"ბიუ ბიუ"–ს მწარმოებელი "ჩირინა"ქათმის სოსისებს და ძეხვებს გამოუშვებს

"ბიუ ბიუ"–ს მწარმოებელი "ჩირინა"ქათმის სოსისებს და ძეხვებს გამოუშვებს

person access_time2016-10-07 10:00:00

კომპანია „ჩირინა", რომელიც პროდუქციას „ბიუბიუს" ბრენდით უშვებს მომავალი წლიდან სოსისებისა და ძეხვების წარმოებას იწყებს. კომპანიის დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძე რადიო „კომერსანტთან" აცხადებს, რომ ამ ეტაპზე სოსისების სატესტო წარმოებაა დაწყებული თუმცა მომავალი წლიდან პროცესი უფრო მასშტაბური გახდება.



„ საჭიროა ახალი დანადგარების შეძენა, დამატებითი ინვესტიციის ჩადება დაახლოებით 3,5-4 მილიონი დოლარის ოდენობით. თანხის ნაწილის სესხი, ნაწილი კი კომპანიის ფინანსები იქნება" განმარტავს ვაშაკიძე.



მისივე თქმით, ამჟამად წარმოების მოცულობა ყოველთვიურად 1300 ტონაა თუმცა იგეგმება 600 ტონით გაზრდა და ახალი ქარხნის მშენებლობა თუმცა ტერიტორია ჯერ შერჩეული არ არის.




„ჩირინას" ხელმძღვანელი ამბობს, რომ პარალელურად ვითარდება სადისტრიბუციო ქსელი, გაყინული პროდუქცია მთელს საქარველოს მიეწოდება, ნედლი პროდუქციის ჯიხურები კი ხაშურამდეა გახსნილი და მიმდინარე თვეში ქუთაისში 4 ახალი ჯიხური დაემატება.



„ჩირინა"კიდევ ერთ ბრენდის  "პომონოს" მფლობელია, რომელიც ბაზარზე გასულ წელს გამოჩნდა და ძირითადად ვაშლისა და მსხლის წარმოებაზეა ორინეტირებული ვაშაკლიძე ამბობს, რომ წელს 600 ტონა მოსავალი მიიღეს, რომელიც მაცივრებში შეინახება და შემდეგ ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება.



კომპანია „ჩირინა" ქართულ ბაზარზე 2013 წელს გამოჩნდა. მისი ბრენდი „ბიუ-ბიუ" ამიერკავკასიაში ყველაზე მასშტაბური მეფრინველეობის კომპლექსია.


 




კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო
access_time2020-07-11 19:00:04
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან საინვესტიციო ფონდ...

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა
access_time2020-07-11 18:00:17
ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...


მსგავსი სიახლეები

up