"ბბ კომპანის" ყავის ქარხანა მაისში გაიხსნება

"ბბ კომპანის" ყავის ქარხანა მაისში გაიხსნება

person access_time2016-04-12 11:51:32

კომპანიაბბ კომპანი" ყავის ქარხნი გახსნას მაისში გეგმავს, თუმცა ტექნიკური პრობლემების არსებობის გამო კომპანიის ფინანსური დირექტორი ზუსტ თარიღს ვერ ასახელებს. ქარხანაში მანქანა-დანადგარების დამონტაჟების პროცესი თითქმის დასრულებულია.

 

„რთულია თქმა, გახსნას მაისში ვაპირებთ თუ რაიმემ ხელი არ შეგვიშალა. „თელასმა“ ცალკე ტრანსფორმატორი უნდა დაგვიდგას და ა.შ. ბევრი ნიუანსია ჯერ დასამთავრებელი,“ _ აცხადებს ამირან გოგიტიძე ჩვენთან საუბრისას.

 

გოგიტიძის განმარტებით, ამ დროისთვის მუშაობა  სხვადასხვა ტექნიკურ საკითხზე მიმდინარეობს, გაზაფხულისთვის საქართველოში იმ იტალიური კომპანიის წარმომადგენლები ჩამოვლენ, ვისგანაცბბ კომპანიმ" მანქანა-დანადგარები შეიძინა. გოგიტიძე აცხადებს, რომ უცხოელი პარტნიორები თავად დააკვირდებიან ტექნიკის მონტაჟს, რის შემდეგაც ქარხანა ექსპლუატაციაში გაეშვება.

 

კომპანიის წარმომადგენლის თქმით, დაგეგმილია თურქულად დაფქული ყავისა და ყავის მარცვლების წარმოება დაბალი, საშუალო და მაღალი საფასო სეგმენტისთვის.

 


წარმოებული ყავა მთელ საქართველოში გაიყიდება. ქარხანა საშუალებას იძლევა წარმოებული ყავის ხარისხმა დააკმაყოფილოს ევროპის და დსთ-ს ქვეყნების ბაზრის მოთხოვნები.

 


ქარხნის აშენებისთვის 2 მილიონი დოლარის ინვესტიცია ხორციელდება, საიდანაც ერთი მილიონი დოლარიაწარმოე საქართველოს" ფარგლებში აღებული სესხია. ქარხანა დიდ დიღომში, გუდვილის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს.

 

ბბ კომპანი" 2002 წლიდან არსებობს საქართველოს ბაზარზე და ითვლება სასტუმროებისთვის, რესტორნებისთვის და კაფეებისთვის და ბარებისთვის, პრემიუმ კლასის ჩაის და ყავის ერთერთ უმსხვილეს იმპორტიორად.

 

ეს საქართველოში ყავის მწარმოებელი მესამე კომპანია იქნება. ქართულ ბაზარზე უკვე არსებობს კომპანია „ჩერი" და „საქართველოს ყავის კომპანია".

 




თანამდებობის პირების ოჯახის წევრები საჯარო სამსახურში

თანამდებობის პირების ოჯახის წევრები საჯარო სამსახურში
access_time2019-10-18 11:00:52
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” სახელმწიფო თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციები შეისწავლა და გამოავლინა შემთხვევები, როდესაც თანამდებობის პირების ოჯახის წევრები დასაქმებულნი არიან იმავე უწყებაში ან მასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ ორგანოებში ან მის საქვეუწყებო დაწესებულებებში. შემთხვევების უმეტესობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში გამოვლინდა, თუმცა მსგავსი ფაქტები გვხვდება ცენტრალურ ხელისუფლებასა და სასამართლო სისტემაში. ჩვენ ყურადღება...

ჭიათურის მაღაროში მუშა დაიღუპა - „ჯორჯიან მანგანეზის განცხადება

ჭიათურის მაღაროში მუშა დაიღუპა - „ჯორჯიან მანგანეზის განცხადება
access_time2019-10-18 08:01:19
როგორც „ჯორჯიან მანგანეზში“ აცხადებენ, 17 ოქტომბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში ჯორჯიან მანგანეზის თანამშრომელი, 29 წლის გ.ბ დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტი სანგრევი სამუშაოების დროს მოხდა. „ამ დროისთვის ჯორჯიან მანგანეზის თანამშრომლის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის. ფაქტზე გამოძიებას შსს აწარმოებს. „ჯორჯიან მანგანეზი მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და გარდაცვლილის ოჯახს და...

დევიდ ბლოსი: “პროგრეს ბანკის” შესწავლისას მასში საეჭვო ტრანზაქციები აღმოვაჩინეთ

დევიდ ბლოსი: “პროგრეს ბანკის” შესწავლისას მასში საეჭვო ტრანზაქციები აღმოვაჩინეთ
access_time2019-10-17 20:00:53
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი  არჩილ მესტვირიშვილი „თიბისი ბანკისა“ და საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს მოუწოდებს „პროგრეს ბანკში“ საეჭვო ტრანზაქციების ამსახველი დოკუმენტი, არსებობის შემთხვევაში  სამართალდამცავ ორგანოებს მიწოდოს. მესტვირიშვილის თქმით, ასეთი დოკუმენტის არსებობის შესახებ ეროვნული ბანკისთვის ცნობილი არ არის. ფულის სავარაუდო გათეთრებაზე მიუთითებს  ტელევიზია „მთავარი არხი“ და TBC ბანკის დამფუძნებელი მამუკა...

Handelsblatt: რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გამო გერმანია თვეში 700 მილიონ დოლარს კარგავს

Handelsblatt: რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გამო გერმანია  თვეში  700 მილიონ დოლარს კარგავს
access_time2019-10-17 19:00:27
საჯარიმო სანქციები ზოგჯერ აზარალებს იმასაც, ვინც ისინი შემოიღო. ეს პირველ რიგში,რუსეთის წინაამღდეგ შემოღებულ შეზღუდვებს ეხება. უკვე 5 წელია,რაც  რუსეთის წინააღმდეგ სავაჭრო და ფინანსური სანქციები  მოქმედებს, თუმცა, ბოლო დრომდე არ იყო შეფასებული მათი ზემოქმედების დონე და რუსული სანქციების  საპასუხო  შედეგები.ასევე  არ იყო დადგენილი,ყველაზე მეტად რომელი ქვეყნები...

BOG-დან „ლიბერთიში“ - ბანკის გენერალური დირექტორი შესაძლოა ვასილ ხოდელი გახდეს

BOG-დან „ლიბერთიში“ - ბანკის გენერალური დირექტორი შესაძლოა ვასილ ხოდელი გახდეს
access_time2019-10-17 17:00:21
„კომერსანტის“ წყაროს ინფორმაციით, ვასილ ხოდელი, რომელიც მიმდინარე წლის აპრილამდე „საქართველოს ბანკში“ კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო მიმართულებით გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა, „ლიბერთი ბანკის“  ტოპ-მენეჯმენტში მიდის. საუბარია, გენერალური დირექტორის პოზიციაზე, რომელსაც ხოდელი,სავარაუდოდ,  ნოემბერში დაიკავებს. აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით „კომერსანტი“ ლიბერთი ბანკს დაუკავშირდა და მათგან პასუხს ამ დრომდე...


მსგავსი სიახლეები

up