"ბანკები და ფინანსები": საქართველოში მსესხებლებს ატერორებენ

"ბანკები და ფინანსები": საქართველოში მსესხებლებს ატერორებენ

person access_time2016-04-06 13:46:09

კომერციულ ბანკებს 16 მილიარდი ლარის სესხი აქვთ გაცემული, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს მილიარდ ლარზე მეტის. ამას ემატება, ბოლო დროს სოკოებივით მომრავლებული საკრედიტო დაწესებულებები და ლომბარდები. უხეში გათვლებით, მოსახლეობას საფინანსო ორგანიზაციების 20 მილიარდ ლარამდე ვალი მართებთ. ამ დროს მომხმარებლის დიდ ნაწილს საკუთარი უფლება-მოვალეობების შესახებ ინფორმაცია არ აქვს. გაცილებით, დიდი პრობლემაა ის, რომ აბსოლუტურად დასარეგულირებელია საფინანსო ბაზარი. ხელისუფლება ამ პრობლემას დიდად არ იმჩნევს.


ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის (BEC) მხარდაჭერით, Smart Campaing-ის და Bankable Frotier Associates (BFA)-ის მიერ ჩატარებული კვლევის ანგარიშში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და კლიენტთა ურთიერთობის პერიოდში მწვავე საკითხები გამოიკვეთა, თუმცა, მსგავსი პრობლემები არსებობს ყველა სახის საკრედიტო ინსტიტუტში, მათ შორის ბანკებში.


კერძოდ, კლიენტს ბოლომდე არ აქვს გააზრებული სესხის ვადები და პირობები. მართალია, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კლიენტთა 97%-ს მიღებული აქვს ვალის დაფარვის გრაფიკი, მაგრამ მომხმარებელთა 28%-მა არ იცის თავისი სესხის საპროცენტო განაკვეთი, 22%-ი კი ვერ იხსენებს საერთო ჯამში რამდენი გადაიხადა სესხის დასაფარავად.

 

მსესხებელს ბოლომდე არ აქვს გააზრებული რა რისკს შეიცავს სესხის დოლარში აღება. სავალუტო რისკის შესამცირებლად საფინანსო ორგანიზაციები სესხს დოლარში გასცემენ და როგორც წესი მთლიანი რისკი მსესხებელზე გადადის. ორგანიზაცია საგანგაშოდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ კლიენტთა 30%-ს დოლარში დაუფარავი კრედიტი აქვს.


მიკროსაფინანსო სესხის მქონე შინამეურნეობების მონაცემებზე დაყრდნობით, კრედიტის ყოველთვიური  შენატანი ყოველთვიური შემოსავლის 37%-ს შეადგენს. კლიენტთა 37% იძულებულია, სხვა წყაროებიდან ისესხოს ფული მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სესხის დასაფარად, 21% კი  იძულებული სესხის მომსახურების გამო საკვების მოხმარება შეამციროს.


კრედიტების 10% გამოტანილია მესამე პირის სახელით – როგორც წესი, შინამეურნეობის, ან ოჯახის რომელიმე წევრის მიერ.  ზოგი კლიენტი შეიძლება ფიქრობდეს, რომ ასეთი ქმედებით კეთილ საქმეს აკეთებს, თუმცა  ამ მომხმარებელთა შედარებით დიდ ნაწილს “კრედიტინფო საქართველოში” ნეგატიური  ჩანაწერი აქვს. კლიენტებმა ხშირად არაფერი იციან სხვისთვის სესხებასთან დაკავშირებული რისკების შესახებ.

 

კლიენტებმა არ იციან, როგორ მუშაობს საქართველოს ერთადერთი საკრედიტო ბიურო “კრედიტინფო საქართველო”. მრავალ კლიენტს აშინებს, პირად მონაცემებში ნეგატიური ინფორმაციის გაჩენა ვალის დაგვიანების გამო და ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს საკრედიტო ინფორმაციის ჩაწერისა თუ გამოყენების წესების შესახებ. ამიტომაც არის, რომ კლიენტთა 10%ზე ნაკლებს აქვს ვადაგადაცილება სესხზე.

