"არჩევნები, როგორც სტაბილურობის ტესტი ეკონომიკური პრობლემების ფონზე" – დასავლური მედია საქართველოში მიმდინარე არჩევნებს აფასებს

"არჩევნები, როგორც სტაბილურობის ტესტი ეკონომიკური პრობლემების ფონზე" – დასავლური მედია საქართველოში მიმდინარე არჩევნებს აფასებს

access_time2016-10-08 15:50:16

საქართველოში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნები არა მარტო ქართული, არამედ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. გამოცემა Bloomberg წერს, რომ 2016 წლის არჩევნებში დომინანტური თემა ეკონომიკური საკითხები იყო. გამოცემა აქცენტს აკეთებს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთნხმებაზე და ანაკლიის პორტის მშენებლობის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე.

 

 

"ბლუმბერგის" შეფასებით, ეს არჩევნები უდიდესი ტესტია მმართველი პარტიის - ქართული ოცნებისთვის. ბოლო ერთი წლის მთავარ გამოწვევად დასახელებულია ეროვნული ვალუტის გაუფასურება - "ბლუმბერგის" მიხედვით, თებერვალში ლარი რეკორდულად დაეცა, როცა დოლარი 2,5 ლარი ღირდა, 2015 წელს კი 21%-ით გაუფასურდა. ბლუმბერგი წერს, რომ ეროვნული ვალუტა მას შემდეგ მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა, თუმცა წინასაარჩევნო მარათონის ზეწოლამ ისევ რყევები გამოიწვია, რის გამოც ეროვნულმა ბანკმა ინტერვენციები განახორციელა. სწორედ ლარის კურსია, ბლუმბერგის შეფასებით, ერთ-ერთი ის მთავარი მიზეზი, რის გამოც წინასაარჩევნო დღის წესრიგი ეკონომიკამ განსაზღვრა. 

 

 

სხვა გამოცემების მსგავსად Bloomberg-იც „ქართული ოცნების" მთავარ კონკურენტად ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ასახელებს.

 

 

 

"არჩევნები, როგორც სტაბილურობის ტესტი ეკონომიკური პრობლემების ფონზე" - ამ სათაურით აშუქებს საპარლამენტო არჩევნებს როიტერსი. გამოცემა ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საქართველოს ტერიტორიის მეხუთედი პრო-რუსი სეპარატისტების კონტროლს ექვემდებარება - 2008 წლის მოკლე ომის შემდეგ რუსეთთან, - ეკონომიკა შენელებულია, რაც ცხოვრების სტანდარტს აუარესებს.


 

 

"როიტერსი" ეყრდნობა საზოგადოებრივი კვლევის შედეგებს და ამბობს, რომ სავარაუდოდ ქართული ოცნება გაიმარჯვებს, თუმცა აღნიშნავს, რომ კვლევები ასევე ამომრჩევლის ძლიერ მხარდაჭერას აჩვენებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიმართ. გამოცემის შეფასებით, ორივე - მთავრობაც და ნაციონალური მოძრაობაც - საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის მომხრეა, რასაც მკვეთრად ეწინააღმდეგება მოსკოვი. „ქართული ოცნება რუსეთთან უფრო მჭიდრო კავშირების მომხრეა".

 

"როიტერსი" ხაზს უსვამს ასევე იმ ფაქტს, რომ ამომრჩეველთა დიდი ნაწილი გადაუწყვეტელია. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მთავარი პრობლემები უკავშირდებოდა გივი თარგმაძის და ირაკლი ოქრუაშვილის შემთხვევებს. პრო-რუსული და პრო-დასავლური ორიენტაციის მქონე პარტიებიდან, გამოცემ გამოყოფს თავისუფალ დემოკრატებს და პატრიოტთა ალიანსს - "როიტერსი", ანალიტიკოსებზე დაყრდნობით, წერს, რომ სხვა პარტიებიდან, სწორედ ამ პოლიტიკურ ძალებს აქვთ ყველაზე მეტი შანსი გადალახონ 5%-იანი ბარიერი. ამასთან სტატიაში საუბარია ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში ძველი ხელისუფლების მაღალჩინოსნების დაკავების ფაქტებზე, ასევე იმაზე რომ ზოგიერთმა დასავლურმა ქვეყანამ საქართველოს მთავრობა შერჩევითი სამართლის გამოყენებისთვის გააკრიტიკა.

 

„საქართველოს ბევრი მოქალაქე მთავრობას აკრიტიკებს სუსტი ეკონომიკის გამო, რომელიც ექსპორტის და გადმორიცხვების შემცირების ფონზე, ამ წლის პირველი რვა თვის განმავლობაში მაინც 2.7%-ით გაიზარდა", - ვკითხულობთ სტატიაში, - წერს "ბიზნესკონტრაქტი". 

 

 

ავსტრიული Die Press- წერს, რომ "საქართველოში ამჟამად მიმდინარე წინაარჩევნო კამპანიაში ძირითადად ორი ფიგურა დომინირებს, მაგრამ არცერთი უშუალოდ თვითონ არჩევნებში არ მონაწილეობს: ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი. პირველი მილიარდერია, მმართველი პარტია „ქართული ოცნების" დაამაარსებელი, რომელიც ჯერ პრემიერ-მინისტრი იყო, შემდეგ კი გადადგა, მეორე კი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტია, 2012 წლის არჩევნებში დამარცხებული პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, რომელიც დღეს უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორია. მის წინააღმდეგ საქართველოში სისხლის სამართლის საქმე აღძრული პრეზიდენტობის დროს ჩადენილი დანაშაულებათა გამო და ამიტომ სამშობლოში ჩასვლას ვერ ბედავს - დააპატიმრებენ" .

