"ეს იქნება პირველი თაობა, რომელიც გამოიმუშავებს უფრო ნაკლებს, ვიდრე მათი მშობლები"

"ეს იქნება პირველი თაობა, რომელიც გამოიმუშავებს უფრო ნაკლებს, ვიდრე მათი მშობლები"

person access_time2016-07-24 10:03:59

წარმოგიდგენთ 2016 წლის 19 ივლისს, ჯო მეიერსის მიერ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოქვეყნებული წერილის თარგმანს.


მეტად სავალალო ინფორმაცია ათასწლეულის მიწურულს დაბადებული თაობისთვის. ახალი კვლევა ცხადყოფს, რომ ისინი შესაძლოა გახდნენ პირველი თაობა, რომლებიც უფრო ნაკლებ შრომის ანაზღაურებას გამოიმუშავებს, ვიდრე მათი წინამორბედები. ბრიტანეთში ბაზირებული კვლევითი ცენტრის, Resulution Foundation-ის კვლევის მიხედვით, 35 წლამდე ადამიანებმა მათი 20-იანი წლების ასაკში გამოიმუშავეს £8,000-ით ნაკლები შრომის ანაზღაურება, ვიდრე წინა თაობამ.

რამდენად ცუდადაა საქმე?
„თაობათაშორისი კავშირის“ მონაცემები გვაფრთხილებს უფრო მდიდარ უფროს თაობასა და გაწვალებულ უმცროს თაობას შორის მზარდი უფსკრულის შესახებ. ანგარიშის მიხედვით, ათასწლეულის მიწურულს დაბადებულებმა (1981-2000 წლებს შორის პერიოდში) ძლიერად იწვნიეს შრომის ანაზღაურების მკვეთრი ვარდნა (Recent pay squeeze), რომლის შედეგია ის, რომ მათი შემოსავლები მათივე ასაკის 20-იან წლებში უფრო ნაკლებია, ვიდრე მათი წინამორბედი „თაობა X”-ის რიგითი წარმომადგენლის (1966-1980 წლებს შორის პერიოდში დაბადებულის). ყველაზე პესიმისტური გათვლებითაც კი, „თაობა X”-ის შემოსავლების მიხედვით რომ ვიმსჯელოთ, მათი ცხოვრების განმავლობაში გამომუშავებული შრომითი ანაზღაურება £825 000 იქნებოდა. რაც მეტყველებს იმაზე, რომ ათასწლეულის ბოლოს დაბადებული თაობა უფრო ნაკლებ შრომით ანაზღაურებას გამოიმუშავებს ცხოვრების მანძილზე, ვიდრე მათი წინამორბედები მთელი კარიერის განმავლობაში. კარიერის დასაწყებად გაუარესებული სასტარტო პირობები ამ თაობისთვის „წარმოადგენს გამოწვევას, რომელიც მუდმივად შეამცირებს ანაზღაურების ოდენობას და ამასთანავე, მიმდინარე ეკონომიკური არასტაბილურობა მეტად გააუარესებს მათ სამომავლო შემოსავლებს.“
რას დავაბრალოთ?
შრომის ანაზღაურების შემცირების მნიშვნელოვან მიზეზს წარმოადგენს ფინანსური კრიზისი, რადგან ახალგაზრდების შრომის ბაზარზე შევიდნენ ეკონომიკური ვარდნის პერიოდში. 
მაგრამ, კვლევის ანგარიში იმასაც ცხადყოფს, რომ პროგრესი კრიზისამდეც მნიშვნელოვნად შეფერხდა. როგორც შემდგომ გრაფიკზეა ნაჩვენები, „თაობა X” განიცდიდა ნაკლებ ზრდას „ბეიბი ბუმერებთან“ შედარებით. 1981-1984 წლებში დაბადებულმა თაობამ (რომელიც შრომის ბაზარზე კრიზისამდე შევიდა) არანაირი შემოსავლების ზრდა არ განიცადა.
„თაობათაშორისი უთანასწორობის რისკი წარმოადგენს ჩვენი დროების ახალი ტიპის უთანასწორობას, რომელიც არსად ისე ცხადად არ აისახება როგორც შრომით ანაზღაურებაზე,“ აცხადებს ტორსტენ ბელი, Resolution Foundation-ის დირექტორი პრესრელიზში.
რაც შეეხება დანარჩენ მსოფლიოს? წლის დასაწყისში გამოცემა The Guardian-ის გამოკვლევის მიხედვით, დასავლურ ეკონომიკებში თაობათოშორისი უთანასწორობა სწრაფად მზარდია. Luxembourg Income Study (LIS)-ის მონაცემების მიხევით, ათასწლეულის მიწურულს დაბადებულები საშუალო ეროვნულ შრომის ანაზღაურებაზე ბევრად ნაკლებს გამოიმუშავებენ: ეროვნებათაშორისი მონაცემების ცენტრი. ავსტრალიის გამოკლებით, 25-დან 29 წლამდე მშრომელები შრომის ანაზღაურების საშუალო ეროვნულ შემოსავალზე 19%-ით ნაკლებს გამოიმუშავებენ. სანაცვლოდ, კეთილდღეობამ პენსიონერთა რიგებში მოიმატა.
„ახალგაზრდებისათვის სიტუაცია ძალზედ სავალალოა. მათ განიცადეს დიდი რეცესიისგან გამოწვეული მნიშვნელოვანი წნეხი და რის შემდეგაც, მათი მდგომარეობა შრომის ბაზარზე მხოლოდ მცირედით გაუმჯობესდა“, ამბობს „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ (OECD) გენერალური მდივანი Angel Gurría, მარტში გამოცემა The Guardian-თან საუბარში.




