"ეროვნული ბანკის მიერ კომერციულ ბანკებზე გაცემული რეფინანსირების სესხის მოცულობა საგანგაშოა"

"ეროვნული ბანკის მიერ კომერციულ ბანკებზე გაცემული რეფინანსირების სესხის მოცულობა საგანგაშოა"

access_time2017-01-24 12:30:03

მცირე ზომით რეფინანსირების სესხი კარგია, დიდი ზომით - ცუდი, - ამის შესახებ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ფინანსისტი დავით ასლანიშვილი წერს. 

 

გლობალური ფინანსური კრიზისის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო და არის კომერციული ბანკებისა და სხვა ფინანსური შუამავალი სტრუქტურების მიერ დაბანდებული სახსრებისა და აქტივების ღირებულების მკვეთრი დაცემა და მათი ლიკვიდობის (ანუ ფულად ქცევის სისწრაფის) შემცირება. ამ სიტუაციას გამოსწორების/შერბილების მიზნით ცენტრალურმა ბანკებმა და მათ შორის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დანერგა რეფინანსირების სესხის ინსტრუმენტი, რომლის მიზანია იყო (და არის) პრობლემად ქცეული ლიკვიდობის დონის შენარჩუნება/გამოსწორება და კომერციული ბანკების განკარგვაში მყოფი აქტივების გარანტიის ქვეშ მათთვის ფულადი რესურსის მოკლევადიანი სესხის სახით მიწოდება", - წერს ასლანიშვილი.

 

მისივე განცხადებით, საქართველოში ეს ინსტრუმენტი (რეფინანსირების სესხები)  ეროვნულმა ბანკმა  2008 წლის სექტემბრიდან აამოქმედა (წყარო: საქართველოს ეროვნულმა ბანკი). საწყის ეტაპზე ამოქმედდა ერთკვირიანი რეფინანსირების სესხი, მოგვიანებით კი ერთდღიანი და მუდმივი რეფინანსირების სესხი. 2016 წლის დეკემბრიდან მათ დაემატა ერთთვიანი რეფინანსირების სესხი. ამ სესხის გაცემით ხორციელდება საბანკო სექტორისთვის მოკლევადიანი ლიკვიდობის, საჭიროებისამებრ მიწოდება.

 

"აღსანიშნავია,რომ რეფინანსირების ინსტრუმენტის მიზანია ბანკთაშორის ბაზარზე მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთის მართვა. ეროვნული ბანკი არის ლარის ბაზარზე მოკლევადიანი ლიკვიდობის ერთადერთი მიმწოდებელი, ამდენად, მას აქვს საშუალება რეფინანსირების ინსტრუმენტით მიაღწიოს ბანკთაშორის ბაზარზე სასურველ საპროცენტო განაკვეთს (წყარო საქართველოს ეროვნული ბანკი). ამასთანავე, ამ გზით იზრდება ლარის მასა მიმოქცევაში, რაც ცხადია სავალუტო კრიზისის დროს იწვევს ლარის კურსის დაცემას უცხოური ვალუტის მიმართ, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში იწვევს ინფლაციას", - წერს ასლანიშვილი.

 

ფინანსისტის განცხადებით, ეროვნული ბანკის ლიკვიდობის პროგნოზირების ჯგუფის მიერ ყოველკვირეულად ხდება საბანკო სისტემაში მოკლევადიანი ლიკვიდობის დეფიციტის შეფასება, რომლის საფუძველზეც ხდება აუქციონის გამოცხადება რეფინანსირების სესხების კონკრეტულ თანხაზე. სესხის გირაოდ შეიძლება გამოყენებულ იქნას ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერთიფიკატები, სახელმწიფო ობლიგაციები, სახაზინო ვალდებულებები, სახაზინო ობლიგაციები, საერთაშორისო საბანკო გარანტიები და ბანკების სასესხო აქტივები (წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი).


 


"მცირე ზომით რეფინანსირების სესხი კარგია, ხოლო დიდი ზომით ეს უკვე საგანგაშო მდგომარეობის მაჩვენებელია", - წერს ასლანიშვილი და მაგალითად ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ გაცემული სესხები მოჰყავს. 

 

"ევროპის ცენტრალურ ბანკის მიერ გაცემული  https://www.ecb.europa.eu/.../implement/omo/html/index.en.html) რეფინანსირების მოკლევადიანი სესხების ყოველკვირეული მოცულობა 35 მლრდ ევროს შეადგენს, რაც იმ პირობებში, როდესაც ევროს ფულადი აგრეგატის ევროს მ2 არის 11 ტრილიონი ევრო. ანუ მარტივად რომ ვთქვათ თანაფარდობა რეფინანსირების სესხი / მ 2 = 35 მლრდ ევრო / 11 ტრილიონ ევრო = 0,3 %.

 


საქართველოში კი რეფინანსირების სესხის მოცულობა შეადგენს 1,3 მლრდ ლარს, ხოლო ლარის ფულადი აგრეგატი არის 6,5 მლრდ ლარი. ანუ მარტივად რომ ვთქვათ თანაფარდობა რეფინანსირების სესხი / მ 2 = 1,3 მლრდ ლარი / 6,5 მლრდ ლარი = 20 %. ეს მაგალითი იმიტომ არის კარგი, რომ, რომ რიგითმა მკითხველმა ციფრებში გაიაზროს თუ რაზეა საუბარი და რატომ არ არის კარგად საქმე საქართველოს საფინანსო სისტემაში....

