"დარიალიჰესი" ექსპლუატაციაში დეკემბრის დასაწყისში შევა

"დარიალიჰესი" ექსპლუატაციაში დეკემბრის დასაწყისში შევა

access_time2016-11-17 09:30:15

 

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მსხვილი ჰესი „დარიალიჰესი" ექსპლუატაციაში დეკემბრის დასაწყისში შევა.


კომპანია „ფერის" აღმასრულებელი დირექტორი, რომელმაც ჰესი ააშენა რადიო „კომერსანტთან" აცხადებს, რომ ჰესის ექსპლუატაციაში ოქტომბრის დასაწყისში შევიდა, თუმცა ამჟამად სატესტო რეჟიმში მუშაობს და ორ კვირაში გაეშვება ექსპლუატაციაში. ამასთან, ლაშა იორდანაშვილი ამბობს, რომ გამომუშავება დაწყებულია და ელექტროენერგია უკვე მიეწოდება სისტემას. „გენერირება დაწყებულია, ჰესი 110 მეგავტიანია, თუმცა ახლა წყალმცირობის პერიოდია და ამიტომ სისტემას 40 მეგავატამდე მიეწოდება, მაქსიმალური სიმძლავრე კი მაისი-ოქტომბრის ჩათვლით იქნება"-  აცხადებს იორდანაშვილი.

 

 


„დარიალიჰესის" ელექტროენერგია მთლიანად ადგილობრივ ბაზარზეა გათვლილი. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 130 მილიონი დოლარია.


 

ლაშა იორდანაშვილის ინფორმაციითვე, მომავალი წლიდან იწყება უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგურის „ონის კასკადის" მშენებლობაც. ამ ეტაპზე გერამნული „ლა მაიერი" წინასაპროექტო კვლევას ასრულებს და პროექტი სანებართვო და სამშენებლო ეტაპზე გადადის. „ონის კასკადის" სიმძლავრე 180 მეგავატი იქნება, საინვესტიციო ღირებულება კი 330 მილიონი დოლარია.


გარდა ჰიდროელექტროსადგურებისა, კომპანია „ფერი" ალტერნატიული ენერგიების ათვისების კუთხით გეგმავს ინვესტირებას. ლაშა იორდანაშვილი ამბობს, რომ კომპანია დაინტერესებულია და კვლევითი აქტივობებიც დაწყებულია, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტული არაფერია. მომავალი წლიდან კი აქტიური სამუშაოები იგეგმება იმისათვის, რომ კომპანიამ საკუთარი წვლილი შეიტანოს ალტერნატიული ენერგიის შექმნაში. „ ალტერნატიურლ ენერგიებს მზეს და ქარს ჩვენ არ ვუპირისპირებთ ჰიდროენერტეგიკას, თუმცა მზე და ქარი არის ის ენერგია, რომელიც რაღაც დოზით აუცილებლად უნდა იყოს ქვეყანაში" დასძენს იორდანაშვილი.


კომპანია „ფერი" 1991 წელსაა დაფუძნებული. კომპანიის საქმიანობა ფოკუსირებულია ენერგეტიკულ პროექტებზე.

 

ავტორები: სალომე სოსელია


 



საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა
access_time2020-02-29 13:15:14
საქართველოში კორონავირუსით დაავადებული პაციენტების რაოდენობა სამამდე გაიზარდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.   მისი თქმით, პაციენტი საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ირანში მოგზაურობდა და კონტაქტი აქვს პირველ დადასტურებულ შემთხვევასთან. სამივე პაციენტის კლინიკური მდოგმარეობა დამაკმაყოფილებელია.   მსოფლიო მასშტაბით, ვირუსი უკვე 54 ქვეყანაშია გავრცელებული, სადაც გარდაცვლილთა...

ქვეყნის მასშტაბით 1 161 სკოლაში არ არიან მანდატურები, არც ვიდეოკამერები ან უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სხვა პირები-აუდიტის სამსახური

ქვეყნის მასშტაბით 1 161 სკოლაში არ არიან მანდატურები, არც ვიდეოკამერები ან უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სხვა პირები-აუდიტის სამსახური
access_time2020-02-29 15:00:11
აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის მონაცემებით, სკოლებში პრობლემები სხვადასხვა მიმართულებით გამოვლინდა. კერძოდ, დაწესებულებების დიდი ნაწილი არ არის უზრუნველყოფილი ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრებით, ნახევარში კი არ არის დაცული უსაფრთხოების ზომები. აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით 1,277 მანდატური განაწილებულია 486 სკოლაში,...

ახალციხისა და ასპინძის ტერიტორიაზე ახალი დაცული ტერიტორია იქმნება

ახალციხისა და ასპინძის ტერიტორიაზე ახალი დაცული ტერიტორია იქმნება
access_time2020-02-29 16:00:47
ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების ფარგლებში ახალი დაცული ტერიტორია - ერუშეთის ეროვნული პარკი - იქმნება. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა ბიუროს 2 მარტის სხდომაზე წარედგინება.   „ერუშეთის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტის მიხედვით, ახალი დაცული ტერიტორიის ფართობი 11 385 ჰექტარი იქნება. როგორც კანონპროექტის ინიციატორი - საქართველოს მთავრობა - აღნიშნავს, ერუშეთის ეროვნული პარკის დაარსებით უზრუნველყოფილი იქნება აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული...

ლუდი “კორონა” VS კორონავირუსი

ლუდი “კორონა” VS კორონავირუსი
access_time2020-02-29 14:30:25
ლუდი “კორონა” არც ისე სახარბიელო მდგომარეობაშია. ამავე სახელწოდების ვირუსმა, რომელიც მსოფლიოში მძვინვარებს და საყოველთაო ისტერიის საგანია, ბრენდის მიმართ გაურკვევლობა გააჩინა. ჩვენ უკვე გიამბეთ, როგორ ეძებდნენ საძიებო სისტემებში “ლუდის ვირუსს” – რატომღაც, ბევრმა შეცდომით მიიჩნია, რომ კორონავირუსით დაავადების მიზეზები სწორედ ლუდშია. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, მდგომარეობა ბევრად შეიცვალა და გლობალური...

კარანტინის 36-ე დღე - ნინის რჩევები უჰანიდან

კარანტინის 36-ე დღე - ნინის რჩევები უჰანიდან
access_time2020-02-29 17:30:08
ნინი დავლიანიძე ჩინეთის ქალაქ უჰანში ცხოვრობს, ახალი კორონავირუსის აფეთქების ეპიცენტრში.23 იანვრიდან უჰანი კარანტინშია. ქალაქში არ დადის ტრანსპორტი, მაღაზიები დაკეტილია. მთავრობა უცხოელების ევაკუაციას ცდილობს; მათ, ვინც რჩება, ურჩევს, რომ სახლიდან არ გამოვიდნენ. კარანტინის გამოცხადების შემდეგ 30 წლის ნინი საკუთარ სახლში აღმოჩნდა გამოკეტილი. მან მხოლოდ ერთხელ მოახერხა სახლიდან გასვლა და პროდუქტების მომარაგება. ნინი რადიო თავისუფლების მკითხველებს...


მსგავსი სიახლეები

up