"დამსაქმებლებმა უნდა გაიაზრონ, რომ შშმ პირების დასაქმება არ არის პიარ–აქცია ან მხოლოდ სოციალური პასუხისმგებლობა"

"დამსაქმებლებმა უნდა გაიაზრონ, რომ შშმ პირების დასაქმება არ არის პიარ–აქცია ან მხოლოდ სოციალური პასუხისმგებლობა"

access_time2017-02-21 18:00:37

დამსაქმებლებმა უნდა გაიაზრონ, რომ შშმ პირების დასაქმება არ არის პიარ–აქცია ან მხოლოდ სოციალური პასუხისმგებლობა - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის" გადაცემაში „პროფესიონალები" ასოციაცია „ანიკას" პროგრამების კოორდინატორმა მახარე მერებაშვილმა ისაუბრა.

 

 

„დასაქმების მხრივ პრობლემები ნამდვილად არის და ეს პრობლემები თავს იჩენს როგორც შშმ პირების მხარეს, ასევე დამსაქმებლების მხარესაც. ჩვენ დიდი ხანია ვმუშაობთ ამ კუთხით და ვცდილობთ ახალგაზრდების გაძლიერებას, რათა ისინი იყვნენ კონკურენტუნარიანი შრომის ბაზარზე და ამას ძალიან დიდი შრომა სჭირდება. მეორე მხრივ, დამსაქმებლებმა უნდა გაიაზრონ, რომ შშმ პირების დასაქმება არ არის პიარ–აქცია ან მხოლოდ სოციალური პასუხისმგებლობა. კომპანიები ჩვენ გვიკავშირდებიან და გვეუბნებიან, რა ტიპის კადრი სჭირდებათ და ჩვენ ვცდილობთ, რომ მათ მსგავსი გამოცდილების კადრები მოვუძებნოთ. თუმცა ჩვენ აქ ერთ პრობლემას ვაწყდებით, რომ დამსაქმებლებს ზოგადად არ აქვთ ინფორმაცია, შშმ პირების შესახებ, რა ტიპის შეზღუდვები შეიძლება იყოს და ა.შ. ამ ადამიანებს დასაქმების ადგილზეც სჭირდებათ გაარკვეული ტიპის მხარდაჭერადა, ამის შესახებ კი კომპანიებს ძირითადად არ აქვთ ინფორმაცია",-ამბობს მერებაშვილი.

 


მისივე თქმით, კერძო კომპანიებს არ აქვთ ადაპტირებული გარემო, ხოლო სახელმწიფო უწყებებში უმაღლეს განათლებას ითხოვენ, რაც უფრო დიდ ბარიერებს უქმნით შშმ პირებს.

 


„ძალიან მძიმეა, რომ ჩვენ მაინც გვიწევს ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც შენობების უმეტესობა არ არის ადაპტირებული შშმ პირებისთვის, ჩვენც ძალიან ბევრი კომპანია გვეუბნება, რომ არ აქვთ ადაპტირებული გარემო, არც სველი წერტილი არ არის ადაპტირებული, ამ შემთხვევაში ჩვენ ვცდილობთ დამსაქმებელი დავაკავშიროთ ან თბილისის მერიასთან, რომელმაც შეიძლება გარკვეული შენობების ადაპტირება განახორციელოს ან სხვა დონორთან. თუმცა ეს სერიოზულ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

 


ასევე პრობლემაა უმაღლესი განათლება და ეს განსაკუთრებით სახელმწიფო უწყებებში გვხდება, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ უმაღლეს სასწავლებლებში ინკლუზიური განათლება ხელმისაწვდომი ჯერ კიდევ არ არის, ამასთან, გარემოს ადაპტირება აქაც პრობლემაა. თუ ვისაუბრებთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზე, უნდა ვთქვათ, რომ აქ სირთულეებს ვაწყდებით. თუმცა განათლების სამინისტრო უნდა შევაქოთ პროფესიული განათლების მიმართულებით, სადაც უკვე რამდენიმე წელია ინკლუზიური განათლება დაიწყო. მამაკაცებში ძალიან პოპულარულია აიტი მიმართულება. გოგონებში მზარეულობაა ძალიან მოთხოვნადი, ასევე კერვა, ოფის-მენეჯერობა ქალბატონებშიც და მამაკაცებში ძალიან პოპულარულია",-აცხადებს ასოციაციის პროგრამების კოორდინატორი.

 

მახარე მერებაშვილის თქმით, შშმ პირები ძირითადად ქოლ-ცენტრებსა და ოფისებში საქმდებიან.

