"დავიღალე, ჩემი ჯიბიდან ვიხდი ფულს" - მორიგი დარღვევა მაღაზიათა ქსელში

"დავიღალე, ჩემი ჯიბიდან ვიხდი ფულს" - მორიგი დარღვევა მაღაზიათა ქსელში

person access_time2016-03-31 14:18:28

ვარკეთილში მდებარე ერთ-ერთი სუპერმარკეტის ფილიალში  ნაყიდ პროდუქტში დარღვევები აღმოჩნდა.

 

მომხმარებელმა, რომელმაც MyRest.Ge -ს მომართა, ამბობს, რომ გუშინ , შუადღის საათებში , სუპერმარკეტში შეიძინა კომპანია „ლაქტიმას“ წარმოებული ყველის ფირფიტები, რომელშიც ობი აღმოჩნდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პროდუქტი ვადაგასული არ იყო და აქედან გამომდინარე, პრობლემა უფრო დიდია. ის ეხება არა ვადაგასულ პროდუქს, არამედ პროდუქტის წარმოებისას არსებულ მნიშვნელოვან დარღვევებს.

 

„ პროდუქციის შეძენისას ვადას ყოველთვის ვამოწმებ, არც ეს შემთხვევა იყო გამონაკლისი. რადგან პროდუქტი ვადაგასული არ იყო, შევიძინე და სახლში დავბრუნდი. ბავშვისთვის ტოსტები უნდა გამეკეთებინა, თუმცა, როდესაც ყველის შეფუთვა გავხსენი, ვნახე, რომ ის დაობებული იყო „ , - აცხადებს მომხმარებელი MyRest.Ge - სთან საუბარში.

 

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მომხმარებლის მიერ მოწოდებულ  ვიდეომასალაში, რომელიც მან მაღაზიის მენეჯერთან საუბრისას გადაიღო, ჩანს, რომ მაღაზიაში მსგავსი პრეტენზიით მომხმარებლები ხშირად მიდიან.



„ დავიღალე, რამდენი მსგავსი ფაქტი დაფიქსირდება, საკუთარი ჯიბიდან მიწევს თანხის დაბრუნება“ , - ამბობს მაღაზიის მენეჯერი.

 

 

ტრანსპორტირებისას, ან წარმოების პროცესში რაიმე სახის დარღვევას გამორიცხავს „ლაქტიმას“ დისტრიბუტორის, „ევროპროდუქტის“ წარმომადგენელი ჩვენთან საუბარში.

 

კომპანიის წარმომადგენლის თქმით,  მსგავსი დარღვევა სუპერმარკეტის ბრალია.

 

 

„ აღნიშნული პროდუქციის საქართველოში წარმოება არ ხდება, პროდუქტი იმპორტირებულია. ტრანსპორტირების პირობები დაცულია, პრობლემა მაღაზიებშია“ , - ამბობს „ ევროპროდუქტის“ წარმომადგენელი MyRest.Ge - სთან საუბარში.



დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-11 21:00:41
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.Georgian Capital-ის წარუმატებელი პროექტი - „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ არა ლიკვიდურობის გამო ლონდონის საფონდო ბირჟიდან ჩაიხსნა „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ (GHG) არალიკვიდურობის გამო ლონდონის საფონდო ბირჟიდან ჩაიხსნა. კომპანიის ინფორმაციით,...

კომპანიები და მათი მფლობელები, რომელთა „გაშავებასაც“ მერია ითხოვს

კომპანიები და მათი მფლობელები, რომელთა „გაშავებასაც“ მერია ითხოვს
access_time2020-08-11 17:20:07
თბილისის მერი კახი კალაძე საჯარო გამოსვლებში პირობების ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო „გაშავებით“ არაერთხელ დამუქრებია ტენდერებში გამარჯვებულ სხვადასხვა კომპანიას. „ბიზნესპრესნიუსი“ დაიტერესდა, სატენდერო ხელშეკრულებების დარღვევის გამო რამდენ შემთხვევაში მოითხოვა მერიამ კომპანიის „შავ სიაში“ მოხვედრა. მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ თბილისის მერიამ მიმწოდებლის „შავ სიაში" რეგისტრაციასთან დაკავშირებით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს...

მსოფლიოში კორონავირუსის პირველი ვაქცინა ვლადიმერ პუტინის ქალიშვილმა გაიკეთა

მსოფლიოში კორონავირუსის პირველი ვაქცინა ვლადიმერ პუტინის ქალიშვილმა გაიკეთა
access_time2020-08-11 16:10:36
ვლადიმერ პუტინის განცხადებით რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ადამიანებზე ორ თვიანი ტესტირების შემდეგ, მსოფლიოში პირველი კორონავირუსის ვაქცინა დაამტკიცა. რუსეთის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ვლადიმერ პუტინის შვილმაც გაიკეთა. „ჩემმა ერთ-ერთმა ქალიშვილმა ვაქცინა გაიკეთა, ამ მხრივ, მან პრეპარატის შემოწმების პროცესშიც მიიღო მონაწილეობა“ - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი. პირველი ვაქცინის შემდეგ პუტინის ქალიშვილს 38 გრადუსი სიცხე დაუფიქსირდა,...

ვითიბი ბანკი ავტო სესხზე განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს

ვითიბი ბანკი ავტო სესხზე განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს
access_time2020-08-11 11:00:27
ვითიბი ბანკი, ახალი ავტომობილის შეძენის მსურველებს, განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. შეთავაზების ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია ბანკის პარტნიორი ავტო სალონებიდან გამოიყვანოს ავტომობილი, ისარგებლოს სამი წელი, ხოლო შემდეგ დააბრუნოს ყიდვის დროს შეთანხმებულ ფასად. რაც მთავარია 3 წლის შემდეგ (სესხის ვადის ბოლოს) მყიდველს სამი შემოთვაზებული ვარიანტიდან შეუძლია აირჩიოს ერთ-ერთი: დარჩენილი ღირებულების ფასად, ჩააბაროს ავტომობილი ავტო სალონს, რის შედეგადაც იფარება ვალდებულება ბანკის...

რუსი ტურისტების რაოდენობა თურქეთის კურორტებზე 32%-ით გაიზარდა

რუსი ტურისტების რაოდენობა თურქეთის კურორტებზე 32%-ით გაიზარდა
access_time2020-08-11 18:00:56
1 აგვისტოდან რუსეთმა თურქეთის მიმართულებით ავიაფრენები განაახლა და დღეისთვის მოთხოვნამ 2019 წლის ანალოგიური პერიოდს უკვე გადააჭარბა. Аэрофлот-ის ყველაზე მოთხოვნად რეისზე - „მოსკოვი-სტამბოლი“, მგზავრთა ნაკადმა 85%-ს მიაღწია. ავიაკომპანია S7-ში ამბობენ, რომ ბილეთების დაჯავშნა წინმსწრები ტემპებით მიმდინარეობს და სახეზეა გადადებული მოთხოვნის ეფექტი. Aviasales-ის მონაცემებით, 24 ივლისიდან, როდესაც ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ...


მსგავსი სიახლეები

up