"ელექტრომობილები პარკირების გადასახადისგან უნდა გათავისუფლდეს "

"ელექტრომობილები პარკირების გადასახადისგან უნდა გათავისუფლდეს "

access_time2016-09-30 12:00:59

​საქართველოს ეროვნული საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი შალვა ოგბაიძე დადებითად აფასებს თბილისში ელექტრომობილების დამკვიდრებას და მიიჩნევს, რომ ელექტრომობილების წახალისების მიზნით, დედაქალაქის მთავრობამ უნდა იზრუნოს, რომ მათი მფლობელები, სულ მცირე პირველი 3 წლის განმავლობაში გათავისუფლდნენ პარკირების გადასახადისგან.


​როგორც "სითი კვირას" შალვა ოგბაიძემ განუცხადა, საქართველო მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, სადაც სრული ელექტრომობილის განბაჟება ნულოვანი ტარიფით იბეგრება და ამით ქვეყანამ "ელექტრომობილების მიმართ მეგობრულად განწყობილი" ქვეყნის იმიჯი დაიმკვიდრა.



შალვა ოგბაიძეს მიაჩნია, რომ საქართველოს მთავრობამ, ასევე, უნდა იზრუნოს ელექტრომობილების საამწყობო ხაზის საქართველოში გადმოტანაზე. ელექტრომობილების შესყიდვისას, მისი ღირებულების დაახლოებით 20% დაფაროს სახელმწიფომ, რომელიც ბევრად ნაკლებია, ვიდრე საწვავზე და დიზელზე მომუშავე ავტომობილის ძრავების გამონაბოლქვის შედეგად გამოწვეული დაავადებების მკურნალობა და გარემოზე ზემოქმედებით გამოწვეული ზიანის საკომპენსაციო ხარჯები.



საქართველოს ეროვნული საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტის აზრით, მთავრობამ, ასევე, უნდა წაახალისოს ჰიბრიდულ ძრავზე მომუშავე ავტომობილები, ხოლო ავტოსკოლებში მძღოლებისთვის ეკოდრაივინიგით, ანუ ენერგოდამზოგავი, საწვავდამზოგავი და გარემოდამზოგავი სტილით სიარულის სწავლება.



"მხედველობაში მაქვს ავტომობილების მძღოლების უნარი, რომლებიც იმდენად ეკონომიური რეჟიმით გადაადგილდებიან, რომ გარემოს ნაკლებ ზიანს აყენებენ. უნდა იყოს წახალისებული დაბალ კუბატურიანი ძრავების ავტომობილები, რომლებსაც მინიმალური გამონაბოლქვი აქვთ. ასევე, ტექდათვალიერება, რომელიც არ არის გადასახადი, ეს არის ადამიანის კულტურა, რომ მისმა ავტომობილმა არ მოწამლოს თანამოქალაქეები და ოჯახის წევრები", - აცხადებს შალვა ოგბაიძე.



მისივე თქმით, თითქმის სამი წელია, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო და მდგრადი განვითარების სსიპ "სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო" ელექტრომობილების პრომოუტირების მეტად საინტერესო პროექტს ახორციელებენ.



„ელექტროენერგიის იმპორტის ჩანაცვლება ნებისმიერ ფასად არ გვაწყობს“-ფინანსთა მინისტრის იდეებს ენერგეტიკოსები არ ეთანხმებიან

„ელექტროენერგიის იმპორტის ჩანაცვლება ნებისმიერ ფასად არ გვაწყობს“-ფინანსთა მინისტრის იდეებს ენერგეტიკოსები არ ეთანხმებიან
access_time2020-02-21 12:29:41
„გარანტირებულ შესყიდვებზე ხელსაყრელი ელექტროენერგიის იმპორტია და ეს პრაქტიკა წარსულს უნდა ჩაბარდეს“- ფინანსთა მინისტრი ახალი ინიციატივით გამოვიდა, მაგრამ თუ რას შეცვლის იგი ელექტროსისტემაში ეს გაუკვეველია. მინისტრის პოზიცია ცალსახაა, იმპორტული ელექტროენერგიის ადგილობრივით ჩანაცვლება ნებისმიერ ფასად არ ღირს. 2019 წელს საქართველომ ელექტროენერგიის იმპორტზე...

გიორგი ჩერქეზიშვილი - „ახალი კანონი საქართველოს საინვესტიციო სამართლებრივ გარემოს უცხოელი ინვესტორებისათვის უფრო გასაგებს გახდის“

გიორგი ჩერქეზიშვილი - „ახალი კანონი საქართველოს საინვესტიციო სამართლებრივ გარემოს უცხოელი ინვესტორებისათვის უფრო გასაგებს გახდის“
access_time2020-02-21 13:30:31
საქართველოს მთავრობამ მოიწონა და დაამტკიცა კანონპროექტი „საინვესტიციო ფონდების შესახებ“, რომელიც მათი თქმით, კაპიტალის ბაზრის რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ინვესტორთა საბჭოს ხელმძღვანელმა გიორგი ჩერქეზიშვილმა „კომერსანტთან“ „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონპროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ჩარჩოს...

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში 50 379 477 ლარი იქნა ათვისებული - გაამართლა თუ არა სახელმწიფო პროგრამამ?

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში 50 379 477 ლარი იქნა ათვისებული - გაამართლა თუ არა სახელმწიფო პროგრამამ?
access_time2020-02-21 10:45:38
 სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 2015 წლიდან ახორციელებს პროექტს „დანერგე მომავალი“, რომლის მიზანიცაა  საქართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტურ გამოყენება მრავალწლოვანი კულტურების გაშენების გზით. საქართველოს მთავრობა აღნიშნული პროექტით ცდილობდა იმპორტირებული პროდუქცია ჩაენაცვლებინა და გაეზრდა საექსპორტო პოტენციალი, რის შემდეგაც სოფლად მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა...

2024 წლიდან ახალ შენობებს, ენერგოეფექტურობის მოთხოვნების დაკმაყოფილების ვალდებულება დაეკისრებათ

2024 წლიდან ახალ შენობებს, ენერგოეფექტურობის მოთხოვნების დაკმაყოფილების ვალდებულება დაეკისრებათ
access_time2020-02-20 18:00:17
2024 წლიდან ახალ შენობებს, ასევე იმ შენობებს, რომელთაც მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია უტარდებათ, ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილების ვალდებულება დაეკისრებათ. პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ“ კანონპროექტს. ახალი კანონპროექტის მიხედვით, ახალი შენობები ან მათი ნაწილები, ასევე არსებული შენობები, რომლებიც იყიდება, ქირავდება ან იჯარით გაიცემა, დაექვემდებარება სერტიფიცირებას, ხოლო სერთიფიკატის...

კრიპტოვალუტით გამდიდრებული მილიარდერები

კრიპტოვალუტით გამდიდრებული მილიარდერები
access_time2020-02-20 20:00:11
კრიპტოვალუტებმა მსოფლიო ბაზარზე  ადგილი  საბოლოოდ დაიმკვიდრეს. მართალია ბიტკოინი 10 000 დოლარამდე გაიაფდა, თუმცა, ვირტუალური ფულისთვის ასეთი რყევა უცხო არ არის. დღეს ბიტკოინი 9800 დოლარი ღირს, გასულ კვირაში კი კურსი 10 430-მდე იყო გაზრდილი. ეთერიუმის ფასი რამდენიმე დღის წინ  270 დოლარამდე გაიზარდა, დღეისათვის კი 252 დოლარს...


მსგავსი სიახლეები

up