 

„დასაქმება ძირითადად ხდება ოფისებში, ახლა ასევე პოპულარულია ქოლ-ცენტრები, სადაც მუშაობა სახლიდანაც არის შესაძლებელი. თუმცა დასაქმება არის არამხოლოდ შემოსავლის წყარო, არამედ სოციალიზაციასაც უწყობს ხელს, ამიტომ უმჯობესია ადამიანმა იაროს სამსახურში.

 


ჩვენ 7 თვეში 13 ადამიანი დავასაქმეთ და მათგან ერთ-ერთ აქვს ფიზიკური შეზღუდვა არის ეტლით მოსარგებლე, აქვს მოტორიკის პრობლემა და აქვს მეტყველების პრობლემა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მას კომპიუტერის გამოყენება შეეძლო. ერთ-ერთ კომპანიაში ის სატელევიზიო პროგრამას ასწორებს და აქვს ხელფასი. ეს ადამიანი იმდენად განვითარდა,რომ სურს სხვა სამსახურიც მოძებნოს. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ადეკვატურად შევაფასოთ ამ ადამიანების შესაძლებლობები და შემდეგ შევთავაზოთ კომპანიებს",- აცხადებს მახარე მერებაშვილი.

 



არეულობა აშშ-ში – თეთრ სახლთან აქციის გამო ტრამპი ბუნკერში გადაიყვანეს

არეულობა აშშ-ში – თეთრ სახლთან აქციის გამო ტრამპი ბუნკერში გადაიყვანეს
access_time2020-06-01 12:40:52
უკვე რამდენიმე დღეა, აშშ-ის არაერთ ქალაქში საპროტესტო აქციები არეულობის ფონზე მიმდინარეობს – არბევენ და წვავენ მაღაზიებს, პოლიციის მანქანებსა და შენობებს. დემონსტრანტები აპროტესტებენ მინესოტის შტატის დედაქალაქ მინეაპოლისში პოლიციის მიერ უაიარაღო აფროამერიკელის, ჯორჯ ფლოიდისადმი ძალადობრივ მოპყრობას, რომელსაც შესაძლოა მისი სიკვდილი გამოეწვია და უფრო ფართო პრობლემას — პოლიციის მიერ აფროამერიკელებისადმი სასტიკ მოპყრობას. პოლიციის ერთ-ერთმა ოფიცერმა — დერეკ ჩაუვინმა...

Bloomberg-ის სისტემაში ლარმა მკვეთრი გამყარება დაიწყო

Bloomberg-ის სისტემაში ლარმა მკვეთრი გამყარება დაიწყო
access_time2020-06-01 11:55:07
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.1531-ით დაიწყო, 12:00 საათისთვის 1 დოლარი 3.1045-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 29 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1761 ლარი შეადგინა. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.1180 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.0820 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 3.1450 ლარადაა...

ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ

ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ
access_time2020-06-01 10:50:10
2019 წელი ფინკა ბანკისთვის ახალი ინიციატივებისა და შესაძლებლობების წელი იყო. ბანკისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა 2018 წლის მეორე კვარტალში მაკროეკონომიკური ცვლილებები და ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებები აღმოჩნდა. მიუხედავად ამ გარემოებებისა, ფინკა ბანკის 2019 წლის წმინდა მოგებამ 6 792 588 ლარი შეადგინა და დადებითი ინდიკატორებით დასრულდა საფინანსო წელი: მოგება კაპიტალზე (ე.წ. უკუგება საშუალო კაპიტალზე) - ROE 13.19%, ხოლო მოგება აქტივებზე (ე.წ. უკუგება აქტივებზე) - ROA...

სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი დაუდასტურდა
access_time2020-06-01 10:30:24
სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებული არიან მისი ოჯახის წევრებიც. როგორც მან ფეისბუკის პირდაპირ ეთერში თქვა, მისი ტესტირების პასუხი დადებითია. მთავრობის მეთაურის თქმით, დაავადება კვლავ ასიმპტომურია. იგი გააგრძელებს მუშაობას პრემიერ მინისტრის რეზიდენციიდან. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსი სომხეთში ლაბორატორიულად 9 282 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან უშუალოდ კორონავირუსით 131 პირი გარდაიცვალა, თანმხლები...

Mastercard-თან ერთად განვლილი 44 618 კილომეტრი. განსაკუთრებული მადლობა სამედიცინო პერსონალს!

Mastercard-თან ერთად განვლილი 44 618 კილომეტრი. განსაკუთრებული მადლობა სამედიცინო პერსონალს!
access_time2020-06-01 09:30:16
COVID-19 პანდემიის დროს, Matercard-მა სამედიცინო პერსონალს მადლობა განსხვავებული ფორმით გადაუხადა: ...


მსგავსი სიახლეები

up