"ბანკები და ფინანსები": "საქართველოში არ არსებობს ლაბორატორია, რომელიც დაადგენს გამოიყენება, თუ არა საღებავი პურის დამზადებისას"

"ბანკები და ფინანსები": "საქართველოში არ არსებობს ლაბორატორია, რომელიც დაადგენს გამოიყენება, თუ არა საღებავი პურის დამზადებისას"

access_time2017-02-13 11:50:52

უკვე წლებია, რაც ქვეყანაში პურ-პროდუქტების ხარისხთან დაკავშირებით ეჭვები არსებობს. მთავარი კითხვა, რომელიც ამ მიმართულებით მუდმივად ისმის, - არის იღებება თუ არა ქართულ ბაზარზე შავი ან ჭვავის პური. ეს ბრალდება ბოლო პერიოდში არაერთი კომპანიის მიმართ გაისმა. მათ შორის, ყველაზე ხმაურიანი კომპანია "ლიტვურ საცხობთან" დაკავშირებული ინფორმაცია გახდა, რომელსაც კომპანიის წარმომადგენლები გასულ თვეს გამოეხმაურნენ. როგორც "ლიტვური საცხობის" დამფუძნებელმა არუნას მეშკაუსკასმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, "ლიტვური პური" არის ნატურალური და აკმაყოფილებს ყველა შესაბამის სტანდარტს. მისივე თქმით, საქართველოში არსებული რიგი კომპანიები უკანონოდ იყენებდნენ "ლიტვური პურის" ნიშანს, დიზაინს და მარკას. შესაბამისად, "ლიტვური საცხობი" ვერ ახორციელებს მონიტორინგს როგორ და რა პრინციპით ცხვება აღნიშნული კომპანიების მიერ პური.

 

ამასთან, "ლიტვური საცხობის" დამფუძნებელი სიცრუეს უწოდებს იმ ინფორმაციასაც, რომ პურის საწარმოებელი ფქვილი იმპორტირებული არ არის. მისი თქმით, კომპანია "ლიტვური საცხობი" ჭვავის პურის, ჭვავის ფქვილის, ალაოსა და ხორბლის ფქვილის ყველაზე მსხვილი მწაროებელი და იმპორტიორია საქართველოში.

 

"ჩვენ გვიყვარს მუშაობა და არა ლაპარაკი, თუმცა სამწუხაროდ, მიწევს ახსნა-განმარტების გაკეთება იმ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით, რაც შავი შეფერილობის პურის ღებვასთან დაკავშირებით გავრცელდა. შემიძლია ცალსახად გითხრათ, რომ ჩვენი პროდუქტი ნატურალურია", - განაცხადა არუნას მეშკაუსკასმა.

 

აღნიშნულ თემას გასულ კვირას პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა "პურის მწარმოებელთა კავშირის" თავმდჯომარე მალხაზ დოლიძე. დოლიძის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ის ფაქტი, რომ ქართულ ბაზარზე სტანდარტებთან შეუსაბამო პურპროდუქტები იყიდება.

 

"ძალიან ბევრი კიხთვა გაჩნდა ბოლო პერიოდში პურის ხარისხთან და მის უვნებლობასთან დაკავშირებით. ასევე, არის მოსაზრეაბა, რომ ქართულ ბაზარზე პური, თითქოს იღებება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ პური სურსათის რისკ ჯგუფს არ მიეკუთვნება, ის ცხვება 250 გრადუს ტემპერატურაზე და ის ადამიანის ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხოა. განცხადებები, რომ თითქოს პური იღებება, მცდარია, არავითარი პურის შეღებვა არ ხდება. უბრალოდ არის გარკვეული დანამატები და ტექნოლოგიები, როგორიც არის მაგალითად ფერმანტირებული ალაო, რომელიც ნატურალური პროდუქტია და რომელსაც ხმარობენ სხვადასხვა საცხობები.

 

ისეთი კომპანიები როგორიც არის "ლიტვური საცხობი", "ავსტრიული" და სხვა მსგავსი კომპანიები, ხმარობენ, ასევე, სხვადასხვა ქვენყებიდან ჩამოტანილ დანამატებს, რომელიც სავსებით დაშვებულია სურსათის უვნებლობის კუთხით. სწორედ ასეთმა დანამატებმა და ბევრი საცხობის არასწორმა მარკეტინგულმა კამპანიამ გამოიწვია ის ეჭვები, რომელიც პურის შეღებვასთან დაკავშირებით არსებობს", –  განაცხადა დოლიძემ.

