწორება შევიტანოთ თქვენს მიერ საჯაროდ 2016 წლის 5 თებერვალს სატელევიზიო ინტერვიუში გაკეთებულ არასწორ განცხადებებში. თქვენი ეს ინტერვიუ შეეხებოდა ატლანტიკური საბჭოს მიერ ახლახანს გამოქვეყნებულ ანგარიშს `დასავლური ენერგეტიკული სტრატეგიის განვითარება შავი ზღვის რეგიონსა და მის ფარგლებს მიღმა”. თქვენ კომენტარი გააკეთეთ ზემოხსენებული ანგარიშში ასახულ იმ დადებით გამოხმაურებაზე, რომელიც ეხებოდა საქართველოში, კახეთის რეგიონში, ფრონტერას მიმდინარე საძიებო სამუშოების შედეგად გამოვლენილი ბუნებრივი გაზის მნიშვნელოვანი რესურსების შეფასებას. ვინაიდან თქვენ აღჭურვილი ხართ მინისტრის თანამდებობით, რომელიც დიდ საზოგადოებრივი ნდობას განაპირობებს, თქვენი ეს არასწორი განცხადებები უამრავმა საინფორმაციო სააგენტომ და სოციალურმა მედიამ გააშუქა და არაერთგზის გაიმეორა. სწორედ ამიტომ გვსურს, რომ თქვენ და საქართველოს მოსახლეობას გავაცნოთ სწორი ფაქტები საქართველოში ბუნებრივი გაზის მზარდ სექტორში ჩვენს მიერ განხორციელებული სამუშაოების შესახებ:


• ინტერვიუში თქვენ განაცხადეთ: `ისეთ მოცულობებზე იყო საუბარი, რომელიც თურქმენეთსაც არ გააჩნია”. ეს არ არის სიმართლე. მაგალითისთვის, აშშ-ს მთავრობის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს საინფორმაციო ბიულეტენის მიხედვით, თურქმენეთის ბუნებრივი გაზის დადასტურებული მარაგები შეადგენს 626 ტრილიონ კუბურ ფუტს (17.5 ტრილიონ კუბურ მეტრს). საწყისი პერსპექტიული რესურსების მოცულობა კი თავისთავად გაცილებით დიდია. თურქმენეთის მთავრობა უფრო მაღალ შეფასებას ასახელებს. ორივე შეფასება ბევრად აღემატება კახეთის რეგიონში ფრონტერას მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად შეფასებულ 187 ტრილიონ კუბურ ფუტ (5.31 ტრილიონ კუბურ მეტრ) საწყის პერსპექტიულ რესურსებს.



• თქვენ ასევე განაცხადეთ, თითქოს ბუნებრივი გაზის რესურსების მოცულობის შესახებ ფრონტერას შეფასების "დასამტკიცებლად არის მილიარდობით ინვესტიციები განსახორციელებელი”. ეს არის მცდარი და უბრალოდ არასწორი ინფორმაცია. ხმელეთზე ნავთობისა და გაზის საძიებო ოპერაციების განხორციელება უაღრესად ეფექტურად არის შესაძლებელი, განსაკუთრებით კი გეოგრაფიულად ისეთ ხელსაყრელ ადგილზე, როგორიც აღმოსავლეთ საქართველოა. ამის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს აშშ-ს შიდა სახმელეთო ბუნებრივი გაზის სექტორი, რომელმაც უკანასკნელ წლებში აშშ ბუნებრივი გაზის მსოფლიოს ყველაზე დიდ მომპოვებლად აქცია. მთელს მსოფლიოში ძალზედ რთულია გამოინახოს რომელიმე ისეთი სახმელეთო ნავთობისა და გაზის პროექტი, რომელსაც, თქვენი თქმით, "მილიარდობით" ინვესტიცია დასჭირდებოდა `დასამტკიცებლად". თქვენი ეს განცხადება რეალური მდგომარეობის შესატყვისი არ არის და არასწორ შთაბეჭდილებას ქმნის კახეთის რეგიონში ფრონტერას მიერ წარმოებულ სამუშაოებზე.


