"ფაინენშალის" გამოკითხვა: საქართველოში საკუთარი ბიზნესის დაწყებას მიმზიდველად არ თვლიან

"ფაინენშალის" გამოკითხვა: საქართველოში საკუთარი ბიზნესის დაწყებას მიმზიდველად არ თვლიან

person access_time2016-03-16 09:10:43

უძრავი ქონება ინვესტირებისთვის საუკეთესო საშუალებად მიაჩნია გაზეთ „ფაინენშალის" მიერ გამოკითხული მოქალაქეების უმრავლესობას. საბანკო დეპოზიტის გახსნა კი  მოქალაქეების მიერ რიგით მეორე საინვესტიციო ინსტრუმენტად დასახელდა. გასულ კვირაში „ფაინენშალმა"  300-ზე მეტი მოქალაქე გამოკითხა. მთავარი კითხვა იყო:  სად დააბანდებდნენ თანხას 100-დან  200 ათას დოლარამდე,  რომ ჰქონდეთ?  უმრავლესობა ანუ 65% ამბობს, რომ უძრავ ქონებას აირჩევდა,  რადგან ქირის და გირაოს ფასები ყოველთვის მომგებიანია და ნაკლებად რისკიანია. 30% ბანკში დეპოზიტის გახსნას ამჯობინებს. „სტაბილური შემოსავლის მიღება ზედმეტი ძალისხმევის გარეშე"-  მთავარი მოტივატორია იმ მოქალაქეებისთვის ვინც თანხის განთავსებას ბანკში არჩევს. მხოლოდ 5%-მა გამოთქვა სურვილი საკუთარი ბიზნესი დაეწყო, კვების ობიექტი ან სოფლის მეურნეობის საწარმო შეექმნა.  

 

ექსპერტების აზრით კი საქართველოში სამეწარმეო უნარების  და  ფინანსური ლიტერატურის ნაკლებობა, ასევე კაპიტალის ბაზრის სტაგნაცია შეზღუდული საინვესტიციო შესაძლებლობების მთავარი მიზეზია. 


 

უძრავი ქონება და ბანკები დაბალ რისკიანი სექტორებია –  განმარტავს ირინა გურული, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ექსპერტი. მისივე თქმით, დაბალი შესაძლებლობები დაკავშირებულია ბაზრის სტაგნაციასთან. ექსპერტი ამბობს, რომ ბევრი განვითარებადი ქვეყანა ხვდება ასეთ პრობლემებს. როგორც გურული ამბობს, საბანკო დეპოზიტი ყველაზე ნაკლებ რისკიანი გზაა ინვესტირებისთვის, თუმცა ამონაგებიც ნაკლებია. 



თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი
access_time2020-07-03 16:30:44
„კომერსანტი“ გთავაზობთ ინტერვიუს სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ს გენერალურ დირექტორ ზურაბ შავლაყაძესთან -რა კვადრატულობის საოფისე ფართების ქირავნობა არის შესაძლებელი სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ში? -“ქარვასლა’’-ში მეორე...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-03 21:30:18
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.თუ ღვინო ყურძნისგან გაკეთდება და ხარისხის პრობლემა მოგვარდება, რთველის სუბსიდირება საჭირო აღარ იქნება - ირაკლი იაშვილი კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“...

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?
access_time2020-07-03 18:00:58
იმედი, რომ ახალი „შრომის კოდექსი“, რომელზეც ახლა პარლამენტში მსჯელობენ, არსებულზე გაცილებით სრულყოფილი და ევროპულ სტანდარდარტებთან მიახლოებული იქნებოდა, ნელ-ნელა უქრებათ მშრომელთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს.კომიტეტებში კანონპროექტის განხილვისას გამოჩნდა, რომ უმრავლესობაში არსებობს წინააღმდეგობა კანონში არაერთი ჩანაწერის მიმართ.კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია უკვე საგრძნობლად შეცვლილი და როგორც სამოქალაქო სექტორი ამბობს, „დაჩეხილია“. თუმცა მთავარი...

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“
access_time2020-07-03 13:50:14
გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ გრანთ თორნთონ საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი უსანეთაშვილმა საქართველოს მობილური ბაზრის კვლევის შედეგებზე ისაუბრა. ჩვენ შევაფასეთ მობილური ბაზრის მთავარი ინდიკატორები : აბონენტთა რაოდენობა ,შეღწევადობა, რაც გულისხმობს, აქტიური სიმბარათების ჯამურ რაოდენობას, შეფარდებული მოსახლეობასთან,ასევე საშუალო შემოსავალი ერთ აბონენტზე. აბონენტთა რაოდენობით, საქართველო ევროპაში 26-ე ადგილზეა. 2019 წლის...

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა
access_time2020-07-03 16:00:19
სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთის საერთო სიგრძე 51.5 კმ-ია, პროექტი 4 ლოტად ხორციელდება და დაფინასების წყარო ევროპის საინვესტიციო ბანკია (EIB). აღნიშნული გზის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. უნდა აღინიშნოს, რომ სამტრედია-გრიგოლეთის გზის ოთხივე მონაკვეთის მშენებლობა შეფერხებით მიმდინარეობდა. განსაკუთრებით პრობლემური გზის მეორე მონაკვეთი აღმოჩდა, სადაც პროექტის დასრულების შემდეგ გზაზე ჯდენები წარმოიშვა, რამაც გზის საფარის მოწყობა შეაფერხა და შესაბამისად,...


მსგავსი სიახლეები

up