„რუსთავი 2“ საინფორმაციო გამოშვება “კურიერის“ სრულმა შემადგენლობამ დატოვა

„რუსთავი 2“ საინფორმაციო გამოშვება “კურიერის“ სრულმა შემადგენლობამ დატოვა
access_time2019-08-21 18:55:00
 „რუსთავი 2“  საინფორმაციო გამოშვება “კურიერის“ თითქმის ყველა ჟურნალისტმა დატოვა.  ინფორმაცია “კომერსანტს“ რუსთავი 2-ის ჟურნალისტებმა დაუდასტურეს. რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში კურიერის რამდენიმე ჟურნალისტმა სამსახურის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა, თუმცა მათ რიგებს, სავარაუდოდ, მთელი გუნდი შეუერთდა. „რუსთავი 2“-ის ყოფილმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ „მთავარი არხი“ მაუწყებლობის...

კობა გვენეტაძის არასწორმა საფინანსო პოლიტიკამ ლარს 1 მილიარდი დოლარის საყრდენი გამოაცალა

კობა გვენეტაძის არასწორმა საფინანსო პოლიტიკამ ლარს 1 მილიარდი დოლარის საყრდენი გამოაცალა
access_time2019-08-21 20:00:50
გვენეტაძე - სავალუტო ფონდის უპირობო მსახური, თუ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სულ ბოლო კვლევის მიხედვით, გამოკითხული რესპონდენტების 70% ეროვნულ ბანკს არ ენდობა. საქართველო, დღესდღეობით, ადეკვატური მოცემულობის ქვეყანა რომ იყოს, მხოლოდ ეს ერთი მონაცემი იქნებოდა საკმარისი, ეროვნული ბაკის პრეზიდენტს, საიდანაც მოვიდა (ვოშინგტონი/სავალუტო ფონდი) ისევ იქეთ რომ აეკრა გუდა-ნაბადი (თუ მიიღეს),...

კომერსანტის ექსკლუზივი - მაღაზია რუსთაველზე, რომლის ვიტრინაშიც „ფორსაჟი 9“-ის გადაღებებისას მანქანა შევარდება, სოლიდურ კომპენსაციას მიიღებს

კომერსანტის ექსკლუზივი - მაღაზია რუსთაველზე, რომლის ვიტრინაშიც  „ფორსაჟი 9“-ის  გადაღებებისას მანქანა შევარდება, სოლიდურ კომპენსაციას მიიღებს
access_time2019-08-21 17:30:38
უკვე მესამე დღე რაც თბილისში  „ფორსაჟი 9“-ის გადაღებები მიმდინარეობს და  უკვე მესამე დღე რაც ჰოლივუდური ბლოკბასტერი განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაცაა. “კომერსანტი“ ერთ-ერთი პირველი იყო ვინც წერდა, რომ ჰოლივუდის ფილმში ქართული წარმოების “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდებოდა. ამჯერად ახალ ექსკლუზიურ დეტალზე გესაუბრებით: აღსანიშნავია, რომ საზოგადოებისთვის ფილმის სიუჟეტის მხოლოდ ერთი მონაკვეთია ცნობილია - სპეცტრაილერი ბეთანიაში დიდი სიმაღლიდან...

ხაზარაძე-ჯაფარიძე თანხის დაყადაღების განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, მომავალში კი საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება

ხაზარაძე-ჯაფარიძე თანხის დაყადაღების განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, მომავალში კი საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება
access_time2019-08-21 15:00:48
„ძალიან მშრალი განჩინებაა, რომელსაც გავასაჩივრებთ, მაგრამ  ისეთი უცნაურობები ხდება ამ საქმეზე, სიმართლე გითხრათ,  დიდი იმედი არ მაქვს, რომ აპელაცია რამეს შეცვლის.  მაგრამ ჩვენ ეს საფეხური უნდა გავიაროთ, რადგან როგორც ვატყობ, ეს საქმე და მისი არცერთ შუალედური განჩინება აქ არ დამთავრდება და მოგვიწევს ამ ყველაფრის სტრასბურგში ეტაპობრივად გასაჩივრება,“ - ასე აფასებს თიბისი ბანკის დამფუნძებლების  მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი ზვიად...

„რაინეარი“ საქართველოდან ფრენებს 12 მიმართულებით შეასრულებს, სამი მიმართულებით ავიარესები წელსვე დაიწყება

„რაინეარი“ საქართველოდან ფრენებს 12 მიმართულებით შეასრულებს,  სამი მიმართულებით ავიარესები წელსვე დაიწყება
access_time2019-08-21 14:31:27
ქართულ მხარესა და ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „რაინეარს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებას მთავრობის ადმინისტრაციაში ხელს მოაწერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტოrმა, გიორგი ჩოგოვაძემ და „რაინეარის“ (Ryanair) კომერციულმა დირექტორმა, დევიდ ო’ ბრაიენმა. ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა...


მსგავსი სიახლეები

up