"ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის ფარგლებში, ქართული მხარე მატარებლის მისაღებად მზადაა"

"ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის ფარგლებში, ქართული მხარე მატარებლის მისაღებად მზადაა"

access_time2017-05-25 11:00:33

საქართველოს რკინიგზა ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის ფარგლებში მატარებლის მისაღებად მზადაა. რკინიგზის დირექტორი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ პროექტის სრულად ექსპლუატაციაში შესასვლეად თურქულ მხარეს ელოდებიან.

 

"ქართული მხარე მზადაა და იმედი გვაქვს ჩვენი თურქი კოლეგები მოკლე დროში დაასრულებენ სამუშაოს. საქართველოს მონაკვეთი მზადაა, რომ მატარებელი მიიღოს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თურქული მონაკვეთიც დროულად დამთავრდეს. ჩვენი კოლეგები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ თურქეთში და დარწმუნებული ვარ რომ მოკლე ვადებში დაასრულებენ სამუშაოებს", - განაცხადა ბახტაძემ, – წერს "საქმის კურსი".

 

 

ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტზე ისაუბრეს თურქეთის პრემიერ მინისტრმა ბინალი ილდირიმმა საქართველოში ვიზიტისას პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან გამართულ შეხვედრაზე. 

 


 

„ერთ-ერთი ასპექტი, რომელიც ჩვენი თანამშრომლობის მნიშვნელობას ხაზს უსვამს, გახლავთ ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი, რომელიც ფაქტობრივად საბოლოო ეტაპს მიუახლოვდა. პროექტის დასაწყისიდანვე, პირადად ვიყავი ჩართული მის რეალიზაციაში და კმაყოფილებით აღვნიშნავ, რომ პროექტი საბოლოო ფაზაზეა. ჩემი პატივცემული კოლეგა ასევე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ პროექტს და იგი აქტიურად იყო ჩართული მინისტრობის დროსაც. ჩვენ ვახორციელებთ სამმხრივ პროექტს კავკასიის რეგიონში, რომელიც დაგვაკავშირებს ცენტრალურ აზიასთან, შორეულ აღმოსავლეთთან. ეს კავშირი მიგვიყვანს ფაქტობრივად ლონდონამდე და მოხდება ისტორიული აბრეშუმის გზის პროექტის უფრო ინტენსიფიკაცია, რაც რეგიონისთვის უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობის მატარებელია. უახლოეს რამდენიმე თვეში აღნიშნული პროექტის ოფიციალური გახსნის საზეიმო ცერემონიას გავმართავთ სამი ქვეყნის მონაწილეობით",- განაცხადა ილდირიმმა.

 

 

როგორც ცნობილია, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობას საფუძველი აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ინიციატივით ჩაეყარა. პროექტის განხორციელება კი საქართველომ, აზერბაიჯანმა და თურქეთმა 2007 წელს დაიწყეს. პროექტის განხორციელება ორ ეტაპად არის დაგეგმილი. პირველ ეტაპზე რკინიგზის საპროექტო სიმძლავრე წელიწადში 5 მილიონ ტონა ტვირთს შეადგენს, ხოლო შემდეგ მოცულობის 15 მილიონ ტონამდე გაზრდაა გათვალისწინებული. ამასთან, თითოეული მატარებელი 350 მგზავრს მოემსახურება. პროექტის მიხედვით, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის სიგრძე 825 კილომეტრია, აქედან 180 კილომეტრს ქართული მონაკვეთი შეადგენს.

 

 

 



ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო ვალუტასთან გაუფასურდა

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო ვალუტასთან გაუფასურდა
access_time2021-07-28 18:00:31
28 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 1.60 თეთრით 3.1052-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.0963 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ყველა სხვა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გაუფასურდა. კერძოდ: ევროსთან 2.54 თეთრით 3.6663-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 5.03 თეთრით 4.3091-მდე, თურქულ ლირასთან 0.25 თეთრით 0.3629-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.80 თეთრით 1.8239-მდე, 100 რუსულ რუბლთან 3.40 თეთრით 4.2235-მდე, 1000 სომხურ დრამთან...

ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია

ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია
access_time2021-07-28 15:30:11
21 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა, 90 კგ წონით კატეგორიაში ტოკიოს ზაფხულის XXXII ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა. ქართული დელეგაციისთვის ეს მესამე მედალია. ვაჟა მარგველაშვილმა და 2012 წლის ოლიმპიურმა ჩემიონმა ლაშა შავდათუაშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს. 90 კგ-იანი წონითი კატეგორია ქართველი ძიუდოისტებისთვის განსაკუთრებულად წარმატებულია. 2004 წელს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური სწორედ ამ წონაში...

„ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა

„ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა
access_time2021-07-28 14:50:07
პარტია „ქართული იცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა. კობახიძის განცხადებით მათთვის დადებული პირობის ცალმხრივად ერთგულება მიუღებელია. როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა საერთაშორისო პარტნიორებს ოპოზიციურ პარტიებისთვის შეთანხმებაზე ხელმოწერა მკაცრად არ მოუთხოვიათ და ამ ფონზე დოკუმენტის მიმართ ცალმხრივ ერთგულებას მათ ამომრჩეველი არ აპატიებდათ. კობახიძის...

რუსეთ–საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი შემოდგომაზე განიხილება

რუსეთ–საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი შემოდგომაზე განიხილება
access_time2021-07-28 17:00:06
რუსეთი მზად არის საქართველოსთან ავიამიმოსვლის განახლების საკითხის განსახილველად, განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგორი კარასინმა. „ჩვენ მზად ვართ ამის (ავიამიმოსვლის აღდგენის პრობლემა) განსახილველად. ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ეს საკითხი გადაწყდება“, – განაცხადა სენატორმა, რომელსაც რუსული სააგენტო ТАСС ციტირებს. ამასთან, კარასინს გაუჭირდა ავიამიმოსვლის განახლების კონკრეტული ვადების დასახელება....

ჰუალინგის თიზ–ისა და BB ლიზინგის ერთობლივი შეთავაზება მეწარმეებს

ჰუალინგის თიზ–ისა და BB ლიზინგის ერთობლივი შეთავაზება მეწარმეებს
access_time2021-07-28 15:45:22
ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასა და ბბ ლიზინგს შორის მნიშვნელოვან პარტნიორობას ჩაეყარა საფუძველი, რომელიც შესაძლებლობას აძლევს დაინტერესებულ მეწარმეებს ისარგებლონ ჰუალინგ ჯგუფში შემავალი ამ ორი კომპანიის მიერ შექმნილი ერთობლივი უნიკალური შეთავაზებით. შეთავაზებაში მოიაზრება ჰუალინგის თიზ-ში, საწარმოო პროექტებისათვის აუცილებელი მანქანა-დანადგარების ლიზინგის განსაკუთრებული პირობებით დაფინანსებას და ბიზნესისთვის ინფრასტრუქტურულად მოწესრიგებულ საწარმოო სივრცეებით...


მსგავსი სიახლეები

up