"ფორბსი" – საქართველო იმ ქვეყნების ათეულშია, სადაც ყველაზე დაბალი გადასახადებია

"ფორბსი" – საქართველო იმ ქვეყნების ათეულშია, სადაც ყველაზე დაბალი გადასახადებია

access_time2016-10-08 17:29:02

 

ყოფილი საბჭოთა კავშირის ყოფილი სამი ქვეყნიდან - მოლდოვა, უკრაინა და საქართველო, რომლებიც რუსეთთან ტერიტორიულ დავაში არიან, საქართველო საუკეთესო პოზიციაშია, - წერს "ფორბსი". როგორც სტატიაშია აღნიშნული, ბიზნესის კეთების 2016 წლის რეიტინგში საქართველო 24-ე ადგილზეა და უსწრებს პოლონეთს, შვეიცარიას, საფრანგეთს და ჰოლანდიას. "საერთაშორისო გამჭირვალობის" კორუფციის ინდექსში კი 2005 წლის 82 ადგილიდან 48 ადგილზე გადაინაცვლა 168 ქვეყანას შორის.

 

 

„ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველო იტალიაზე ნაკლებ კორუმპირებული ქვეყანაა და სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის ყველა ქვეყანას შორის ნაკლები კორუფციაა", - წერს სტატიის ავტორი.

 

 

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ევროკავშირში სიღრმისეული ინტეგრაცია საქართველოსთვის მარტივი არ იქნება, რადგან რუსეთი ქვეყნის ორ რეგიონს აკონტროლებს.

 

 

"თუმცა უცხოური ბიზნესისთვის მთავარი პრობლემა რუსეთის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონების ოკუპაცია არ გახლავთ, საქმე რეალურად მცირე ზომის ადგილობრივ ბაზარშია - საქართველოში კონეკტიკუტის შტატის მოსახლეობაზე ცოტა ხალხი ცხოვრობს გაცილებით ცოტა ფულით", - წერს ავტორი.

 


"ფორბსის" სტატიის მიხედვით, საქართველო სანიმუშო მოთამაშეა რეგიონში, სადაც ის პოსტ-საბჭოთა ქვეყნები არიან, რომლებსაც ერთჯერადი საქონელის მეტი არაფრის შემოთავაზება არ შეუძლიათ, ებრძვიან კორუფციას და სადაც მაღალი პოლიტიკური რისკი ინვესტორებს აფრთხობს.

 

 

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, საქართველოში საკმაოდ დაბალი ფასებია.

 

 

„2013 წელს ამერიკაში წლების წინ გადაბარგებულმა ქართველმა ჯორჯ არიზონმა (ირაკლი ვაშაკიძე) საქართველოში კვლევითი კომპანია გახსნა. 2014 წელს კომპანიის თანამშრომელთა რაოდენობა 15-დან 100-ს გადასცდა. როგორც ჯორჯი ამბობს, როცა საქართველოში კომპანიის გახსნა გადაწყვიტა, ბიზნესის დასარეგისტრირებლად 100 დოლარი გადაიხადა და ერთ საათში უკვე საკუთარი კომპანია ჰქონდა. ერთ-ერთი ფირმის მეპატრონე კი, რომელმაც გამხელა არ ისურვა, ამბობს, რომ უძრავი ქონებისა და კვების ხარჯები, ჯამში სამი დოლარი უჯდება ", - ნათქვამია სტატიაში.

 

 

როგორც ავტორი წერს, საქართველო იმ ქვეყნების ათეულშია, სადაც ყველაზე დაბალი გადასახადებია.
„ეს შედეგი უტოლდება და ჯობს კიდეც სინგაპურს", - წერს „ფორბსი".

 

 

კიდევ ერთ სტატიაში "ფორბსი" საქართველოს ეკონომიკურ მიღწევებზე წერს და აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი "აღტაცებას იმსახურებს". ავტორის თქმით, ქართველებმა დიდ პროგრესს მიაღწიეს სავაჭრო რეგულაციებისა და ბიუროკრატიული ბარიერების შემცირების, კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის შეცირებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მხრივ.

 


„მართალია, საქართველოში არის ისეთი ბუნებრივი რესურსების ნაკლებობა, როგორიცაა ნავთობი და გაზი, მაგრამ ინფრასტრუქტურის ინტენსიური მოდერნიზაციის პროგრამის წყალობით, ქვეყანა რეგიონის ენერგეტიკულ და სატრანსპორტო ცენტრად ყალიბდება. ევროპისთვის კასპიის ზღვის რეგიონის ენერგორესურსების მისაწოდებლად ცენტრალური აზიის გავლით გაყვანილია მილსადენები, რკინიგზის ხაზები და საავტომობილო გზები. 2014 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმდა ასოცირების ხელშეკრულება, მიმდინარე წლის ზაფხულში კი ძალაში შევიდა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე", - ნათქვამია სტატიაში.



