"ფლატე" სერიულ წარმოებას ვერ ახერხებს

"ფლატე" სერიულ წარმოებას ვერ ახერხებს

access_time2016-11-23 11:59:12

ქართული მინერალური წყალი "ფლატე" სერიულ წარმოებას რამდენიმე მიზეზის გამო ვერ ახერხებს. მათ შორისაა, თანამედროვე მანქანა-დანადგარების არ არსებობა. როგორც წყალი „ფლატეს" მწარმოებელმა კომპანია შპს Georgian waters and company-ს დამფუძნებელმა მერაბ კუბლაშვილმა განაცხადა,ექსპორტიორი ქვეყნები პროდუქციას პლასტმასში ჩამოსხმულ ბოთლებში არ იღებენ და მინაში ჩამოსხმულს ითხოვენ.

 

მისი განცხადებით, კომპანიას ძველი მანქანა-დანადგარები აქვს,რაც შუშის ხაზს არ გულისხმობს. მისი გადაიარაღება კი ხარჯებთან არის დაკავშირებული. ფინანსური სახსრები კი კომპანიას არ გააჩნია. საუბარია, დაახლოებით, 200 000 დოლარზე.


„ექსპორტიორ ქვეყნებთან ერთ პრობლემას ვაწყდებით. როდესაც რუსეთი, ამერიკა და ევროპა ითხოვს პროდუციის მიწოდებას, ამას მინის ტარებში. ეს პრობლემა კი ჩვენ პრობლემად დაგვრჩა. როდესაც ასორტიმენტში მინა გაქვს, მოთხოვნა ყოველდღიური იქნება. წინააღმდეგ შემთვევაში, თვეში ორი დღე თუ იმუშავებ, ისიც შეკვეთა თუ იქნა. თვეში ერთდღიანი მუშაობა კი იმდენს აკეთებს, რომ მხოლოდ მუშა-მოსამსახურეების ხელფასს და ბიუჯეტთან ვალდებულებებს ისტუმრებ"-აცხადებს კუბლაშვილი.


მისი თქმით, ამ დროისთვის კომპანია ექსპორტს რამდენიმე ქვეყანაში ახორციელებს. მათ შორისაა: რუსეთი, ამერიკა, ბელარუსი და ყაზახეთი. კუბლაშვილის თქმით, მინერალური წყალი სერიოზულ კონკურენციას უწევს ბაზარზე არსებულ სხვა ქართულ კომპანიებს, თუმცა ადგილობრივად რეალიზაციის პრობლემები მაინც არსებობს. ერთ-ერთი პრობლემა კი დისტრიბუციის მცირე ქსელია.

 

როგორც კუბლაშილი აცხადებს, „ფლატე" 500 გრამიან,. 1 ლიტრიან და 1.5 ლიტრიან ბოთლებში იყიდება. 500 გრამიანის გასაყიდი ფასი 60 თეთრს შეადგენს. კომპანია შპს Georgian waters and company 2012 წელს დაფუძნდა. მასში დაახლოებით 3 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. საწარმო სამცხე-ჯავახეთში, ადიგენის რაიონში მდებარეობს.


ავტორი: სოფო ქსოვრელი





 




დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-06-01 21:30:40
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ჩინეთის ფარგლებს გარეთ ახალი მიწოდების ჯაჭვი იქმნება, საქართველო მზად უნდა იყოს - ამერიკის სავაჭრო პალატა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ მოსალოც წერილში 26 მაისს...

1 ივნისი - ქართული ლარი გამყარებას განაგრძობს, სომხური დრამი გაუფასურდა

1 ივნისი - ქართული ლარი გამყარებას განაგრძობს, სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-06-01 19:15:08
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 1 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 6 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ...

Die Zeit: პანდემიის დროს რუსები ფარულად მუშაობენ

 Die Zeit: პანდემიის დროს რუსები ფარულად მუშაობენ
access_time2020-06-01 20:00:35
რუსეთი პრეზიდენტის მკაცრ საკარანტინო ზომებს აქებს, თუმცა, ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ამ წესების დაცვით ცხოვრება შეუძლებელია. ამიტომაც, ადამიანები მუშაობას არალეგალურად აგრძელებენ.მაგალითად, სანქტ-პეტერბურგში  სილამაზის ერთ-ერთი სალონის თანამშრომლები სამსახურში ფარულად დადიან.    „ჩვენ სიფრთხილის ყველა...

ჯანმო-ს პრეზიდენტად აირჩიეს არაექიმი, საეჭვო რეპუტაციის პოლიტიკოსი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული და ჩამორჩენილი ქვეყნიდან

ჯანმო-ს პრეზიდენტად აირჩიეს არაექიმი, საეჭვო რეპუტაციის პოლიტიკოსი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული და ჩამორჩენილი ქვეყნიდან
access_time2020-06-01 17:11:59
აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, ზურაბ გურული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აკრიტიკებს და გამართლებულად მიიჩნევს აშშ–ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეწყვეტისა და აშშ–ს ამ ორგანიზაციიდან გამოსვლის შესახებ: “წარმოიდგინეთ უზარმაზარი მსოფლიო ორგანიზაცია, განსაკუთრებულად რთული მისიით, რომლის მართვასაც სჭირდება გამორჩეული ინტელექტუალი, რათა ერთიან ფორმატში გაიაზროს...

ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევის შემოღება ისევ გადავადდება

ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევის შემოღება ისევ გადავადდება
access_time2020-06-01 17:30:55
არაერთხელ გადავადებული მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა ვერც წელს ამოქმედდება. საკითხი დღის წესრიგში სავარაუდოდ, მომდევნო წლიდან დაბრუნდება. როგორც დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფრომა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, კანონის მიღებას ხელი ახალმა კორონა ვირუსმა შეუშალა. „კოვიდ-19 რომ არ ყოფილიყო, ეს დაზღვევა ახლა უნდა ქონდეს ყველას. მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა ძალიან ბევრ კარგ შედეგს მოიტანს. თუმცა, ჩემი აზრით, ახლა არც...


მსგავსი სიახლეები

up