"ბლოკჩეინის მეშვეობით აღარ იქნება საჭირო ნოტარიუსებთან და იურისტებთან სიარული და დამატებითი სახსრების ხარჯვა"

"ბლოკჩეინის მეშვეობით აღარ იქნება საჭირო ნოტარიუსებთან და იურისტებთან სიარული და დამატებითი სახსრების ხარჯვა"

access_time2017-02-19 08:58:18

საქართველოში ინფორმაციას უძრავი ქონებისა და ბიზნესის შესახებ უახლესი ტექნოლოგიებით დაიცავენ. იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უძრავი ქონების ბლოკჩეინ სისტემით რეგისტრაციის საპილოტე პროექტის განხორციელება დაიწყო. საჯარო რეესტრსა და BitFury Group-ს შორის შესაბამის მემორანდუმს მოეწერა ხელი. რეგისტრაციის პროცესი უახლესი ტექნოლოგიით იქნება დაცული, რაც პროცესის უსაფრთხოებას, გამჭვირვალობასა და სანდოობას უზრუნველყოფს. ამავდროულად, ქონების ყიდვა-გაყიდვა კიდევ უფრო მოქნილი გახდება, ქვეყანაში კი ეკონომიკური განვითარების ახალი პოტენციალი გაჩნდება, - თემის დეტალებით გადაცემაში ''საქმიანი დილა" ფინანსისტი ეფრემ ურუმაშვილი საუბრობს.

 

-ბატონო ეფრემ, ბლოკჩეინ სისტემების განვითარების რა ეტაპზე ვართ ამჟამად?

 

-მოსალოცია, რომ საქართველო მსოფლიოში, როგორც პირველი ინოვატორი ქვეყანა, შედგა და საჯარო რეესტრში BitFury Group-სა და ეროვნული საჯარო რეესტრის ხელმძღვანელის ხელმოწერიდან, დაახლოებით 10 წუთში ამის შესახებ საერთაშორისო Forbes-მა ისაუბრა, რაც ძალიან საამაყოა. საღამოს უკვე ამერიკის საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა გააკეთა მიმოხილვა იმის შესახებ, რომ საქართველო პირველია მსოფლიოში უძრავი ქონების აღრიცხვის კუთხით. ეს გასულ კვირას ორი პოზიტიური მესიჯი იყო, რადგან თვითონ ის ფაქტი, რომ საერთაშორისო Forbes-ი და ''ნასტაგი" აპელირებენ იმაზე, რომ ყველაზე ინოვატორული მთავრობა და ყველაზე ინოვატორიული ქვეყანა ბლოკჩეინთან მიმართებაში საქართველოა და ეს ყველაზე დიდი რეკლამა და კარგი საშუალებაა საერთაშორისო დონეზე, რომ მსოფლიო მასშტაბის ინვესტორებმა დაინახონ. ამ ორმა ინსტიტუტმა, რომელსაც ამ კონტინენტზე არაფერი აქვს, თანმიმდევრულად გააკეთა ერთნაირი შინაარსის განცხადება, რომ საქართველო ინოვაციური ტექნოლოგიების ქვეყანაა. ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო რამ იყო, როდესაც ასეთი საერთაშორისო დონის ინსტიტუტები პრომოუშენს გვიკეთებენ და ეს მსოფლიოს ინოვაციურ ბაზარზე მყოფი მსხვილი კომპანიებისთვის პირდაპირ მესიჯი იყო, რომ ჩვენი ქვეყნისკენ გამოიხედონ და დაინახონ ის დიდი შესაძლებლობები, რაც ჩვენ სხვა ქვეყნებთან მიმართებაში გვაქვს.

 

-ამ მემორანდუმს სავარაუდოდ კონკრეტული ხელშეკრულებები მოჰყვება საჯარო რეესტრსა და BitFury Group-ს შორის?

 

