"ბედნიერების ინდექსში" საქართველოს პოზიციები გაუმჯობესდა

"ბედნიერების ინდექსში" საქართველოს პოზიციები გაუმჯობესდა

person access_time2016-03-17 14:40:28

საქართველომ ბედნიერების ინდექსის მიხედვით მსოფლიოს 156 ქვეყანას შორის 126-ე ადგილი დაიკავა. შესაბამისი ანგარიში გაერო-ს "მდგრადი განვითარების გადაწყვეტის ქსელმა" გამოაქვეყნა. 

 

კვლევის თანახმად, 2015 წელთან შედარებით საქართველო ბედნიერების ინდექსის მიხევდით დაწინაურდა და პოზიცია 4 პუნქტით გაიუმჯობესა.

 

2016 წლის ბედნიერების ინდექსის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქვეყანა დანიაა. ამ მხრივ მეორე ადგილი შვეიცარიამ დაიკავა. ხუთეულში ასევე შევიდნენ ისლანდია, ნორვეგია და ფინეთი. ათეულში კი კანადა, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ავსტრალია და შვედეთი. რაც შეეხება აშშ-ის, იგი მე-13 პოზიციას იკავებს წელს, გერმანია კი მე-16-ს.


 

კვლევის მიხედვით, ყველაზე ნაკლებად ბედნიერი ქვეყანა ბურუნდი აღმოჩნდა, რომელიც მწვავე პოლიტიკურ კრიზისს განიცდის. მას მოჰყვება სირია, სადაც სამოქალაქო ომი უკვე ხუთი წელია მიმდინარეობს.

 

რაც შეეხება ჩვენს მეზობელ ქვეყნებს, ყველა მათგანი ბედნიერების ინდექსის მიხედვით, საქართველოს რეიტინგში უსწრებს. კერძოდ, 2016 წლის კვლევის მიხედვით, რუსეთი 56-ე, მოლდოვა 55-ე, უკრაინა 123-ე, თურქეთი 78-ე, აზერბაიჯანი 81-ე, ხოლო სომხეთი 121-ე ადგილას გავიდა.



„გაუგებარია, რატომ ახდენს ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური ბიზნესის მოგების დემონიზაციას“

„გაუგებარია, რატომ ახდენს ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური ბიზნესის მოგების დემონიზაციას“
access_time2019-12-09 17:00:10
„ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რატომ ახდენს  ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური  ბიზნესის მოგების დემონიზაციას, მითუმეტეს, როდესაც სამედიცინო დაწესებულების მოგების მარჟა არის საკმაოდ დაბალი“,- ასე აფასებს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას კლინიკა „პინეო სამედიცინო ეკოსისტემის“ დირექტორი იაგო კალანდაძე. ტელეკომპანია იმედის ეთერში ეკატერინემ ტიკარაძემ განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია, ჯანდაცვა განიხილოს როგორც მომგებიანი...

„სოკარის“ ეკონომიკური ექსპანსია ქართულ ენერგეტიკაში

„სოკარის“ ეკონომიკური ექსპანსია ქართულ ენერგეტიკაში
access_time2019-12-09 15:45:00
აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია”სოკარი” ქართულ ბაზარზე უკვე მრავალი წელია ოპერირებს. “სოკარი” მულტინაციონალური კომპანიაა და ის საქართველოს გარდა 5 სხვა ქვეყანაშია წარმოდგენილი. კომპანია საქართველოში”სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი”-ს სახელით 2006 შემოვიდა და მას შემდეგ არაერთ დარგში ოპერირებს. კომპანია პირველ ეტაპზე მხოლოდ ბენზინისა და დიზელის იმპორტს და რეალიზაციას ეწეოდა, თუმცა სხვადასხვა დროს სასათბურე პირობებითა, თუ კანონის გვერდის ავლით, მისი...

რუსეთი სპორტული ოლიმპიადებიდან და მსოფლიო ჩემპიონატებიდან მოხსნეს

რუსეთი სპორტული ოლიმპიადებიდან და მსოფლიო ჩემპიონატებიდან მოხსნეს
access_time2019-12-09 14:42:26
მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ (WADA) რუსეთს საერთაშორისო შეჯიბრებზე, მათ შორის ოლიმპიადებსა და მსოფლიო ჩემპიონატებზე 4 წლით აუკრძალა მონაწილეობის მიღება.ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია WADA-ს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. შესაბამისობის კომიტეტის რეკომენდაცია ერთხმად დაკმაყოფილდა,- ნათქვამია...

ლონდონში რუსი მილიარდერის ღვინის მაღაზია „ჰედონიზმში“ „ბადაგონის“ და „ლაგვინარის“ ღვინოები 20-50 ფუნტად იყიდება

ლონდონში რუსი მილიარდერის ღვინის მაღაზია „ჰედონიზმში“ „ბადაგონის“ და „ლაგვინარის“ ღვინოები 20-50 ფუნტად  იყიდება
access_time2019-12-09 18:15:33
ლონდონში, მილიარდერ ევგენი ჩიჩვარკინის ღვინის მაღაზია „ჰედონიზმში“ „ბადაგონის“ და „ლაგვინარის“ ღვინოები შედის. ამის შესახებ „კომერსანტს“ დიდ ბრიტანეთში მცხოვრებმა ქართველმა ბიზნესმენმა ბერდია ყამარაულმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, Cenimex-Georgian Wine Club (London)-სენიმექსი-ლონდონის ქართული ღვინის კლუბი დიდი ბრიტანეთში ქართული ღვინის ექსპორტს ახორციელებს, ჩიჩვარკინის კომპანიის მიმწოდებელიც მისი...

ცემენტის 31 სახეობიდან სტანდარტს მხოლოდ 9 აკმაყოფილებს

ცემენტის 31 სახეობიდან სტანდარტს მხოლოდ 9 აკმაყოფილებს
access_time2019-12-09 13:36:18
ცემენტის ბაზრაზე ბევრი კომპანიის წარმოებული პროდუქტი სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. საქართველოს ცემენტის ასოციაციის ფარული ტესტირების შედეგებნის მიხედვით, ფარული ტესტირებისთვის საქართველოს შვიდ ქალაქში მოხდა შეფუთული ცემენტის შეძენა (თბილისი, რუსთავი, მარნეული, გორი, ქარელი, ბათუმი, ქუთაისი). საერთო ჯამში შეძენილ იქნა თვრამეტი (18) მწარმოებლის პროდუქცია, საიდანაც სამი (3) იმპორტირებული თურქული მწარმოებლისაც...


მსგავსი სიახლეები

up