 


“სწორედ ამ შიშის დამსახურებაა, რომ ხშირ შემთხვევაში კლიენტები მრავალნაირ მსხვერპლს გაიღებენ, ოღონდაც არ ჩამორჩნენ ვალის დაფარვის შეზღუდულ გრაფიკს. მიკროსაფინანსო ორგანიზაციათა კლიენტებმა უკეთ უნდა გაიაზრონ, რა დანიშნულება აქვს საკრედიტო ისტორიას და რა გავლენა აქვს მას სესხის აღების პროცესზე – როგორც გაუარესების, ასევე, გაუმჯობესების კუთხით’’, – აღნიშნულია ანგარიშში.

 

ამასთანავე, მსესხებელი დატერორებული ჰყავს სესხის “ამომღებ კომპანიებსაც’’, რომლებიც გადახდისუუნარო მსესხებლებთან ფსიქოლოგიური ზეწოლის მეთოდებს იყენებენ – იმუქრებიან ბინიდან იძულებით გამოსახლებით, ქონების დაყადაღებითა და სხვა. საკრედიტო ორგანიზაციებისთვის ეს მეთოდი უფრო მისაღებია, ვიდრე მსესხებელთან ახალი პირობების განსაზღვრა.

 

არადა, ეროვნული ბანკის წესდება ავალდებულებს ბანკებს (სამწუხაროდ მხოლოდ ბანკებს), რომ მომხმარებელს კრედიტის აღებისას თითოეული დეტალი განუმარტონ, თუმცა რამდენად ასრულებენ ბანკები ამ მოთხოვნებს მონიტორინგ არ ხორციელდება. საკრედიტო ინსტიტუტებსა და კლიენტს შორის ურთიერთობის ანალიზისას იკვეთება, რომ პრობლემა მარტო ფინანსური გაუნათლებლობის კუთხით არ დგას და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი.

 

2011 წელს საქართველოს ეროვნულ ბანკში შეიქმნა მომხმარებელთა უფლებების დაცვის განყოფილება, რომელმაც მალევე შეიმუშავა მომხმარებელთა უფლებების დაცვის სისტემა, სახელწოდებით: “კომერციული ბანკების მიერ საბანკო მომსახურების გაწევისას მომხმარებლისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესი”. რეგულაცია ეხება მხოლოდ ბანკებს და ფოკუსირებულია სამომხმარებლო კრედიტისა და დეპოზიტის პირობების გამჟღავნებაზე – მათ შორის ეფექტიანი საპროცენტო განაკვეთის, ჯარიმებისა და სხვა ხარჯებისა თუ სავალუტო რისკების გამხელაზე. ამ რეგულაციის თანახმად, ბანკებს, აგრეთვე, მოეთხოვებათ კლიენტებისთვის ხელშეკრულების ასლის მიწოდება და მომხმარებელთა საჩივრებზე რეაგირებისთვის აუცილებელი მექანიზმებისა თუ პროცედურების დანერგვა.

 

თუმცა ხაზგასასმელია ის, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ბანკების საკრედიტო ოფიცრებსაც არ აქვთ ინფორმაცია ამ წესების შესახებ. ცალკე თემაა ხელშეკრულებაში გაწერილი პირობები. კერძოდ, ფინანსურ გაუნათლებლობაზე საუბრისას საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები ხშირად საუბრობენ, რომ კლიენტი ხელშეკრულებას ხელს ისე აწერს, რომ მას არც კი კითხულობს. არადა, ნებისმიერ ბანკში საკრედიტო, თუ სადეპოზიტო ხელშეკრულების ბოლოში მითითებულია, რომ ხელშეკრულებაში გაწერილი პირობები შეიცვლება კლიენტთან შეთანხმების გარეშე. კონკრეტულად, რომელი პირობა შეიცვლება და რა შემთხვევაში ეს საკითხი დეტალურად გაწერილი არ არის.

 