29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდება

29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდება
access_time2020-05-27 11:08:59
29 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი განმარტებით, აუცილებელი იქნება მგზავრობის დროს პირბადის ტარება   კორონავირუსის საწინააღმდეგო პრევეციული ღონისძიებების ფარგლებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით – მეტროთი და ავტობუსებით გადაადგილება 30 მარტს აიკრძალა, ხოლო მიკროავტობუსების მომსახურება საქართველოს მასშტაბით 18 მარტიდან შეჩერებულია.

ვფიქრობ, შეზღუდვების მოხსნაზე მეტი რისკი ტურისტული სეზონის გახსნაა-თენგიზ ცერცვაძე

ვფიქრობ, შეზღუდვების მოხსნაზე მეტი რისკი ტურისტული სეზონის გახსნაა-თენგიზ ცერცვაძე
access_time2020-05-27 12:30:30
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის შეფასებით, შეზღუდვების მოხსნა და მითუმეტეს მთლიანად, უდიდეს რისკებს შეიცავს.მისივე თქმით, ეს რისკი შედარებით ნაკლებია საქართველოსთვის, რადგან საქართველომ მყარ სტაბილიზაციას მიაღწია. „ჩვენ მივაღწიეთ იმ სიტუაციას, როდესაც გვყავს ავადმყოფებისა და გარდაცვლილების ძალიან მცირე რიცხვი, ერთ-ერთი ყველაზე მცირე ევროპაში. ბოლო დღეებშიც არ ფიქსირდება ერთეულ შემთხვევაზე მეტი. ამიტომ საქართველოში...

ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება

ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება
access_time2020-05-26 16:00:59
„რითეილ გრუპ ჯორჯიაში“ შემავალ ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ტანსაცმელი ინფექციის გადატანის მაღალ რისკად მიიჩნევა, პრევენციისთვის, კომპანიამ გარკვეული ზომების დამატება გადაწყვიტა. როგორც რეზო მაღალაშვილი ამბობს, ამის პარალელურად გაიზრდება პროდუქციის მიბრუნება-გადაცვლის პროცედურები. უკან მიბრუნებული ტანსაცმელი კი, დარბაზის...

რესტორნებში მენიუ 30%-ით გაძვირდება,ამას საზოგადოება გაგებით უნდა მოეკიდოს-სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია გამოწვევად იქცა

რესტორნებში მენიუ 30%-ით გაძვირდება,ამას საზოგადოება გაგებით უნდა მოეკიდოს-სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია გამოწვევად იქცა
access_time2020-05-27 10:50:16
ახალი კორონავირუსი მსოფლიოს დღის წესრიგის შეცვლის შემდეგ, შეიძლება ითქვას, ხალხთა ტრადიციებსაც აქტიურად ებრძვის. უამრავ რეგულაციასთან ერთად, რამდენიმე თვეა ჩვენს ქვეყანაში საუკუნეების ადათ-წესები სახეს იცვლის ან სრულად იკრძალება. მაგალითად, ქორწილისა და ქელეხის გადახდა რამდენიმე თვეა უკვე შეუძლებელია. რა ელის კიდევ ერთ, უმნიშვნელოვანეს ტრადიციას საქართველოსთვის - სტუმარ-მასპინძლობასა და ქართულ სუფრას. რა გამოწვევებია სარესტორნო ინდუსტრიაში დღეს და რას...

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“ სტუმრებს 8 ივნისიდან მიიღებს

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“  სტუმრებს  8 ივნისიდან მიიღებს
access_time2020-05-26 17:15:05
სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერია” 8 ივნისიდან სტუმრებთან შესახვედრად ემზადება.სასტუმროს გუნდი მოხარულია კვლავ უმასპინძლოს სტუმრებს და აცხადებს, რომ პირველ ეტაპზე – 8 ივნისიდან გაიხსნება სასტუმროს გარე სივრცეები: “ივერია ტერასა” და “ივერია კაფე”. მეორე ეტაპზე -15 ივნისიდან სასტუმრო სრული დატვირთვით ამუშავდება, გაიხსნება ღია და დახურული აუზები.მესამე ეტაპზე – 22 ივნისს გაიხსნება იტალიური და აზიური რესტორნები – “ფილინი” და “უმამი” რადისონის ჯგუფისთვის...


მსგავსი სიახლეები

up