 


აქედან გამოქგვაქვს დასკვნა,რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციულ ბანკებზე (უცნობია ვისზე - არ არის საჯარო ინფორმაცია.....) გაცემული ყოველკვირეული რეფინანსირების სესხის მოცულობა არის საგანგაშო", - წერს ასლანიშვილი.

 


მისივე თქმით, რეფინანსირების სესხი რა თქმა უნდა, საშინელება არ არის, მაგრამ როცა კომერციული ბანკების დეპოზიტები ეროვნულ ბანკში სულ რაღაც 350 მლნ. ლარია (წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი), ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკის სესხები კომერციულ ბანკებზე1.3 მლრდ ლარია (ამჟამად უკვე 1,6 მლრდ ლარი ლარიზაციის პროგრამის გამო დაემათა 400 მლნ. ლარის ერთთვიანი რეფინანსირების სესხი), აქ მნიშვნელოვნად თვალშისაცემია დისპროპორცია, რაც სიტუაციის სიჯანსაღეზე არ მიუთითებს.

 


"დაბოლოს.... 20 იანვარს გამართულ რეფინანსირების აუქციონზე (ერთკვირიანი და ერთთვიანი ჯამურად) კომერციული ბანკების მხრიდან მოთხოვნამ ამ სესხზე 2 მლრდ ლარს აღემატებოდა (დაკმაყოფილდა ჯამში 1,65 მლრდ ლარი)", - წერს ასლანიშვილი.

 

 



29 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

29 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-10-29 18:05:03
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 29 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...

„სილქფესტი“ ორი დღით ულიმიტო პირობებს შეთავაზებს მომხმარებლებს

„სილქფესტი“ ორი დღით ულიმიტო პირობებს შეთავაზებს მომხმარებლებს
access_time2020-10-29 16:55:29
სილქნეტის მობილური ქსელის მომხმარებლები 30 და 31 ოქტომბერს „სილქფესტის“ აქციით შეძლებენ 30 დღით გაიაქტიურონ ულიმიტო პირობები სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებზე: კომბინაციით *019# მომხმარებელი ჩაირთავს ულიმიტო ინტერნეტს 19 ლარად, ხოლო კოდით *202# - ულიმიტო სასაუბრო* პირობას 10 ლარად გაიაქტიურებს. „სილქფესტით“ სარგებლობა შეეძლებათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. ასევე, შეზღუდვის გარეშე ორივე პაკეტის გამოყენება. *უსასრულო...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-29 21:00:29
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.წლების შემდეგ ქართული ექსპორტი ისევ რუსეთზე დამოკიდებული ხდება - დინამიკა ციფრებში და პრობლემები, რაც შეიძლება მომავალშიც განმეორდეს რუსეთი საქართველოს ეკონომიკაზე გავლენას ზრდის. წლების შემდეგ რუსეთი ქართული პროდუქციის უმსხვილესი...

რას გვპირდება მმართველი გუნდი - „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის ეკონომიკური ნაწილი

რას გვპირდება მმართველი გუნდი - „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის ეკონომიკური ნაწილი
access_time2020-10-29 17:00:01
8 წლიანი მმართველობის დასასრულს „ქართული ოცნება“ მესამე ვადით ცდილობს ხელისუფლებაში დარჩენას. მთავარ ორიენტირად ისევ მემარცხენე მიმართულება რჩება. საარჩევნო პროგრამაში პირველივე გვერდზე ვკითხულობთ სიტყვებს „მზრუნველი ხელისუფლება.“ პროგრამის ეკონომიკურ ნაწილში აღნიშნულია, რომ ქართულმა ოცნებამ მმართველობის პირველივე წლებიდან „ეკონომიკის ხარისხობრივი განვითარებისთვის ფუნდამენტური...

ქართულმა ავტომობილების რეექსპორტმა სომხური ბაზარი დაკარგა

ქართულმა ავტომობილების რეექსპორტმა სომხური ბაზარი დაკარგა
access_time2020-10-29 14:00:38
სომხეთში ექსპორტი სექტემბერში შემცირებულია, წლიურად (Y.Y) 67%-ი (09/2020 მთლიანი ექსპორტი ზრდა 8.6%Y.Y). $16 მლნ -და (L/Y - $44.6 მლნ, 7.7) ადგილობრივმა ექსპორტმა - 8,5 მლნ. დოლარი შეადგინა. კლება რეექსპორტის ხარჯზეა. რაც მსუბუქი ავტომობილების შემცირებით აიხსნება, რაც ძირითადი საექსპორტო ჯგუფია. 2019 წლის სექტებერში სომხეთში საქართველოდან $31 მლნ -ის ავტომობილი გავიდა, 09/2020 - 0. საქტატში აღრიცხული არ არის და მსხვილი ექსპორტიორის კავკასიის...


მსგავსი სიახლეები

up