 


მან, ასევე, ისაუბრა საწარმოო პროცესზეც და აღნიშნა, რომ კომპანიებს ამოწმებენ როგორც შესაბამისი ორგანოები, ისე ონლაინ რეჟიმში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ადევნოს თვალი წარმოების პროცესს.

 

"სურსათის უვნებლობის სამსახურმა რამდენჯერმე შეამოწმა ყველა ეს საცხობი, ამას გარდა ნებისმიერ მსურველს შეუძლია ონლაინ რეჟიმში ადევნოს თვალი პურის გამოცხობის პროცესს, ბოლო პერიოდში, პურის წარმოებაში განხორციელდა რამდენიმე რეორგანიზაცია, წარმოება სრულად არის რობოტიზირებული და აადმიანის ხელით ჩარევა პრაქტიკულად არ ხდება", - განაცხადა დოლიძემ ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს.

 

"მომხმარებელი.გე" წარმომადგენელი, მომხმარებელთა დაცვის კოორდინატორი, ლია თოდუა კი არ უარყოფს, რომ ბაზარზე მართლაც არსებობს შეღებილი პური, მაგრამ ეს წლების მანძილზე აპრობირებულ პრაქტიკად მიაჩნია და აღნიშნავს, რომ მთავარია მომხმარებელს შეეძლოს ნამდვილი შავი პურისა და შეღებილი პურის გარჩევა ერთმანეთისგან.

 

"საქართველოში არ არსებობს ლაბორატორია, რომელიც დაადგენს გამოიყენება თუ არა საღებავი პურის დამზადებისას. შეღებვა დაშვებული და მიღებული პრაქტიკაა და საბჭოთა კავშირის დროსაც შავი პური შეღებილი იყო. ამიტომ ეს ნორმალური პრაქტიკაა და მთავარია მომხმარებელმა შეძლოს და გაარჩიოს რომელია შეღებილი პური, რისი მიღწევაც შესაძლებელია იმ გზით, რომ პურს ზედ დააწერონ თუ რომელია შეღებილი პური და რომელი არა. აუცილებელია დააწერონ რომელი საღებავია გამოყენებული და არის თუ არა ეს ბუნებრივი ან ხელოვნური. ყველაზე მეტად კი მომხმარებელს აინტერესებს ეს არის ხორბლის ფქვილისგან თუ ჭვავის ფქვილისგან. ეს არის მთავარი ინფორმაცია, რაც უნდა მიეწოდებდეს მომხმარებელს", - განაცხადა თოდუამ ჩვენთან საუბარში.

 

მეტად რადიკალურია აკადემიკოს პაატა კოღუაშვილის პოზიცია. კოღუაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში პური იღებება. სხვანაირად შეუძლებელია, რადგან ჩვენს ქვეყანაში ძალზე ცოტა რაოდენობით შემოდის ჭვავის ფქვილი.

 

"ზოგიერთი მეწარმე დაუფარავად ამბობს, რომ რადგან ხარისხიანი შავი ფქვილის შემოტანა ძვირი ჯდება (კილოგრამი 4 ლარი), შეუძლებელია ჩვენთან იმდენი შავი პური გამოცხვეს, რამდენზეც მოთხოვნა არსებობს. ამდენად, ე. წ. შავი პური 90% შეღებილია", - ამბობს აკადემიკოსი კოღუაშვილი.

 

მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მეწარმეთა ნაწილი მოსახლეობას სრულ სიბნელეში ამყოფებს და ისეთ პურს აჭმევს, რაც ორგანიზმისთვის დამანგრეველია. ბევრჯერ დამიპირისპირდნენ მეწარმეები, გინდა ხალხი დააშინო და პური აღარავინ იყიდოსო, მაგრამ ვერ გავჩუმდები. მით უფრო, რომ შეგვიძლია გვქონდეს ტრადიციული ხორბალი და ტრადიციული პური, რომელიც სიცოცხლის გახანგრძლივებას ემსახურებოდა და არა შემოკლებას. უცხოეთიდან შემოტანილი ფქვილის - 80% ქიმიურ დანამატებს შეიცავს. არ ვამბობ, რომ ეს დანამატები მაშინვე კლავს, მაგრამ მას ორგანიზმი ვერ გადაამუშავებს, ილექება და გაგკვეული დროის შემდეგ დაავადებად იქცევა.

