"ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის გაუმჯობესება რეალურ ეკონომიკაზე აუცილებლად უნდა აისახოს"”

"ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის გაუმჯობესება რეალურ ეკონომიკაზე აუცილებლად უნდა აისახოს"”

access_time2016-09-24 16:20:19

გლობალურ ეკონომიკურ თავისუფლებაში ცვლილებებია. საქართველო თანაბარი შეფასებით V-IX ადგილებს იყოფს 159 ქვეყანას შორის. რეიტინგი ემყარება მონაცემებს 2014 წლიდან და ზომავს ეკონომიკური თავისუფლების დონეს (არჩევანის თავისუფლების, ბაზრებზე შეღწევადობის, კერძო საკუთრების დაცულობის, მართლწესრიგის და ა.შ.) 159 ქვეყნის პოლიტიკის და ინსტიტუციების ანალიზით.

 


2015 წელს საქართველო მე-11 ადგილს იკავებდა აღნიშნულ რეიტინგში. განახლებული, 2016 წლის მონაცემებით კი ექვსი საფეხურით წაიწია წინ და მეხუთე პოზიციაზე გადავიდა.

 


ეკონომიკური თავისუფლება მსოფლიოში - 2016-ის შემაჯამებელი ანგარიშის მიხედვით, საქართველო 159 ქვეყანას შორის, რომლებიც ჩართულნი არიან საერთაშორისო რეიტინგში, მე-5 ადგილს იკავებს. ამ მონაცემს კანადური "ფრაზერის ინსტიტუტი" ავრცელებს. "ფრეზერის ინსტიტუტი" აღნიშნულ რეიტინგს ეკონომიკური თავისუფლების ქსელის წევრ დამოუკიდებელ მკვლევარებთან და საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან ერთად ამუშავებს და ადგენს. ამ სამუშაოში მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნის მკვლევარია ჩართული. 

 

ეს კვლევა არის ყველაზე მასშტაბური შედარება და შემდგომ რანჟირება ქვეყნების 5 ძირითადი სფეროს მიხედვით: მთავრობის ზომა; საკუთრების უფლების დაცულობა და სასამართლო; მყარი ფულადი პოლიტიკა; საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება; კრედიტების, დასაქმებისა და ბიზნესის რეგულაციები.

 


საქართველოს მონაცემების ცვლილებები 5 ძირითადი სფეროს მიხედვით ასეთია (1-დან 10-მდე შკალაზე, სადაც მაღალი კოეფიციენტი ნიშნავს ეკონომიკური თავისულების ზომის მაღალ დონეს):

 


- მთავრობის ზომა: ბოლო წლის განმავლობაში შეიცვალა 7.85-დან 7.83-მდე - მცირედი გაუარესება;

 


- საკუთრების უფლების დაცულობა და სასამართლო: ბოლო წლის განმავლობაში შეიცვალა 6.19-დან 6.61-მდე - საგრძნობი გაუმჯობესება;

 


- ჯანსაღი ფულადი პოლიტიკა: ბოლო წლის განმავლობაში შეიცვალა 8.92-დან 9.11-მდე, გაუმჯობესება;

 



- საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება: ბოლო წლის განმავლობაში არ შეცვლილია და 8.45 უდრის;

 


- კრედიტების, დასაქმებისა და ბიზნესის რეგულაციები: ბოლო წლის განმავლობაში შეიცვალა 7.91-დან 7.90-მდე - მცირედი გაუარესება.
ანუ ორ სფეროში გაუარესება, ორ სფეროში გაუმჯობესება და ერთ სფეროში შედეგის გამეორება ფიქსირდება.

 


რაც შეეხება მთლიანი რეიტინგის შედეგებს, ჰონგ-კონგი კვლავ პირველია და მისი მაჩვენებელი 10 ქულიან შკალაზე 9.03 შეადგენს, შემდეგი განაწილება ასეთია: 2. სინგაპური 8.71; 3. ახალი ზელანდია 8.35; 4. შვეიცარია 8.25; 5. კანადა 7.98; 5. საქართველო 7.98; 5. ირლანდია 7.98; 5. მავრიმის კუნძულები 7.98; 5. არაბეთის გაერთიანებული ემირატები 7.98; 9. ავსტრალია 7.93 და 10. დიდი ბრიტანეთი 7.93.

