"ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" ანაკლიის პორტის 50-წლიანი გენგეგმის მომზადება დაასრულა

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" ანაკლიის პორტის 50-წლიანი გენგეგმის მომზადება დაასრულა

access_time2017-03-07 12:45:54

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" ანაკლიის პორტის 50-წლიანი გენერალური გეგმის მომზადება დაასრულა. გენერალურ გეგმას ამ ეტაპზე ანაკლიის სამთავრობო კომისია განიხილავს.

 


ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის გენერალური გეგმა პორტის 9-ვე ეტაპის განვითარებას მიმოიხილავს. იგი მოიცავს პროექტის:

 


ეკონომიკური გავლენის შეფასებას


ტვირთბრუნვის გათვლებს


განვითარების ფაზებს


საინვესტიციო მოცულობას

 


ანაკლიის ნავსადგურის გენერალური გეგმა კონცენტრირდება ინოვაციურ საინჟინრო ტექნოლოგიებზე, ხარჯების დაზოგვასა და პორტის ეფექტურობაზე. იგი რეგიონული და საერთაშორისო საპორტო სექტორისთვის მნიშვნელოვან მაგალითს წარმოადგენს.

 


გენერალურ გეგმაზე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" კონსულტანტ ჰოლანდიურ კომპანია Maritime & Transport Business Solutions-თან (MTBS) ერთად მუშაობდა. დოკუმენტი საბოლოოდ ანაკლიის სამთავრობო კომისიამ უნდა დაამტკიცოს.

 

 

 


 

 


გენერალურ გეგმაზე მუშაობის პარალელურად, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" მთავრობას წარუდგინა 20 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საბანკო გარანტია, რომლის ფარგლებშიც კონსორციუმმა ანაკლიის პორტის ტერიტორიაზე დაიწყო და განახორციელა წინასამშენებლო საინჟინრო და ჰიდრო-საინჟინრო სამუშაოები; დაასრულა პორტის პროექტის „ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების" დოკუმენტის მომზადებისთვის საჭირო კვლევების

 


ნაწილი; ანაკლიის ეკონომიკური და სოციალური გარემოს შესწავლა. საერთაშორისო კომპანიებთან და კონტრაქტორებთან ერთად (Van Oord, Moffatt & Nichol, Royal HaskoningHDV, Ecoline International) ამ დროისათვის „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" ანაკლიაში განხორციელებული აქვს შემდეგი სამუშაოები:

 


პორტის სრული საზღვაო აკვატორიის ზღვის ფსკერის შესწავლა და სხვადასხვა სანავიგაციო ტერიტორიების კვლევა


გეოტექნიკური სამუშაოები სახმელეთო და წყალქვეშა ნიადაგის გამოსაკვლევად


ტალღებისა და ქარის სიმძლავრის, სიჩქარისა და სიმაღლის შესწავლა


ტოპოგრაფიული სამუშაოები, რომელმაც მოიცვა მთლიანი საპორტო ტერიტორიის რელიეფური შესწავლა


სედიმენტაცია - წყალში ქვიშის მოცულობის შესწავლა


ნიადაგისა და წყლის ეკოლოგიური კვლევა


ზღვის ძუძუმწოვრების შესწავლა


ზღვის ფსკერის ქიმიური და ბიოლოგიური ანალიზი (ფლორისა და ფაუნის კვლევა)


ორნიტოლოგიური კვლევა


სახმელეთო ნაწილის ფლორისა და ფაუნის კვლევა


მიწისქვეშა წყლების კვლევა


ანაკლიისა და მიმდებარე დასახლებების სოციალურ-ეკონომიკური კვლევა

 

 


„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების დაწყებას 2017 წლის მეორე ნახევრიდან გეგმავს. ანაკლიის ნავსადგურის გახსნა და პირველი ფაზის ამუშავება 2020 წელს იგეგმება.

