"ბანკები და ფინანსები": რა გამოჩნდება გოგირდის აბანოში

"ბანკები და ფინანსები": რა გამოჩნდება გოგირდის აბანოში

access_time2016-04-25 14:50:41

გოგირდის აბანოების მეპატრონეთა მოთხოვნა, რომ კერძო კომპანიამ (GWP) მათთვის შეღავათები დააწესოს წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში ჩაღვრილი წყლის საფასურთან დაკავშირებით, შესაძლოა ტესტი აღმოჩნდეს, როგორც სემეკისთვის, რომელიც სათანადო მეთოდოლოგიის საფუძველზე ადგენს ტარიფს, ისე დედაქალაქის მთავრობისთვის და ზოგადად ხელისუფლებისთვისაც. ამის შესახებ გაზეთი "ბანკები და ფინანსები" წერს. სტატიაში ვკითხულობთ:


გოგირდის აბანოების თემა ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების პერიოდში იყო გახმაურებული საკითხი, თუმცა სულ სხვა კონტექსტში. საზოგადოებას ახსოვს, გოგირდის აბანოების პრაქტიკულად ყველა მეპატრონემ ერთ ღამეს, ნოტარიული წესით, დათმო კუთვნილი ქონება. დღემდე ბურუსითაა მოცული, რა მოხდა მაშინ. თუმცა ეს სხვა ისტორიაა… ახლა საინტერესოა, რას ითხოვენ აბანოების დღევანდელი მეპატრონეები (მათი წარმომადგენლები).


ე.წ. წყალანირების, ანუ კანალიზაციის, მოსაკრებელს დედაქალაქში იხდის ყველა და ყველას მიყენებული აქვს ერთი და იგივე ტარიფი. GWP ტარიფის დიფერენციაციის პრეცენდენტს არ უშვებს.

 

მნიშვნელოვანი დეტალია, რომ წლების მანძილზე, GWP -ის წინა მენეჯმენტისა და წინა ხელისუფლების პირობებში, აბანოების მფლობელებსა და კომპანიას შორის არსებობდა ზეპირი შეთანხმება, რომელიც კანალიზაციის ინფრასტრუქტურის გამოყენებაში, თვეში 700 ლარიან ფიქსირებულ გადასახადს გულისხმობდა. თუმცა, თბილისის წყალში, მენეჯმენტის ცვლილების შემდეგ, ახალმა ხელმძღვანელობამ, ლეგიტიმურად და ლოგიკურად მოითხოვა ის ანაზღაურება, რომელიც მას სემეკმა დაუდგინა.


აბანოების წარმომადგენლები უარს ამბობენ  გადასახადის გადახდაზე, პროტესტის სხვადასხვა ფორმას მიმართავენ და ჯიუტად ითხოვენ სტატუსკვოს ძალაში დატოვებას და მათ პრეფერენცირებულ რეჟიმში ჩაყენებას.

 

საკითხს აქვს ემოციური მხარე, რომ დადგენილი გადასახადის გადახდის შემთხვევაში, აბანოები რენტაბელური აღარ იქნება, დაიხურება და თბილისი დარჩება თავისი ისტორიული მემკვიდრეობისა და შესანიშნავი ტურისტული ადგილის გარეშე, ხოლო შეჭირვებული მოსახლეობა, რომელიც 3 ლარად იწესრიგებს პირად ჰიგიენას, ამ საშუალებას დაკარგავს…

 

 

აბანოების მეპატრონეთა ეს არგუმენტი რომც გაიზიარო, ზუსტად თუ არა, მიახლოებით მაინც უნდა იცოდე, თუ რამდენად მომგებიანია ეს ბიზნესი. აბანოების მეპატრონეებს კი დღემდე არ გაუსაჯაროებიათ ეს ინფორმაცია. შესაბამისად

 


თუ ისინი პროტესტის ნიშნად, დახურავენ აბანოებს, ისე რომ საზოგადოებას არ ეტყვიან რეალურად და კონკრეტულად რა პრობლემები შეექმნება მათ ბიზნესს დადგენილი გადასახადის გადახდის შემთხვევაში, გამოვა, რომ მათი მხარე, უბრალოდ, ბანალური შანტაჟის გზით მიდის. შანტაჟზე კი, როგორც წესი, მაშინ მიდიან, როცა არგუმენტები არ აქვთ.