 

 

როგორც სტატიაშია აღნიშნულია, ხელისუფლებაში ყოფნის ოთხი წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ" ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე სვლა გააგრძელა. მართალია, დაპირებებიდან მაინცდამაინც ბევრი რამ არ შესრულებულა, მაგრამ მთავრობის აქტივებში უნდა ჩაიწეროს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება და რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის გამოცოცხლება კონფლიქტის ესკალაციის გარეშე.

 

"არჩევნები საკმაოდ რთული ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე ტარდება. რუსეთში არსებული კრიზისი საქართველოზეც ახდენს თავის უარყოფით გავლენას. ადრე რუსეტში მყოფი ქართული დიასპორა სამშობლოში საკმაოდ მნიშვნელოვან თანხას აგზავნიდა, ახლა კი მათი მოცულობა შემცირებულია. გარდა ამისა, მოსახლეობაში შეინიშნება ევროკავშირისადმი გარკვეული იმედგაცრუებაც: ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ ევროკავშირმა ძალიან გააჭიანურა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესება, - აღნიშნავს Die Press-ის ჟურნალისტი.

 

 



სახელმწიფო ბიუჯეტი საპარლამენტო არჩევნების სამსახურში

სახელმწიფო ბიუჯეტი საპარლამენტო არჩევნების სამსახურში
access_time2019-12-13 19:45:25
2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი პოლიტიკურად მიზანშეწონილი გადაწყვეტილებებით არის დატვირთული. სახელისუფლებო პარტიისთვის 2020 წლის მთავარი პოლიტიკური მიზანშეწონილობა საპარლამენტო არჩევნების მოგებაა. პირველ რიგში, ბიუჯეტსაც ეს დაკვეთა აქვს.2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტი პენსიისა და საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების ზრდაა. 2019 წელთან შედარებით, 2020 წლის...

მარსზე გაფრენილ პირველ ადამიანს შესაძლოა, საქართველოში დამზადებული კოსტიუმი ეცვას

მარსზე გაფრენილ პირველ ადამიანს  შესაძლოა, საქართველოში დამზადებული კოსტიუმი ეცვას
access_time2019-12-13 18:30:11
ქართული სტარტაპი Elven Technologies მარსის მომავალი მისიისთვის და ამერიკული ბაზრის დაპყრობისთვის ემზადება, თუმცა ამ ეტაპზე პროდუქტის საბოლოო ვერსიის დასამზადებლად ინვესტიციის მოზიდვას ცდილობს. ქართული დამწყები მცირე ბიზნესის პროდუქტი, მეხანძრის ინოვაციური კოსტიუმია, რომელსაც ორი მთავარი ინოვაცია აქვს, სრულიად ცეცხლგაუმტარია და ტემპერატურისგან 8-ჯერ უფრო ხანგრძლივი დაცვა გააჩნია, ვიდრე არსებულ კოსტიუმებს. ამავდროულად, მას გაგრილების სისტემის ახალი ტექნოლოგია...

კობა გვენეტაძე - რუსეთის ავიასანქციების გამო ქვეყანამ 300 მილიონით ნაკლები ტურისტული შემოსავალი მიიღო

კობა გვენეტაძე - რუსეთის ავიასანქციების გამო ქვეყანამ 300 მილიონით ნაკლები ტურისტული შემოსავალი მიიღო
access_time2019-12-13 16:33:47
ჩვენი შეფასებით, ავიასანქციების გამო ქვეყანამ 300 მილიონით ნაკლები ტურისტული შემოსავალი მიიღო,- ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტის პლენარული სხდომაზე 2020-2022 წლების ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე საუბრისას განაცხადა. კობა გვენეტაძემ მაღალი ინფლაციის მიზეზებზე საუბრისას აღნიშნა, რომ წლის დასაწყისში ინფლაციაზე ერთჯერადი ფაქტორების გავლენას ჰქონდა ადგილი, რაც ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკაზე...

„პროდუქციის გაიაფებისა და წარმოების ზრდისათვის საჭიროა მეფრინველეობის დარგის მინიმუმ 5-10 წლით გათავისუფლება დღგ-ს გადასახადისგან“

„პროდუქციის გაიაფებისა და წარმოების ზრდისათვის საჭიროა მეფრინველეობის დარგის მინიმუმ 5-10 წლით გათავისუფლება დღგ-ს გადასახადისგან“
access_time2019-12-13 17:30:57
მეფრინველეობის დარგის წარმომადგენლები დღგ-სგან გათავისუფლებას ითხოვენ. სექტორში კანონმდებლობის დახვეწის საჭიროების საკითხიც ნათელია. პარალელურად პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მთავრობის წარმომადგენლებს თვითკმარი სოფლის მეურნეობის შექმნის და...

შეხვდი დღესასწაულებს განსაკუთრებულად და დაზოგე გონივრულად

შეხვდი დღესასწაულებს განსაკუთრებულად  და  დაზოგე გონივრულად
access_time2019-12-13 16:30:34
ახალი წელი hotsel.ge-ზე ! ახალ წელს ისე არაფერი უხდება, როგორც სადღესასწაულო ფუსფუსი, ნობათისა თუ საჩუქრების შეძენა, განსაკუთრებით გვახარებს საჩუქრების შერჩევისა და საახალწლო დეკორაციების შეძენა, რომ ჩვენი სახლი და ნაძვის...


მსგავსი სიახლეები

up