 

 

 



„გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა“ - რომელ ტექნიკაზე მოიმატა მოთხოვნამ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში

„გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა“ - რომელ ტექნიკაზე მოიმატა მოთხოვნამ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში
access_time2020-08-09 15:01:24
ივნის-ივლისში გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „ბეკო საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა მეჰმედ მელექმა განუცხადა.   „თუ 2020 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებს, წინა წლის 7 თვეს შევადარებთ, გეტყვით, რომ აქ გაყიდვების მხრივ სიტუაცია იგივე დონეზეა. ეს კი პანდემიის პირობებში კარგი მაჩვენებელია. ზაფხულში მაჩვენებლები უფრო დამაიმედებელია, მეტიც, იანვარ-ივლისში გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა. გაყიდვების ზრდას ხელს უწყობს ისიც, რომ წელს 3 ახალი მაღაზია...

მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა – საქართველოში საწვავის ფასის 10 თეთრით გაზრდაა მოსალოდნელი

მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა – საქართველოში საწვავის ფასის 10 თეთრით გაზრდაა მოსალოდნელი
access_time2020-08-09 20:00:07
ე.წ. დიდი ლოქდაუნისას გაუაფებული ბენზინი საერთაშორისო ბაზრებზე გაძვირების გზას დაადგა. კერძოდ, 29 ივლისის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი...

Bloomberg: კარანტინზე უარის თქმის მიუხედავად, შვედეთმა ეკონომიკა ვერ გადაარჩინა

Bloomberg: კარანტინზე უარის თქმის მიუხედავად, შვედეთმა ეკონომიკა ვერ გადაარჩინა
access_time2020-08-09 18:00:10
  შვედეთმა თავისი ეკონომიკა 1980 წლის შემდეგ რეკორდული ვარდნისგან ვერ დაიცვა  - კარანტინზე და თვითიზოლაციაზე უარის თქმის მიუხედავად, ქვეყნის მშპ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,8%-ით შემცირდა  - ასეთია შვედეთის სტატისტიკის სამმართველოს მონაცემები.   პირველ კვარტალთან შედარებით ვარდნა თითქმის ანალოგიურია - 8,6%.   ასევე მკვეთრად დაეცა ექსპორტი და ამავე დროს მასშტაბური ფინანსური დახმარების პროგრამების მიუხედავად,...

აფხაზეთი კრიპტო-ციებ-ცხელებამ მოიცვა - ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა

აფხაზეთი კრიპტო-ციებ-ცხელებამ მოიცვა - ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა
access_time2020-08-09 16:00:20
აფხაზეთში ნამდვილი კრიპტო-ციებ-ცხელებაა. ეს ძალიან მარტივად იხსნება - კერძოდ კი, ელექტროენერგიაზე ფანტასტიურად დაბალი ტარიფებით.   ერთი კილოვატი ელექტროენერგია აფხაზეთში 1 ცენტზე ოდნავ მეტი ღირს - დანარჩენი მსოფლიოსთვის წარმოუდგენელი ფასი. გასაგებია, რომ ის კრიპტოფერმებს იზიდავს, და მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება - მხოლოდ ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა, ჯამურად კი მათი რაოდენობა 8000-ს აღწევს.   ისინი მიტოვებულ შენობებში,...

Facebook-ს აქციები რეკორდულად ძვირდება

Facebook-ს აქციები რეკორდულად ძვირდება
access_time2020-08-09 13:40:12
Facebook-ის აქციების ღირებულება რეკორდულ დონეზე  - 225, 8 დოლარამდე გაიზარდა - ეს უმსხვილესი კომპანიების მხრიდან სოციალურ ქსელში რეკლამაზე ბოიკოტის და კონგრესში მიმდინარე ანტიმონოპოლიური გამოძიების ფონზე ხდება. ყველა ამ უსიამოვნების მიუხედავად, სოციალური ქსელის აუდიტორია და მოგებაც პროგნოზირებულზე მეტად იზრდება. ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ კომპანიის აქციები 7%-ით გაძვირდა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ წლის მანძილზე Facebook-ის...


მსგავსი სიახლეები

up