 

 

მხარეთა შორის დავა, GWP -ის ინიციატივით უკვე განიხილება სასამართლოში. აბანოების მეპატრონეებს მოუწევთ დაამტკიცონ, რომ დადგენილი გადასახადის გადახდა მათი ბიზნესის გაჩერებას გამოიწვევს. საამისოდ მათ უნდა წარმოადგინონ ქრონომეტრაჟი, ანუ დათვლა, თუ დღეში საშუალოდ რამდენი ადამიანი სარგებლობს მათი მომსახურებით და რა ტარიფს იხდიან ისინი ამაში. მათი წარმოდგენილი გათვლები და დათვლები სარწმუნო რომ იყოს, ამას, სავარაუდოდ, დასჭირდება შესაბამისი კვალიფიციური სამსახურის (მაგალითად, შემოსავლების სამსახური) მიერ ჩატარებული ქრონომეტრაჟი. იქნება თუ არა ამ ქრონომეტრაჟის შედეგები აბანოების მხარისთვის სასარგებლო, რთული სათქმელია.

 

რამდენადაც საკითხში გაცნობიერებული ადამიანები ამბობენ, აბანოების ძირითად შემოსავალს არ შეადგენს სამლარიანი კლიენტურა. მათი შემოსავლის ლომის წილი ე.წ. VIP ნომრებზე მოდის, რომელთა ღირებულებაც საათში 50 ლარიდან იწყება და 200 ლარს აჭარბებს.

 

ამ ნომრების გაქირავებას აბანოები არასოდეს უჩიოდნენ. ფეშენებელური ნომრების კლიენტურას თანაბრად წარმოადგენენ როგორც უცხოელი სტუმრები, ისე გოგირდის აბაზანების მოყვარული ჩვენი თანამემამულეები. ნომრები დატვირთულია, როგორც დღისით, ისე ღამის საათებში (შესაძლოა, გარკვეული თუ გაურკვეველი მიზეზების გამო, ღამის საათებში მეტადაც კი). კაცმა რომ თქვას, გოგირდის აბანოებს თბილისში მართლაც აქვს ის ბიზნეს-პოტენციალი, რომ ყველა გადასახადი პატიოსნად გადაიხადოს, სტუმრებსაც ღირსეულად დახვდეს და სათანადო ხარისხის სერვისი შესთავაზოს გონივრულ ფასად და მეპატრონეებსაც საკმაოდ მაღალი შემოსავალი მისცეს. თუ ამას აბანოები ვერ ახერხებენ, ეს უფრო მათი მენეჯმენტის პრობლემაა, ვიდრე დადგენილი გადასახადების სიდიდე. მენეჯმენტის პრობლემის გადაჭრა კი, საბაზრო ეკონომიკის პირობებში, შეღავათების ხარჯზე არ ხდება. ასეთ დროს, უბრალოდ, მენეჯმენტი იცვლება…

 

დადგენილი ტარიფით გადასახადის გადახდისას თითოეულ აბანოს (ასეთი კი სულ ექვსია) ნაცვლად, კაცმა არ იცის რის საფუძველზე დადგენილი 700 ლარისა, საშუალოდ მოუწევს 4 000 ლარის გადახდა. სწორედ ამ სხვაობაზე აპელირებენ აბანოების მეპატრონეები, როცა საუბრობენ, რომ ყველა წესით და კანონით დადგენილი გადასახადის გადახდა მათ არ შეუძლიათ და რომ სწორედ ეს სხვაობაა ის, რა მოგებაც მათ რჩებათ ამ ბიზნესიდან. ასეა თუ არა ეს, ამ კითხვაზე პასუხი მხოლოდ მათი ბიზნეს-პროცესის შესწავლის, მათი ბიზნესის დათვლის შემდეგ იქნება შესაძლებელი. ანუ, მხოლოდ კვალიფიციური ქრონომეტრაჟის შემდეგ თუ გავიგებთ, რა გამოჩნდება გოგირდის აბანოებში…

