"დაგვიანებული ხელფასები" – პრემიერი ტენდერების პრობლემების მიზეზებს არასწორად ეძებს

"დაგვიანებული ხელფასები" – პრემიერი ტენდერების პრობლემების მიზეზებს არასწორად ეძებს

person access_time2017-03-24 09:30:08

ინფრასტრუქტურული პროექტებში არსებულ პრობლემებს ხელისუფლება კიდევ ერთხელ აღიარებს. თუ ორიოდე წლის წინ ამას მინისტრის გადადგომა მოჰყვა, დღეს არავინ გადამდგარა, თუმცა მკაცრი გაფრთხილება თავად პროექტების განმახორციელებელმა კომპანიებმა მიიღეს. ამჯერად საქმე არა პროექტების დროში გაჭიანურებას და კორუფციულ სქემებს, არამედ პროექტებში დასაქმებულებისთვის ხელფასების გაცემის დაგვიანებას შეეხო. პრემიერმაც და ინფრასტრუქტურის მინისტრმაც კომპანიები მკაცრად გააფრთხილეს და მათ ხელფასების დროულად გაცემა მოსთხოვეს. თანაც, სამართალდამცველ ორგანოებს დავალება მისცეს, რომ მათ ყველა ასეთ საკითხზე მკაცრი რეაგირება მოახდინონ. 

 

 

ის რომ, ინფრასტრუქტურულ პროექტებთან და სახელმწიფო ტენდერებთან დაკავშირებით პრობლემები არსებობს, „კომერსანტი" 2013 წლიდან წერს. ჩვენ არაერთხელ დაგვიწერია, რომ აუცილებელია მასზე მყისიერი რეაგირების მოხდენა. როგორც იურისტები განმარტავდნენ, ამის ძირითადი მიზეზი კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები და მოძველებული ნორმები იყო, რომელიც საბაზრო ეკონომიკის პირობებში წარმოქმნილ თანამედროვე გამოწვევებს ვერ პასუხობდა. დღეს კი ხელისუფლება „ჯოხს" კომპანიებზე „ტეხავს", რაც იმაზე მიანიშნებს, რომ საკუთარ პასუხისმგებლობას გაურბის.

 

 

პასუხისმგებლობა კი ნაწილობრივ საკუთარ თავზე მთავრობამ 2015 წელს აიღო, როდესაც ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე დავით შავლიაშვილი ნოდან ჯავახიშვილმა ჩაანაცვლა. მართალია, მაშინ შავლიაშვილის გადადგომის მიზეზად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა, თუმცა ახალი მინისტრის განცხადებებმა სულ სხვა სურათი აჩვენა. დანიშვნისთანავე ნოდარ ჯავახიშვილმა განაცხადა, რომ ის უწყებაში ტენდერების საკითხს შეისწავლის და თუ დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა, ხელს არავის დააფარებს. აცხადებდა იმასაც, რომ საქმეს გააკეთებდა და თანამდებობიდან გადადგებოდა.

 


თითქმის წელიწადნახევრის განმავლობაში იკავებდა ნოდარ ჯავახიშვილი მინისტრის პოსტს, თუმცა თუ გავითვალისწინებთ პრემიერ-მინისტრის ბოლო განცხადებას, ცხადი ხდება, რომ ჯავახიშვილმა „საქმე" ვერ გააკეთა და ამ სფეროშო პრობლემები რეალურად ვერ მოაგვარა.

 

ასეთ დროს კი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან იმაზე საუბარი, რომ კერძო კომპანია საკუთარ თანამშრომლებს ხელფასის გაცემას უგვიანებს, არასწორია. რა თქმა უნდა, მიუღებელია, როდესაც დასაქმებულისთვის შრომის ანაზღაურების გაცემა გვიანდება, თუმცა ეს დამქირავებლის და დაქირავებულის სამართლებრივი ურთიერთობაა და ამ საკითხში ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების ჩარევა არ უნდა ხდებოდეს.

 

ინფრასტრუქტურული პროექტებში პრობლემების არსებობას კი 3 ძირითადი მიზეზი აქვს. პირველი - ხშირ შემთხვევაში ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების შესახებ პროექტი არის უხარისხოდ და არაპროფესიონალურად გაკეთებული, რაც შემსრულებელ კომპანიებს სერიოზულ პრობლემებს უქმნის.  მეორე - ასევე ხშირია შემთხვევები, როდესაც კომპანიები დაგვიანებით იღებენ ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების თანხებს. კერძოდ, კომპანია, როდესაც ასრულებს სამუშაოების ერთ ფაზას, ის ანგარიშს წარადგენს დამკვეთთან, რის შემდეგაც მან ბიუჯეტიდან თანხის მეორე ნაწილი უნდა მიიღოს, თუმცა სახელმწიფო ფულის გაცემას აგვიანებს, რა დროსაც კომპანია იძულებულია საკუთარი თანხით გააგრძელოს მუშაობა ან დროებით გაჩერდეს და დაელოდოს თანხის მიღებას. მესამე მიზეზი ტენდერების დაბალი ფასებით მოგებაა. ხშირად ყოფილა საუბარი, რომ ელექტრონული ტენდერები არის ისეთი პირობებით შედგენილი, რომ ტენდერს კომპანია მხოლოდ ფასის მიხედვით იგებს. დარგის სპეციალისტები ამას ნეგატიურად აფასებენ და აცხადებენ, რომ ეს პრობლემებს უქმნის როგორც კომპანიებს და სამუშაოებზე დასაქმებულ ადამიანებს, ასევე სახელმწიფოს.