• იმავე ინტერვიუში თქვენ აღნიშნეთ, თითქოს ფრონტერას და სახელმწიფოს შორის არსებული ხელშეკრულება "ყოველწლიურად ახლდება". ეს უბრალოდ არასწორი განცხადებაა. თავად მოგეხსენებათ, რომ ფრონტერას და საქართველოს სახელმწიფოს შორის არსებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება არის გრძელვადიანი ხელშეკრულება და არანაირ ყოველწლიურ განახლებას არ საჭიროებს. სწორედ მისი გრძელვადიანი ხასიათიდან გამომდინარე, ეს ხელშეკრულება გახდა ფრონტერას მიერ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით ასობით მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელების საფუძველი, რაც მოიცავდა ათასობით კილომეტრ 2-განზომილებიან და 3-განზომილებიან გეოფიზიკურ კვლევებს და ანალიზს, ათიათასობით მეტრ ახალ ბურღვას. ამ სამუშაოების წყალობით მოხერხდა ქვეყანაში  მნიშვნელოვანი ბუნებრივი გაზის რესურსის გამოვლენა. მეტიც, ამან კიდევ უფრო გაამყარა ქვეყნის ნავთობისა და გაზის სექტორისადმი ჩვენი მრავალწლიანი ერთგული დამოკიდებულება. ნებით თუ უნებლიედ, თქვენმა ინტერვიუმ საზოგადოებაში ეჭვი და გაურკვევლობა გამოიწვია. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს წერილი სიცხადეს შემოიტანს. საქართველოს ბუნებრივი გაზის სექტორის განვითარებას დიდი მომავალი აქვს და ამ ფაქტის დაკნინება მხოლოდ ნეგატიური უკუშედეგის მომტანი შეიძლება იყოს. ფრონტერა ამაყობს, რომ საქართველოს ერთგულ კორპორატიულ მოქალაქეს წარმოადგენს და ბევრს მუშაობს იმისათვის, რომ საქართველოს მოსახლეობას მიეცეს საშუალება ისარგებლოს თავისი ქვეყნის მნიშვნელოვანი ბუნებრივი გაზის რესურსების ათვისებით. თუ გავითვალისწინებთ საქართველოს სწრაფვას ნატოსა და ევროკავშირის წევრობისკენ, ვიმედოვნებთ, რომ ქვეყნის ბუნებრივი გაზის სექტორის ზრდა გააძლიერებს ეროვნულ უსაფრთხოებას, მისცემს რა ქვეყანას საშუალებას გამოიყენოს საკუთარი მნიშვნელოვანი ბუნებრივი გაზის რესურსები არა მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის, არამედ ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვისაც.


ატლანტიკური საბჭოს ახლახანს გამოქვეყნებულ ანგარიშში ხაზგასმით არის აღნიშნული საქართველოს სტრატეგიული როლი ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში და ნათქვამია: "დღეს საქართველოს სჭირდება მხარდამჭერი ლიდერები, განსაკუთრებით ენერგეტიკის სამინისტროში, რომელთა სამთავრობო პოლიტიკის პრინციპები იქნება ქვეყნის კარის გახსნა ძებნა-ძიებისა და მოპოვებისთვის, საკუთრების უფლებების დაცვა, ადგილობრივად მოპოვებული ბუნებრივი გაზის შიდა ბაზრისთვის მიწოდების და ექსპორტის ხელშეწყობა. ქვეყანას ასევე სჭირდება გამჭვირვალობა, კარგი მმართველობა და კანონის უზენაესობა – ამ ყველაფრის გარეშე უცხოური ინვესტიციები ძალზე შეზღუდული დარჩება”. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს სიტყვები გათვალისწინებული იქნება და საქართველოს მოსახლეობის ნათელ ეკონომიკურ მომავალში თავის წვლილს შეიტანს.

 

მიმართვას ხელს აწერს ფრონტერა რისორსიზ კორპორეიშნ-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი (ჰიუსტონი, ტეხასი, აშშ) სტივ ს. ნიკანდროსი და ფრონტერა რისორსიზ კორპორეიშნ-ის დირექტორთა საბჭოს წევრი და  პრეზიდენტი (ჰიუსტონი, ტეხასი, აშშ) ზაზა მამულაიშვილი.

