"დღეს ჩვენ გვიწევს მილიარდების გადახდა ჯანმრთელობაში, რადგან არ ვიცავთ გარემოს"

"დღეს ჩვენ გვიწევს მილიარდების გადახდა ჯანმრთელობაში, რადგან არ ვიცავთ გარემოს"

person access_time2016-06-13 15:30:17

საქართველოში გარემოს დაცვისა და ეკონომიკურ განვითარებას შორის ჯერ ბალანსი არ არსებობს- ამის შესახებ „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის" გარემოს დაცვის პროგრამების კოორდინატორი რეზო გეთიაშვილი „კომერსანტთან" აცხადებს.


ქვეყნის პრემიერ-მინისტრმამ ბათუმში მერვე მინისტერიალზე „გარემო ევროპისთვის" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ  საქართველო აღიარებს გარემოს დაცვას, როგორც ადამიანის უფლებების განუყოფელ ნაწილს; სწორედ ამიტომ, საქართველოს მთავრობამ უმთავრეს პრიორიტეტად დაისახა გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მართვა. მისივე თქმით,  საქართველოს მთავრობა აცნობიერებს ქვეყნის განვითარების პროცესში მწვანე ეკონომიკის მნიშვნელობას და აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით - შესაბამის გარემოს უქმნის მწვანე ბიზნესს; ხელს უწყობს მცირე და საშუალო საწარმოების “მწვანე აქტივობებს”, განახლებადი ენერგიის ზრდას, მხარს უჭერს “მწვანე ტრანსპორტსა” და “მწვანე შენობებს” და ზრუნავს ეკოტურიზმის განვითარებაზე.


რეზო გეთიაშვილის განმარტებით, „მწვანე ეკონომიკა" გულისხმობს ერთგვარ ბალანსს გარემოსა და ეკონომიკურ განვითარებას შორის და ეს აუცილებლად დაკავშირებულია ერთმანეთთან.

 

მისივე თქმით, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ლოგიკა იყო გამოყენებული, როდესაც ბალანსის დარღვევა ხდებოდა და ჯერ ეს ბალანსი ვერ ვიპოვეთ. იყო მოსაზრება, რომ ჯერ უნდა მივაღწიოთ ეკონომიკურ კეთილდღეობას და შემდეგ დავამკვიდროთ სტანდარტები, რაც აქვს ევროპას, რაც გეთიაშვილის თქმით, არა მხოლოდ საქართველოს არამედ მსოფლიო მაგალითებმა აჩვენა, რომ არასწორი მიდგომაა.



დღეს ქვეყანაში გარემოს დაცვის საკითხებში მწვავე პრობლემებს შორის, არასამთავორბო სექტორის წარმომადგენელი ბუნებრივი რესურსების მართვას ასახელებს. მისი თქმით, ქვეყანამ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს ბუნებრივი რესურსები, თუმცა ეს მაქსიმუმი აუცილებლად უნდა გადიოდეს იმ ზღვარზე , რომ მომავალ თაობებს აუცილებლად ჰქონდეთ ჯანსაღი გარემო და ზიანი არ მივაყენოთ ბუნებრივ გარემოს. 


რეზო გეთიაშვილის თქმით, ტყეების მართვა ასევე პრობლემური საკითხია. საქართველოს ტერიტორიის 40% სწორედ ტყეს უკავია, თუმცა დღეს ტყეების მთავარი ფუნქცია მოსახლეობის გათბობაა და სხვა არაფერში ვიყენებთ.

 

„კაკვასიის გარემოსდაცვითი ქსელის" წარმომადგენელი ამბობს, რომ დღეს მთავრობის ხედვა სწორია, მაგრამ ერთია ნათქვამი და მეორე თუ რა გაკეთდება რეალურად. მისივე თქმით, გარემოს დაცვის სამინისტროს უნდა ჰქონდეს მეტი ბიუჯეტი, მეტი თანხა და ეს ყველაფერი გამოვლინდება როდესაც იქნება შედგენილი ბიუჯეტი და განხორციელდება რეფორმები. გეთიაშვილი დასძენს, რომ „მწვანე ეკონომიკა" ეს არის პრიორიტეტის მინიჭება გარემოს დაცვისთვის. „დღეს ჩვენ ვიხდით მილიარდებს ჯანმრთელობაზე და არაფერს ვიხდით გარემოში, თუ ჩვენ გადავიხდით ამის მეათედს და მეასედს გარემოს დაცვაში, ხვალ აღარ მოგვიწევს მილიარდების ჯანმრთელობაზე დახარჯვა"- დასძენს გეთიაშვილი.


გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე „კომერსანტთან" აცხადებს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ბევრი გაკეთდა სამინისტროში, რომელსაც ფუნქციები დაკარგული ჰქონდა და საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით ფეხზე წამოდგა. ბითაძე ამბობს, რომ დღეს რეგიონში ლიდერები ვართ, ვნერგავთ გარემოს დაცვის განათლებას სკოლამდელ დაწესებულებებში და ასევე სამაგისტრო პროგრამები დაიწყება გარემოს დაცვითი პოლიტიკის მიმართულებით, რაც, მისივე თქმით, უპრეცედენტოა. მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ასოცირების ხელშეკრულების შესრულების კუთხით  დადებითად არის შეფასებული გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივები. მაია ბითაძის თქმითვე, მთავრობისთვის პრიორიტეტია მდგრადი განვითარება, „მწვანე ეკონომიკა." რაც იმას ნიშნავს, რომ ბუნებრივი რესურსები უნდა იყოს რაციონალურად გამოყენებული. 



რას წარმოადგენს Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამა?

რას წარმოადგენს Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამა?
access_time2021-02-25 18:10:04
სამსუნგი საქართველოში სმარტ მოწყობილობებისათვის ოფიციალურ ჰოლოგრამას იყენებს. ჰოლოგრამა სმარტფონის ყუთის წინა მხარეს არის განთავსებული, მასზე არსებული წარწერები ქართულ ენაზეა (ოფიციალური Samsung საქართველოსთვის), ხოლო ფონად საქართველოს რუქის კონტურია დატანილი. სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით თქვენ მარტივად შეგიძლიათ განასხვაოთ ოფიციალური პროდუქტი არაოფიციალურისაგან. სამსუნგის ოფიციალური სმარტფონის შეძენისას თქვენ გაქვთ ოფიციალური გარანტია და ავტორიზებული სერვის ცენტრის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-02-25 21:00:23
1. როგორი იქნებოდა საქართველოს ეკონომიკა, რომ არა 1921 წლის 25...

Washington post: ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთის წინაამღდეგ ახალ სანქციებს ამზადებს

Washington post: ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთის წინაამღდეგ ახალ სანქციებს ამზადებს
access_time2021-02-25 20:00:09
ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთის წინაამღდეგ ახალ სანქციების, ამჯერად ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის და ამერიკის საჯარო სტრუქტურებზე კიბერშეტევის გამო ამზადებს.   დამსჯელი ზომების მიზანია მსოფლიოსთვის მკვეთრი სიგნალს გაგზავნა იმაზე, რომ რუსეთი აშშ-ს და მოკავშირეების წინაამღდეგ კიბერ-ინსტრუმენტებს წლების მანძილზე იყენებს, არჩევნებში ერევა, ჰაკერებთან თანამშრომლობს და ბოლო პერიოდში - აშშ-ს სახელმწიფო ორგანოების მუშაობას აფერხებს.   სასჯელი...

GeoFresh სპარსეთის ყურის ქვეყნებში ლურჯი მოცვის და სატაცურის ექსპორტს იწყებს

GeoFresh სპარსეთის ყურის ქვეყნებში ლურჯი მოცვის და სატაცურის ექსპორტს იწყებს
access_time2021-02-25 19:00:13
კომპანია GeoFresh 2021 წელს ლურჯი მოცვის და სატაცურის ექსპორტის დაწყებას სპარსეთის ყურის ქვეყნებში გეგმავს.   კომპანია 2016 წელს 2-მა ებრაელმა ბიზნესმენმა დააარსა და ის დღეს კახეთში 13 ჰექტრის სატაცურის, ხოლო სამეგრელოში ლურჯი მოცვის 7 ჰექტრის  პლანტაციებს ფლობს. სავარაუდოდ, 2021 სატაცურის მოსავალი 20-25, ხოლო ლურჯი მოცვის - 60-70 ტონას მიაღწევს.   ამ დროისთვის კომპანია Global G.A.P  სერტიფიკატის მიღებაზე მუშაობს, რაც შემდგომში...

„ოკტოპუს ფიტნეს კლუბი“ მუშაობის განახლებისთვის 200 000-მდე ლარს დახარჯავს

„ოკტოპუს ფიტნეს კლუბი“ მუშაობის განახლებისთვის 200 000-მდე ლარს დახარჯავს
access_time2021-02-25 18:00:46
„ოკტოპუს ფიტნეს კლუბის“ დირექტორი გიორგი ასათიანი  აცხადებს, რომ კომპანია 15 მარტიდან მუშაობის გასაახლებლად ემზადება. მისი განცხადებით, დაგეგმილია კომპანიის ყველა ფილიალის გახსნა.   როგორც ასათიანი განმარტავს, იმ პირობებში, როდესაც სპორტული დარბაზები 9-10 თვის განმავლობაში დაკეტილები იყვნენ, მუშაობის გასაახლებად საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსია საჭირო.   „სასურველი იქნებოდა, სექტორს გარკვეული ტიპის საგადასახადო შეღავათები ჰქონოდა, რადგან მართლა...


მსგავსი სიახლეები

up