“ერთ-ერთ ბანკში გავხსენი ანაბარი. საკმაოდ ვრცელი ხელშეკრულება დაწვრილებით წავიკითხე. ბოლოში ეწერა, რომ ბანკი იტოვებდა უფლებას პირობები ჩემთან შეთანხმების გარეშე შეეცვალა. მე ის ბანკი ავირჩიე იმიტომ, რომ ანაბარზე საპროცენტო განაკვეთი იყო ჩემთვის მისაღები. უნდა გამეფორმებინა ერთწლიანი ხელშეკრულება, შეიძლება ბანკს ერთ ან ორ თვეში საპროცენტო განაკვეთი შეემცირებინა. ასეთ შემთხვევაში თუ სესხს სხვა ბანკში გადავიტანდი პირგასამტეხლო ჩამომეჭრებოდა. ნებისმიერ შემთხვევაში ვიზარალებდი. ოპერატორს ვუთხარი, თუკი ყველაფრის შეცვლის უფლება გაქვთ, რა აზრი აქვს ამ ხელშეკრულების გაფორმებას, ან რაღატომ მაკითხებდით მეთქი. მოვითხოვე დაეკონკრეტებინათ, რა და როგორ შეიცვლებოდა. მითხრეს ეს ხელშეკრულება შაბლონურია და ახალ პირობებს ჩვენ ვერ შევიტანთო. აღმოჩნდა, რომ ასეთივე შაბლონური ხელშეკრულებებია ყველა ბანკში’’, – აღნიშნავს “ბანკებთან და ფინანსებთან’’ საუბარში თბილისელი ნატა ხუციშვილი.

 

ასეთივე შაბლონური ხელშეკრულებებია სესხის აღების შემთხვევაშიც, განსაკუთრებით ფიზიკური პირებისთვის. ადამიანს, რომელსაც ძალიან სჭირდება თანხა, ან უსაფრთხოებისთვის საკუთარი ფულის ბანკში შენახვა სურს, იძულებულია ასეთ ველურ, ცალმხრივ პირობებს დაემორჩილოს. ეს საკითხები, ცალსახად ეროვნული ბანკის დასარეგულირებელია და პრობლემა მხოლოდ ფინანსური განათლება არ არის.

 

ამასთანავე, კლიენტთა უდიდესმა ნაწილმა ეროვნულ ბანკში მომხმარებელთა უფლებების დაცვის განყოფილება არსებობის შესახებ არ იცის. ეროვნულ ბანკს მომხმარებლის ინფორმირება არასოდეს უცდია. გარდა ამისა, კლიენტს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა სანამ გარიგების პროცედურას დაიწყებს, მანამდე ნახოს ხელშეკრულების პირობები და გადაწყვიტოს ეს მისაღებია თუ არა მისთვის. როდესაც ორ პირს შორის, მაგალითად ბინის ყიდვა გაყიდვაზე, გარიგების პროცედურა დაწყებულია, მყიდველს გამყიდველთან ეგრეთწოდებული ბე აქვს დატოვებული. რამდენიმე დღე აქვს დაკარგული საბუთების შეგროვებასა და სესხის დამტკიცების ლოდინში, ბოლოს იძულებული ხდება დაემორჩილოს იმ პირობებს, რომელსაც ბანკი სესხის დამტკიცების შემდეგ განუსაზღვრავს.


ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, საქართველოში, ფინანსური სექტორის მომხმარებელთა დიდი ნაწილი ფინანსურ განათლებას არ ფლობს. ესაა მიზეზი იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში მსესხებლები არ იცნობენ ხელშეკრულების პირობებს და ვერ აანალიზებენ რისკებს.

 

“ძალიან მნიშვნელოვანია, ერთად ვიზრუნოთ მოსახლეობას ჰქონდეს მეტი ხელმისაწვდომობა ამ მიმართულებით და სახელმწიფომ მეტი იმუშაოს, რომ მათი უფლებების დაცვა იყოს უფრო მაღალ დონეზე აყვანილი”, – აღნიშნა კაკაურიძემ.

 

მისი ინფორმაციით, ამ მიმართულებით მომზადებულია საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის ინიცირებაც პარლამენტში უახლოეს პერიოდში იგეგმება.

 

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ საკრედიტო ინსტიტუტებსა და მომხმარებელთა ურთიერთობებში სამი ძირითადი საკვანძო საკითხი იკვეთება – კლიენტის დაცვის რეგულაციები და ზედამხედველობა, ფინანსური განათლება და უნარები და თვითონ ამ სფეროს სტანდარტები და ნორმები. ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხების სასწრაფოდ დარეგულირება.




კომპანიები, რომლებმაც Huawei-სთან თანამშრომლობა შეწყვიტეს

კომპანიები, რომლებმაც Huawei-სთან თანამშრომლობა შეწყვიტეს
access_time2019-05-25 20:00:07
გასულ კვირას აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო , რომლის ფარგლებშიც ამერიკულ კომპანიებს შტატების უსაფრთხოებისთვის რისკის შემცველი სატელეკომუნიკაციო...