 

მათ შორისაა ე. წ. ჰიდრირებული, ანუ გამყარებული ცხიმი, რომელსაც ფქვილს დასარბილებლად უმატებენ და ორგანიზმში არ იშლება და ქოლესტერინის სახით ილექება სისხლძარღვებში.

 

შემიძლია დავადასტურო, რომ ჩვენს ბაზარზე გამოტანილი პური ნამდვილად იღებება. მომხმარებელთა თხოვნით ე. წ. შავი პურის შემოწმებისას არაერთხელ დადგინდა, რომ პური იღებება ე. წ. შაქრის საღებავით, ანუ დამწვარი შაქრით, თუმცა ამ საღებავის გამოყენება დაშვებულია. ყველა ცივილიზებული ქვეყანა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პროდუქტებში, რომელსაც ადამიანი ყველაზე ხშირად მოიხმარს, საღებავები არ უნდა იყოს. ევროპულმა ქვყებმა პურის შეღებვა აკრძალეს," - განაცხადა პაატა კოღუაშვილმა.

 

 



29 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

29 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-10-29 18:05:03
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 29 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...

„სილქფესტი“ ორი დღით ულიმიტო პირობებს შეთავაზებს მომხმარებლებს

„სილქფესტი“ ორი დღით ულიმიტო პირობებს შეთავაზებს მომხმარებლებს
access_time2020-10-29 16:55:29
სილქნეტის მობილური ქსელის მომხმარებლები 30 და 31 ოქტომბერს „სილქფესტის“ აქციით შეძლებენ 30 დღით გაიაქტიურონ ულიმიტო პირობები სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებზე: კომბინაციით *019# მომხმარებელი ჩაირთავს ულიმიტო ინტერნეტს 19 ლარად, ხოლო კოდით *202# - ულიმიტო სასაუბრო* პირობას 10 ლარად გაიაქტიურებს. „სილქფესტით“ სარგებლობა შეეძლებათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. ასევე, შეზღუდვის გარეშე ორივე პაკეტის გამოყენება. *უსასრულო...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-29 21:00:29
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.წლების შემდეგ ქართული ექსპორტი ისევ რუსეთზე დამოკიდებული ხდება - დინამიკა ციფრებში და პრობლემები, რაც შეიძლება მომავალშიც განმეორდეს რუსეთი საქართველოს ეკონომიკაზე გავლენას ზრდის. წლების შემდეგ რუსეთი ქართული პროდუქციის უმსხვილესი...

რას გვპირდება მმართველი გუნდი - „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის ეკონომიკური ნაწილი

რას გვპირდება მმართველი გუნდი - „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის ეკონომიკური ნაწილი
access_time2020-10-29 17:00:01
8 წლიანი მმართველობის დასასრულს „ქართული ოცნება“ მესამე ვადით ცდილობს ხელისუფლებაში დარჩენას. მთავარ ორიენტირად ისევ მემარცხენე მიმართულება რჩება. საარჩევნო პროგრამაში პირველივე გვერდზე ვკითხულობთ სიტყვებს „მზრუნველი ხელისუფლება.“ პროგრამის ეკონომიკურ ნაწილში აღნიშნულია, რომ ქართულმა ოცნებამ მმართველობის პირველივე წლებიდან „ეკონომიკის ხარისხობრივი განვითარებისთვის ფუნდამენტური...

ქართულმა ავტომობილების რეექსპორტმა სომხური ბაზარი დაკარგა

ქართულმა ავტომობილების რეექსპორტმა სომხური ბაზარი დაკარგა
access_time2020-10-29 14:00:38
სომხეთში ექსპორტი სექტემბერში შემცირებულია, წლიურად (Y.Y) 67%-ი (09/2020 მთლიანი ექსპორტი ზრდა 8.6%Y.Y). $16 მლნ -და (L/Y - $44.6 მლნ, 7.7) ადგილობრივმა ექსპორტმა - 8,5 მლნ. დოლარი შეადგინა. კლება რეექსპორტის ხარჯზეა. რაც მსუბუქი ავტომობილების შემცირებით აიხსნება, რაც ძირითადი საექსპორტო ჯგუფია. 2019 წლის სექტებერში სომხეთში საქართველოდან $31 მლნ -ის ავტომობილი გავიდა, 09/2020 - 0. საქტატში აღრიცხული არ არის და მსხვილი ექსპორტიორის კავკასიის...


მსგავსი სიახლეები

up