"ბავშვთა სამყარო" 6 მილიონ ლარად არის დაზღვეული

"ბავშვთა სამყარო" 6 მილიონ ლარად არის დაზღვეული

access_time2017-01-30 12:10:45

"ბავშვთა სამყარო" 6 მილიონ ლარადაა დაზღვეული. ამის შესახებ "კომერსანტთან" საუბრისას  ობიექტის კომერციულმა დირექტორმა ელგუჯა ცინცაძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, ქონება სადაზღვევო კომპანია „ალდაგში" იყო დაზღვეული.


რაც შეეხება შენობაში არსებულ საქონელს, ცინცაძე განმარტავს, რომ "ბავშვთა სამყაროს" ჰყავდა მეიჯარეები,რომლებიც კომერციულ საქმიანობას ეწეოდნენ. ცინცაძე აცხადებს, რომ მისთვის უცნობია რამდენად ჰქონდათ მოიჯარეებს საქონელი დაზღვეული. „ეს ინდივიდუალურია, შეიძლება ჰქონდათ შეიძლება არა"-აცხადებს ცინცაძე.

 

გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოს ობიექტით ჰიპერმარკეტების ქსელი "კარფური" იყო დაინტერესებული, ცინცაძე განმარტავს, რომ ობიექტის მიმართ კომერციულ ინტერესს "კარფური" არა, თუმცა 1 წლის წინ ტექნიკის მაღაზიათა ქსელი "ელიტ ელექტორინქსი" გამოხატავდა. 

 


სადაზღვევო კომპანია "ალდაგის"  ქონებრივი ზარალების მართვის დეპარტამენტის დირექტორი ვახტანგ ებიტაშვილი ადასტურებს, რომ  სადაზღვევო თანხა 6 მილიონ ლარს შეადგენს. მისი განცხადებით, კომპანია ინფორმაციის მიღებისთანავე პროცესშია ჩართული. "ამ ეტაპზე  მიმდინარეობს შესაბამისი ექსპერტიზა მიზეზების და ზიანის დადგენის მიზნით. შესაბამისად, უფრო კონკრეტული საუბრები ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ იქნება შესაძლებელი"-აცხადებს ებიტაშვილი. 

 

შეგახსენებთ რომ გამთენიისას, ვაგზლის მოედანზე "ბავშვთა სამყაროსა" და ოქროს ბირჟას ცეცხლი გაუჩნდა. ოფიციალური ინფორმაციით, ხანძრის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. დამწვარია 13 ათასი კვადრატული მეტრი. განადგურებულია სავაჭრო ობიექტები. ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება.

 


ავტორი: სოფო ქსოვრელი




დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-05-05 21:00:52
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. განვითარების სტრატეგიის არარსებობა, შეუსრულებელი ხელშეკრულებები და გაუმჭვირვალე ხარჯი - როგორ მუშაობს „მთის კურორტების კომპანია“ კომპანიის განვითარების სტრატეგიის არარსებობა, შეუსრულებელი...

საყოველთაო ვაქცინაციის დასრულებას 45 მლრდ. დოლარი დასჭირდება

საყოველთაო ვაქცინაციის დასრულებას 45 მლრდ. დოლარი დასჭირდება
access_time2021-05-05 20:00:45
დედამიწის მთლიანი ზრდასრული მოსახლეობის კორონავირუსისგან აცრას 45 მლრდ. დოლარი დასჭირდება - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს გებრეუსმა.   მისი თქმით, ეს თანხა 19 მლრდ. დოლარს დაემატება, რომელიც მიიღო საერთაშორისო პროგრამა ACT Accelerator-მა, რომელიც ორგანიზაციამ მსოფლიოში კორონავირუსთან ბრძოლისთვის შექმნა.   „ჩვენი შეფასებით, 45 მლრდ. დოლარი საკმარისი იქნება იმისთვის რომ ზრდასრული მოსახლეობის დიდი უმრავლესობა აიცრას“-...

East-fruit: ახალქალაქის რაიონში გლეხები 700 ტონა კარტოფილის გადაყრას აპირებენ

East-fruit: ახალქალაქის რაიონში გლეხები  700 ტონა კარტოფილის გადაყრას აპირებენ
access_time2021-05-05 19:00:30
ახალქალაქის რაიონის სოფელ ალასტანში გლეხებს და ფერმერებს თითქმის 700 ტონა კარტოფილი ულპებათ. ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ მთავრობის მხრიდან სასწრაფო დახმარებას ელის, წინააღმდეგ შემთხვევაში მზადაა მოსავალი გადაყაროს.   მათი თქმით, კარტოფილის რეალიზებას მასშტაბური იმპორტი ართულებს.   „ამ წელს მოსახლეობას მოსავლის გადაყრა მოუწევს, რადგანაც არც ერთი მყიდველი ჩვენთან ჯერ არ მოსულა. მთავრობა სულ ლაპარაკობს სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, მაგრამ...

5 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

5 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2021-05-05 18:00:45
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 5 მაისის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 5 მაისის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 6 მაისისაა) ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან...

როდიდან ამოქმედდება ელექტრონული ლარის საპილოტე ვერსია

როდიდან ამოქმედდება ელექტრონული ლარის საპილოტე ვერსია
access_time2021-05-05 16:05:55
„ციფრული ლარს მოვიაზრებთ ნაღდი ფულის ჩასანაცვლებლად“,- ამის შესახებ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში საქმე ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ განაცხადა.   მისი თქმით, ელექტრონული ლარის უპირატესობა იქნება დაბალი საოპერაციო ხარჯი და ამასთან, მომენტალურობა. გარდა ამისა, ციფრული ვალუტის გამოყენებისას არ იქნება საჭირო ანგარიშის ქონა რომელიმე ბანკში და არ საჭიროებს შუამავალს.   როგორც პაპუნა ლეჟავამ განმარტა, ელექტრონული ლარის...


მსგავსი სიახლეები

up