 


უკანასკნელი ათეულის ქვეყნებს წარმოადგენენ: ირანი, ალჟირი, ჩადი, გვინეა, ანგოლა, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, არგენტინა, კონგოს რესპუბლიკა, ლიბია და სულ ბოლოს ვენესუელა. ხოლო ისეთი დიქტატორული ქვეყნები, როგორებიც ჩრ. კორეა და კუბა არიან, საერთოდ ვერ ხვდებიან რეიტინგში, რადგან მათ შესახებ მონაცმებების არ არსებობს.

 


რეიტინგში სხვა დიდი ეკონომიკის ქვეყნების ქულები ასეთია:

 


აშშ 7.75; 30. გერმანია 7.55; 40. იაპონია 7.42; 58. საფრანგეთი - 57; 102 რუსეთი 6.66; 113. ინდოეთი 6.50, 113. ჩინეთი 6.45; 124. ბრაზილია.

 

 

საქართველოს მეზობელი ქვეყნები: 18. სომხეთი 7.71; 90. თურქეთი 6.86; 107; აზერბაიჯანი 6.55; 135. უკრაინა 6; 150. ირანი 5.27.

 


კვლევის და ყველაზე რეიტინგული ჟურნალების თანახმად, ის ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ მაღალი ეკონომიკური თავისუფლების დონის მქონე ქვეყნებში, უფრო სწრაფად მდიდრდებიან და სარგებლობენ მეტი პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლებით, ასევე იქ სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდის გამოკვეთილი ტენდენციაა.

 


მაგალითისთვის, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის პირველი ოთხეულის ქვეყნების მშპ ერთ სულ მოსახლეზე საშუალოდ 41 228 აშშ დოლარს შეადგენს, როცა უკანასკნელი ოთხეულის იგივე მონაცემი მხოლოდ 5 471 აშშ დოლარია.

 


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რეიტინგის შედეგები პოზიტიურ სიახლედ შეაფასა და მთავრობის წევრებს აღნიშნული ინფორმაციის მაქსიმალურად გავრცელებისკენ მოუწოდა.

 


ფინანსისტი ვახტანგ ხომიზურაშვილი, მიიჩნევს რომ რეიტინგში ცვლილება აუცილებლად უნდა აისახოს რეალურ ეკონომიკაზე. ამასთან ის, ფასიანი ქაღალდების ბაზრის განუვითარებლობაზეც საუბრობს.

 


- ეკონომიკური თავისუფლება პირველი, ეს არის საკუთრების დაცვის თავისუფლება, საკუთრების დაცვა ფასიანი ქაღალდების მიხედვით ამ შემთხვევაში ჩვენ არ გაგვაჩნია, განუვითარებელია ფასიანი ქაღალდების ბაზარი, პრაქტიკულად არ არსებობს ღია ტიპის სააქციო საზოგადოებები, კანონი სააქციო საზოგადოებების შესახებ არ არსებობს. მეორე მომენტი, რაც ეკონომიკურ თავისუფლებას ნიშნავს, არის დაბალი უმუშევრობის დონე, ჩვენთან ეს საკმაოდ მაღალია. მესამე მომენტი არის სასესხო დამოკიდებულება, როდესაც მეტ-ნაკლებად მოსახლეობა და ბიზნესი არ არის დამოკიდებული სესხებზე და სასესხო კაპიტალზე, რაც ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის შედგენისას უნდა იყოს გათვალისწინებული.

 


არ ვიცი რამდენად არის იქ ეს ყველაფერი გათვალისწინებული, მაგრამ რეალურად ესეა. ცვლილება აუცილებლად უნდა აისახოს რეალურ ეკონომიკურ მდგომარეობაზე, პორტფელურ ინვესტიციებზე და ა.შ. ჩვენთან ამ მიმართულებით სიტუაცია არ გაუმჯობესებულა. აქედან გამომდინარე შეიძლება სხვა სახით შეფასდეს, ეს არის, მაგალითად, იგივე ტურისტული ნაკადი, გამარტივებული სავიზო რეჟიმი და სხვა. რაიმე განსაკუთრებული არ მომხდარა. ჩემთვის უბრალოდ, გაუგებარია როგორ თვლიან ისინი სიტუაციის გაუმჯობესების მაჩვენებელს.




