"ეროვნულმა ბანკმა უნდა გაამკაცროს ზედამხედველობა როგორც საბანკო, ასევე მომავალში არასაბანკო ნაწილშიც"

"ეროვნულმა ბანკმა უნდა გაამკაცროს ზედამხედველობა როგორც საბანკო, ასევე მომავალში არასაბანკო ნაწილშიც"

access_time2017-03-10 10:10:37

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე დეპუტატებს მიმართავს  წინადადებით, მხარი დაუჭირონ საბანკო ზედამხედველობის ფუნქციის საქართველოს ეროვნულ ბანკში დაბრუნების საკითხს იმ პირობით, რომ ეროვნული ბანკი გაამკაცრებს ზედამხედველობას როგორც საბანკო, ასევე მომავალში არასაბანკო საფინანსო ნაწილშიც და, რომ მიდგომა იქნება ერთგვაროვანი ბაზრის ნებისმიერი მოთამაშის მიმართ.

 

 

„ჩვენი ქვეყნისთვის უმთავრესია, საბანკო ზედამხედველობა იყოს დამოუკიდებელი და ადეკვატური. ამ საკითხს განსაკუთრებით ვუსვამ ხაზს. ზედამხედველობა უნდა იყოს მკაცრი, ადეკვატური, დამოუკიდებელი ყველანაირი მათ შორის, ნებისმიერი პოლიტიკური გავლენებისგან. ზედამხედველობა გაძლიერებული უნდა იყოს როგორც საბანკო, ასევე მომავალში არასაბანკო სექტრში. უნდა აღინიშნოს, რომ დღეს არასაბანკო სექტორის ზედამხედველობას სჭირდება სრულყოფა. როდესაც ჩვენ ზედამხედველობის ფუნქციას, ფორმალურად, დავუბრუნებთ ეროვნულ ბანკს, მისი ვალდებულება იქნება (რასაც პირადად დავუჭერ მხარს), ფინანსთა სამინისტროსთან ერთად პარლამენტში შემოვიდეს საკანონმდებლო პაკეტით, რომელიც არასაბანკო ნაწილშიც გაამკაცრებს ზედამხედველობას. საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი საფინანსო სექტორის, არასაბანკო ნაწილში შექმნილ პრობლემას ყოველდღიურად აწყდება. ამიტომ ვხედავთ მიტინგებს პარლამენტის, ეროვნული ბანკის წინ თუ სხვაგან" - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

 

 

მისი თქმით, მსოფლიოში არსებობს 220-ზე მეტი ქვეყანა და აქედან 195 სახელმწიფოში არის ცენტრალური ბანკი ან მსგავსი ტიპის დაწესებულება, რომელიც საფინანსო სექტორის ზედამხედველობას ახორციელებს. "აქედან ნაწილში არის სისტემა, როცა ზედამხედველობა ხორციელდება ცენტრალური ბანკის მიერ არის ქვეყნები, სადაც არსებობს მეგარეგულატორი. ასევე არსებობს მოდელი, სადაც ფინანსთა სამინისტრო ასრულებს ზედამხედველობას და არსებობს შერეული ტიპის მოდელიც. ეს დამოკიდებულია იმ ქვეყნის პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, რომელსაც ისინი ირჩევენ. ყველა ქვეყანას აქვს თავისი გამოცდილება და არსებობს თვითოეული მოდელის წარმატებული მაგალითები.

 


საქართველო ცოტა ხანში ელოდება რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმას - ეს არის საპენსიო რეფორმა, ფინანსური ბაზრის რეფორმა და დეპოზიტების დაზღვევის სისტემის დანერგვა. ეს უკანასკნელი კანონპროექტი უკვე შემოსულია პარლამენტში და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი რამდენიმე დღეში დაიწყებს მის განხილვას. ამ საკითხებს სჭირდება საფინანსო სექტორის მკაცრი ზედამხედველობა, საბანკო ზედამხედველობა, ეროვნული ბანკის კიდევ უფრო გაძლიერება და ა.შ.. ამ მიმართულებით ჩვენ სწრაფად უნდა წავიდეთ წინ." - აღნიშნა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ.


 

ცნობისათვის, პარლამენტმა 92 ხმით - ერთხმად, პირველი მოსმენით უკვე მიიღო მთავრობის საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ეროვნულ ბანკში 2015 წლამდე არსებული სტატუს-კვოს აღდგენას და მის შემადგენლობაში ფინანსური ზედამხედველობის სამსახურის დაბრუნებას ითვალისწინებს. საკითხი პარლამენტს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ წარუდგინა.

 


ცვლილებების თანახმად, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოდ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ნაცვლად, ეროვნულ ბანკი განისაზღვრება.

 

როგორც ნიკოლოზ გაგუამ განმარტა, საქართველოს მთავრობამ საფინანსო სექტორის სტაბილურობის გასაძლიერებლად, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების რეკომენდაციის გათვალისწინებით, საჭიროდ ჩათვალა 2015 წელს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და ზედამხედველობის ფუნქციის ეროვნული ბანკისთვის დაბრუნება პირვანდელი სახით.