 

 

ერთიც არის, – სულ რომ მართლაც მინიმალურ მარჟაზე მუშაობდნენ აბანოები და სულ რომ მართლაც ყველა წესის დაცვით აწარმოებდნენ ბიზნესს და თითოეულ კლიენტს გადასაცემდნენ გაწეული მომსახურების ამსახველ სალაროს ჩეკს,

 

გაუგებარია, რის საფუძველზე ითხოვენ აბანოები შეღავათიან ტარიფს GWP -სგან, ანუ ისეთივე ბიზნეს-სუბიექტისგან, როგორსაც თავად წარმოადგენენ.

 

ამავე ლოგიკით, GWP -ის მენეჯმენტსაც შეუძლია მოითხოვოს საგადასახადო შეღავათები, მაგალითად იმ საფუძვლით, რომ დადგენილი ტარიფი არის მცირე და არსებული ტარიფით ვერ ახერხებენ ქსელის მოვლას. რა თქმა უნდა, ასეთი მოთხოვნა, ისევე იქნება შეუსაბამო კანონთან, როგორ შეუსაბამოცაა აბანოების მეპატრონეთა მოთხოვნა GჭP-ს მენეჯმენტისადმი შეღავათიანი ტარიფის დაწესებასთან დაკავშირებით.

 

 

მეორეც არის, – ვთქვათ, დადგინდა, რომ გოგირდის აბანოები მართლაც ზღვარზე მუშაობენ და დადგენილი გადასახადის გადახდა მათ ბიზნესს საფრთეს უქმნის. არც ამ შემთხვევაში იქნება მართებული და სამართლიანი GWP -ისთვის შერავათების მოთხოვნა. ამ შემთხვევაში, სწორი გამოსავალი იქნება, აბანოების კულტურულ–ისტორიული ასპექტის  გათვალისწინებით, თავის მხრივ, საკრებულომ და მერიამ გამონახონ ფორმები და გზები და დოტაციაზე უნდა აიყვანონ გოგირდის აბანოები. გადასახადი კი, ნებისმიერ შემთხვევაში სრულად და სკურპულოზურად უნდა გადაიხდეს. ასეთია საბაზრო ეკონომიკის ანბანი.ფაქტია, აბანოების მფლობელების მხრიდან არც  სემეკში, რომ GWP ტარიფს უსამართლოდ არიცხავს, ან სარჩელი სასამართლოში, არ შესულა. ისინი მხოლოდ ზეწოლის სხვადასხვა ფორმით ცდილობენ აიძულონ კომპანია, რომ მათ შეღავათიანი ტარიფი დაუწესოს.

 

პრინციპში, ეს ბუნებრივიცაა რადგან, ამ შემთხვევაში, სამართლებრივი მეთოდებით ბრძოლაში აბანოების მფლობელები უპირატესობას ვერ ფლობენ.

 

ცნობილია, რომ  GWP -იმ გოგირდის აბანოებს შესთავაზა დაგროვილი დავალიანების გადანაწილება გონივრულ ვადაზე, ხოლო მიმდინარე გადასახადის მრიცხველის მიხედვით გადახდა. ეს შეთავაზება აბანოებმა არ მიიღეს. ისინი მხოლოდ ძველი (700 ლარიანი) გადასახადის გადახდაზე არიან თანახმა.

