"ბანკ რესპუბლიკის" ტოპმენეჯერი „ბაზისბანკთან“ გაერთიანებაზე: „ეს ტრანზაქცია ჩვენს კლიენტებს მეტ სარგებელს მოუტანს“

"ბანკ რესპუბლიკის" ტოპმენეჯერი „ბაზისბანკთან“ გაერთიანებაზე: „ეს ტრანზაქცია ჩვენს კლიენტებს მეტ სარგებელს მოუტანს“

person access_time2016-07-06 18:30:46

ქართული საბანკო ბაზრის ორი მოთამაშე ერთიანდება: ჩინური ბიზნესჯგუფი „ჰუალინგი" "ბანკ „რესპუბლიკის" აქციების საკონტროლო პაკეტს ყიდულობს, შემდეგ კი ამ ბანკის „ბაზისბანკთან" გაერთიანებას გეგმავს. ეს უკანასკნელი „ჰუალინგმა" 2013 წელს შეიძინა. აღნიშნულ გარიგებას „კომერსანტთან" საუბარში „ბანკი რესპუბლიკის" გენერალური დირექტორის მოადგილე რამაზ კუკულაძე აფასებს.


„პროცესი ჯერ არ დასრულებულა, საბოლოო გარიგებისთვის აუცილებელია ეგრეთ წოდებული „დიუ დილიჯენსის" დაწყება, საქართველოს მარეგულირებელი ორგანოების თანხმობა და რეგისტრაცია ჩინეთში. ტრადიციულად "ბანკი რესპუბლიკა" ერთ-ერთი ლიდერია ქართულ საბანკო ბაზარზე და ყოველთვის კონკურენციას უწევდა კონკურენტებს, ასე იქნება მომავალშიც. გარიგების დასრულებისას, ჩვენი ბანკი ბაზარზე მყარად დაიკავებს მესამე პოზიციას"-აცხადებს კუკულაძე.


„კომერსანტის" კითხვაზე, რა შეიცვლება კლიენტებისთვის „ბანკ რესპუბლიკას" და „ბაზისბანკის" გაერთიანებით, კუკულაძე პასუხობს, რომ გარიგების დასრულებამდე „სოსიეტე ჟენერალი" სრულად იქნება პასუხისმგებელი, მათ შორის, იურიდიული თვალსაზრისითაც და უფლებამოსილებას არავის გადასცემს. შესაბამისად, „ბანკ რესპუბლიკის" საქმიანობა ჩვეული რეჟიმით წარიმართება - ბანკი ამ გარიგებამდეც დამოუკიდებლად მუშაობდა და ახლაც ყველა პროექტი იმავე ტემპით გაგრძელდება.



„შედარებით გრძელ ვადაში კი ეს ტრანზაქცია ჩვენს კლიენტებს მხოლოდ მეტ სარგებელს მოუტანს, რადგან ახალი ჯგუფი იქნება ძალიან სოლიდური, ძლიერი კაპიტალის ბაზით, იქნება უფრო დიდი, ანუ შეეძლება მეტად მასშტაბური საქმეების გაძღოლა მსხვილ კორპორაციულ კლიენტებთან, შეინარჩუნებს ხარისხს და განაგრძობს მის გაუმჯობესებას, რადგან ოპერაციული ეფექტიანობის და კლიენტთა მომსახურების გაუმჯობესების ყველა პროექტი გაგრძელდება და თანამშრომლები შენარჩუნდებიან, ისარგებლებს „სოსიეტე ჟენერალის" და EBRD-ის პარტნიორობით, მათ შორის, კორპორაციული მმართველობის თვალსაზრისით, ასევე, „სოსიეტე ჟენერალის" გლობალური შესაძლებლობებით კლიენტის საჭიროების დაკმაყოფილების მიზნებისთვის, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ეყოლება საკონტროლო პაკეტის ახალი მფლობელი, რომლის გრძელვადიანი მიზანი ქვეყანაში აშკარაა - შექმნას ზრდის ახალი შესაძლებლობები, რითაც საბოლოოდ ისარგებლებს ბანკის ყველა კლიენტი და პარტნიორი"-აცხადებს კუკულაძე.