 

"საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანულ კანონში 2015 წლის სექტემბერში განხორციელებული ცვლილებებით, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქცია საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს გადაეცა, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, აღნიშნული ცვლილებების მოქმედება შეაჩერდა. შესაბამისად, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციის განმახორციელებელ ორგანოს დღემდე ეროვნული ბანკი წარმოადგენს.

 

საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.

 

 

"კომერსანტი"



„თუ მთავრობამ გამოსავალი ვერ იპოვა, ქართულ ეკონომიკას დიდი რყევები ემუქრება“ - როგორ აისახება პოლიტიკური არასტაბილურობა ბიზნესსზე

„თუ მთავრობამ გამოსავალი ვერ იპოვა, ქართულ ეკონომიკას დიდი რყევები ემუქრება“ - როგორ აისახება პოლიტიკური არასტაბილურობა ბიზნესსზე
access_time2019-11-18 15:40:44
14 ნოემბერს ათასობით დემონსტრანტის რუსთაველის გამზირზე გამოსვლამ წელიწადში უკვე მეორედ შექმნა შიში იმისა, რომ ქვეყანაში პოლიტიკურ რყევებს ავტომატურად ეკონომიკური რყევები და ვალუტის კურსის გაუარესება შეიძლება მოჰყვეს. დოლარის კურსი ბოლო რამდენიმე დღეში უკვე 3 პუნქტით გაუარესდა. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 19 ივნისის მდგომარეობით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2,7664 ლარის უტოლდებოდა, 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების შედეგ კი მალევე 2,98-ის ნიშნულს მიაღწია. ამ ყველაფრის მიზეზი...

“ბიძინა ივანიშვილი, ანუ ტყუილებისა და სიცრუის შვიდი წელი...” - ფადი ასლის მიმართვა ივანიშვილს

“ბიძინა ივანიშვილი, ანუ ტყუილებისა და სიცრუის შვიდი წელი...” - ფადი ასლის მიმართვა ივანიშვილს
access_time2019-11-18 15:23:04
საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის (ICC Georgia) თავმჯდომარე და Channel Georgia Consulting-ის დამფუძნებელი ფადი ასლი საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მიმართავს, რომელსაც „ბიზნესპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: „მას მერე, რაც 2012 წლის ოქტომბერში ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანაში თავისი კონტროლი დაამყარა, მმართველობა დამყარებული იყო ტყუილისა და სიცრუეზე. ივანიშვილის ატყუებდა ქართველებს, ატყუებდა საერთაშორისო თანამეგობრობას,...

„ლარს მიხედე, ბიძინა, ლარს“

„ლარს მიხედე, ბიძინა, ლარს“
access_time2019-11-18 14:30:56
ქვეყანა ისევ დესტაბილიზაციისა და კოლაფსის საფრთხის წინაშეა“ ინტერვიუ ანალიტიკოს ვაჟა ბერიძესთან – ბატონო ვაჟა, როგორ შეაფასებდით ქვეყანაში შექმნილ...

პირველი სერიოზული ბიზნესქეისი-კლინიკების ხელმძღვანელები ბიზნესომბუდსმენს შეხვდნენ

პირველი სერიოზული ბიზნესქეისი-კლინიკების ხელმძღვანელები ბიზნესომბუდსმენს  შეხვდნენ
access_time2019-11-18 13:28:03
„კომერსანტისთვის“  ცნობილი გახდა, რომ ახლად დანიშნულმა  ბიზნესომბუდსმენმა პირველ სერიოზულ ბიზნეს ქეისზე დაიწყო მუშაობა-ის კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა. განსახილველი საკითხი ეკატერინე ტიკარაძის უწყების მიერ გატარებული რეფორმაა, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფის ამოქმედებას გულისხმობს.   8 ნოემბერს „კომერსანტი“ წერდა, რომ 25-მა სამედიცინო დაწესებულებამ, პრემიერ მინისტრს, საქართველოს პარლამენტის...

გია ვოლსკი - ბიუჯეტის ჩაგდება იქნება ქვეყნის ღალატი და უკან დახევა

გია ვოლსკი - ბიუჯეტის ჩაგდება იქნება ქვეყნის ღალატი და უკან დახევა
access_time2019-11-18 12:51:44
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, უმრავლესობის ლიდერი გიორგი ვოლსკი ოპოზიციური პარტიების აქციებსა და ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ვოლსკის შეფასებით, აღნიშნული„ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მეორე ფრთის რევოლუციური სცენარის განვითარებას წარმოადგენს. „ეჭვი მაქვს, იქნებ, ბიუჯეტზეა საერთოდ გალაშქრება, რომ არ მივიღოთ, რადგან ბიუჯეტი არის გათვლილი ადამიანზე. ის შევადგინეთ მას შემდეგ, რაც ათასობით სოფელი მოვიარეთ საქართველოში. ბიუჯეტის და იმ...


მსგავსი სიახლეები

up