„სადაზღვევო სექტორში ჯანსაღი კონკურენცია კანონმდებლობით უნდა რეგულირდებოდეს“

„სადაზღვევო სექტორში ჯანსაღი კონკურენცია კანონმდებლობით უნდა რეგულირდებოდეს“
access_time2019-05-25 18:00:50
„პსპ დაზღვევის“ გენერალური დირექტორი სოფიო ლებანიძე, რადიო კომერსანტის გადაცემაში თოქ–შოუ „კომერსანტი LIVE“ დაზღვევის მიმართულებით საკანონმდებლო რეგულაციების არსებობის საჭიროებაზე საუბრობს. „ბოლო მონაცემებით საქართველოში 17 სადაზღვევო კომპანიაა,რომლებსაც განსხვავებული  გამოცდილება გააჩნიათ, არსებობენ ისეთი კომპანიები,რომლებიც ბანკთან არიან აფილირებულები. ბანკი,როგორც ფინანსური ინსტიტუცია დღეს ბევრ პროფილურ და არაპროფილურ ბიზნესშია წარმოდგენილი. დაზღვევასა და ბანკს შორის...

თენგიზ აბლოთიას პერსონალური ბლოგი - შემაშფოთებელი ამბები მოდის „სატრანზიტო ფრონტის ხაზიდან“

თენგიზ აბლოთიას პერსონალური ბლოგი - შემაშფოთებელი ამბები მოდის „სატრანზიტო ფრონტის ხაზიდან“
access_time2019-05-24 18:30:20
შემაშფოთებელი ამბები მოდის „სატრანზიტო ფრონტის ხაზიდან“. იქ, სადაც აქამდე გვეგონა, რომ ყველაფერი წესრიგშია, აღმოჩნდა, რომ თურმე ეს წესრიგიც და გარეგნული სიმშვიდეც მოჩვენებითია. საქართველოსთვის ახალი სახელმწიფოებრივი ფუნქციის - ევროპას და აზიას შორის ხიდის როლის  შეძენას - წინააღმდეგობები შეხვდა იქ, სადაც ყველაზე ნაკლებად იყო მოსალოდნელი. პირველი პრობლემაა - ანაკლიას პორტი. ცუდია ჩვენს დროში პესიმიზმი - ნახევრად სავსე ჭიქა ყოველთვის...

BBC - როგორ იმუშავებს და რა რისკებს შეიცავს Facebook-ის ახალი კრიპტოვალუტა

 BBC - როგორ იმუშავებს და რა რისკებს შეიცავს Facebook-ის ახალი კრიპტოვალუტა
access_time2019-05-24 19:30:19
სოციალური ქსელების გიგანტს წლის ბოლოს საკუთარი კრიპტოვალუტის ტესტირება სურს, რომელსაც კომპანიაში „გლობალკოინს“ უწოდებენ. Facebook-ი საკუთარი კრიპტოვალუტის - “გლობალკოინის” გამოცემას 2020 წლიდან გეგმავს. ამ წლის პირველ კვარტალში ათობით ქვეყანაში  ციფრული გადახდის სისტემის დანერგვა იგეგმება.  Facebook-ი ზაფხულის პერიოდში გეგმის დეტალურ მონახაზს დაასრულებს.  ამასთან დაკავშირებით უკვე შედგა საუბარი ინგლისის ბანკის მმართველთან, ...

არა მხოლოდ ბრექსიტი: რითი დაიმახსოვრა მსოფლიომ ტერეზა მეი?

არა მხოლოდ ბრექსიტი: რითი დაიმახსოვრა მსოფლიომ ტერეზა მეი?
access_time2019-05-24 20:00:48
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ 7 ივნისს ის დატოვებს თავის პოსტს. რით დაამახსოვრა თავი მსოფლიოს ბრიტანეთის ისტორიაში მე-2 ქალმა პრემიერ- მინისტრმა? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლასთან დაკავშირებული დრამატული მოვლენებით, თუმცა მის კარიერაში კიდევ ბევრი რამ იყო საინტერესო. 90-ნი წლების დასაწყისში ის იყო ლონდონის ერთ-ერთი რაიონის საბჭოს დეპუტატი, დიდ პოლიტიკაში...


მსგავსი სიახლეები

up