"ბანკები საფონდო ბირჟის განვითარებას ხელოვნურად აფერხებენ"

"ბანკები საფონდო ბირჟის განვითარებას ხელოვნურად აფერხებენ"

access_time2017-02-18 11:44:01

საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზარი ერთპიროვნულად ბანკების მხრიდან კონტროლდება. საბანკო სექტორის ინტერესებში სულაც არ შედის სხვა საფინანსო მიმართულების განვითარება, რომელიც მათ ღირსეულ კონკურენციას გაუწევს. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი შოთა გულბანი აცხადებს, რომ ბანკები საფონდო ბირჟის განვითარებას ხელოვნურად აფერხებენ. იგი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ ახალ რეფორმას საფონდო ბირჟასთან დაკავშირებით არადამაჯერებლად მიიჩნევს.

 

"რეზონანსი": "თავდაპირველად როგორ ჩაძირეს ბანკებმა ფასიანი ქაღალდების ბაზარი?

 

შოთა გულბანი: საქართველოში წამყვანი ამერიკელი ექსპერტების დახმარებით 1998 წელს ჩამოყალიბდა საფონდო ბირჟა. მაშინ ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელ კანონმდებლობაში მკაფიოდ იყო განსაზღვრული კონკურენციის საკითხი. ამერიკელმა ექსპერტებმა კარგად იცოდნენ, რომ საქართველოში საბანკო სექტორი განვითარების გარკვეულ საფეხურზე იყო. ფასიანი ქაღალდების ბაზარი კი, რომელიც მაშინ ძალას იკრებდა, ერთმანეთის კონკურენტი დარგები იყვნენ. შესაბამისად, ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელ კანონმდებლობაში ჩადეს ისეთი პუნქტები, რომლის მიხედვითაც, ბანკებს არ შეეძლოთ მთლიანი საფონდო ბირჟის 50%-ზე მეტის ფლობით უშუალოდ მონაწილეობა მიეღოთ საფონდო ბირჟის ოპერაციებში. კონკურენცია ფასიანი ქაღალდების ბაზარს შესაძლებლობას მისცემდა, განვითარეულიყო და სიკეთე მოეტანა ეკონომიკისთვის.

როდესაც დაინახეს ბანკებმა, რომ ეს სექტორი ნელ-ნელა ძლიერდებოდა (იყო ისტორიული შემოთავაზება "ნაზდაქის" მხრიდან "საქართველოს საფონდო ბირჟის" პაკეტის გამოსყიდვასთან დაკავშირებით), საბანკო ჯგუფმა ეს გარიგება ჩაშალა. 2007-08 წლებში ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელ კანონმდებლობაში შევიდა დამანგრეველი ცვლილებები, რამაც საფონდო ბირჟა ჩანასახოვან მდგომარეობაში დაიტოვა. გაუქმდა ბანკების შეზღუდვები ბირჟის აქტივების ფლობასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ მათ შეეძლოთ სრულად დაპატრონებოდნენ საფონდო ბირჟას. აგრეთვე გაუქმდა სავალდებულოდ ბირჟებზე ოპერაციების განხორციელების კომპონენტი. ამის შემდეგ გარიგებათა 95%-მა არასაბირჟო სივრცეში გადაინაცვლა.

ბანკები დღესაც ხელოვნურად აფერხებენ ამ ბაზრის განვითარებას. აქტიურ პოლიტიკას ახორციელებენ არასაბანკო აქციონერების საფონდო ბირჟიდან განდევნისთვის. ამ საკითხებზე სასამართლო დავაც მიმდინარეობს და იბრძვიან ისეთი საბროკერო კომპანიები, რომლებიც დარჩნენ ბაზარზე და დამოუკიდებლად მუშაობენ.

 

"რ": რამდენად შეძლებენ ისინი საკუთარი უფლებების დაცვას?

