"ბლუმბერგის" რისკების რუკაზე საქართველო მაღალი რისკების მქონე ქვეყნებს შორის დასახელდა

"ბლუმბერგის" რისკების რუკაზე საქართველო მაღალი რისკების მქონე ქვეყნებს შორის დასახელდა

access_time2017-01-25 20:30:47


ამერიკული გამოცემა „ბლუმბერგი" გლობალური რისკების რუკას აქვეყნებს. გამოცემა მსოფლიოს ქვეყნების წინაშე არსებულ საფრთხეებს აფასებს, რომელსაც ქვეყნები მიმდინარე წელს დაუპირისპირდებიან.
გამოცემის ინფორმაციით, ქვეყნების რისკის რუკა ეყრდნობა 29 ინდიკატორს, მათ შორის ინვესტორთა წინაშე არსებულ ფინანსურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ რისკებს.

 

რუკაზე „ბლუმბერგი" გამოყოფს ოთხ ძირითად კომპონენტს - რეზერვებს, უმუშევრობას, ინფლაციას და სავალუტო რყევებს კონკრეტულ ქვეყანაში. საერთო რისკის მაჩვენებელი 0-დან 100-მდე შკალით ფასდება. რაც უფრო მაღალია ეს მაჩვენებელი, მით უფრო ნაკლებია ქვეყანაში რისკის დონე.

 

საქართველო „ბლუმბერგის რისკების რუკაზე" მაღალი რისკების მქონე ქვეყანაში მოხვდა 11,6 ქულით.

 


რუკის მიხედვით, საქართველოში უმუშევრობის რისკ ფაქტორი 11,4%-ით შეფასდა, ინფლაციის კი 4,4%-ით.

 


მაღალი რისკების ქვეყნებს შორის ასევე მოხვდა პაკისტანი, დომინიკას რესპუბლიკა, შრი ლანკა, ეგვიპტე, მონღოლეთი, კენია, განა, პარაგვაი, ტუნისი, ეკვადორი, ელ სალვადორი, ნიგერია, ჰონდურასი, ტანზანია და ვენესუელა.

 

რაც შეეხება ჩვენს მეზობელ ქვეყნებს - რუსეთი საშუალო რისკების ქვეყნებს შორის მოხვდა, უკრაინა და თურქეთი კი შედარებით მაღალი რისკების ქვეყნებს შორის.

 

ყველაზე დაბალი რისკების მქონე ქვეყნების პირველ ხუთეულში არიან ნორვეგია, შვეიცარია, შვედეთი, ჰონგ კონგი და გერმანია.

 

 

 

 

bpn.ge



m²-მა 1 000 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა

m²-მა 1 000 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა
access_time2020-04-03 17:30:50
m²-მა 1 000 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა. m²...

3 აპრილი - ქართული ლარი და სომხური დრამი გამყარდა, თურქული ლირა კი გაუფასურდა

3 აპრილი - ქართული ლარი და სომხური დრამი გამყარდა, თურქული ლირა კი გაუფასურდა
access_time2020-04-03 19:30:08
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან...

„აგარის შაქარი“ მუშაობას 1 ივნისიდან განაახლებს

„აგარის შაქარი“ მუშაობას  1 ივნისიდან განაახლებს
access_time2020-04-03 17:30:24
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობასთან მოლაპარაკებით და მხარდაჭერით „აგარის შაქრის ქარხანა“ კონსერვაციის რეჟიმიდან გადადის სარემონტო სამუშაოებზე და იწყებს მზადებას სრული დატვირატვით ასამუშავებლად“-ამის შესახებ „კომერსანტთან“ ქარხნის ხელმძღვანელმა ალხან ალიზადემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, ქარხანა სრულად ფუნქციონირებას 1 ივნისიდან...

„კლინიკები მას შემდეგ ჩაერთვებიან კორონავირუსთან ბრძოლაში, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება“

„კლინიკები მას შემდეგ ჩაერთვებიან კორონავირუსთან ბრძოლაში, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება“
access_time2020-04-03 16:25:10
ქვეყანაში სიტუაცია ყოველდღიურად მძიმდება, კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები  საგრძნობლად იზრდება. სწორედ ამიტომ, ჯანდაცვის სამინისტრომ პრემიერისგან მიიღო დავალება, რომ უახლოესი 2 დღის განმავლობაში ჰოსპიტალური სექტორის ძირითადი კლინიკების სრული მზაობა შემოწმდეს. კორონავირუსის მასობრივ გავრცელებასთან საბრძოლველად ემზადება სახელმწიფო და ემზადება ჰოსპიტალური...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-04-03 21:30:24
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.„ნორმალურ მთავრობას რაღაც დონის კრიზისული გეგმა ამ დრომდე უნდა მიეღო“ კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან ერთი თვეზე მეტი გავიდა, მოსახლეობა ამ დრომდე ელოდება დოკუმენტს, თუ როგორ აპირებს ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური შოკის შემსუბუქებას საქართველოს მთავრობა. მიუხედავად იმისა,...


მსგავსი სიახლეები

up