 

ეს არის ის ძირითადი 3 მიზეზი, რაზეც წლებია „კომერსატი" წერს და რის შეცვლასაც ხელისუფლებას სპეციალისტებთან ერთად მოვუწოდებთ. თუმცა ამაოდ, რადგან ხელისუფლება ხელს ისევ სხვისკენ იშვერს და პრობლემას სულ სხვაგან ეძებს. პრემიერ-მინისტრის განცხადებაც ხელფასებთან დაკავშირებით იყო არაკვალიფიციური. იმის მაგიერ, რომ სახელმწიფო სტრუქტურებში ვინმემ გაანალიზოს, თუ რა ხდება რეალურად სახელმწიფო ტენდერებთან დაკავშირებით, რომელსაც არაერთი კომპანიის გაკოტრება მოჰყვა, ისევ კომპანიებს ადანაშაულებენ. მართალია, ბრალი შესაძლოა, მათაც მიუძღვოდეთ, თუმცა მხოლოდ ნაწილობრივ. ხელისუფლება კი ვალდებულია, რომ პრობლემამ, რომელმაც წლებია ტენდენციის სახე მიიღო, მოაგვაროს, ამასთან, გაანალიზოს მიზეზები და შექმნას ისეთი სამართლებრივი გარემო, რაც ზედმეტ დაძაბულობას აარიდებს თავს ყველას, მათ შორის, დამკვეთსაც, შემსრულებელსაც და დაქირავებულსაც.

 

 

 



თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი
access_time2020-07-03 16:30:44
„კომერსანტი“ გთავაზობთ ინტერვიუს სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ს გენერალურ დირექტორ ზურაბ შავლაყაძესთან -რა კვადრატულობის საოფისე ფართების ქირავნობა არის შესაძლებელი სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ში? -“ქარვასლა’’-ში მეორე...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-03 21:30:18
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.თუ ღვინო ყურძნისგან გაკეთდება და ხარისხის პრობლემა მოგვარდება, რთველის სუბსიდირება საჭირო აღარ იქნება - ირაკლი იაშვილი კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“...

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?
access_time2020-07-03 18:00:58
იმედი, რომ ახალი „შრომის კოდექსი“, რომელზეც ახლა პარლამენტში მსჯელობენ, არსებულზე გაცილებით სრულყოფილი და ევროპულ სტანდარდარტებთან მიახლოებული იქნებოდა, ნელ-ნელა უქრებათ მშრომელთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს.კომიტეტებში კანონპროექტის განხილვისას გამოჩნდა, რომ უმრავლესობაში არსებობს წინააღმდეგობა კანონში არაერთი ჩანაწერის მიმართ.კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია უკვე საგრძნობლად შეცვლილი და როგორც სამოქალაქო სექტორი ამბობს, „დაჩეხილია“. თუმცა მთავარი...

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“
access_time2020-07-03 13:50:14
გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ გრანთ თორნთონ საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი უსანეთაშვილმა საქართველოს მობილური ბაზრის კვლევის შედეგებზე ისაუბრა. ჩვენ შევაფასეთ მობილური ბაზრის მთავარი ინდიკატორები : აბონენტთა რაოდენობა ,შეღწევადობა, რაც გულისხმობს, აქტიური სიმბარათების ჯამურ რაოდენობას, შეფარდებული მოსახლეობასთან,ასევე საშუალო შემოსავალი ერთ აბონენტზე. აბონენტთა რაოდენობით, საქართველო ევროპაში 26-ე ადგილზეა. 2019 წლის...

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა
access_time2020-07-03 16:00:19
სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთის საერთო სიგრძე 51.5 კმ-ია, პროექტი 4 ლოტად ხორციელდება და დაფინასების წყარო ევროპის საინვესტიციო ბანკია (EIB). აღნიშნული გზის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. უნდა აღინიშნოს, რომ სამტრედია-გრიგოლეთის გზის ოთხივე მონაკვეთის მშენებლობა შეფერხებით მიმდინარეობდა. განსაკუთრებით პრობლემური გზის მეორე მონაკვეთი აღმოჩდა, სადაც პროექტის დასრულების შემდეგ გზაზე ჯდენები წარმოიშვა, რამაც გზის საფარის მოწყობა შეაფერხა და შესაბამისად,...


მსგავსი სიახლეები

up