 


შ.გ.: ძალიან რთული საკითხია იმიტომ, რომ აქ პირდაპირ კანონდარღვევასთან გვაქვს საქმე. ერთი მონოპოლისტი ბანკი ყველაფერს განაგებს. საფონდო ბირჟა სრულიად უფუნქციო მდგომარეობაში დატოვა. იქ მოქმედებს ერთადერთი კომპანია, რომელიც ფინანსურად ძლიერია - "გალტ ენდ თაგარტი". არასაბანკო აქციონერების წილი ამ ბაზარზე ძალიან მიზერულია.

ახლა კიდევ დააფუძნეს "საქართველოს საფონდო ბირჟის" კონკურენტი და მისი შვილობილი კომპანია "თბილისის საფონდო ბირჟა". მას ასევე ძალიან მნიშვნელოვანი აქტივი გადასცეს, სადაც ხორციელდება ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა. ეს მოხდა მაშინ, როდესაც მისი შექმნის არავითარი საჭიროება არ არსებობდა და "საქართველოს საფონდო ბირჟა" თავისუფლად ართმევდა თავს იმ ვალდებულებებს, რაც საჭირო იყო ნორმალურ ტრანზაქციების განსახორციელებლად. ეს იყო მიზანმიმართული ქმედება იმისათვის, რომ საქართველოს საფონდო ბირჟის არასაბანკო აქციონერებს არსებული აქტივები გაუნახევრდეთ. შემდეგ კი თანდათან შეუმცირდეთ იმ დონემდე, რომ მათთვის საფონდო ბაზარზე ყოფნას აზრი არ ჰქონდეს.

 

"რ": როგორ მოახერხებენ ბანკები საფონდო ბირჟის ხელში ჩაგდებას?

 

მ.გ.: უნდათ ყველაფერი გადაიტანონ "თბილისის საფონდო ბირჟაზე" და "საქართველოს საფონდო ბირჟა" უფუნქციოდ დატოვონ. წინააღმდეგობა აქვთ აქციონერების მხრიდან. მათ არ სურთ ყველა გარიგებამ ან ვაჭრობამ, "თბილისის საფონდო ბირჟაზე" გადაინაცვლოს. ეს ყველაფერი არის მიზანმიმართული ქმედება.

 

"რ": სებ-ის ახლანდელი რეფორმა ფასიანი ქაღალდების ბაზართან დაკავშირებით არის თუ არა რეალური?

 

შ.გ.: ამ რეფორმით კაპიტალის ბაზარი ვერ განვითარდება იმ ფორმით, რომ სარგებელი მოუტანოს ქვეყნის ეკონომიკას. სებ-ის მხრიდან შეიმჩნევა მცდელობა, რომ შენარჩუნდეს იგივე ტენდენცია. ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი საკითხები არ შეცვლილა კანონმდებლობაში. მაგალითად, ცენტრალური დეპოზიტარი, რომელიც არის დამოუკიდებელი ორგანო. თუმცა მის ფუნქციას დღეს ეროვნული ბანკი ითავსებს. მსგავსი რამ არსად არ ხდება და ეწინააღმდეგება სავალუტო კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის მნიშვნელოვან პრინციპებს.

ასეთი ნაბიჯებით ჩვენ განვითარებულ ბაზარს ვერ მივიღებთ, თუ ის არ განთავისუფლდა ეროვნული ბანკის მარწუხებისგან. მას ახლა მართავენ ის ადამიანები, რომლებიც თავის დროზე კომერციულ ბანკებთან დაახლოებული პირები იყვნენ. აქ არის ინტერესთა დიდი კონფლიქტი, შესაბამისად, ამ ადამიანების მიერ გატარებული რეფორმა ვერ იქნება დამაჯერებელი.


