"დღეს ბანკებს მოგებას თუ არ აჩვენებ, მოლაპარაკებაზე არ მოდიან, სტარტაპს კი ფინანსური დახმარება სჭირდება"

"დღეს ბანკებს მოგებას თუ არ აჩვენებ, მოლაპარაკებაზე არ მოდიან, სტარტაპს კი ფინანსური დახმარება სჭირდება"

person access_time2017-03-24 17:00:51

soplidan.ge მეგობრების ნათია ნინიკელაშვილისა და მარიამ დათიშვილის მიერ დაფუძნებული ბიზნესია. საკვები პროდუქციის ონლაინ მარკეტი პირველად 2015 წლის ოქტომბერში გაეშვა. soplidan.ge-ს ერთ-ერთი დამფუძნებლის ნათია ნინიკელაშვილის განცხადებით, მსგავსი სახელწოდება იქიდან გამომდინარე გაჩნდა, რომ ამ სახელწოდებით ადვილი მისახვედრია საიდან მოდის პროდუქცია.


soplidan.ge-ზე პროდუქციის შეკვეთა თბილისსა და მის შემოგარენში შეგიძლიათ.

 

- საკვები პროდუქციის ონლაინ გაყიდვების ბიზნესში 2015 წლიდან ხართ. საინტერესოა თავდაპირველად როგორ გაჩნდა მისი შექმნის იდეა და რა სახის ინვესტიცია ჩაიდო soplidan.ge-ს შექმნაში?


- ქალაქში ბევრს ჰქონდა ჯანსაღი პროდუქციის შეძენის პრობლემა. ონლაინ მარკეტის შექმნის იდეა ჩემი, როგორც დიასახლისის მოთხოვნილებიდან გამომდინარე გაჩნდა. სამეგობრო წრეში ჩვენი შვილებისთვის სულ ვეძებდით ჯანსაღ პროდუქტს და ძირითადად სოფლიდან ვაგზავნინდებდი ამ პროდუქციას. ჩემს გარშემო მყოფი ადამიანები კი ამბობდნენ, რომ მსგავსი პროდუქცია მათაც სურდათ.


მივხვდი, რომ საკვები პროდუქტების ონლაინ მარკეტის თემა ქალაქელებისთვის მოსახერხებელი და მოთხოვნადი იქნებოდა. რომ გითხრათ რაიმე სახის კვლევა ჩავატარეთ და საიტი ამის მიხედვით გავაკეთეთ, ასე ნამდვილად არ ყოფილა.


ჩვენ 70-80%-ით უკვე დარწმუნებულები ვიყავით, რომ ეს იდეა იმუშავებდა, რადგან მსგავსი სერვისი არ იყო და ხალხს ეს სჭირდებოდა. პირველი მომხმარებელი პირველივე დღეს გვყავდა. დასაწყისში ადრესატამდე შეკვეთებიც კი ჩვენი ხელით მიგვქონდა. ნელ-ნელა კი ბიზნესი განვავითარეთ და მომხმარებელმაც გაგვიცნო. ამჟამად ჩვენთან სულ 8 ადამიანია დასაქმებული.


დღემდე ისე მოვედით, სესხი არ დაგვჭირვებია. ყველაფერი საკუთარი დანაზოგით გავაკეთეთ. თავდაპირველად ყველაფერი დაბალბიუჯეტში გვქონდა გათვლილი – იქნებოდა ეს საიტი თუ პროდუქცია. ვნახულობდით ნაცნობ გლეხებს, რომლებსაც ვენდობოდით და პროდუქტს მათგან ვყიდულობდით. ამჟამად უკვე იმ ეტაპზე ვართ, რომ მოგებაზე უნდა გავიდეთ. სტაბილურად მივდივართ წინ და მოგებაზე გასვლაც უნდა შევძლოთ.

 

 

- სურსათის უვნებლობა – ეს არის მთავარი, რაც დღეს პრობლემატურია. როგორ ხდება soplidan.g-ს მოტანა, შენახვა და გაყიდვა?


- როდესაც სამეწარმეო რეესტრში როგორც ბიზნესოპერატორი ისე რეგისტრირდები, სურსათის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ობიექტი ავტომატურად ხდები. ჩვენ სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველ წელს გვამოწმებს.



რაც შეეხება პროდუქციის მომწოდებლებს, ისინი გლეხები და მცირე ფერმერები არიან, რომლებსაც ხარისხის დამადასრტურებელი ნიშნები აქვთ. ზოგიერთთან კი ნდობის მაღალი ფაქტორი გვაქვს და მუდმივად მათგან ვყიდულობთ პროდუქციას.


ჩვენი პროდუქციის მიწოდება სწრაფად ხდება. შეკვეთები 24 საათის განამვლობაში შემოდის. ხორცი კი შემოწმებული და ახალია. დღის პირველი ნახევარი მომარაგებას ეთმობა და შემდგომ იფუთება ჩვენი ბრენდირებული პარკებით. ჩვენივე მანქანებს პროდუქცია ადგილზე მიაქვთ. მიტანის სერვისი იმ შემთხვევაშია ფასიანი თუ შეკვეთის ღირებულება 30 ლარზე ქვემოთაა. მომხმარებლებს გადახდის მრავალფეროვანი საშუალება აქვთ, მათ შეუძლიათ საიტზე გადაიხადონ ან ადგილზე ნაღდი აგარიშსწორება მოხდეს.

 

- როგორია თქვენი საფასო პოლიტიკა? საბაზრო ფასები გაქვს დაწესებული პროდუქციაზე თუ თქვენთან პროდუქციის შეძენა შედარებით ძვირია? 