 

როგორც ჩანს, საზოგადოება ამ დავის კიდევ რამდენიმე სერიას იხილავს, სანამ სასამართლო შესაბამის საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს. დიდია ალბათობა იმისა, რომ დავის დროში გაწელვის შედეგად აბანოებს გადაუხდელი დავალიანება კიდევ უფრო გაეზრდებათ, საბოლოო ჯამში კი მისი გადახდა უკვე კანონის ძალით მოუწევთ და მისი განვადება-განწილვადება სრულად იქნება დამოკიდებული GWP -ის კეთილ ნებაზე.

გაზეთ "ბანკები და ფინანსების" მასალები




დავით უსუფაშვილი - დაფიქსირებულია ე.წ საარჩევნო კარუსელი

დავით უსუფაშვილი - დაფიქსირებულია ე.წ საარჩევნო კარუსელი
access_time2020-10-31 12:47:41
დაფიქსირებულია ე.წ საარჩევნო კარუსელი. როგორც კი ფაქტები გვექნება, ჩვენ გავაჟღერებთ ოლქს და უბანს, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. დავით უსუფაშვილმა და თაზო დათუნაშვილმა ბრიფინგზე არჩევნების მიმდინარეობის დროს არსებულ დარღვევებზე ისაუბრეს. მათი ინფორმაციით, “ლელოს“ დამკვირვებლებმა ამ დროისთვის რამდენიმე საჩივარი დაწერეს. ერთი ნაძალადევის მე- 13 უბანზე, სადაც საკონტროლო ფურცელში ჩაწერეს ადამიანი, რომელიც გადასატანი ყუთის...

ნათია მეზვრიშვილი - ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 2 881 პირი გამოჯანმრთელდა

ნათია მეზვრიშვილი -  ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო  2 881 პირი გამოჯანმრთელდა
access_time2020-10-31 10:49:45
დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფექციის 1 673 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.       მან კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა  და ბოლო 24 საათში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.       „დღეის...

როგორ უნდა მივცეთ ხმა კორონავირუსის პანდემიის პირობებში [ვიდეო]

როგორ უნდა მივცეთ ხმა კორონავირუსის პანდემიის პირობებში [ვიდეო]
access_time2020-10-31 08:32:01
ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს ვიდეოინსტრუქციას, თუ როგორ უნდა მივცეთ ხმა კორონავირუსის პანდემიის პირობებში.   ცესკო-ში აღნიშნავენ, რომ კენჭისყრის პროცესი უსაფრთხოა და კენჭისყრის შენობაში გათვალისწინებულია ინფექციის გავრცელების ყველა პრევენციული ღონისძიება.   „საარჩევნო უბანზე მისვლისას გაიარეთ მარკირების შემოწმების პროცედურა; კენჭისყრის ოთახში შესვლამდე დაიმუშავეთ ხელები შესასვლელში განთავსებული სადეზინფექციო სითხით; ნაკადის მომწესრიგებელს...

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
access_time2020-10-31 08:05:56
საქართველოში დღეს, 31 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნები იმართება. ქვეყნის მოსახლეობა მე-10 მოწვევის პარლამენტს აირჩევს. 150 წევრიან პარლამენტში 120 პროპორციული წესით, ხოლო 30 - მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე იქნება არჩეული.   ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის 3 526 023 ამომრჩეველია რეგისტრირებული. მათ შორის საზღვარგარეთ – 14 170, ხოლო საქართველოში 3 511 853 ამომრჩეველი.   მთელი ქვეყნის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-30 21:00:03
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. რას გვპირდებოდა და რა შეასრულა - „ქართული ოცნების“ ყველა ეკონომიკური დაპირება, რომელიც მათ საარჩევნო პროგრამაში ჰქონდათ   „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა!“ - სწორედ ეს იყო 2016 წლის საპარლამეტო არჩევნების წინ ქართული ოცნების ლოზუნგი....


მსგავსი სიახლეები

up