-რა თქმა უნდა. აქ საკითხს ორი მიმართულებით უნდა შევხედოთ. ერთი ის, რომ თვითონ საჯარო რეესტრმა დააანონსა, რომ BitFury Group-თან ურთიერთობის მეორე ეტაპს იწყებს და BitFury Group-ი იქნება ის კომპანია, რომელიც მსოფლიოში და საქართველოში პირველად ბლოკჩეინზე სმარტ-კონტრაქტების ე.წ. ''ჭკვიანი კონტრაქტების" დანერგვას სისრულეში მოიყვანს, რაც იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით 40-მდე კონტრაქტი, რომელსაც ყოველდღიურობაში ვხვდებით, როდესაც საქმე საჯარო რეესტრთან გვაქვს, ანუ საკუთარ უფლებებთან, ეს იქნება ბიზნეს რეგისტრაციის კუთხით და ასევე ქონების რეგისტრაციის კუთხით. მაგალითისთვის, ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, წილის გასხვისების ხელშეკრულება, რომლებიც ერთი შეხედვით მარტივი ხელშეკრულებებია და დაახლოებით 40-მდე ასეთი შაბლონური ხელშეკრულება იქნება, რომლის დადასტურებასაც მხარეები განახორციელებენ ბლოკჩეინის მეშვეობით უსწრაფესად და უსაფრთხოდ და აღარ იქნება საჭირო ნოტარიუსებთან და იურისტებთან სიარული, კონსულტაციების მიღება და დამატებითი სახსრების ხარჯვა და ა.შ. ურთიერთობები ძალიან მარტივად, უსწრაფესად, უსაფრთხოდ და იაფად დალაგდება და რაც მთავარია, ყველაზე დაცულად გაკეთდება. ეს ის ახალი სუნთქვა იქნება, რომელიც ინოვაციურობის ხარისხს სჭირდება. სმარტ-კონტრაქტები ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა, რომელიც მსოფლიოში ვითარდება. ეს ის მიმართულებაა, როდესაც მხარეებს შორის შუამავალი საჭირო აღარ არის. 21-ე საუკუნის ეკონომიკა სიმარტივისკენ მიდის და ეს სიმარტივე გულისხმობს, ტრანზაქციები რაც შეიძლება მოკლე დროში და მარტივად განახორციელონ. რაც საჯარო რეესტრმა ზუსტად ასეთი კონტრაქტების მეორე ეტაპი დააანონსა. ამ საკითხზე ჩვენ ერთად ვმუშაობთ, ეს მიმართულება ჩვენ გასული წლის მაისში დავიწყეთ და არავის არ ეგონა თუ ასე მოკლე ვადებში წარმატებით დავასრულებდით. მეორე თემა, რაზეც ხაზი მინდა გავუსვა ის არის, რომ ვფიქრობ, სახელმწიფო უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს ამ კუთხით. აუცილებელია, მესამე თაობის რეფორმები საგადასახადო რეესტრში და ეს უშუალოდ უნდა ეხებოდეს ინოვაციური კუთხით არსებულ ბიზნესებს და მათ შორის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას. ეს მომსახურების ექსპორტის დღგ-სა და მოგების გადასახადისგან სულად გათავისუფლებაა. დაახლოებით ორი კვირის წინ ფინანსთა მინისტრი იმ კომპანიას შეხვდა, რომელიც Google-ს უწევს სარეკლამო მომსახურებას. ეს კომპანია ჩვენი კლიენტია და ჩვენ გავუკეთეთ იურიდიული მომსახურება, რომ მათ ამ შეღავათით ესარგებლათ, რადგან საგადასახადო კოდექსში საკმაოდ რთულად არის გაწერილი. ეს წინასწარი გადაწყვეტილებაა და როდესაც ფინანსთა სამინისტრომ ის დაინახა, რაზეც ჩვენ აქამდე ვსაუბრობდით, რაც კოდექსში არ წერია და ასე უნდა იყოს, ზუსტად ამაზე მოხდა, რომ ეს რეკლამა დღგ-თი არ იბეგრება და თუნდაც ის, რომ დღეს Google-ი სარგებლობს ქართული კომპანიის სარეკლამო მომსახურებით, ეს უპრეცედენტოა. ამ თვალსაზრისით კვირის დასაწყისში მე შეხვედრა მქონდა Microsoft-ის წარმომადგენლებთან. მათ საქართველოში აქვთ ოფისი და ეს ფაქტი უკვე იმას ცხადყოფს, რომ ამ კუთხით მართლაც საინტერესო ქვეყანა ვართ და ის რეფორმები, რაც მაინც გასატარებელია საგადასახადო კოდექსში აუცილებლად უნდა გატარდეს, რადგან როდესაც ინვესტორები შემოდიან ქვეყანაში პირველი რასაც აკეთებენ, ნახულობენ იმას თუ რა საგადასახადო რეგულაციებში მოუწევთ ცხოვრება და რამდენად გარანტირებულად იქნებიან დროში. ერთ ფაქტს მინდა გამოვეხმაურო, პარლამენტიდან ჩემი მეგობრები დამიკავშირდნენ, ისინი ექსპორტის მომსახურების გადასახადებისგან გათავისუფლების ინიციატივით დაინტერესდნენ, განვიხილეთ და დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტი ამ კუთხით აქტიური იქნება, რადგან ეს რეალურად ერთ-ერთი ძირითადი ნიშაა, რითიც შეიძლება ჩვენი ქვეყნის სწრაფი განვითარება მოხდეს. მართლაც, ეს ჩვენი ქვეყნის განვითარების ახალ ეტაპს უმოკლეს დროში მოიტანს. ახალი პოტენციალი გაიხსნება საექსპორტო ბაზის ნაწილში რომ ახალი ბაზრების ათვისება მოხდეს. ვფიქრობ, რომ მომდევნო კვირაში უკვე სტუმრებთან ერთად გესტუმრებით, რომლების Microsoft-დან იქნებიან და ერთად უფრო ბევრს ვისაუბრებთ იმ პოტენციაზე და შესაძლებლობებზე, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს, თუნდაც იმ მოცემულობაში, რომელშიც დღეს ვიმყოფებით.