 



ქაღალდი ჩამოცვენილი ფოთლებიდან - უკრაინული სტარტაპის იდეა

ქაღალდი ჩამოცვენილი ფოთლებიდან - უკრაინული სტარტაპის იდეა
access_time2021-04-11 20:00:56
უკრაინის ზაკარპატიეს ოლქში დაბადებულმა ვალენტინ ფრეჩკამ ჩამოცვენილი ფოთლების გადამუშავების და მათგან ქაღალდის წარმოების ტექნოლოგია ჯერ კიდევ სკოლაში მოიფიქრა.დღეს მის მიერ დაარსებული სტარტაპი ხარკოვში და რივნოში ამ უჩვეულო მასალიდან ქაღალდის პაკეტებს აწარმოებს, რომლებიც 8 კგ. -ს წონას უძლებენ.კომპანიაში 7 ტონა ფოთლები გადაამუშავეს და ამაზე შეჩერებას არ აპირებენ - ასეთი ქაღალდისგან კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეიძლება -...

Süddeutsche Zeitung: საიდან არის მოსალოდნელი შემდეგი პანდემია?

Süddeutsche Zeitung: საიდან არის მოსალოდნელი შემდეგი პანდემია?
access_time2021-04-11 18:00:37
ადრე იყო ერთი მონადირის ისტორია ცენტრალურ აფრიკაში, რომელმაც მაიმუნი მოკლა. შესაძლოა, მან ცხოველთან ბრძოლის დროს დაზიანება მიიღო, ან მაიმუნის სისხლის მის ორგანიზმში ხორცის დამუშავების დროს მოხვდა. ეს ზუსტად არავინ იცის.ასე იყო თუ ისე, ცხოველის ფიზიოლოგიურ სითხესთან ერთად მის ორგანიზმში ვირუსმა შეაღწია. ეს ისტორიული მოვლენა დაახლოებთ 100 წლის წინ მოხდა, და სრულიად შეუმჩნევლად ჩაირა, თუმცა, ათეულობით წლის შემდეგ ამან უამრავი ადამიანის...

“რას მართავენ წარმატებით ? ” - ვახო სანაია

“რას მართავენ წარმატებით ? ” - ვახო სანაია
access_time2021-04-11 18:06:12
“კოვიდს წარმატებით ვმართავთო. შეგიძლიათ, მითხრათ, რა იგულისხმება ამ სიტყვებს მიღმა ?” — ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ვახო სანაია წერს.“● პირველი ტალღა გვქონდა● მეორე ტალღაც გვქონდა ● ახლა მესამე ტალღაც გვაქვსო ● როცა საჭირო იყო, ტესტირება პრობლემა გახდა. ● ერთი ლოქდაუნი გვქონდა● მეორე ლოქდაუნიც გვქონდა ● ქვეყანა ახლაც ჩაკეტილია ● უახლოეს მომავალში სავარაუდოდ კიდევ...

LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება

LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება
access_time2021-04-10 20:00:49
ბოლო 5 წლის მანძილზე ქვეყნებს შორის საზღვრების გახსნილობამ 3 მძიმე დარტყმა მიიღო - ტერორიზმი, მიგრანტები და პანდემია.ამ სამმაგმა შოკმა ის მოიტანა, რომ განვითარებული ქვეყნების მრავალწლიანი მცდელობები საზღვრები ფაქტიურად წაეშალათ, აშკარად ჩავარდა - ფაქტი კი ისაა, რომ საზღვრები არსად არ გამქრალა, და მათ კონტროლი სჭირდებათ.ცივი ომის დასრულებიდან 30 წლის შემდეგ, ჩვენ მორიგი ციკლის დასასრულის მოწმეები ვართ -...

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი
access_time2021-04-10 18:05:44
ევროკავშირის ლიდერთა სოლიდარობა და ერთიანობა პანდემიის მთელი პერიოდის მანძილზე დიდი გამოცდის წინაშე დგას, რაც ნათლად ადასტურებს, რამდენად სუსტი და არამყარია ეს გაერთიანება.თანაც კორონავირუსი ერთადერთი მიზეზი არაა, რომლის გამოც ევროკავშირის ერთიანობა კითხვის ქვეშ დგას. ევროპის ქვეყნების ლიდერები შესაძლოა ერთმანეთს შეეჯახონ რამდენიმე საკითხის გამო, რომელმაც მათ შორის უთანხმოება უკვე წარმოქმნა.საკვანძო პრობლემებია - კონსენსუსის არარსებობა...


მსგავსი სიახლეები

up