ფადი ასლი – პრემიერს: თქვენ ინტელექტუალურად ბანკროტი ხართ

ფადი ასლი – პრემიერს: თქვენ ინტელექტუალურად  ბანკროტი ხართ
access_time2019-10-21 16:20:09
ბატონო პრემიერო, თქვენ ბანკროტი ხართ,– ასე ეხმიანება საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ფადი ასლი იმ გარემოებას, რომ მისი ორგანიზაცია პრემიერისა და ბიზნესასოციაციების შეხვედრაზე არ დაპატიჟეს. ასეთ შეხვედრაზე ჩვენ არ გვეპატიჟებიან და ცდილობენ, ამ მხრივ მოახდინონ ჩვენზე ზეწოლა. როდესაც ასეთ კონდიციას მიაღწევთ, ნიშნავს, რომ ინტელექტუალურად ბანკროტი ხართ. ასეთი ქმედებები ჩვენს პოზიციებს ვერ შეცვლის, რადგან მიგვაჩნია, რომ მიგვაჩნია, რომ წარმოვადგენთ ხალხს, მათ...

„სემეკის“ თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა

„სემეკის“  თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა
access_time2019-10-21 14:47:21
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) კომისიის თავმჯდომარის არჩევნები გაიმართა. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, კომისიის წევრებმა ფარული კენჭისყრით, ხმა მისცეს კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატს  დავით ნარმანიას.  ახალი რეგულაციით, კომისიის თავმჯდომარე ირჩევა 3 წლის ვადით, მაგრამ არაუმეტეს კომისიის წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადისა. კომისიაში...

ნატო ხაინდრავა - ბიძინა ივანიშვილმა ,,პროგრეს ბანკის“ წილი ბანკის გადასარჩენად იყიდა, ეს ქველმოქმედება იყო

ნატო ხაინდრავა -   ბიძინა ივანიშვილმა ,,პროგრეს ბანკის“ წილი ბანკის გადასარჩენად იყიდა, ეს ქველმოქმედება იყო
access_time2019-10-21 14:13:42
ბიძინა ივანიშვილმა 22%-იანი წილი დაახლოებით 2 მლნ დოლარად პროგრეს ბანკის გადასარჩენად იყიდა. მას პროგრეს ბანკში ანგარიშები არასოდეს ჰქონია,- ამის შესახებ ,, ქართუ ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ნატო ხაინდრავამ ,, იმედის კვირასთან“ განაცხადა. ქართუ“ ბანკის გენერალური დირექტორი იმ მძიმე პერიოდს იხსენებს, როცა უპრეცედენტო საკანონმდებლო ცვლილებით კერძო ბანკებმა პირველადი იპოთეკარების სტატუსი დაკარგეს. ,,ახალი რეგულაცია რეალურად მხოლოდ ქართუს და პროგრეს ბანკს შეეხო....

მთავრობამ ჰოლანდიურ კომპანიას ანაკლიის პორტის პროექტში ჩართვის ნებართვა მისცა

მთავრობამ ჰოლანდიურ კომპანიას ანაკლიის პორტის პროექტში ჩართვის ნებართვა მისცა
access_time2019-10-21 15:10:43
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ 4%-იანი წილის მფლობელი ჰოლანდიური კომპანია Van Oord-ი გახდა,რომელიც   ერთ-ერთი უმსხვილესი საზღვაო საინჟინრო კომპანიის - Van Oord Dredging & Marine Contractors BV-ს (Van Oord) 100%-იანი შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. საუბარია,Anaklia Holding JSC - ის აქციების 4.16%-იან წილის შეძენაზე. Anaklia Holding წარმოადგენს ჰოლდინგს, რომელიც ფლობს შპს ანაკლიის განვითარების კონსორციუმს. „Van Oord ანაკლიის პროექტში ადრეული ეტაპიდან...

გიორგი გახარია - ჩვენი მიზანია ძლიერი, სოციალურად პასუხისმგებლიანი ქართული ბიზნესი

გიორგი გახარია - ჩვენი მიზანია ძლიერი, სოციალურად პასუხისმგებლიანი ქართული ბიზნესი
access_time2019-10-21 13:40:14
„ჩვენი მიზანია ძლიერი, სოციალურად პასუხისმგებლიანი ქართული ბიზნესი, თუმცა ისიც გვესმის, რომ სანამ სრულ სოციალურ პასუხისმგებლობამდე მივალთ, ვალდებულები ვართ ბიზნესს სრულად დავუჭიროთ მხარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ინფორმაციას პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. პრემიერის თქმით, სახელმწიფო ბიზნესს სრულად უჭერს მხარს, თუმცა ამ ნაწილშიც...


მსგავსი სიახლეები

up