"რეზონანსი"

 

 



„არავინ არ მისცემს „ქართულ ოცნებას“ უფლებას, რომ გზას გადაუხვიოს და ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს“ - ლევან კობერიძე

 „არავინ არ მისცემს „ქართულ ოცნებას“  უფლებას, რომ გზას გადაუხვიოს და ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს“ - ლევან კობერიძე
access_time2019-11-12 20:10:35
„საეჭვოა ის, რომ „ქართული ოცნება“ ამ ხალხის მოთხოვნას მხარს დაუჭერს და ბოლომდე მიიყვანს. რა პროცესი მიდის უმრავლესობის შიგნით, გაურკვეველია. თავიანთი შიდა სამზარეულოს პრობლემები, ქვეყნის რეალურ პრობლემებად იქცა.  ამიტომაა მნიშვნელოვანი გუნდში გამჭვირვალობა იყოს.“ - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე დღეს პარლამენტში განვითარებულ...

ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა, ჩავარდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი

ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა, ჩავარდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი
access_time2019-11-12 19:16:27
საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციის ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის მიხედვით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება, მხარი არ დაუჭირა. ახლა კენჭისყრაზე უნდა დადგეს უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც პროპორციული არჩევნების ნულოვანი ბარიერით ჩატარებას გულისხმობს. კენჭისყრამდე კი ქართული ოცნების დეპუტატებმა საკითხის დამატებით განხილვა მოითხოვეს.   საპარლამენტო ოპოზიციამ იმ განცხადებებს, რომელიც სხდომათა...

„არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება“ - პარლამენტთან აქცია დაიგეგმა

„არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება“ - პარლამენტთან აქცია დაიგეგმა
access_time2019-11-12 18:51:39
საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რის გამოც გაჩნდა ეჭვი, რომ „ქართული ოცნება" კანონპროექტის ჩაგდებას აპირებს.   „დღეს პროპორციულის კენჭისყრაა - არ გაბედო ჩაგდება! - ამ ტიპის განცხადებით გამოდიან ფეისბუქზე პროპორციული სისტემაზე გადასვლის მომხრეები, რომლებიც 20:00 საათზე პარლამენტთან გამაფრთხილებელი აქციის გაიმართვას გეგმავენ.   „პარლამენტში დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყო, რომლის...

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ დეკემბერში გაიხსნება

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ დეკემბერში გაიხსნება
access_time2019-11-12 17:50:48
თავისუფლების მოედანზე  5-ვარსკვლავიანი სასტუმრო “მონოგრაფი“, რომლის გახსნა  აგვისტოში იგეგმებოდა პირველ სტუმარს დეკემბერში მიიღებს.  ამის შესახებ „კომერსანტს“ „მონოგრაფის“ პრესსამსახურში განუცხადეს.სასტუმროს ფასადი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს, რის გამოც სარესტავრაციო სამუშაოების დასრულება გაჭიანურდა. როგორც ცნობილია, სასტუმროში  100 ადამიანი დასაქმდება. პროექტის განმახორციელებელი  დეველოპერული  კომპანია Well House-ია. მაღალი...

გიორგი კერპულაძე-„შემოსავალი რაშიც გვაქვს, იმ ვალუტაში დავზოგოთ“

გიორგი კერპულაძე-„შემოსავალი რაშიც გვაქვს, იმ ვალუტაში დავზოგოთ“
access_time2019-11-12 17:30:57
„ანაბრების არსებობა მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის. ბანკი ანაბრებს იზიდავს და შემდგომ გასცემს სესხებს, შესაბამისად, რაც უფრო მეტი თანხა იზოგება ლარში, მით უფრო მეტი საშუალებაა,რომ ეკონომიკა დაკრედიტდეს და უცხოეთიდან არ შემოვიტანოთ თანხა,“ - აღნიშნავს რადიო კომერსანტის რუბრიკა ფინანსურ მრჩეველში გიორგი კეპულაძე. მისი ინფორმაციით, არსებობს რამდენიმე ტიპის ანაბარი, მათ შორისაა, ვადიანი ანაბარი, როცა დიდ თანხას ვდებთ ბანკში და მას გარკვეული დროის შემდეგ პროცენტი...


მსგავსი სიახლეები

up