"ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ საქართველო გააღარიბა"

"ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ საქართველო გააღარიბა"

person access_time2017-03-23 14:15:28

"მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი ზვიად ხორგუაშვილი მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნების" ეკონომიკურმა პოლიტიკამ საქართველოს ეკონომიკა მძიმე დღეში ჩააგდო.

 

 

"გადასახადების ზრდამ, ბიზნესის რეგულაციებით დახრჩობამ და სხვა მავნებლურმა ნაბიჯებმა ქვეყნის ზრდის ტემპი კატასტროფულად შეამცირა და ამ მთავრობის პირობებში საქართველოს განვითარების პერსპექტივა მოუკლა. 2012 წელს საქართველოს მშპ 14.4 მილიარდი აშშ დოლარი იყო, ხოლო 2016 წელს ეს რიცხვი 14.3 მილიარდი აშშ დოლარია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ საქართველო გააღარიბა.

 

 


აღსანიშნავია ისიც, რომ ინვესტორები და ქვეყნის ეკონომიკით დაინტერესებული პირები სწორედ დოლარში უყურებენ ქვეყნის ეკონომიკას და მოცემული რიცხვები მათთვის უარყოფითი სიგნალია. ხელისუფლების ინფორმაციით 2016 წელს საქართველო 2.7%-ით გაიზარდა, რაც საქართველოსნაირი განვითარებადი ქვეყნისთვის ძალიან დაბალი მაჩვენებელია. აღსანიშნავია ისიც, რომ 2017 წლის 30 იანვარს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2016 წლის ეკონომიკური ზრდა 2.2% იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ან მაშინ ვერ დაითვალეს სწორად რიცხვები, ან ეხლა ვერ ითვლიან, რადგან 0.5% პუნქტიანი სხვაობა არც ისე დაბალია.

 

 

ამის მიუხედავად, მოცემული რიცხვები საქართველოსთვის ძალიან მძიმე ვითარებას ასახავს. 2.7%-იანი ეკონომიკური ზრდა პრაქტიკულად ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკა არ იზრდება, რადგან მოცემული ზრდით, მაგალითად, 2016 წელს ჩვენ ვიქნებით უფრო ღარიბები, ვიდრე დღეს არიან სურინამი, გრენადა, თურქმენეთი და აზერბაიჯანი, ხოლო ჩამოთვლილი ქვეყნები 2030 წლისთვის ბევრად მდიდრები იქნებიან, ვიდრე საქართველო იქნება",-განაცხადა ზვიად ხორგუაშვილმა.

 

 

 



საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა

საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა
access_time2021-06-14 17:46:59
თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ელექტრომომარაგება, სისტემური ავარიის შემდეგ, მთლიანად აღდგა. ამის შესახებ საქართველოს "სახელმწიფო ელექტროსისტემაში"...

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2021-06-14 18:00:57
14 ივნისის ვაჭრობაზე დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 7 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 112 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 14 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.2040 ლარი გახდა (ეს კურსი 15 ივნისს შევა ძალაში). ქართული ვალუტით ვაჭრობა Bloomberg-ზე...

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები
access_time2021-06-14 16:50:28
ნატო–ს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არავითარი თარიღები და შესაძლო ვადები არ დასახელდება, მხოლოდ დადასტურდება, რომ ნატო–ს კარი ღიაა და ამ პროცესში რუსეთს ვეტოს უფლება არ გააჩნია. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიის მარშალის ცენტრში ონლაინ–დისკუსიის დროს განაცხადა, რომელიც ნატო–ს სამიტის დაწყებას უძღოდა წინ. „საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში ჩვენ ბუქარესტის სამიტზე (2008 წლის აპრილი....

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება
access_time2021-06-14 16:45:54
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი პარლამენტში მინისტრის საათზე დეპუტატებს დაეთაბნხმა, რომ  კაპიტალის ბაზარი განუვითარებელია და მხოლოდ ერთეული ტრანზაქციები ხორციელდება. მისივე თქმით, „მოწმენდილ მინდორზე კაპიტალის ბაზარი არ ვითარდება“. „ჩვენ შემოვიღეთ კაპიტალის ბაზრის დაბეგვრის ძალიან ლიბერალური რეჟიმი. პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით ჩვენ გავანულეთ განაკვეთები. დავხვეწეთ საკანონმდებლო გარემო და მივუახლოვეთ საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს. საპენსიო რეფორმით შევქმენით...

ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე 10 კომპანია და მათი მფლობელები

ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე 10 კომპანია და მათი მფლობელები
access_time2021-06-14 15:30:31
„კავკასიის ავტოიმპორტი“, „ბეთლაივი“, „ავიატორი“, „სოკარ ჯორჯია გაზი“, „ენერგო-პრო ჯორჯია“, ეს იმ კომპანიების ნაწილია, რომელთაც 2021 წლის I კვარტალში ყველაზე დიდი ბრუნვა ჰქონდათ.   „ბიზნესპრესნიუსი“ ავრცელებს ინფორმაციას, ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე ტოპ-10 კომპანიის შესახებ:   შპს კავკასიის ავტოიმპორტი - სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანია...


მსგავსი სიახლეები

up