- ჩვენი საფასო პოლიტიკა საშუალო და მაღალსემოსავლიან სეგმენტზეა გათვლილი. რადგან ნატურალური პროდუქტები, რომელიც თბილისის სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოდის, ჩვენც ძვირი გვიჯდება. ფასებიც მაღალია და შესაბამისად, დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანი ამ პროდუქტს ვერ იყიდის.

 


- კონკურენცია ბაზარზე ამ მიმართულებითაც გაჩნდა. ბოლო პერიოდში ონლაინ მარკეტებმა იმატა. რა არის თქვენი მთავარი ნიშა, რითიც სხვა ონლაინ მარკეტებისგან გამოირჩევით?


- ჩვენი მთავარი ნიშა არის ის, რომ soplidan.ge-ში, ერთ სივრცეში შესაძლოა ისეთი პროდუქტები შეიძინო, რაც რთულად საშოვნელია. ონლაინ სერვისი ფასებითაც კონკურენტუნარიანი უნდა იყოს. ასევე ჩვენ აქცენტი ხარისხზე გავაკეთეთ. მუდმივად უნდა უყურო იმას, თუ ვინ რითი გიწევს კონკურენციას და ის პროდუქტი შენც აუცილებლად უნდა გქონდეს. აღსანიშნავია ის, რომ ბიზნესი უკვე საკმაოდ მარტივად იზრდება.

 

 

- თქვენი აზრით, ბიზნესის განვითარების თვალსაზრით ქვეყანაში რა კეთდება? ასევე, რამდენად უწყობს სახელმწიფო სტარტაპების წინსვლას და მცირე ბიზნესის განვითარებას ხელს?


- პირველ რიგში სტარტაპებს რეალური ფინანსური დახმარება სჭირდებათ. მხოლოდ ტრაფარეტული სიტყვები არაფერს შველის. თუ ფინანსურ ინსტიტუტებს, ბანკებს მოგებას არ აჩვენებ, მოლაპარაკებაზე არ მოდიან. ძალიან ბევრი სტარტაპი ვიცი, რომელიც იმიტომ აღარაა ბაზარზე, რომ სესხი არ მისცეს. მათ მოგება არ ჰქონდათ. როდესაც სტარტაპი ხარ, მოგება არ უნდა გქონდეს, სწორედ ამას ნიშნავს ის, რომ სტარტაპი ხარ.

 

საერთაშორისო პრაქტიკა არსებობს, რომ დიდი ბიზნესები და ფინანსური ინსტიტუტები რისკებს საკუთარ თავზე იღებენ, მათ გაცნობიერებული აქვთ, რომ შესაძლოა, დაკარგონ რაღაც, თუმცა ეს საერთო შრომის ბაზარს ზემოთ სწევს.


რეალურად ეკონომიკას მცირე ბიზნესი ამოძრავებს, მითუმეტეს,  განვითარებად ქვეყნებს. რეალურად ბევრმა უნდა შეიწუხოს თავი. თუმცა ეს ასე არ ხდება და ეს მხოლოდ სიტყვებია. ბევრი დამწყები ბიზნესმენი ვერ მონახავს გამოსავალს და მრავალი კარგი იდეა შესაძლოა, ამის გამო ვერ განხორციელდეს.

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები და მაღაზიის გახსნას თუ გეგმავთ?


- მაღაზიის გახსნას არ ვგეგმავთ, რამდენჯერმე განვიხილეთ ეს იდეა, თუმცა მაინც ჯიუტად გადავწყვიტეთ, რომ არ გავაკეთოთ. რა თქმა უნდა, ონლაინ გაყიდვების კლების ხარჯზე გაიზრდება ბრუნვა და ჩვენ ეს არ გვსურს.


თავიდანვე იდეა იყო ის, რომ ონლაინ გაყიდვებს მიეჩვიოს მომხმარებელი. საიტის გამრავალფეროვნებას პერიოდულად ვაპირებთ. გვსურს, ახალი სერვისებისა და აპლიკაციის დამატება, რომელიც უკვე სატესტო რეჟიმშია.

 




ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა
access_time2020-07-04 13:00:42
კორონავირუსის გამო შემოღებული 3 თვიანი კარანტინი აშშ-ში უძრავი...

გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს დაკეტავენ

გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს დაკეტავენ
access_time2020-07-04 11:30:07
გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს...

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი
access_time2020-07-03 16:30:44
„კომერსანტი“ გთავაზობთ ინტერვიუს სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ს გენერალურ დირექტორ ზურაბ შავლაყაძესთან -რა კვადრატულობის საოფისე ფართების ქირავნობა არის შესაძლებელი სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ში? -“ქარვასლა’’-ში მეორე...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-03 21:30:18
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.თუ ღვინო ყურძნისგან გაკეთდება და ხარისხის პრობლემა მოგვარდება, რთველის სუბსიდირება საჭირო აღარ იქნება - ირაკლი იაშვილი კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“...

როგორ შეიცვალა უძრავი ქონების ბაზარი ბათუმში - Cushman & Wakefield-ის კვლევა

როგორ შეიცვალა უძრავი ქონების ბაზარი ბათუმში - Cushman & Wakefield-ის კვლევა
access_time2020-07-04 10:00:40
მაისში ბათუმში საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვები წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 75%-ით შემცირდა - ამის შესხებ აღნიშნულია უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია Cushman & Wakefield-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშში. როგორ კვლევაშია აღნიშნული, COVID-19-ის მიერ გამოწვეულმა სირთულეებმა ბათუმის საცხოვრებელ ბაზარზე მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა იქონია. ამას დაემატა ტურისტული ნაკადის მკვეთრი შემცირება, რაც ბათუმის აპარტამენტების გაყიდვების ყველაზე დიდ შემოსავალს...


მსგავსი სიახლეები

up