"ბიზნესკონტრაქტი"

 



იპოთეკური სესხის სუბსიდირება მეორად ბინებს არ შეეხება-ვახტანგ ბუცხრიკიძე

იპოთეკური სესხის სუბსიდირება მეორად ბინებს არ შეეხება-ვახტანგ ბუცხრიკიძე
access_time2020-05-28 19:16:24
ახალი, სუბსიდირებული იპოთეკური სესხებით სარგებლობას მოქალაქეები „თიბისიში“ ივნისის შუა რიცხვებიდან შეძლებენ. ამის შესახებ „თიბისის“ დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისივე თქმით, სესხების გაცემის დასაწყებად ტექნიკური სამუშაოებია დარჩენილი, რასაც დაახლოებით, 1-2 კვირა დასჭირდება, შესაბამისად, ივნისის შუა რიცხვებში ბანკი მზად იქნება, რომ სესხები გასცეს. „ბოლო 3 კვირის განმავლობაში...

28 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

28 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-05-28 19:00:55
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.    ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 28 მაისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი მცირედით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის...

„ნატახტარი“ ბაზარზე 1 კვირაში მწვანე ლაიმის შეცველობის ლუდს გამოიტანს

„ნატახტარი“  ბაზარზე 1 კვირაში მწვანე ლაიმის შეცველობის ლუდს გამოიტანს
access_time2020-05-28 18:45:57
„ნატახტარი“ პროდუქციის ასორტიმენტს აფართოებს. კომპანია დაახლოებით ერთ კვირაში ბაზარზე მწვანე ლაიმის შემცველობის ლუდს გამოიტანს. როგორც „კომერსანტს“   „ნატახტარის“ კორპორატიულმა   დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა განუცხადა,ლუდის სეზონზე მნიშვნელოვანი იქნება ისიც, რომ „ნატახტარი“  არსებულ სასმელებზე, კომპანია  ფასებს დააკორექტირებს.    „განახლებული პროდუქციით  ვგეგმავთ გამოვჩნდეთ ბაზარზე და დავიწყოთ ლუდის სეზონი, წინა წელს...

ირაკლი ბურდილაძე - უძრავ ქონებაზე ფასების გაზრდა ან გაყიდვების შემცირება მოსალოდნელი არ არის

ირაკლი ბურდილაძე - უძრავ ქონებაზე ფასების გაზრდა ან გაყიდვების შემცირება მოსალოდნელი არ არის
access_time2020-05-28 16:38:06
მთავრობის მიერ წარდგენილი დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმა არის ყოვლისმომცველი და ძალიან კარგად დაბალანსებული, – ამის შესახებ კომპანია „საქართველოს უძრავი ქონება m2“-ის ხელმძღვანელმა, ირაკლი ბურდილაძემ განაცხადა, რომელიც გეგმის პრეზენტაციას დაესწრო. მისი თქმით, ეკონომიკას სტიმულირება ნებისმიერი კრიზისის დროს სჭირდება. „მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, თბილისის მერიასა...

ფრონტერა მოქმედებს როგორც არაკეთილსინდისიერი ბიზნეს სუბიექტი-ნავთობის და გაზის კორპორაცია

ფრონტერა  მოქმედებს როგორც არაკეთილსინდისიერი ბიზნეს სუბიექტი-ნავთობის და გაზის კორპორაცია
access_time2020-05-28 16:15:17
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია (სნგკ/კორპორაცია) ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსთან (ნგსს/სააგენტო) ერთად მოუწოდებს ,,ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენს“, თავი შეიკავოს არაკეთილსინდისიერი ქმედებებისგან, საარბიტრაჟო განხილვის რეალური შედეგების საწინააღმდეგო ცნობების გავრცელებისგან და ამ გზით სამართლებრივი დავისთვის პოლიტიკური სახის მიცემისგან. აქვე, „ფრონტერამ“ პატივი უნდა სცეს მხარეთა მიერ შეთანხმებული დავების განმხილველი ინსტიტუტის -...


მსგავსი სიახლეები

up