  




„არავინ არ მისცემს „ქართულ ოცნებას“ უფლებას, რომ გზას გადაუხვიოს და ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს“ - ლევან კობერიძე

 „არავინ არ მისცემს „ქართულ ოცნებას“  უფლებას, რომ გზას გადაუხვიოს და ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს“ - ლევან კობერიძე
access_time2019-11-12 20:10:35
„საეჭვოა ის, რომ „ქართული ოცნება“ ამ ხალხის მოთხოვნას მხარს დაუჭერს და ბოლომდე მიიყვანს. რა პროცესი მიდის უმრავლესობის შიგნით, გაურკვეველია. თავიანთი შიდა სამზარეულოს პრობლემები, ქვეყნის რეალურ პრობლემებად იქცა.  ამიტომაა მნიშვნელოვანი გუნდში გამჭვირვალობა იყოს.“ - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე დღეს პარლამენტში განვითარებულ...

ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა, ჩავარდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი

ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა, ჩავარდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი
access_time2019-11-12 19:16:27
საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციის ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის მიხედვით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება, მხარი არ დაუჭირა. ახლა კენჭისყრაზე უნდა დადგეს უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც პროპორციული არჩევნების ნულოვანი ბარიერით ჩატარებას გულისხმობს. კენჭისყრამდე კი ქართული ოცნების დეპუტატებმა საკითხის დამატებით განხილვა მოითხოვეს.   საპარლამენტო ოპოზიციამ იმ განცხადებებს, რომელიც სხდომათა...

„არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება“ - პარლამენტთან აქცია დაიგეგმა

„არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება“ - პარლამენტთან აქცია დაიგეგმა
access_time2019-11-12 18:51:39
საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რის გამოც გაჩნდა ეჭვი, რომ „ქართული ოცნება" კანონპროექტის ჩაგდებას აპირებს.   „დღეს პროპორციულის კენჭისყრაა - არ გაბედო ჩაგდება! - ამ ტიპის განცხადებით გამოდიან ფეისბუქზე პროპორციული სისტემაზე გადასვლის მომხრეები, რომლებიც 20:00 საათზე პარლამენტთან გამაფრთხილებელი აქციის გაიმართვას გეგმავენ.   „პარლამენტში დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყო, რომლის...

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ დეკემბერში გაიხსნება

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ დეკემბერში გაიხსნება
access_time2019-11-12 17:50:48
თავისუფლების მოედანზე  5-ვარსკვლავიანი სასტუმრო “მონოგრაფი“, რომლის გახსნა  აგვისტოში იგეგმებოდა პირველ სტუმარს დეკემბერში მიიღებს.  ამის შესახებ „კომერსანტს“ „მონოგრაფის“ პრესსამსახურში განუცხადეს.სასტუმროს ფასადი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს, რის გამოც სარესტავრაციო სამუშაოების დასრულება გაჭიანურდა. როგორც ცნობილია, სასტუმროში  100 ადამიანი დასაქმდება. პროექტის განმახორციელებელი  დეველოპერული  კომპანია Well House-ია. მაღალი...

გიორგი კერპულაძე-„შემოსავალი რაშიც გვაქვს, იმ ვალუტაში დავზოგოთ“

გიორგი კერპულაძე-„შემოსავალი რაშიც გვაქვს, იმ ვალუტაში დავზოგოთ“
access_time2019-11-12 17:30:57
„ანაბრების არსებობა მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის. ბანკი ანაბრებს იზიდავს და შემდგომ გასცემს სესხებს, შესაბამისად, რაც უფრო მეტი თანხა იზოგება ლარში, მით უფრო მეტი საშუალებაა,რომ ეკონომიკა დაკრედიტდეს და უცხოეთიდან არ შემოვიტანოთ თანხა,“ - აღნიშნავს რადიო კომერსანტის რუბრიკა ფინანსურ მრჩეველში გიორგი კეპულაძე. მისი ინფორმაციით, არსებობს რამდენიმე ტიპის ანაბარი, მათ შორისაა, ვადიანი ანაბარი, როცა დიდ თანხას ვდებთ ბანკში და მას გარკვეული დროის შემდეგ პროცენტი...


მსგავსი სიახლეები

up